კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 კლინიკა „ინოვას” წარმატებული ექიმები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ინოვა” თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და პროფესიონალი ექიმებით გამოირჩევა. ამჯერად გაგაცნობთ „ინოვას” გუნდის ორ გამორჩეულ და მაღალკვალიფიციურ მედიკოსს: ექიმ-გინეკოლოგ თამარ ძოწენიძეს, რომელსაც გავლილი აქვს მრავალი საერთაშორისო ტრენინგი და მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი, მათ შორის 4D ულტრაბგერით კვლევებში და ლაპარასკოპიულ ქირურგიაში და ასევე, ექიმ-რეანიმატოლოგ მალხაზ კუჭაშვილს, რომელსაც სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ყოველდღიურად იბრძვის უამრავი პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

თამარ ძოწენიძე: მე ვარ პირველი ექიმი ოჯახში. ამას თან ერთვოდა ის გარემოება, რომ საქართველოში არ მაქვს მიღებული განათლება (ყაზახეთში ექსტერნად, წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და თხუთმეტი წლის ასაკში, ყარაგანდის სამედიცინო აკადემიის სტუდენტი გახდა. ისიც წარჩინებით დაამთავრა და მოგვიანებით, საფრანგეთში მიიღო შესაბამისი განათლება და დაიწყო მუშაობა გინეკოლოგიურ ქირურგიაში). ამიტომ, ძალიან რთული იყო ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში სახელის მოხვეჭა და თავის დამკვიდრება. ექიმისთვის, პრაქტიკული მოღვაწეობის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო მუშაობაც, ჩვენს სფეროში აუცილებელია, ფეხი აუწყო თანამედროვეობას. მრავალი სტატია მაქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო კუთხით და ამჟამად ვმუშაობ სადისერტაციო თემაზე ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად. კვლევა მიძღვნილია უნაყოფობასა და ჰისტეროსკოპიის როლზე უნაყოფობაში.
– თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია  სამუშაო გარემო და ის გუნდი, ვისთან ერთადაც ყოველდღიურად გიწევთ მუშაობა?
– ჩემი წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ გარემოზე, სადაც ვეწევი პროფესიულ მოღვაწეობას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტექნიკურ აღჭურვილობას, რაც კლინიკა „ინოვას” ნამდვილად აქვს. აქ არის საშუალება, ვიმუშაოთ ყველა იმ თანამედროვე ტექნიკით, რაც ევროპის წამყვან კლინიკებში გამოიყენება. საბედნიეროდ, ვმუშაობ ადამიანებთან, რომლებსაც თავისი პროფესია უყვართ და შეუძლიათ, პაციენტისთვის საკუთარი ჯანმრთელობაც კი გასწირონ. ეს უდიდესი ბედნიერება და კომფორტია ქირურგისთვის. საოპერაციოში ექიმები, ექთნები, ასისტენტები, ყველანი იმდენ ხანს ვრჩებით, რამდენიც საჭიროა და ვემსახურებით პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
– რამდენადაა დატვირთული თქვენი სამუშაო განრიგი და იქნებ გაიხსენოთ რთული შემთხვევები, რომლიდანაც წარმატებით გამოსულხართ?
– ჩემი განრიგი არ შემოიფარგლება გარკვეული სამუშაო საათებით. ოპერაცია, ეს არ არის დროში შეზღუდული პროცესი. ეს ჩემი ყოველდღიურიბის განუყოფელი ნაწილია და როცა ქირურგის პროფესიას ირჩევ, აუცილებლად უნდა იყო ამისთვის მზად. ასევე, მზად უნდა იყოს ქირურგის ოჯახიც. საკმაოდ რთულია ყველაფრის ერთად შეთავსება, მით უმეტეს, ქალისთვის. მე მყავს მეუღლე და სამი შვილი. ისინი მაქსიმალურად მიდგანან გვერდში და მუდმივად ვგრძნობ მათ ხელშეწყობას, მხარდაჭერას, იმისთვის რომ, მშვიდად ვაკეთო ჩემი საქმე და ვიყო წარმატებული ჩემს პროფესიაში. ყველა სირთულის მიუხედავად, პაციენტებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაში მიმიძღვის წვლილი. როდესაც შენი ოპერაციული ჩარევის შედეგად და რასაკვირველია, სხვადასხვა სფეროს ექიმების ძალისხმევითაც, ქალბატონებს ეძლევათ შანსი, გახდნენ დედები, ეს უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის. ძალიან მსიამოვნებს მუშაობა ისეთ პაციენტებთან, ბევრი შეწყვეტილი ორსულობა რომ აქვთ და ჩვენი ოპერაციული ჩარევის შემდეგ, უკვე შეუძლიათ, ორსულობა ბოლომდე მიიტანონ, აქ საუბარია ჰისტეროსკოპიულ მეზოპლასტიკაზე. ხშირად გვიწვეს ბრძოლა არა მხოლოდ შვილოსნობისთვის, არამედ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ბევრი ისეთი პაციენტი მახსენდება, რომ შეიძლებოდა, დაგვეკარგა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ გვქონია. რამდენჯერმე იყო ჩემს პრაქტიკაში, როცა ახალგაზრდა ქალბატონებს სისხლდენისა და მიომის გამო, საშვილოსნოს ამოკვეთა უწევდათ, მაგრამ ჩვენ წავსულვართ რისკზე და დიდი ძალისხმევის შედეგად, შეგვინარჩუნებია საშვილოსნო, რასაც შემდგომ  თავისი რეპროდუქციული ფუნქცია განუხორციელებია.
მალხაზ კუჭაშვილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და 1998 წლიდან ვმუშაობდი არაერთ კლინიკაში, მათ შორის, რკინიგზის ცენტრალურ საავადმყოფოში, კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში. 2004 წლიდან საჩხერის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადავედი, სადაც თერთმეტი წელი ვიმუშავე.  ჯერ ექიმი რეანიმატოლოგი ვიყავი და 2007 წლიდან გავხდი რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი. ვარ საჩხერის საკრებულოს წევრიც. გახსნის დღიდან კლინიკა „ინოვას” რეანიმაციულ-ინტენსიურ განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ჩემი პროფესია მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას. ხშირად  ვერ ვახერხებ სხვა რამეებისთვის დროის გამონახვას. მაგალითად, თითქმის მზად მაქვს სადისერტაციო თემა და ვერ მოვახერხე მისი დაცვა მედიცინის დოქტორის ხარისხის მისაღებად, მაგრამ ადრე თუ გვიან, აუცილებლად გავაკეთებ ამას.  
– როგორ აირჩიეთ პროფესია და რთულია იყო ექიმი-რეანიმატოლოგი?
– როცა პირველად ამ სფეროში მოვხვდი, ვიგრძენი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო. საკმაოდ რთულია, მაგრამ გამოჯანმრთელებული  პაციენტები ახდენენ იმ დაუღალავი შრომის კომპენსირებას. ყოველ დილით, შემოვლისას ხდება თითოეული პაციენტის დანიშნულების კორექცია, საჭიროების შემთხვევაში, გვიან ღამემდე სამსახურში ვარ. რეანიმაციაში მუშაობას სჭირდება ძლიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
– სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი ხომ არ გაქვთ?
– ჩემს ოჯახში ჩემამდე მედიცინის მუშაკი არავინ ყოფილა. თუმცა, ახლა ორი შვილი მყავს და ორივემ ექიმის პროფესია აირჩია. ჩემ შემდეგ, შეიძლება ითქვას, გრძელდება ეს ტრადიცია, მაგრამ, მათ დამოუკიდებლად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ პროფესიულ არჩევანში მე არ ჩავრეულვარ.
– თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რა პირობებია საჭირო ეფექტური მუშაობისთვის?
– რეანიმაციაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკურ აღჭურვილობას და მედპერსონალთა გუნდს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურად გიწევს მუშაობა.  რეანიმაციაში გუნდური თამაშის პრინციპია და ყველა რგოლმა გამართულად თუ არ იმუშავა, ეს აუცილებლად აისახება საერთო საქმეზე. როგორც ხელმძღვანელი, თანამშრომლების შერჩევისას, მაქსიმალურად ვცდილობ, ავიყვანოთ კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრები.
– განსაკუთრებით რთულ შემთხვევებს გაიხსენებთ, რომლიდანაც წარმატებით გამოსულხართ?
– ჩვენს განყოფილებაში განსაკუთრებით მძიმე კონტინგენტი ხვდება, ამიტომ კრიტიკული შემთხვევები ხშირია. მთავარია, სწორად წარმართო მკურნალობა და აუცილებლად მიიღებ სასურველ შედეგს. ჩვენ ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ.
 скачать dle 11.3