კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როდის დადგება სამყაროს აღსასრული

თათია ფარესაშვილი უცნობი ავტორი


ჩვენი დრო მართლაც ხასიათდება გლობალური კლიმატის (არა მარტო სამყაროს) შეცვლის მასშტაბებით. ჩვენი ბუნება ადვილად მიიდრიკება ცოდვისკენ, რომლის ატანასაც ვეღარ შეძლებს სამყარო. ქრისტეს სული თანდათან ქრება ჩვენი საზოგადოებიდან და გვიკვირს მსოფლიო კატასტროფები. ვისაც არ სჯერა აპოკალიფსის ქრისტიანული ახსნის, ის სამყაროს აღსასრულის მიზეზს გლობალურ დათბობასა და კოსმოსიდან შემოჭრილი მეტეორების დაჯახებაში ხედავს.
სახარების ჭეშმარიტების რომ არ გვჯერა (ან არ ვიცით), უმალ ვექცევით პოპულარული ენით დაწერილ ან მიმზიდველი კადრებით გადაღებული ფილმების ტყვეობაში და ოხვრა-გოდებით მოვთქვამთ, თუ როგორი საშინელი და სასტიკია ღმერთი. ჩვენი უღმერთობის შედეგია ცუნამების, მიწისძვრების, წყალდიდობების გამომწვევი მიზეზი და არა ღმერთის უსამართლობა. ღმერთი გველაპარაკება და გვაფრთხილებს უფრო დიდი კატასტროფისგან თავის დასაღწევად, მაგრამ ჩვენ დაჟინებით მაინც ბუნებრივ კატასტროფებზე გვაქვს გამახვილებული ყურადღება და საკუთარ თავში მცირედის შეცვლაც არ გვინდა.
ჩვენ გვეშინია ულტრაიისფერი გამოსხივების, რადიაციის ელექტრომაგნიტური ტალღების და ვერ ვამჩნევთ, სამყაროს თავზე შავ ღრუბლად შეკრებილ თითოეული ჩვენგანიდან მაღლა ატყორცნილ ცოდვების გროვას, საიდანაც „სეტყვა“ და „თავსხმა წვიმები“ გვიბრუნდება.
ჩვენ ვძრწით და გვაკანკალებს მცირე კატასტროფების დროსაც და ვივიწყებთ ქრისტეს სიტყვებს: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვისაც სხეულის მოკვდინება ძალუძს“. პრობლემები, განსაცდელები ზოგს წამლად ექცევა და სამყაროს ჭეშმარიტ არსს სწვდება. როდესაც ადამიანი მიწიერი თვალსაწიერით ზომავს ყველაფერს, დაკარგული აქვს საღმრთო მადლი და არ ფიქრობს გარდაცვალებაზე. მისთვის აპოკალიფსის წინა პერიოდი დამდგარა, ახლაც ხომ იგივეს ვიმეორებთ: ვტკბებით ვნებებით, ვეძებთ კომფორტსა და წარმატებებს სულიერების მიჩქმალვისა და უარყოფის ხარჯზე.
დღევანდელ ადამიანს აპოკალიფსზე საუბარი უფრო საინტერესოდ და სასარგებლოდ მიაჩნია, ვიდრე სახარების წაკითხვა, ქრისტეს მცნებებით ცხოვრება. ესე იგი, მას საქმე სპეცეფექტებთან აქვს, რადგანაც აპოკალიფსს ძირითადად ასე გვიხატავენ, როგორც ფილმებში, ისე თხზულებებში. სამწუხაროა კიდევ ის, რომ მათ აპოკალიფსი საშინელებათა წიგნად აქციეს და მის ჭეშმარიტ შინაარსს არ იცნობენ. უგუნურობა კი ისაა, როცა ამდენი ცრუ თარიღის დასახელების შემდეგ, თითქმის არავის მოსდის აზრად, შენდობა და პატიება ითხოვოს.
ჩვენ გვგონია, რომ სამყაროს აღსასრულის თარიღმა რომ გადაიწიოს, გონივრულად უნდა მოვიქცეთ. ღმერთი არ განვარისხოთ. გვინდა, ორიგინალური პასუხი ვნახოთ გამოსავლიდან, არადა, ყველაფერი ნათელია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევით 2020 წლისთვის იშემიური დაავადების შემდეგ, მეორე ადგილს დეპრესია დაიკავებს. ამის მიზეზს რელიგიური ტრადიციებისა და ოჯახური ფასეულობების დანგრევას მიუთითებენ. ამის გამო, დღევანდელი ადამიანი ხშირად ნატრობს: „ნეტავ დავიძინო და აღარ გამეღვიძოს“. კაცობრიოობა ასეთ მდგომარეობაში მართლაც დაჟინებით კითხულობს: „მართლა როდის დადგება სამყაროს აღსასრული?!“ ასეთი ექსატოლოგიური მოლოდინი არც უნდა გაგვიკვირდეს, ადრეც (ისტორიული ეპოქის შეცვლის დროს) ხომ ხშირად ელოდებოდა კაცობრიობა სამყაროს აღსასრულს და პასიური მდგომარეობით ხვდებოდა იმ დღეებს.
скачать dle 11.3