კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№20 რატომ უნდა საქართველოში დაოჯახებული მამაკაცების უმრავლესობას ჯგუფურ სექსში მონაწილეობა და როგორ ხდება მათი ამ ჯგუფში გაწევრიანება

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ბოლო დროს სოციალურ ქსელში უამრავი გვერდი გაჩნდა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, მიიღოს ინფორმაცია და შესაბამისი მომსახურება. სწორედ, ასეთი გვერდი შეიქმნა ქართველი „ფეისბუქის“ მომხმარებლისთვის, რომელც გთავაზობთ, ჯგუფურ სექსში მონაწილეობას. ჩვენ, ამ გვერდის შემქმნელთან და ჩვენს ქვეყანაში ჯგუფური სექსის იდეის ინიციატორთან პირადად გასაუბრება შევძელით. თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, მისი ვინაობა კონფიდენციალურად რჩება.

– დაახლოებით, ორი წელია, რაც „ფეისბუქზე“ შევქმენი გვერდი, სადაც ჩემი იდეები დავწერე. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი მომხმარებელი დაინტერესდა იმით, რასაც ვთავაზობდი. მე მინდოდა, ამ გვერდის საშუალებით ხალხისთვის გამეზიარებინა ის, რომ  არ მოწიონ, არ დალიონ, არ მოიხმარონ ნარკოტიკული ნივთიერებები, იყვნენ ფხიზლები, არ ჭამონ ღორის ხორცი, ჰქონდეთ ჯანმრთელი ცხოვრება და ფიზიკურად იყვნენ აქტიურები.
– ეს ყველაფერი გასაგებია და ერთი შეხედვით, მისაღები, რომ არა ერთი დეტალი. შენ ამ გვერდის საშუალებით, პროპაგანდას უწევ ჯგუფურ სექსს და მომხმარებელს ორგიებში მონაწილეობას სთავაზობ.
– რასაკვირველია, იმ საზოგადოებისთვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მსგავსი შეთავაზება არ არის მისაღები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დაინტერესება საკმაოდ დიდია. იმ ქვეყანაში, სადაც ქალიშვილობის ინსტიტუტია და რელიგიის დიდი ზეგავლენაა, რთული და სარისკო იყო ჩემი იდეის, ანუ ჯგუფური სექსის შეთავაზება. საქართველოში სიტყვა სექსის თქმაც კი, „უტყდებათ“ და ბევრი ამ სიტყვაზე წითლდება. ეს გვერდი ათეისტურ-კოსმოპოლიტიკურია. ამით, კოსმოპოლიტიზმს და ათეიზმს ვაპროპაგანდებდი. მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გვერდი შევქმენი, იყო ის, რომ ბევრ ადგილას მიმუშავია, ვაკვირდები ქალების ქცევებს და შევამჩნიე – ქალი, ვისაც ჰყავს სექსუალური პარტნიორი, ქალიშვილთან შედარებით, საკმაოდ განსხვავდება. ანუ, ვისაც სექსი აქვს, უფრო სასიამოვნოა როგორც კომუნიკაციაში, ისე საქმიანობაში – მშვიდია, მომთმენი, არ არის ისტერიკული და აგრესიული. მაგრამ, როცა ქალს არ ჰყავს სექსუალური პარტნიორი და ქალიშვილია, მეტად დეპრესიულია. ხშირად ვარდებიან სტრესში და მათთან ურთიერთობა არაკომფორტულია. თქვენ მეუბნებით, ქართული ტრადიცია, რელიგია, საზოგადოება... მაგრამ, როცა დავწერე პოსტი – „შეკრება ორგიაზე“, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მსურველიც გამოჩნდა,  რასაც სიმართლე გითხრათ, თავად არ მოველოდი. როცა ეს გვერდი შევქმენი, ორი სახის რეაქცია წამოვიდა – ირონიული და აგრესიული. ბევრს უნდა, ჩემი იდეის განხორციელება, მაგრამ თავს იკავებს. ჩვენი საზოგადოება არ შეიძლება, თავისუფლად ჩაითვალოს. ამიტომ, როცა საქმე სექსს ეხება, ქალები თავს იკავებენ, მამაკაცები კი უფრო აქტიურობენ, თუმცა ინტერესი, ფაქტია, დიდია. განვითრებულ ქვეყნებში, მსგავს შეკრებებში მონაწილეობის სურვილი და მოთხოვნა, საკმაოდ მაღალია. ფსიქოლოგიურად, ხალხი მოემზადა ჯგუფური სექსისთვის და ამის ინიციატორი და ნოვატორი კი მე ვარ საქართველოში.
–  ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ჯგუფურ სექსში მონაწილეობა, თუ რაიმე კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს?
– რასაკვირველია, ყველა ადამიანი ვერ მიიღებს ორგიაში მონაწილეობას. ამისთვის საჭიროა, პირადობის მოწმობის, ნასამართლეობის, ატესტატის, დიპლომის ასლები, დერმატო-ვენეროლოგის დასკვნა, ფორმა ასი, სადაც იქნება წონა და სიმაღლე მითითებული. არ დაიშვება ლგბტ პირები და ასაკიც შეზღუდულია 19-დან 35 წლამდე. წონა მინიმუმ 40, მაქსიმუმ 75 კილოგრამი.
– თუ საიდუმლო არ არის, რამდენმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი  და დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა?
– ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ეს პოსტი 2 დღეში წაიკითხა 65 ათასმა ადამიანმა. ასლები უნდა გამოეგზავნათ 13 მაისამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, 4 მაისს, დროებით დაბლოკეს საიტი, რის გამოც გამოგზავნილი ასლები ვერ მივიღე. 30-მა ადამიანმა მომწერა, რომ უნდოდა ორგიაში მონაწილეობა. აქედან, უმეტესობა იყო დაოჯახებული მამაკაცი, რომელსაც არ ჰქონდა მეუღლესთან სრულფასოვანი სექსი.
– თქვით, ორგიაში მონაწილეობის სურვილი, ძირითადად, ქართველმა, დაოჯახებულმა მამაკაცებმა გამოთქვესო. რამდენად იქნება მათი კონფიდენციალობა დაცული?
– რასაკვირველია, კონფიდენციალობა ასი პროცენტით იქნებოდა დაცული. მხოლოდ ასლების გამოგზავნით არ მოხდებოდა იმ ადამიანების შერჩევა, ვინც ჯგუფურ სექსში მიიღებდა მონაწილეობას. აუცილებლად გაივლიდნენ გასაუბრებას, შევამოწმებდით ვიზუალურად და ამის შემდეგ ავირჩევდით. მინდა, ყველას ჯანსაღი სექსი ჰქონდეს და იყოს უფრო შრომისუნარიანი და არა – დეპრესიული.  მსგავსი საიტები მე არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეში ნოვატორი საქართველოში მე ვარ და ყურადღებაც მივიპყარი.
– პირადად თუ მიგიღია ორგიაში მონაწილეობა?
– ორ ქალთან ერთდროულად ვარ ნამყოფი. ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარე და გამოვიტანე დასკვნა – როცა ერთ ქალთან წევხარ,  იქ შენ ხარ აქტიური, ხოლო, როცა ორ ქალთან გაქვს სექსი, იქ მიდის კონკურენცია და ინიციატივა ქალებს შორის – ამ დროს მამაკაცი პასიურია, ქალი კი უფრო თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული და აქტიური. ლოგიკურად, საქართველოში და ზოგადად, კავკასიაში, კაცმა უნდა იაქტიუროს და იყოს ლიდერი სექსში. ამას ელოდება ქალი, მაგრამ, როცა ჯგუფური სექსია, იქ ქალია მეტად აქტიური. სწორედ ამიტომ, მომივიდა ორგიის იდეა ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო მიზეზი. ჩვენთან ქალებს „უტყდებათ“ სექსში ინიციატივა და თუ ისინი სხვა გოგონებთან ერთად იქნებიან, უფრო მეტად გაიხსნებიან მამაკაცთან. ჩემი აზრით, საქართველოში ორგია და ჯგუფური სექსი აუცილებელია. ეს ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო, საჭიროა. ამის მერე ქალი დაფიქრდება და მიხვდება, რომ თუ სხვას ჯგუფური სექსი აქვს, მე ერთი პარტნიორი მაინც ხომ უნდა მყავდესო და დაიწყებს სექსუალურ ცხოვრებას. კიდევ ბევრი იდეები მაქვს და იმედია, საზოგადოების ნაწილი მხარს დამიჭეს.
скачать dle 11.3