კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 სჭირდება თუ არა ქმარს ცოლი, რომელიც ყველაფერს აპატიებს

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე


ქალების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მამაკაცს ბევრი რამ ეპატიება და ფაქტობრივად, ამით საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოაქვთ. რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანს შანსი უნდა მისცე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  მას ეს თავად სურს და გაცნობიერებული აქვს დანაშაულიც. არ შეიძლება, მუდმივად აპატიო და მერე თავი დაიტანჯო. ერთი, რომ მის თვალში ეს ღირსებას არ გძენს და მეორე – როცა დამნაშავე ჩადენილისთვის პასუხს არ აგებს, დაუსჯელობის სინდრომი ახალი დანაშაულისკენ უბიძგებს. მამაკაცების გარკვეული პროცენტი იმასაც კი ამბობს, რომ არ სურს ისეთი  ცოლი, რომელიც ყველაფერს აპატიებს. 

მერიკო (38 წლის): თავს ძალიან უბედურად ვგრძნობ. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად თავი გავწირე და ბევრი რამ დავთმე. რეალურად კი, მხოლოდ ცხოვრება გავიმწარე. აღმოჩნდა, რომ, რაც აქამდე გამიკეთებია, სრული სისულელე და აბსურდია. მე და ჩემს ქმარს პრობლემები სამი წლის წინ დაგვეწყო. თავიდან – შეუმჩნევლად, თითქოს ვერც კი მივხვდი. უცებ აღმოვაჩინე, რომ ქმარმა სახლში დაგვიანებით მოსვლას მოუხშირა. ოღონდ არ მკითხოთ, ასეთი სულელი რატომ ვარ. მგონი, ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში. ცხოვრება გასაქანს არ გიტოვებს. სულ შრომობ, უამრავი საზრუნავი გაქვს და უცებ, სხვა რეალობაში გაიღვიძებ. ჩემი „სხვა რეალობა“ საშინელი აღმოჩნდა. ყველაფერი თვალწინ დამენგრა. მთელი სქემა დაიშალა.
– რა სქემა?
– რომ ცოლი მშვიდი, გონიერი, გაწონასწორებული და მიმტევებული უნდა იყოს – ქმარს წვრილმანი „ხულიგნობები“ უნდა აპატიოს.
– „წვრილმან ხულიგნობებში“ რა იგულისხმება?
– ყველა მამაკაცი აცეცებს თვალებს აქეთ-იქით და ფლირტის სურვილი აქვს. „სხვა“ ქალი ძალიან მომხიბვლელია ცოლიანი კაცისთვის. ცდუნებას ვერ უძლებენ.
– ამიტომ ღალატი ეპატიებათ?
– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვპატიობთ ხოლმე. შეიძლება, ძალიან არ გვინდა, მაგრამ რაღაც მოსაზრებებით, მაინც ყველაფერი ეპატიებათ.
– ეპატიებათ თუ ჩვენ მივუტევებთ?
– ვპატიობთ, რა თქმა უნდა. მეც დამისვამს საკუთარი თავისთვის ეს შეკითხვა: რატომ-მეთქი და პასუხი არ არის. ან იმდენი პასუხია ერთბაშად, რომ იბნევი და თავგზა გერევა. შეჩვეულის გადაჩვევა გიჭირს. არ გინდა, შეცვალო ის, რაც შენთვის თითქმის ბუნებრივად იქცა. თან, ფიქრობ, რომ შენს თავგანწირვას, სიყვარულს და გაღებულ მსხვერპლს ვიღაც დააფასებს.
– ვიღაც, ანუ ქმარი?
– ჰო. ქმარი ხომ ისაა, ვინც გვიყვარს და ვინც ცხოვრებაში იმიტომ შემოვუშვით, რომ ბედნიერება ერთად გვეპოვა. ამ იდეით თხოვდები და ამით იწყებ კაცთან ცხოვრებას. ალაგებ მომავლის გეგმებს და ფიქრობ, რომ ის შენი ყველაზე საიმედო დასაყრდენია. მერე ხედავ, რომ სწორედ ის გაცლის ფეხქვეშ მიწას და შენს ღირსებაზე თამაშობს.
– როცა ქმარმა გიღალატათ, აღიარა ეს?
– რომელი კაცი გინახავთ, რომ ღალატს აღიარებდეს. ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტი უნდა დაუდო წინ, რომ გამოტეხო. ჩემმა ქმარმაც თავი გაიგიჟა, როცა ვუთხარი, ეჭვი მაქვს, ჩემი ერთგული არ ხარ-მეთქი. ისეთი ამბავი დააწია, ხმა ვეღარ ამოვიღე. გავშტერდი და ვარჩიე, გავჩუმებულიყავი. თანც, ცოტა ეჭვიც შემეპარა, იქნებ მართლა არ მღალატობს-მეთქი. იმის გარდა, რომ სახლში ჩვეულებრივზე გვიან ბრუნდებოდა, მობილურს მალავდა და ზოგჯერ საერთოდაც ავიწყდებოდა, იქ რომ ვიყავი, ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა. ვერ „მივაწვებოდი“... ცოტა ხანი თითქოს სიმშვიდე იყო – ქარიშხლის წინ რომ იცის ხოლმე, ისე. მერე კი დაქალმა დამირეკა, შემხვდიო. თითქოს გულმა მიგრძნო, რისთვისაც უნდოდა შეხვედრა. რაღაცნაირად მიყურებდა – ცოტათი შიშით, ცოტათი სიბრალულით. საუბრის დაწყება უჭირდა.
– რა იყო, რამე ხომ არ გაიგე ჩემზე-მეთქი? ესე იგი, იციო... რა ვქნა, უნდა გითხრა, არ მინდა, მასხრად გიგდებდნენ, დაგცინოდნენ. თანაც, შენ გარდა ყველამ იცის, რომ ქმარი გღალატობსო. იმდენმა ნახა იმ ქალთან, მგონი, აღარც ერიდება, ისე დაათრევს აქეთ-იქითო...
– ეს გახდა საკმარისი, რომ ქმრის ღალატში დარწმუნებულიყავით?
– იცი, რაშია საქმე? – ჩემი გული და ინტუიცია ყველაზე კარგი მრჩეველია. ისედაც ხომ ვხვდებოდი, რაღაც რომ ხდებოდა, ჰოდა, დავრწმუნდი. მაგრამ გადავწყვიტე, გამეტარებინა ეს ამბავი და არაფერი მეთქვა მისთვის, დრო და შანსი მიმეცა.
– რატომ?
– არ არის ასე ადვილად პასუხისგასაცემი კითხვა. რატომ? რატომ მოვიქეცი ასე? არ მინდოდა არც სკანდალი და არც ოჯახის დანგრევა. თუმცა, ქმარს მივანიშნებდი, რომ ვიცოდი მისი ღალატის შესახებ.
– რანაირად?
– მისი თანდასწრებით სულ ღალატსა და მოღალატე კაცებზე ვლაპარაკობდი. კიდევ იმაზე, რომ ქალური ინტუიცია შეუცდომლად ხვდება და გრძნობს ასეთ რაღაცეებს. ჩუმად მისმენდა, თითქოს ეს საუბრები მას საერთოდ არ ეხებოდა.
– არ იყო ეს სწორი ტაქტიკა?
– სამწუხაროდ, არა. იმიტომ რომ, ისევ მომდიოდა ხმები მისი ღალატის შესახებ. უკვე სახლშიც შეიცვალა – უხეშობდა, დამცინავად და აგდებით მელაპარაკებოდა, ან ხმას საერთოდ არ მცემდა. მიმიყვანა იმ ზომამდე, რომ ვუთხარი – მე დიდი ხანია ვიცი, რომ მღალატობ, სხვა ქალი გყავს და მატყუებ. აქამდე გაპატიე და ჩუმად ვიყავი, ველოდებოდი, გონს როდის მოეგებოდი, მაგრამ შენ ჩემი მოთმინება არ დააფასე-მეთქი. იცით, რა მითხრა? ვინ გეხვეწებოდა, მაპატიეო. როდის გთხოვე, მსხვერპლად შემწირვოდი. გაგეგდე, თუკი იცოდი, რომ გღალატობდიო. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. მივხვდი, რომ ყველაფერი ამაოა, რომ მხოლოდ საკუთარი თავი მოვატყუე. არ სჭირდება მას ქალი, რომელიც ყველაფერს აპატიებს. მითხრა კიდეც – როგორ შეიძლება, ყველაფრით კმაყოფილი იყო. ჩემისთანა ქმარს რატომ იტანო. როცა ვუთხარი, შანსი მოგეცი-მეთქი, გაეცინა – მე რატომ არ მკითხე, მინდოდა ეგ შანსიო? მოკლედ, ახლა უკვე აღარ ვიცი, როგორ ვიცხოვრო.
скачать dle 11.3