კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ იწონებენ დღეს თავს ქრისტიანები ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში სიარულითა და აღსარების თქმით და რატომ ჰგონიათ მათ სანთლის დანთება, ტაძარში შემოსვლა, ხატების ამბორი რელიგია

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


ადამიანი შეიძლება, წლების განმავლობაში დადიოდეს ეკლესიაში, მაგრამ ბევრ რამეში ვერ ერკვეოდეს, არ იცოდეს და მისი შინაგანი მდგომარეობა შორს იყოს ჭეშმარტებისგან. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): 

​– მაცხოვარი შესანიშნავად ბრძანებს და ასახელებს ოთხ საფეხურს, რომლის ავლითაც ადამიანს შეუძლია, ცხონდეს და მივიდეს უფალთან, ეს არის ჯვარცმის საფეხურები. ყველა, ვინც მიაშურებს ეკლესიას, უნდა დაფიქრდეს, საკუთარი გადაწყვეტილებით მივიდა ეკლესიაში თუ ფეხის ხმას აჰყვა; მართლა დარწმუნებულია ღმერთის არსებობაში თუ, უბრალოდ, აინტერესებს, რა ხდება ეკლესიაში. ან, როდესაც ეკლესიაში მივიდა, თავი თვისი უარყო, თუ ისევ იმ ადამიანად დარჩა, ვინც იყო და გარეგნულად ისწავლა ეკლესიური ტერმინები, ქმედებები, ხატის ამბორი, სანთლის დანთება, ზიარება. დღეს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი თავს იწონებს იმით, რომ ყოველ შაბათ-კვირას დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, ქველმოქმედებას ეწევა. რატომ ჰგონიათ მათ, რომ ეს ყველაფერი აცხონებთ და უკეთესი არიან სხვებზე. ჩვენ ძალიან მოკრძალებულად, მოწიწებით უნდა მივუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას. ეკლესიური ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ეკლესიაში სიარულს. ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს უფლის ნებით, მითითებით, უფლის მცნებებით ცხოვრებას.
– ჩვენ ხშირად რელიგია სანთლის დანთება, ტაძარში შემოსვლა, ხატების ამბორი გვგონია.
– ეს რიტუალებია. რელიგია – სიტყვასიტყვით, ღმერთთან განახლებული კავშირია. ვისაც პრეტენზია გვაქვს, რომ მართლმადიდებლები ვართ, სწორი ცხოვრების წესით უნდა დავბრუნდეთ ღმერთთან და გავიყოლიოთ მთელი მსოფლიო. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და ვინც ასე არ ცხოვრობს, მას სერიოზული კრიზისი აქვს. უბრალოდ, არაფერი ხდება არც მთელ მსოფლიოში, არც ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ, ჩვენში. ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრებითა და ცოდვებით გამოწვეული კრიზისი, რამაც ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. თუმცა, ვინც შეინანებს, ის ამოვა ამ მორევიდან. არა რეგალიებით, ჯვრებით, სასწაულებით, არამედ ავაზაკივით იტყვის: მე რომ კრიზისში ვარ, ეს ჩემი ცხოვრების ბრალია. ეს არის მართლმადიდებლობა და აი, ვინ ცხონდება. შეიძლება, იმ ადამიანებმა, რომლებიც არ მოგვწონს, სიკვდილის წინ თქვან ეს სიტყვები და მათ ღმერთმა უთხრას: დღეს ჩემთან ხარ სამოთხეში. ჩვენ კი მთელი ცხოვრება ვიყოთ მართლმადიდებლები, რელიგიური პიროვნებები, მაგრამ ღმერთმა გვითხრას, მე თქვენ არ გიცნობთ: რადგან დადიოდი – არ ლოცულობდი, დადიოდი და არ ეზიარებოდი, აგვიანებდი, გარბოდი ეკლესიიდან. შენი გული ბოღმით იყო სავსე. თუმცა, გარეგნულად კეთილი, თავმდაბალი ჩანდი, შინაგანად აყროლებული საფლავი იყავი. ასე ამხილა ქრისტემ ძველი აღთქმის მწიგნობრები, ფარისევლები. თუმცა, სანთელი ბევრი დაგინთიათ, ცხვრებიც დაგიკლავთ, ტაძრებიც აგიშენებიათ. მაგრამ, სანთლებით, ცხვრებით, ტაძრებით ცხონდება ვინმე? ეს არსად წერია. თუმცა, ამით ბევრი იწონებს თავს.
– ადამიანებს ხშირად ღმერთისგან აშორებს პატარა განსაცდელი.
– რამდენჯერაც სახლი ჩამოგვენგრევა, იმდენჯერვე არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი; სხვა საძირკველი, სხვა არქიტექტორი, სხვა სათნოებები არ უნდა ვეძებოთ. რამდენჯერაც არ უნდა დაგვექცეს სულიერი სახლი, რაც ხშირად ხდება მარხვის შემდეგ, იმდენჯერ უნდა განვაგრძოთ შენება, აღდგენა. თუ სახურავი ჭეშმარიტი ღვთაებრივი სიყვარულია, ის არასდროს ჩამოგვექცევა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი სახურავი ხშირად ადამიანური, მოჩვენებითი სიყვარულია. როგორც კი ღმერთი დაინახავს, რომ ვიღაც სულიერ სახლს ამპარტავნებით, ქედმაღლობით აშენებს, მოუვლენს განსაცდელს და ეს სახლი აუცილებლად დაირღვევა. ჩვენ სხვების მატერიალურ და სულიერ სახლში ფათური უფრო მეტად გვახასიათებს, მოგვწონს, ვიდრე საკუთარ სახლში წესრიგის დამყარება. ამიტომაც ვვარდებით ხშირად განკითხვაში, სხვების ცოდვების თვალიერებაში. როცა ცოდვილ ადამიანს ხედავ, თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს მას კი არ განიკითხავ, საკუთარ თავსაც განსჯი: ის თუ მრუშია, მე ამპარტავანი ვარ; ის თუ ხილულად ცოდვაშია, ჩემში ხომ შური და პატივმოყვარეობაა. ანუ, კი არ განიკითხავ, პირიქით, საკუთარ თავს ამხელ, ილოცებ მასზე, ლოცვაში მოიხსენიებ. ვინც საკუთარ თავზე მუშაობს, ვნებებს ებრძვის, არასდროს განიკითხავს სხვას, პირიქით, გული დასწყდება ცოდვილის დანახვისას, მის მიმართ სიმპათიით განეწყობა და ილოცებს მისთვის. არასდროს განიკითხოთ ადამიანი, რა მდგომარეობაშიც უნდა ნახოთ ის, რადგან მალე, შეიძლება, იმავე მდგომარეობაში ჩავცვივდეთ ჩვენ, ან ჩვენი ახლობელი. ბევრს საკუთარი თავიც არ უყვარს, რაც თავისადმი უპატივცემულობით, არასწორი ცხოვრებით გამოიხატება. ასეთ ადამიანს არ შეიძლება, უყვარდეს სხვა და დააფასოს მისი თვისებები. ეკლესიაში რომ შემოდიხართ, ღვთაებრივზე იფიქრეთ. უპირველეს ყოვლისა, ზეციური სიკეთე ითხოვეთ, რომ  არ იცით ლოცვა, არ გაქვთ სიმშვიდე. თუ კარგად წავიკითხავთ წმიდანების ცხოვრებას, ეკლესიის ისტორიას, მივხვდებით, რომ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ აჩრდილია იმისა, რაც ადრე იყო. ბუნებრივია, ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს იგივე ქრისტიანულ ცხოვრებას ვერ მოსთხოვ, როგორიც იყო პირველ და მეორე საუკუნეებში, მაგრამ არც ისე არ უნდა გახდეს საქმე, რომ ჩვენ ქრისტიანობის ანარეკლი დაგვჩეს. მხოლოდ ერთი საათით ვართ ქრისტიანები და მერე ისე ვცხოვრობთ, როგორც გვინდა. ხშირად ადამიანი საკუთარი ნებით ცხოვრობს, ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც უნდა და ამ დროს ამ ყველაფერს ეკლესიურობას არქმევს – რომ ყველაფერი უფლის ნებით მოხდა. ძალიან ხშირად ახსენებს ეკლესიას, უფალს, არადა, შორს არის ყოველგვარი საუფლოსგან, ეკლესიურისგან. ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ უფალთან ურთიერთობას, რადგან ის ძალიან სათუთი, მისტიკური, სათნო და გასაფრთხილებელია. დავფიქრდეთ იმაზე, რომ ვინც ეკლესიაში დავდივართ, უკან არ აღმოვჩნდეთ. ხოლო, ისინი, ვინც დღეს არ დადიან ეკლესიაში შეიძლება, მოვიდნენ და დაიკავონ ჩვენი ადგილი და „უკანანი გახდნენ წინანი“.  „ეკლესია ზეციური ალაგია, ქადაგებისა და ლოცვისთვისაა განკუთვნილი. ახლა კი ეკლესია ვნებების და სავაჭრო სახლებზე უკეთესი არ არის. რადგან გაპრანჭული დედაკაცები უგუნურთა საცდუნებლად დადიან, თითქოს აზრთა გაცვლისთვის, ეკლესიის გარდა, სხვა ადგილი არ არსებობდეს.“
скачать dle 11.3