კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ უნდა აირჩიოთ პროფესია ზოდიაქოს მიხედვით

თათია ფარესაშვილი მიხეილ ცაგარელი


  ადამიანთა უმრავლესობა ბევრს შრომობს, მაგრამ წარმატებას ცხოვრების ბოლომდე ვერ აღწევს. ამას იღბალს აბრალებს, თუმცა, რეალურად, ეს არასწორად შერჩეული პროფესიის ბრალია. ის, თუ კონკრეტულად რა ტიპის საქმიანობაა ბედნიერების მომტანი ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის, ამას ქვევით ამოიკითხავთ.

ვერძი  – შეიძლება, საკუთარი თავი სამხედრო საქმეში, სპორტში, ცეკვაში იპოვოს. მისთვის, ნებისმიერი საქმე მისაღებია, რომელიც ლიდერული თვისებების გამოვლენას გულისხმობს.
კურო – შეიძლება, აღმოაჩინოს, რომ ბედნიერია კულინარის როლში. მისთვის ასევე სასიამოვნოა შენება და კომფორტისა და დიზაინის შექმნა.
ტყუპები – ამ ზოდიაქოთი დაბადებული ადამიანის სისუსტე ლაპარაკია. ამიტომ, მისთვის შეიძლება, მოწოდება იყოს შუამავლისა და კონსულტანტის პროფესია. ასევე, ჟურნალისტიკა.
კირჩხიბი – ოჯახზე, ტრადიციებზე დამოკიდებული ადამიანია. ამიტომ, სულიერად ბედნიერი იქნება, თუ დაკავდება ისტორიით, ანტიკვარიატით ან სიძველეების მოვლით.
ლომი – ამ ზოდიაქოთი დაბადებულისთვის მთავარია ამბიციები, საკუთარი იმიჯი და უფროსობა. ამიტომ, მისთვის იდეალური საქმიანობაა ორგანიზატორობა. ასევე, შემოქმედებითი სფეროები და ფსიქოლოგია.
ქალწული – საშინლად აღიზიანებს ქაოსი. ამიტომ, ბედნიერად ნებისმიერ ისეთ სფეროში იგრძნობს თავს, სადაც მას სხვაზე ზრუნვის საშუალება მიეცემა. საუკეთესო შეიძლება, იყოს,  მედიცინის სფერო.
სასწორი – პოეტური და რომანტიკული ნიშანია. გამოკვეთილი სამართლიანობის გრძნობით. მისთვის კარგია მოდა, დიზაინი, არქიტექტურა. ასევე, იურისპრუდენცია.
მორიელი – გამოწვევებისა და ექსტრემის გარეშე, არ შეუძლია ცხოვრება. შესაძლოა ცხოვრებისეულ მოწოდებას ნებისმიერი ტიპის, ექსტრემალურ პროფესიაში მიაგნოს, დაწყებული მრბოლელის პროფესიით, დასრულებული მაშველისა და კასკადიორის საქმიანობით.
მშვილდოსანი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულს, ძალიან უყვარს სხვებისთვის მორალის კითხვა და ჭკუის სწავლება. მისთვის კარგია, თუ გახდება ლექტორი. ასევე, მისი მეორე სისუსტე მოგზაურობაა. შესაბამისად, ტურიზმშიც უნდა სცადოს ბედი.
თხის რქა – დისციპლინა და კარიერული ამბიციები აწუხებს. მისთვის, აუცილებელია საქმიანობა, რომელიც წინსვლისა და პროფესიულად გაზრდის საშუალებას მისცემს.
მერწყული – თავისუფლად მოაზროვნე, კრეატიული ნიშანია. ის ბედნიერი იქნება, თუკი რაიმე ტიპის ჯგუფურ საქმიანობაში ჩაებმება ან სოციალური პროექტებით დაკავდება.
თევზები – ნამდვილი უდიპლომო ფსიქოლოგები არიან. მათთვის ერთი სიამოვნებაა ადამიანური ისტორიების მოსმენა და რჩევების გაზიარება. ამიტომ, სასურველია, ზუსტად ამ პროფესიაში ან ხელოვნებაში სცადონ ბედი.скачать dle 11.3