კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№20 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე



კითხვა: შევამჩნიე, რომ ბოლო დროს, ფეხსაცმლის გახდის შემდეგ, ფეხზე უსიამოვნო სუნი ამდის. რა შეიძლება, ამის მიზეზი იყოს და რა გავაკეთო, რომ მოვიცილო?
პასუხი: ფეხის უსიამოვნო სუნის მიზეზი, ბაქტერიები და სოკოა. ნებისმიერი ადამიანის სხეულზე ისინი ბევრია. მომატებული ოფლიანობის, ჰიგიენის წესების უგულებელყოფისას, ისინი ინტენსიურად მრავლდებიან. სწორედ ზოგიერთი მიკროორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროდუქტები იწვევს უსიამოვნო სუნს.
 როდესაც სუნის მიზეზი ჰიგიენის წესების უგულებელყოფაა, პრობლემის გადაჭრა მარტივად, დაბანით შეიძლება. მაგრამ უფრო სერიოზული მიზეზის შემთხვევაში, უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად საჭიროა: ტერფების გასუფთავება ბაქტერიებისა და სოკოებისგან; მიკროორგანიზმების გამრავლების ხელშემწყობი ოფლიანობის შემცირება; ხელმეორედ დასნებოვნების წყაროს მოშორება. ფეხის გასუფთავება შესაძლებელია ანტიბაქტერიული საპნის საშუალებით, ფრჩხილები მოკლედ უნდა მოიჭრათ, ტერფები გაიწმონდოთ სპირტიანი ხელსახოცით. აუცილებელია, ფრჩხილისა და კანის სოკოვანი დაავადების გამოსარიცხად, კვლევის ჩატარება. სასარგებლოა ფეხებზე სოდიანი წყლის აბაზანები.
скачать dle 11.3