კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა შემთხვევაში მოიყვანდა ცოლად გიორგი გაბუნია ქალს ან კაცს და საიდან ვერ მოიშორა მან ნიკა გვარამია

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია „X ფაქტორის” ერთადერთი უცვლელი მენტორია. წლევანდელი, მეოთხე სეზონი განსხვავებულია იმით, რომ გიორგი ცოტა „კეთილი” გახდა და კონკურსანტების მიმართ უხეშ და მწარე შეფასებებს აღარ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უნდოდა, წელს პროდიუსერებმა (გაბუნიას სეირის ნახვა) გადაწყვიტეს და ბავშვების კატეგორია ანდეს.

გიორგი გაბუნია: დღემდე ახსოვს მაყურებელს, როგორი მწარე, უტაქტო და უხეში შეფასებებით გამოვირჩეოდი. წელს მსგავს კომენტარებს უფრო იშვიათად ვაკეთებ, თუმცა ასე, სპეციალურად არ ვიქცევი. პირიქით, ძალიან ბუნებრივი პროცესია. უბრალოდ, მომბეზრდა და ახლა, თუ ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა არაა, საერთოდ უარს ვამბობ ეპითეტებზე.
– იმიტომ ხომ არა, რომ შენს ასეთ შეფასებებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება მოჰყვა მაყურებლის მხრიდან?
– ასე რომ ყოფილიყო, პირველივე წელს შევცვლიდი დამოკიდებულებას. საქმე ისაა, რომ პირველ წელს კონკურსანტები ჩემთვის უცხო ადამიანები იყვნენ, რომლებსაც პოტენციურ თანაგუნდელებად ვერ აღვიქვამდი. მერე აღმოვაჩინე, რომ ეს ადამიანები გახდნენ არა მხოლოდ ჩემი გუნდის წევრები, არამედ ძალიან ახლო მეგობრებიც. ამიტომ, მეორე წელს, როცა ახალი ნაკადი მოვიდა, მათ მიმართ ისეთი უხეში დამოკიდებულება აღარ მქონდა.
– წელს ბავშვების კატეგორია შეგხვდა.
– საშინლად არ მინდოდა ბავშვების კატეგორია. პანიკაში ჩავვარდი, თუმცა ყველაფერი გავაკეთე, რომ რეაქცია სრული მასშტაბით არ შემტყობოდა. ზოგადად, ცხოვრებაში ბავშვებთან ურთიერთობა მიჭირს. ბევრი ბავშვი ერთად, ჩემთვის ჯოჯოხეთია. საბავშვო ბაღის პედაგოგობა იქნებოდა ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელი (იცინის). პროდიუსერებმა იცოდნენ ჩემი დამოკიდებულების შესახებ და სამი წელი მაცადეს, მაგრამ მეოთხე წელს, მეც რომ პროდიუსერი ვიყო, ანალოგიურად მოვიქცეოდი, რადგან გაბუნიას სეირის ყურება მომინდებოდა.
ახლა პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ეს კატეგორია შემხვდა – უმაგრესი ბავშვები არიან.  
– რაც შეეხება მენტორებს, წელს ახალი წევრი, ლელა წურწუმია შემოგემატათ. როგორია ორი მეგრელის გვერდიგვერდ ჯდომა?
–  მე ხომ ყველას „ვუჩხიკინებ” და კომენტარის გაკეთებას არ ვაცდი, რაც ზოგს ხუმრობაში გადააქვს, ლელას კი ვატყობ, არ მოსწონს. ერთხელ პირდაპირ მითხრა: გიორგი, საუბარს თუ არ მაცდი, ქუსლს ავიღებ და ჩაგცხებო. გამოვიწიე და სტეფანეს ჩავეხუტე, მაგრამ სტეფანემ მითხრა, მეც ქუსლიანი მაცვია და მაინცდამაინც ჩემი იმედი ნუ გექნებაო (იცინის). მაინც რომ არ გავჩერდი, მერე თავის უზარმაზარი ბეჭდების ტრიალი დამიწყო. ქუსლზე მწარე ხელუკუღმა მოხვედრილი ბეჭედია და მიფრთხილდიო (იცინის). ასეთი დაპირისპირებები ყველა მენტორთან მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტი ჩხუბი ჩემსა და ნიკას შორის იყო. მე და ნიკა გვარამია ერთმანეთს ვხოცავდით. ხალხს ეგონა, რომ დადგმული იყო. არადა, დადგმული კი არა, შოუს მიღმაც ვაგრძელებდით კამათს. ვანო ჯავახიშვილმა მკითხა: შენ რამე სხვა სამსახურიც ხომ არ გაქვს, ისე ელაპარაკები დირექტორს, აშკარად იმედიანად ხარ, რომ უმუშევარი არ დარჩებიო (იცინის).
– შენს ორიენტაციაზე ხომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ისიც თქვეს, ყველა მენტორ კაცს „ეფარცქვალებოდაო”.
– ეგ თუ „ფარცქვალია”, ანუ ფიქრობენ, რომ ასე გამოვხატავ და ვიწვევ კაცებს? მაშინ, ახლა მთლად გვერდით მიზის სტეფანე და აღარ მჭირდება გამოწვევა. ქორწილი გვაქვს, ფაქტობრივად. მეჯვარეები არიან სოფო და ლელა (იცინის).
– „რუსთავი 2-ზე” ახლა უკვე ყველგან შენ ხარ და ერთი პერიოდი, საზოგადოებაში დირექტორადაც განიხილავდნენ შენს კანდიდატურას.
– ეგ წმინდა წყლის ჭორია. მხოლოდ გენერალური დირექტორი ვერ გავხდი, ვერ ვაჯობე გვარამიას. „X ფაქტორიდან” მოვხსენი, მაგრამ დირექტორობიდან – ვერა (იცინის).
– ნათქვამი გაქვს, ოჯახის შექმნას არ ვაპირებო.
–  ცოლებს ის მინუსი აქვთ, რომ მერე ბავშვებს აჩენენ და რა ვქნა?! (იცინის) ბავშვებთან რეპეტიციაზე შეხვედრას მივეჩვიე, მაგრამ თავიდან ბოლომდე შენი გასაზრდელი რომაა, ეგ სხვა ამბავია. ზოგადად, ოჯახის ინსტიტუტი და ვიღაცასთან თანაცხოვება არ შემიძლია.
– ოჯახთან ერთად ხომ ცხოვრობ?
– კი, მაგრამ მალე გადავალ მარტო საცხოვრებლად. დიდი ხანაია ჩემი სახლის აშენებას ველოდები და მალე დასრულდება. თუმცა, ახლა ოჯახთან ცხოვრების მიუხედავად, მაინც მარტოსული ტიპი ვარ – მათგან დისტანციურად ვარ. ძირითადად, დასაძინებლად შევდივარ სახლში და ჩვენი ურთიერთობა მოკითხვით შემოიფარგლება. სახლში ნებისმიერი ცოცხალი არსების ყოფნა მაწუხებს და ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, მარტო ვიცხოვრო (იცინის). ჩემთან მხოლოდ უსულო საგნები იქნებიან, რომლებიც მაშინ ამოიღებენ ხმას, როცა მე მომინდება. მაგრამ, ტელევიზორი თუ გაფუჭდა, სარკეც ბევრი მექნება (იცინის). სახლის დასალაგებლად და ასე შემდეგ, დამლაგებელი მეყოლება. ამისთვის, ცოლს ნამდვილად არ მოვიყვან. თუმცა, ვიცი, ისეთი კაცებიც არსებობენ, ცოლი დასალაგებლად ან საზოგადოებაში მათ შესახებ არსებული ჭორების გასაფანტად რომ მოჰყავთ. მე ჩემ გარშემო არსებული მითქმა-მოთქმა საერთოდ არ მაინტერესებს. არასდროს გავაკეთებ რამეს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ანუ არც ცოლს მოვიყვან სხვადასხვა მიზეზით და არა იმიტომ, რომ მიყვარს და მასთან ცხოვრება მინდა.
– სიყვარული ახსენე. შენთვის უცხო ხილია?
– კი, თორემ სიყვარული რომ შემეძლოს, ვინმე მაინც შემიყვარდებოდა ქალი ან კაცი, ან ცხოველი და შესაბამისად, ან ქალს მოვიყვანდი ცოლად, ან კაცს, ან ქალს, ან ძაღლს, ან კატას (იცინის). პრინციპში, ცოლად მოყვანაც არაა საჭირო, ისეც შეიძლება თანაცხოვრება. მაგრამ, ზუსტად ვიცი, არც ცოლი მინდა და არც ქმარი (იცინის).
– პოლიტიკურ ინტერესებზეც უნდა გკითხო. სულ არის შენ გარშემო მსგავსი საუბრები და რას ფიქრობ?
– არაფერს გამოვირიცხავ, მაგრამ ამ ეტაპზე, გარდა პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანობისა, სრულიად აპოლიტიკური ვარ.
– ბევრი არ დაგეთანხმება იმაში, რომ აპოლიტიკური ხარ.
– იტყვიან, რომ ვცრუობ? (იცინის).
– დიდი ხმაური მოჰყვა შენი მხრიდან ნარმანიასთან დაკავშირებით გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებას.
– ჰო, მაშინ ნარმანიას „X ფაქტორის” კონკურსანტივით მოვექეცი (იცინის). მაქვს ხოლმე ასეთი გამონათებები. მერე რა?! ჩემი გადაცემები საავტოროა და სხვადასხვანაირი ფორმით ვაფიქსირებ ხოლმე სხვადასხვა საკითხზე ჩემს დამოკიდებულებას. ძალიან ხშირად ვამბობ „მე ვფიქრობ”, „ჩემი აზრით”, რასაც თითქმის არასდროს იყენებენ სხვა საინფორმაციო საშუალებების წამყვანები. ნარმანიამ მიჩივლა ამის გამო და „ეთიკის ქარტიამ” დაადგინა, რომ მართალი იყო. თუმცა, ჩვენ არ ვართ „ეთიკის ქარტიის” წევრი და მათი სანქციები ჩვენზე ვერ გავრცელდება.
– რაღაცეებზე გითქვამს: ამას არასდროს გავაკეთებო, თუნდაც პოლიტიკური გადაცემის წამყვანობაზე, მაგრამ საპირისპიროდ მოქცეულხარ. ახლა რაზე ფიქრობ, რომ არასდროს გააკეთებ?
– არასდროს გავხდები სპორტსმენი. საოცრება რომ მოხდეს და მაგალითად, ცოლი მოვიყვანო, სპორტსმენი მაინც ნამდვილად არ გავხდები.
– კიდევ რა გაგიკეთებია ისეთი, რაზეც მანამადე ფიქრობდი, რომ არასდროს გააკეთებდი?
– ადრე მეგონა, რომ ეკლესიიდან არასდროს წამოვიდოდი. ძალიან ეკლესიურად ვცხოვრობდი და ვფიქრობდი, რომ ბოლომდე ასე იქნებოდა. ბერობას ვაპირებდი.
– ყველა ვნანობთ რაღაცას, არასდროს არაფერი დაგიშავებია?
– ალბათ, დამიშავებია, მაგრამ გააჩნია, ადამიანს როგორი დამოკიდებულება გაქვს რაღაცეებისადმი. მე ძალიან ბევრი რამ „მკიდია” და შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ დავაშავე. თუმცა, შეიძლება, ბევრს ჩემს ადგილას, თავი დამნაშავედ ეგრძნო და ენანა.
– კარგი, მაშინ საზოგადოების თვალით შეაფასე და მითხარი, რა არის შენი „შავ-ბნელი” მხარეები?
– ყოფილან ადამიანები, რომლებსაც მთელი არსებით ვყვარებივარ, მაგრამ ჩემგან ყველა ძალიან ცივ, უხეშ და უმადურ დამოკიდებულებას იღებდა. ხასიათიდან გამომდინარე, ეს ჩემთვის ნორმალურია, მაგრამ საზოგადოების თვალში ძალიან ცუდად ჩანს – ის, რომ მე არ შემიძლია ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის არსებობენ, ზოგჯერ მაინც ვუპასუხო სიყვარულით. ქალებსაც ვყვარებივარ და კაცებსაც, მაგრამ სიყვარულით არავისთვის მიპასუხია.
–  ქალების გარკვეული კატეგორია, უარის შემდეგ ბოროტდება და შურისძიების სურვილი უჩნდება. შენზე შეყვარებული კაცებიც ასე იქცევიან უარის შემთხვევაში?
– სიყვარული სიყვარულია, პირდაპირ გეტყვი, რომ ორივეს ერთნაირად ვუყვარვარ (იცინის). არა მხოლოდ ქალები, იმედგაცრუებული კაცებიც ცდილობენ ჩემზე შურისძიებას (იცინის). უპირველესად, იწყებენ ბინძური ჭორების გავრცელებას. თუ ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის უარვყავი და სხვასთან ვარ, იმის განადგურებასაც ცდილობენ. ბევრი ბოროტებაც გაუკეთებიათ ჩემ გასაბრაზებლად ან სხვასთან დაუმყარებიათ კონტაქტი იმ იმედით, რომ მე თავს მოვიკლავდი. მაგრამ, მერე რომ აღმოუჩენიათ, „მკიდია”, უფრო გაგიჟებულან (იცინის). ერთ გოგოს ვუყვარდი ძალიან და ისეთებს ვუკეთებდი, რომ სამი დღე და ღამე ლოგინად იყო ჩავარდნილი, ისე საშინლად მოვექეცი (იცინის). მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემთვის თამაშია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მეც გადამიხდია სამაგიერო ჩემზე შურისმაძიებლებისთვის, ბევრჯერ, თან ისე, რომ მათ ვერ გაუგიათ. მაგრამ, მთავარია, რომ მე ვიცი და „ვკაიფობ” ამით. აჰა, ესეც ჩემი შავ-ბნელი მხარეები. (იცინის).
скачать dle 11.3