კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 მოძღვარი გვირჩევს

თათია ფარესაშვილი თამუნა ახობაძე


კითხვა: ტაძრის ყვავილებით მორთვა რაიმეზე მიანიშნებს თუ მხოლოდ მის გასამშვენიერებლად აკეთებენ ამას?

პასუხი: ადამიანი ყვავილის, ამ ულამაზესი ქმნილების უფლისადმი მიძღვნით სიყვარულსა და სითბოს გამოხატავს. წმიდა სახლს ყვავილებით ვმოსავთ იმ მადლიერების გამო, რომ ღმერთმა სიცოცხლითა და მშვენიერი სამყაროთი დაგვასაჩუქრა. ყველაზე მეტი და მრავალფეროვანი ყვავილები კი ტაძრებში სულთმოფენობის დღესასწაულზე მიაქვთ მორწმუნეებს. ამით სიმბოლურად გამოიხატება ის სილამაზე, რომლითაც სულიწმიდა კაცობრიობას მოეფინა. ამ დღეს ხდება ყვავილების კურთხევა, რაც შემდეგ მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
კითხვა: რატომ უნდა მოინათლოს ქრისტიანი ბავშვობის ასაკშივე?
პასუხი: ნათლობის რიტუალი მართლაც მცირე ასაკში ხდება. წესისამებრ, ბავშვს 40 დღისას უკვე ნათლავენ. ამას თავისი მიზეზები აქვს, კერძოდ: ბავშვი პატარაობიდან უნდა გამოეყოს ურწმუნოებს და შეუერთდეს უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს; ვნათლავთ იმიტომ, რომ გაიზარდონ პირველქმნილი ცოდვის გარეშე, უფლის მადლით მოსილი; რათა მივსდიოთ ქრისტეს შეგონებას მორჩილებით: „აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისთვისაა ცათა სასუფეველი“. გარდა ამისა, ნათლობა აუცილებელია დაუყოვნებლივ, რადგან არავინ იცის, როდის გარდაიცვლება ადამიანი და მოუნათლავი ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს.
კითხვა: ამბობენ, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, სული ამოდისო. ადამიანის სხეულის რომელ ნაწილშია სული?
პასუხი: სულის გარეშე სხეული არ არსებობს – სული მსჭვალავს მთელ ორგანიზმს, მაგრამ სული თავს ავლენს თავისი ქმედებით, უპირველესად, გულითა და გონებით. სულს აქვს სხეულის მსგავსი იერსახე. ამგვარად, სულის წარმოდგენა სხეულის რომელიმე კონკრეტულ ნაწილში, წარმოუდგენელია.
კითხვა: ხშირად ვფიქრობ გარდაცვლილ ახლობლებზე. უკვე შიშები დამეწყო, რატომ არ შემიძლია, განვაგრძო ცხოვრება ჩვეულებრივად და მუდმივად არ ვიყო ჩაციკლული გარდაცვლილებზე. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეკლესიურად რომ ცხოვრობდეთ, ყველაფერი თავის ადგილზე „დალაგდებოდა“. ილოცეთ თქვენი გარდაცვლილებისთვის და გადაიხადეთ მათთვის პანაშვიდი. ეს დაგამშვიდებთ.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია გლოვის გარეგნულად გამოხატვას? მაგალითად, წვერის მოშვებას, შავების ჩაცმას და ასე შემდეგ.
პასუხი: გარდაცვლილის სულისთვის საზრუნველად გარეგნული გამოხატულება ვერაფერს ცვლის. თუმცა, ეკლესიას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ თქვენ ეს დაგამშვიდებთ. გარდაცვლილს კი უფრო მეტად შეეწევით, თუ გასცემთ მოწყალებას მის სახელზე, ილოცებთ, გადაიხდით პანაშვიდს. ზედმეტ გლოვასაც არ იწონებს ეკლესია. ეს სულს დაამძიმებს. ზომიერება ყოველთვის დაიცავით.скачать dle 11.3