კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ ამხელენ მოღალატე ქმრებსა და ცოლებს დაქირავებული აგენტი ქართველი ქალები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე



თუ ეჭვი გაგიჩნდათ ადამიანზე და ვერ ახერხებთ მის ფაქტზე გამოჭერას, ამაში კერძო დეტექტივი ქალები დაგეხამრებიან. ისინი, არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ეწევიან ობიექტზე დაკვირვება-მეთვალყურეობა-კონტროლს. როგორც „კერძო დეტექტივი ქალების“ სააგენტოს დირექტორი, ნინო ბერელაშვილი ამბობს, ბევრი მიმართვს მათ და ისინიც დასახმარებლად მზად არიან.

ნინო ბერელაშვილი: კერძო დეტექტივი ქალების სააგენტო უკვე მესამე წელია, არსებობს. თავიდან რამდენიმე ქალი ვმუშაობდით კერძო დეტექტივის პოზიციაზე. რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ, ვნახეთ, რომ ყველაზე მეტი შეკვეთა ქალებისგან  იყო. სწორედ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, შემოვფარგლულიყავით ერთი გენდერული ნიშნით და გაგვეხსნა დეტექტივი ქალების სააგენტო, სადაც ქალების დახმარებაზე ვიქნებოდით ორიენტირებულნი. თუმცა, ამჟამად ჩვენი მომსახურებით საკმაოდ ხშირად მამაკაცებიც სარგებლობენ. ცხადია, რომ ქალი დეტექტივი უფრო გულისხმიერია, როგორც შეკვეთის მიღებისას, ასევე  სამუშაოს შესრულებისას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პირადად განიცდის შედეგის სიმძიმეს და დამკვეთსაც უადვილებს ამის აღქმას. რაც შეეხება კადრების შერჩევას, ეს ჩვენს სფეროში ყველაზე რთული საკითხია. იმისათვის, რომ კადრი იყოს მუდმივად მზად და ვმუშაობთ 24-საათიანი გრაფიკით, ამასთანავე უნდა იყოს ერთგული, გაიაროს სპეციალურ ტრენინგები, როგორც საქართელოში, ასევე ევროპის ქვეყნებში. ისინი გადიან საცეცხლე მომზადებასაც და ყოველივე ამის შემდეგ უტარდებათ პოლიგრაფზე შემოწმება სანდოობის დასადგენად.
– კანონიერია თუ არა თქვენი საქმიანობა. როგორც ვიცი, ფარული მიყურადება, დაკვირვება და თვალთვალი კანონით ისჯება. დაცულია ამ მხრივ ჩემი, როგორც უბრალო მოქალაქის უფლებები?
– თქვენი უფლებები არანაირად არ ირღვევა, რადგან პიროვნება, რომელმაც თქვენზე შეკვეთა მოგვცა, აუცილებლად ნათესაურ კავშირში უნდა იყოს. რასაკვირველია, ნებისმიერ შეკვეთაზე არ ვთანხმდებით. არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც ჩვენს საქმიანობას არეგულირებს. მართალია, ეს საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში ლიცენზირებული არ არის, მაგრამ, კანონი არც კრძალავს. ჩვენთან იდება ხელშეკრულება და კანონის სრული დაცვით ვმოქმედებთ, ანუ ვაწარმოებთ დაკვირვებას ობიექტზე. ხელშეკრულების მთავარი პირობა, რომ შემკვეთი დაკვირვების ობიექტთან აუცილებლად ნათესაურ კავშირში უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დაკვეთას ვერ ავიღებთ.
– ძირითადად, როგორი შეკვეთები გაქვთ?
– ჩვენთან მოდიან როგორც ცოლქმრული წყვილი, ასევე, მამები, დედები, დედამთილები და მამამთილებიც კი. ჩვენ საქმე ყოველთვის გვაქვს. სულ ოცი დეტექტივი გვყავს და დღეში შეიძლება, 6-7 შეკვეთაც კი მივიღოთ. ხშირად მოგვმართავენ ღალატის დასადგენად. ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს, მაგალითად, როცა უფროსს აინტერესებს თანამშრომლებზე რაიმე ინფორმაცია და მათი სანდოობის დადგენა. არაერთი ცნობილი სახე და პოლიტიკოსი ყოფილა ჩვენი კლიენტი. ძირითადად გვთხოვენ ღალატის გამოაშკარავებას. არ დამავიწყდება, ერთხელ, სიცრუის დეტექტორზე შესამოწმებლად, ქმარმა მოიყვანა ცოლი და საყვარელი ერთდროულად. აინტერესებდა, რომელი უფრო პერსპექტიული იქნებოდა სამომავლოდ (იცინის). თუმცა, ყოველდღიური ჩვენი საქმე, ძირითადად, დევნა და თვალთვალია, რომელიც ფიქსირდება ფოტო და ვიდეომასალით. თუ შესაძლებელია, ხმასაც ვიწერთ. ხშირად ვიყენებთ ფარულ კამერებს და ვაწარმოებთ ჩაწერებს. საკმაოდ რთული სამუშაოა და ფაქტობრივად, დღე და ღამე გვიწევს ლოდინი, თვალთვალი და დაკვირვება. არ დამავიწყდება, ერთი ქალბატონი მოვიდა და შეგვიკვეთა ქმრის მეთვალყურეობა. ვთხოვეთ დაეკონკრეტებინა, კერძოდ, რისი გაგება სურდა და გვიპასუხა: ვიცი, საყვარელი ჰყავს და რომ დავურეკავ, მინდა მისი სახე დააფიქსიროთ იმ მომენტში, რა რეაქცია და სახის გამომეტყველება ექნებაო. ჩვენი ხელშეკრულების პირობები ამას არ ითვალისწინებს და ამიტომ, უარით გავისტუმრეთ. ასეთი უცნაური შეკვეთებიც გვაქვს. სხვათა შორის, როცა ქალებს ეჭვი აქვთ, რომ ქმარი ღალატობს, ეს ეჭვი, 99 პროცენტით მართლდება, რასაც, ვერ ვიტყვით კაცების შემთხვევაში. მათი ეჭვები ხშირად არ მართლდება. ხშირად, ვერც ფაქტებით ვაჯერებთ და მაინც იმ აზრზე არიან, რომ ცოლი ღალატობთ. ჩვენი მომსახურება კონფიდენციალურია და ამიტომ, გვენდობიან. ერთი შემთხვევა იყო, როცა რაიონიდან ჩამოსული, დაწყებითი კლასების პედაგოგი ქალბატონის თვალთვალი გვთხოვა მისმა ნათესავმა. გვითხრა, კიბო აქვს და რაიონიდან იმიტომ ჩამოდის, საავადმყოფოში წვება და მკურნალობსო. ეჭვი ჰქონდა, რომ დაავადებული კი არ იყო, საყვარელი ჰყავდა. რეალურად აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანრთელი იყო და არც საყვარელი ჰყავდა. ამ გზით ნათესავებსა და ოჯახის წევრებს ფულს სძალავდა.
– როგორ ხდება კამერების დამონტაჟება იმ სახლში, სადაც ადამიანზე თვალთვალს აწარმოებთ?
– ამაში თავად დამკვეთი გვეხმარება. აქ აუცილებელი პირობაა ბინა, სადაც კამერები მონტაჟდება, დამკვეთზე იყოს გაფორმებული. მაგალითად, თუ სასტუმროში ხდება მსგავსი ფაქტი, იქ ვერ ვიღებთ, რადგან სასტუმროში კამერების დამონტაჟების უფლება არ გვაქვს. არის შემთხვევა, როცა ადამიანი ღალატის ფაქტზე პირველივე დღეს გამოგვიჭრია და არ დაგვჭირვებია კვირაობით დევნა და თვალთვალი. ერთხელ ასეთი ფაქტი მოხდა: ერთი ქალბატონი მოვიდა დაქალთან ერთად და შეგვიკვეთა ქმრის თვალთვალი. თავად ევროპაში მიდიოდა. მოკლედ, წავიდა ცოლი ევროპაში და ჩვენ დავიწყეთ ქმრის თვალთვალი. მამაკაცი მიხვდა, რომ დავყვებოდით და ვაკონტროლებდით. დავუკავშირდით დამკვეთს და ვუთხარით, თქვით, რომ საქმე დასრულებულიაო. ასეც მოიქცა და იმ დაქალს, რომელიც ჩვენთან მოჰყვა, უთხრა, საქმე დასრულებულია, აღარ ვაკონტროლებ, დავრწმუნდი, რომ არ მღალატობსო. ამის შემდეგ, ჩვენ დავამონტაჟეთ ბინაში კამერები, რომელიც იმ ქალის სახელზე იყო. ამ მამაკაცის საყვარელი აღმოჩნდა, ის დაქალი, რომელიც  დამკვეთს ჩვენთან მოჰყვა და ასევე, ცოლის და და მეზობელი. ანუ სამი ქალი ერთდროულად ჰყავდა საყვარლად. აგრეთვე, მოგვმართავენ დედამთილები, რომლებსაც სურთ, რძლების კონტროლი და ხშირ შემთხვევაში, ცდებიან, როცა მათ პატიოსნებაში ეჭვი შეაქვთ. ასევე ხშირად, უცხოეთში მცხოვრები ცოლები გვითხოვენ, აქ დარჩენილი ქმრების თვალთვალს და ხშირ შემთევევაში, ღალატი ფიქსირდება. არ დამავიწყდება, ერთხელ დედა მოვიდა და გვთხოვა, თავისი შვილის კონტოლი. ვთხოვეთ, ეთქვა, რატომ ჰქონდა ეჭვი და გვიპასუხა: სახლში რომ მოდის, ყოველდღე ბანაობსო (იცინის). რასაკვირველია, მას უარი ვუთხარით მომსახურებაზე. ერთხელ კი, მამაკაცს უნდოდა, დაესვენა თავის საყვარელთან ერთად და ცოლი ჰყავდა ეჭვიანი. ტელეფონით, დარეკვებით ამოწმებდა, სთხოვდა, კამერის ჩართვას, უკონტროლებდა ყოველ ნაბიჯს. მოკლედ, ამ კაცმა მოგვმართა დასახმარებლად. რეალურად, ის საყვარელთან ერთად ბათუმში ისვენებდა, ცოლს კი ეგონა, თურქეთში, მივლინებაში იყო და ამას ამტკიცებდა ფოტოებით, ზარებით და ასე შემდეგ. ასეთ მომსახურებას „რკინის ალიბი“ ჰქვია. ხშირად, სიდედრებიც აკონტროლებენ სიძეებს შვილებთან შეუთანხმებლად. დაახლოებით, ერთი კვირის წინ, უცხოეთიდან დაგვიკავშირდა დედამთილი და რძლის გაკონტროლება გვთხოვა. დავყვებოდით კიდეც, კამერებიც დავამონტაჟეთ სახლში, ხმაც ჩავიწერეთ, მაგრამ, იმდენად ზეპატიოსანი აღმოჩნდა რძალი, თავად დავრჩით გაკვირვებული (იცინის).
– რა რეაქცია აქვთ დამკვეთებს, როცა საყვარელი ადამიანის მხრიდან ღალატი დასტურდება და მათი ეჭვები მართლდება?
– ამ კონკრეტულ ფაქტზე გეტყვით, რომ დამკვეთი ამ ყველაფერს კამერებით, პირდაპირ ეთერში უყურებდა. რასაკვირველია, ფსიქოლოგიური მიდგომა საჭიროა, როცა ადამიანს ეუბნები, რომ მის ცოლს, ქმარს ან შვილს საყვარელი ჰყავს. თუმცა, ვიდეოს და ფოტოს ჩვენების მერე, უფრო რწმუნდება, ანუ დადასტურება უნდა, თორემ, ისედაც იციან, უბრალოდ, მიზეზს ეძებენ. იყო შემთხვევა, როცა მოვიდნენ მშობლები და გვთხოვეს შვილის მეთვალყურეობა, რომელიც ბოლო დროს უცნაურად იცვამდა, იღებებოდა და იქცეოდა. ეჭვი ჰქონდათ, რომ მასზე გავლენას შეყვარებული ბიჭი ახდენდა. რეალურად, კი გაირკვა, რომ ეს გოგონა არ იყო შეყვარებული და იყო ერთ-ერთი სექტის წევრი. ჩვენს აგენტს, მოუწია ამ სექტაში გაწევრიანება, კუკიის სასაფლაოზე სიარული და მშობლებისთვის, სიმართლის ფაქტებით დამტკიცება. საბოლოო ჯამში, ის გოგონა სექტას ჩამოშორდა. ბოლო დროს სექტების თემა აქტუალური გახდა. ამ საკითხზე ხშრად გვიწევს მუშაობა და საკმაოდ წარმატებით. ჩვენ გვყავს სპეციალური ჯგუფი, რომლებსაც აქვთ უნარი ჩაენერგონ ამ სექტაში და ობიექტი მათთვის საფრთხის შემცველი გარემოდან გამოიყვანონ. სამწუხაროა  და ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ჩვენ გარშემო ამდენი სექტაა და შესაბამისად, საშიშია. ასევე, ხშირია ძიძების კონტროლის შემთხვევები. ჩვენს პრაქტიკაში ბევრი დასამახსოვრებელი საქმეა, ერთ-ერთს გავიხსენებ. იყო შემთხვევა, როდესაც საქმროს საცოლის შესახებ აინტერესებდა ინფორმაცია,  რამდენად  ერთგული იყო. საქმე ავიღეთ და შევუდექით ობიექტის მეთვალყურეობას მის საცხოვრებელ სახლთან. სამუშაო საათებში ობიექტი აივანზე გამოვიდა სარეცხის დასაფენად, შემდეგ შებრუნდა და 2-3 წამში ისევ გამოვიდა. გააგრძელა სარეცხის დაფენა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვაფიქსირებდით ვიდეოკამერით. ამ დროს დარეკა დამკვეთმა და გვითხრა, რომ მას ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ობიექტი სულ სხვა ადგილას იმყოფებოდა. შემდეგ, კადრების დეტალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ პირს, რომელსაც ვუთვალთვალებდით დედა ეხმარებოდა, სწორედ მან გაუცვალა ტანსაცმელი და შეიძლება ითქვას, ასე შეძლო ჩვენი მოტყუება. რა თქმა უნდა, ეს საქმე ბოლომდე წარმატებით მივიყვანეთ და დაკვეთა შევასრულეთ. ასეთი შემთხვევებიც ხდება.
– სიმართლე გითხრათ, როდესაც გავიგე, რომ კერძო დეტექტივები საქართველოში არსებობდნენ, ცოტა არ იყოს გამიკვირდა.
– როცა ჩვენს შესახებ იგებენ, ბევრს უკვირს (იცინის). ჩვენ ვმუშაობთ არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხშირია შემთხვევა, როცა ემიგრანტი ცოლები გვიკავშირდებიან და მეუღლეების გადამოწმებას გვთხოვენ. შეიძლება, არც ღირდეს ამის თქმა, თუმცა პრევენციისთვის იქნებ კარგიც იყოს – ჩვენს სააგენტოსთან თანამშრომლობს თურქეთის მუსლიმ ქალთა საზოგადოება. მათგან მუდმივად ვიღებთ შეკვეთებს ამ საზოგადოებაში გაწევრიანებული ქალების მეუღლეებზე დაკვირვების თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, თურქი მამაკაცები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ერთგულებით. მუსლიმ ქალთა საზოგადოებიდან შეგვატყობინეს, რომ ჩვენი სახელი უკვე ცნობილი გამხდარა და მოღალატე ქმრებს ჩვენთვის „შეითან ქადინ კასუსი“  შეურქმევიათ, რაც ქართულად – ეშმაკ მზვერავ ქალს ნიშნავს. გულწრფელად გეტყვით, ჩვენ გვეამაყება ასეთი თიკუნი (იცინის).
скачать dle 11.3