კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 მარწყვი ანტისეპტიკური საშუალებაა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


საქართველოში ველურად იზრდება მარწყვის 3 სახეობა. ტყის მარწყვი ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში, ტყის პირას, მდელოებსა და ველებზე. მწვანე მარწყვი ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; მუშკის მარწყვი კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება. ხალხურ მედიცინაში მარწყვს იყენებენ ავიტამინოზის, სოკოს, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის სამკურნალოდ. ბაღის მარწყვის სამკურნალო თვისებები უფრო სუსტია, ვიდრე ტყის მარწყვისა. ბაღის მარწყვი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, პექტინურ და მთრიმლავ ნივთიერებას, ვიტამინებსა და მინერალებს. მის ფოთლებში მოიპოვება ეთერული ზეთი. მარწყვის ნაყენი ეწინააღმდეგება ანთებას, სპობს მიკროორგანიზმებს ნაწლავებში. იყენებენ, როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას ანგინისა და სტომატიტის დროს. მის ნედლ ფოთლებს იღებენ თირკმლებზე და, აგრეთვე, კბილის ტკივილის დროს.

ბარამბოს
სამკურნალო თვისებები

ბარამბო აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხსნის ნერვულ სპაზმებს, ამცირებს თავბრუხვევას და ხმაურს ყურებში, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობაზე. ეთერზეთების წყალობით ბარამბოს ექსტრაქტს აქვს სპეციფიკური სასიამოვნო სუნი და გემო. ბარამბოს ეთერზეთები ხსნის ტკივილსა და კრუნჩხვებს. სწორედ ამ თვისების გამო, ბარამბო ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭვალის დროს. ბარამბოს ეთერზეთებს, ასევე, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ხელს უწყობს მადის მომატებას. მას იყენებენ ნევროზული მდგომარეობის დროს, რომელსაც თან ახლავს თავბრუხვევა, ის აგრეთვე კარგია მუცლის არეში ტკივილის, კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნების, პირის ღრუში ცუდი სუნისა და კბილის ტკივილის დროს.
ღრძილების დაავადებებისა და კბილის ტკივილის დროს ნაყენი ან ნახარში გამოიყენეთ გამოსავლებად, კომპრესები კი – სახსრების რევმატიული ტკივილის, კონტუზიის, წყლულისა და ფურუნკულოზის დროს.
ბარამბოს ბალახის ნაყენი: 15 გრამ ბალახს დაასხით 180 მილილიტრი მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ. მიიღეთ ეს დოზა 3-4-ჯერ დღეში მენსტრუალური ციკლის დარღვევისას.
მიიღეთ 10-15 წვეთი ბარამბოს ეთერზეთი გულისცემისა და გულის ტკივილის დროს. გამოიყენეთ ასევე, როგორც ოფლმდენი წამალი და საშუალება, რომელიც არეგულირებს მენსტრუაციას

ბალბა – გაციებისა და ფაღარათის სამკურნალოდ
ბალბის ყვავილებსა და ფოთლებს იყენებენ ხალხურ მედიცინაში. აგროვებენ ივნის-აგვისტოში ცალკე ბალახს და ცალკე ფოთლებსაც. იყენებენ პნევმონიისა და ფილტვის ენფიზემის სამკურნალოდ. ბალბას ძირითადი შემადგენელია მცენარეული ლორწო. გამოიყენება დამარბილებელ და ამოსახველებელ საშუალებად, ინჰალაციისთვის, გამოსავლებად. ძირითადად კი – ჩაის სახით. ხალხურ მედიცინაში მისი ჩაი ძალიან პოპულარულია. თანაბრად იყენებენ ფოთოლს, ყვავილს და ბალახს უმეტესად, გაციების საწინააღმდეგოდ, ყელის ტკივილისას. ხალხური მედიცინა ბალბის ჩაის იყენებს ფაღარათისა და მუცლის ტკივილისას, ჭრილობებზე კი – კომპრესებად.

უნაბი –
სიცოცხლის ელექსირი

უნაბის ნაყოფის ნახარშს, „გულმკერდის ჩაის“ სახელწოდებით ცნობილს, იყენებდნენ, როგორც დამარბილებელ საშუალებას ყელის ტკივილისა და სასუნთქი სისტემის კატარით მიმდინარე დაავადებათა დროს. უნაბი გამოიყენება როგორც უმი, ასევე ჩირის სახითაც. ნაყოფი დიდხანს ინახება და მეტად სასარგებლოა.
 უნაბის ნაყოფი მიკროელემენტების უნიკალური კომბინაციით გამოირჩევა. შეიცავს 9,8-დან 40,5 პროცენტამდე ნახშირწყლებს, 1,74 პროცენტ ორგანულ მჟავებს (ქარვისა და ვაშლისას), დიდი რაოდენობით კაროტინს, თიამინს, კატექინებს. ის რეკომენდებულია ჰიპოვიტამინოზებისა და სურავანდის სამკურნალოდ. შეიცავს B და K ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა.
 უნაბის ნაყოფი კლავს წყურვილს, აქრობს დაღლილობას, ხსნის კუჭის, გულმკერდისა და გულის ტკივილებს, აღგზნებადობას, აუმჯობესებს შრომისუნარიანობასა და თვითშეგრძნებას. უნაბს წარმატებით იყენებდნენ ასთმის სამკურნალოდ. დღეს ყველამ იცის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც უნაბს რეგულარულად მიირთმევენ, ჰიპერტონიული დაავადებები ნაკლებად აწუხებთ. ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ უნაბს თანამედროვე მედიცინაც უწევს რეკომენდაციას. ამ მიზნით მისი 20 ცალი ნაყოფი დღეში სამჯერ უნდა მიირთვათ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი სამ თვეს გრძელდება. შეიძლება გამომშრალი ნაყოფის გამოყენებაც. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა უნაბის ფოთლები და ფესვებიც. უნაბის ნაყოფის ნახარში მეტად ფასეული სასმელია – აძლიერებს ორგანიზმს, ამაღლებს ტონუსს, ხსნის ხველასა და თავბრუხვევას. სასარგებლოა ტკივილებისა და უძილობის დროს, რეკომენდებულია მეხსიერების დარღვევების სამკურნალოდ და, ზოგადად, სკლეროზული პროცესების საპროფილაქტიკოდ.
უნაბის ნაყოფი რეკომენდებულია ორსულთათვის ტოქსიკოზის დროს, ასევე მეძუძური დედებისთვის ლაქტაციის გასაძლიერებლად. ფოთლების, ქერქისა და ტოტების ნახარში გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით, რის გამოც გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, აბსცესების, ტუბერკულოზური ლიმფადენიტის სამკურნალოდ. უნაბის ფესვების ნახარში ბავშვებში თმის ზრდის სტიმულაციისთვისაა ნაჩვენები, მოზრდილებში კი – თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. ნახარშით თავის დაბანა საღამოს არის რეკომენდებული. თავის კარგად გამშრალება არ არის საჭირო, ნახარში კარგად უნდა შერჩეს თმას და მაქსიმალური ეფექტი მოახდინოს. უნაბის ნაყოფი შეიცავს 3 პროცენტამდე პექტინებს, რასაც ორგანიზმიდან გამოაქვთ ვერცხლისწყლის, ტყვიისა და სპილენძის მარილები, ბაქტერიული ტოქსინები და რადიაქტიური იზოტოპები.
სასარგებლო რეცეპტები:
ნაყოფის ნაყენი – აიღეთ 1 კილოგრამი გამომშრალი ნაყოფი, კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში (მსხვილი ნაყოფი სასურველია, 3-4 ნაწილად გაიყოს). დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, შეფუთეთ და 8-12 საათით გააჩერეთ სითბოში. ამის შემდეგ გადაწურეთ, ნაყოფს ხელმეორედ დაასხით მდუღარე წყალი, 10-12 საათს დააყოვნეთ და ისევ გადაწურეთ. ნაყოფი და ნაყენი ცალ-ცალკე მიირთვით. ეს ნაყენი ხალხურ მედიცინაში ჰიპერტონიის სამკურნალო მეტად სასარგებლო საშუალებადაა მიჩნეული. ერთ მიღებაზე დალიეთ ერთი ჭიქა.
უნაბის ფოთლები C ვიტამინს შეიცავს და ანესთეზიური თვისებებიც გააჩნია. ფოთლის კარგად დაღეჭვის შემთხვევაში, ადამიანი დროებით კარგავს მწარე და ტკბილი გემოს შეგრძნების უნარს.
 ფოთლების ნაყენი – აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული უნაბის ფოთ ოლი, დაასხით 300 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი და შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ 50 მილილიტრი დღეში 3-4 ჯერ, ხველისა და ფილტვის დაავადებათა სამკურნალოდ.
ცალკეული ექიმი-მკვლევრები წარმატებით მკურნალობენ ჰიპერტონიით დაავადებულ ავადმყოფებს. ხშირ შემთხვევებში, უნაბის ნაყოფებით ჩატარებული სპეციფიკური მკურნალობის შედეგად, ბევრ ავადმყოფს სისხლის წნევა მნიშვნელოვნად და მყარად შეუმცირდა.
კურკების ნაყენი – აიღეთ 100 გრამი დაფქული უნაბის კურკა, დაასხით 500 მილილიტრი წყალი, ადუღეთ 10 წუთს. დაუმატეთ 200 მილილიტრი 96-პროცენტიანი სპირტი. გააჩერეთ 8 საათს და შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ ნევრასთენიის, ისტერიკის, თავბრუხვევისა და უძილობის დროს.    

სალბი – საოცარი მკურნალი
სალბი მართლაც საოცარი მცენარეა, უამრავი სასარგებლო თვისებით. ის სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება ძალიან ბევრი დაავადების დროს. ამ მცენარეს მომწარო, მწკლარტე გემო აქვს. ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია ეთერზეთებით, მთრიმლავი და ფისოვანი ნივთიერებებით, რასაც ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის საწინააღმდეგო აქტიური მოქმედება ახასიათებს და შესაბამისად, მისი გამოყენება ძალიან სასარგებლოა ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის. მისი ფოთლების ნაყენი სავლებად გამოიყენება სტომატიტის, ზემო სასუნთქი გზების კატარის, ანგინის დროს.
ამ მცენარის ფოთლები გამოირჩევა მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი მოქმედებით. ასევე, აქვს სისხლდენისა და ოფლის გამოყოფის შემაფერხებელი ეფექტი.
ნედლეულის შეგროვება ხდება ნაყოფის შემოსვლის დროს, ივლისის დასაწყისიდან ოქტომბრამდე. ამ დროს ფოთლებში ეთერზეთის მეტი რაოდენობაა. მას აშრობენ ჰაერზე, მზეზე ან ჩრდილში 40-50 სანტიმეტრის სისქეზე გაშლილს. შემდეგ გამშრალ ბალახს აცლიან ფოთლებს და ინახავენ მშრალ ადგილას, მაქსიმუმ, წელიწადნახევარი.
  მისი ფოთლების ნაყენი ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის კლიმაქსის პერიოდში. მეძუძურ დედებში კი ის რძის გამოყოფას ამცირებს. მისი ფოთლების ნაყენს შესანიშნავი ეფექტი აქვს გასტრიტის, კოლიტის,  მეტეორიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების მკურნალობისას.
აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული სალბი, დაასხით 400 მილილიტრი მდუღარე წყალი, 4-6 საათს გააჩერეთ, გადაწურეთ და ყოველ 3-4 საათში, 20-30 მილილიტრი მიირთვით.
სალბის ნაყენის მისაღებად, 2 სადილის კოვზი ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთით. მომდევნო 45 წუთი დააყოვნეთ, რომ კარგად გაცივდეს. გადაწურეთ და დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ერთ ჭიქა ანადუღარ წყალში და დალიეთ. შეინახეთ გრილ ადგილზე, არაუმეტეს 2 დღე-ღამისა, მაგრამ წყალში გაზავებული არა. გაზავება უშუალოდ დალევის წინაა საჭირო. კარგია პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად. სალბის ნაყენში დასველებული დოლბანდის საფენები გამოიყენება კანის დაზიანების, ჭრილობების, დამწვრობის, მოყინვის დროს.
სასუნთქი გზების ანთებისას სალბის ეთერზეთებით ინჰალაციაა რეკომენდებული. ამისთვის 1-2 გრამი ეთერზეთი მდუღარე წყალში უნდა ჩააწვეთოთ და ორთქლი ინტენსიურად შეისუნთქოთ. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ნაყენი, ისე ნახარში და ფხვნილი.
სალბი ეფექტურია გარეგანი გამოყენებისთვისაც, რასაც სიმსივნეების დროს მიმართავენ. სამკურნალო დანიშნულება აქვს სალბის ღვინოს: 80 გრამ სალბის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი ღვინო, 8 დღე გააჩერეთ და ჭამის შემდეგ, 20-30 მილილიტრი მიირთვით.
 სალბის ნაყენის მიღება ამცირებს ოფლის გამოყოფას. ამიტომ, მისი მიღება კარგია ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში.скачать dle 11.3