კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


კითხვა: ლოყებზე მაქვს წითელი მუწუკები. მითხრეს, რომ მას ალოე შველის. რა შეიძლება, ამის გამომწვევი იყოს და როგორ მოვამზადო ალოესგან სამკურნალო წამალი?

პასუხი: სახის კანი, შინაგან ორგანოთა ჯანმრთელობის სარკეა. როდესაც შინაგან ორგანოთა ფუნქცია მწყობრიდან გამოდის და ვეღარ უმკლავდება პრობლემებს, ამის შესახებ ის კანზე გარკვეული სახის გამონაყრით გვამცნობს. რაც მთავარია, ორგანიზმის თითოეულ ორგანოს მისი შესაბამისი კანის უბანი აქვს ანუ, ადგილი, რომელზეც ჰპოვებს ასახვას. მაგალითად, ფილტვებში ჭარბი სითხისა და ლორწოს დაგროვების დროს, ლოყებზე ხშირად ვითარდება წვრილი, წითელი მუწუკები. ასეთ დროს, მართლაც კარგია ალოეს სამკურნალო კოქტეილი მოამზადოთ. კერძოდ, აიღეთ ნახევარი ჭიქა წვრილად დაქუცმაცებული ალოეს ფოთოლი, ნახევარი ჭიქა წვრილად დაქუცმაცებული ლიმონის ქერქი და 2 ჭიქა თაფლი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ ერთი კვირა. მიიღეთ სამი სადილის კოვზი ყოველი ჭამის წინ 20 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ კურსი. მკურნალობის პროცესში მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხიმიანი და შაქრის შემცელი პროდუქტების მიღება. თუ ლოყებზე წითელი მუწუკების ნაცვლად, თეთრთავიანი ჩირქგროვები განვითარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაიწყო ნაწლავების გასუფთავება. კარგი იქნება თუ, მითითებულ პროდუქტებთან ერთად, რძის ნაწარმის მიღებასაც შეზღუდავთ.
скачать dle 11.3