კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 „საქართველოს ბანკის“ მომსახურების ახალი მოდელი – მეტი ურთიერთობა



„საქართველოს ბანკი“ მუდმივად გამოირჩევა ინოვატორული მიდგომებითა და საინტერესო პროექტებით, რაც საზოგადოების მოთხოვნებზეა მორგებული. ამჯერად წამყვანმა ბანკმა საბანკო მომსახურების ახალი მოდელის დანერგვისა და ახალი სერვისცენტრის გახსნის შესახებ განაცხადა.
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელთან მეტ ურთიერთობაზე დამყარებულ მომსახურების მოდელზე გადადის, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება. ახალი მოდელის მიხედვით, „საქართველოს ბანკში“ მისვლისას, მომხმარებელი მომსახურებას 360 გრადუსით იღებს და მას აღარ უწევს სიარული, ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომსახურების კომფორტია ის, რომ ბანკის კლიენტს მხოლოდ ერთ თანამშრომელთან უწევს ურთიერთობა. ბანკის მენეჯერი მას სრულად უგვარებს ყველა საბანკო პროცედურას. საბანკო მომსახურების მოდელის ცვლილებასთან ერთად, „საქართველოს ბანკმა“ მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, შეცვალა გარემოც. პირველი განახლებული სერვისცენტრი ჩვენს დედაქალაქში ვაკეში, ჭავჭავაძის ¹7-ში გაიხსნა. 2017 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 20-მდე ახალი სერვისცენტრი გაიხსნება. მომავალ წელს კი „საქართველოს ბანკის“ ყველა სერვისცენტრი სრულიად ახალი მოდელის იქნება. ახალი სერვისცენტრი მომხმარებელთან ურთიერთობას უფრო უშუალოს, მყუდროსა და კონფიდენციალურს ხდის. ნათელი, მსუბუქი ფერებითა და კომფორტული ავეჯით გაწყობილი ინტერიერი სასიამოვნო განწყობილებას ქმნის. სერვისცენტრში სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი. მომხმარებელთან ურთიერთობა შესაძლებელია როგორც პრივატულ გარემოში, ასევე, ეგრეთ წოდებულ, co-working სივრცეში, სადაც მომხმარებელი და ბანკის თანამშრომელი შეძლებენ ერთობლივ მუშაობას პროექტებზე. ახალ სერვისცენტრში ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათი წარმოების პროდუქციას ყველა ნახავს ბანკში შესვლისას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული. რის გამოც ერთდროულად მეტ მომხმარებელს შეუძლია, განახორციელოს სასურველი ოპერაციები.
კახა კიკნაველიძე („საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი): მოხარული ვარ, რომ გავხსენით პირველი, სრულიად ახალი მოდელის სერვისცენტრი.  მომსახურების ახალ მოდელზე გადასვლის მიზანია, კიდევ უფრო მეტი ურთიერთობა მომხმარებელთან. თუ ადრე ბანკირები და კლიენტები საბანკო პროდუქტების მიხედვით იყოფოდნენ, დღეს უკვე ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ უნივერსალური ბანკის პრინციპს. ჩვენი ბანკირები უკეთეს გარემოში შეხვდებიან კლიენტებს, უკეთ შეისწავლიან მათ სურვილებს და მხოლოდ მათზე მორგებულ სერვისებს შესთავაზებენ. დღეისთვის საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი, ანუ 2,2 მილიონი ადამიანი „საქართველოს ბანკის“ კლიენტია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. მიუხედავად ამ დინამიკისა, ჩვენი აქცენტები კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ არის მიმართული.  
скачать dle 11.3