კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ გახადა თათია სულუაშვილი დიეტებმა ქველმოქმედი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ბოლო დროს, „კომედი შოუს“ მსახიობმა, თათია სულუაშვილმა დაკლებული კილოგრამებით, ყველა გააოცა. როგორც თავად ამბობს, ამისთვის, დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, უბრალოდ, მიატოვა შიმშილი, დიეტები, ისწავლა სწორი კვება და არც ღამით ჭამაა მისი წონისთვის საზიანო. როდის შეუღონდა მას გული შიმშილით და რატომ მიდიან მისი სახლიდან მეგობრები დაკვნეტილები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

თათია სულუაშვილი: ბავშვობაში, ძალიან მიყვარდა ჭამა, მსუნაგი და ფუმფულა ბავშვი ვიყავი. ყველაფერს ვჭამდი. ღამე ლოგინიდან ვიპარებოდი და მაცივარში ვიყავი შემძვრალი. ამაზე დედა სულ მეჩხუბებოდა, მამა კი გურმანია და სულ მგულშემატკივრობდა. მახსოვს, დედა რომ არ მაჭმევდა, მამა განიცდიდა. ღამე მომიკაკუნებდა და „ფოდნოსით” მოჰქონდა საჭმელი (იცინის). ასე რომ, მამამ დამღუპა და ისეთი წონა ავკრიფე, სარკეში ჩახედვის მეშინოდა. ოთხი დედმამიშვილი ვართ – სამი და და ერთი ძმა. ისინი გამხდრები იყვნენ და დედა აძალებდა –  აბა, ნინო, ქეთი, დათუნა ჭამეთო, მე კიდევ მაშიმშილებდა. ეს უდიდესი სტრესი იყო. საშინელებაა, როცა გინდა, გშია და არ გაჭმევენ, გიკრძალავენ. მოკლედ, დიდი ხანი გაიწელა, ჩემი ეს მსუნაგობა, სანამ 90 კილოს არ ავარტყი (იცინის).
– სკოლაში, წონის გამო არ დაგცინოდნენ ბავშვები?
– ისეთი ავტორიტეტი მქონდა სკოლაში, დაცინვას ვერავინ გამიბედავდა. პუტკუნა, 65 კილო ბავშვს, სკოლის ბუფეტი „გამქონდა“. მთელი ჩემი ოჯახის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, იქ იხარჯებოდა. მეგობრებსაც ვპატიჟებდი, გემრიელად ვნაყრდებოდი, მერე ვეღარ დავრბოდი ფიზკულტურის გაკვეთილზე – მიჭირდა, მეზარებოდა და სულ ორიანი მეწერა.  აქტიური ბავშვი ვიყავი და ჩემი წონა სულაც არ  მაწუხებდა. არც ხელს მიშლიდა, სულ ფეხბურთს, რეზინობანას და კლასობანას ვთმაშობდი. ქუსლიანი ფეხსაცმლისკენ კი არც ვიხედებოდი. სხვათა შორის, ბანკეტის დრო რომ მოვიდა, აი, მაშინ დავფიქრდი, წონაში დაკლებაზე. დავიწყე დიეტა, თმა შევიღებე და მაკიაჟიც გავიკეთე. სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ გოგო ვარ და უნდა გავიპრანჭო (იცინის).
– ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში ჩადექი. ეს აპრობირებული დიეტების ბრალია, დიეტოლოგებთან ვიზიტების, თუ რაიმე შენეული მეთოდი გაქვს წონაში ეფექტური კლების?
– ბევრჯერ მაქვს საშინელი დიეტა დაცული. მიშიმშილია, წამსვლია გული და დამიკლია, მაგრამ ცოტა ხანში უფრო მეტი მომიმატებია. ამიტომ, შევიმუშავე სწორი კვების რეჟიმი და ამით დავიკელი 12 კილო. მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, აქტიურად დავიწყე სწორი კვება. სამშობიაროში შევედი 90 კილო, გამოვედი 86 და სარკესთან რომ დავდექი, დავინახე იქიდან მიყურებდა ფუმფულა ქალი, მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში, ოღონდ, არა დიეტით. ისე ავიღე სტარტი, აღარ გავჩერდები (იცინის). ყურმოკრული და სამეგობრო წრეში გაგონილი დიეტებით ვერაფერს მიაღწევთ. შეიძლება, შიმშილმა, ერთ კვირაში დაგაკლებინოთ, მაგრამ, დამშეული ორგანიზმი, მეორე კვირაში –  ორმაგად აინაზღაურებს. ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. ასეთი შემთხვევა ბევრჯერ მქონია – დამიკლია ერთ კვირაში 5 კილო და როგორც კი, ოდნავ ზედმეტი მიჭამია, მომიმატია – 7. რაც უფრო ნელა იკლებ, მით მეტად ინარჩუნებ წონას. ამიტომ, ვიკვებები სწორად დღეში ოთხჯერ. აუცილებლად ვსაუზმობ და ისე გამოვდივარ სახლიდან. ასევე, ვითვლი კალორიებს, ვიწერ და დილა-საღამოს ვდგები სასწორზე. 7 თვეა, არ მომიმატია წონაში, ზუსტად 12 კილო დავიკელი და დღესაც, ნელ-ნელა ვიკლებ. თუ რესტორანში მომიწია წასვლა და იქ გემრიელად გეახელით, შეიძლება, ნახევარი კილო მოვიმატო, სულ ესაა. არ დამავიწყდება, მკაცრ დიეტაზე ვიყავი, მოვხვდი მაგარ სუფრაზე და თავი ვერ შევიკავე, გემრიელაად ვჭამე. მერე ჩემს თავს ვუბრაზდებოდი, ცეცხლი ჭამა ჩემმა პირმა-მეთქი (იცინის). უცნაური კერძების დაგემოვნებაც მიყვარს. ზღვის უცხო პროდუქტების წვნიანიც მაქვს ნაჭამი და დიდად არ მომეწონა. წამოვედი რესტორნიდან და რვაფეხების წვნიანს, გემრიელი მწვადი დავაყოლე. ძალიან მიყვარს მწარე წიწაკა და კაცურად ჭამა. არ ვიპრანჭები და ვიტყლარჭები სუფრასთან  და რაც მინდა, გემრიელად მივირთმევ. სალათის ფურცლების ქალი არ ვარ – ხინკალი, ქაბაბი და მწვადი, კი ბატონო!
– თქვი, ადრე არასწორად ვიკვებებოდი, ვდიეტობდი და ვშიმშილობდიო. ამის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგქმნია?
– მადლობა ღმერთს, გადავრჩი და არ დავიზიანე ორგანიზმი, სულელური დიეტებით. მაგრამ, მე ვარ მომსწრე, ჩემს მეგობარს „დუკანის“ ცილების დიეტამ, ორ კვირაში, თირკმელების პრობლემები შეუქმნა და შეტევა მისცა. ერთხელ გავაკეთე ეს დიეტა და პირის სიმშრალე დამემართა. როგორც კი ცოტა მოვუმატე ჭამას, საშინლად მოვიმატე, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემას ავცდი. ყურმოკრულ დიეტებსაც ვიცავდი – მხოლოდ წიწიბურაზეც „ვიჯექი“, ერთი კვირა, მხოლოდ არაჟანზე, ხილზე  და მეგონა, რაც მეტად დამიბნელდებოდა თვალებში შიმშილისგან, მით მეტად დავიკლებდი. რომ წავიქეცი და თავი დავარტყი, მივხვდი, ასეთი შიმშილი, წონის დაკლების გამო არ მიღირდა. სცენაზე ვიდექი, საღამო მიმყავდა, ხილის დიეტას ვიცავდი იმ პერიოდში, თვალებში დამიბნელდა, წამივიდა გული და მივხვდი, აქ უნდა დამემთავრებინა ჩემი დიეტომანია. მსუქანი რომ ვიყავი, ბევრჯერ, ჩავეტენე ტანსაცმელში და ამწყდარი ღილით დავბრუნდი სახლში. ჩემი და გამხდრი იყო, მიყვარდა მისი ტანსაცმლის ჩაცმა. ვეტენებოდი და შარვლები სულ გამოვუხიე, ჯემპრები კი გავუწელე (იცინის). „იქს-ელი“ მეცვა, „ელი“ მეცვა და ახლა „ესი“ ჩავიცვი, მაგრამ ცოტა მიჭერს. დიდი ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გააჩუქო და პატარა ზომები შეინახო. ეს სტიმულია, რომ გახდე. შენახული მქონდა პატარა ზომის ტანსაცმელი და რომ დავიკელი და ჩავეტიე, მეცხრე ცაზე ვარ (იცინის). წარმოიდგინეთ, მინდოდა, მოტკეცილი ტანსაცმლის ჩაცმა, სქელი ვჩანდი. მინდოდა თხელი სარაფნის ჩაცმა და ქონები მიშლიდა. ეს ნამდვილი დეპრესია იყო ჩემთვის. ზაფხულის მოსვლა კი – ტრაგედია. ახლა ეს პრობლემა აღარ მაქვს. ბევრი მსუქანი ვიცი, ვისაც არ აწუხებს ზედმეტი წონა, მე კი მაკომპლექსებდა. დღეს, ყოველ დილას ვდგები სასწორზე და ვუღებ სურათს, რამდენ კილოსაც აჩვენებს და მერე მეგობრებს ვუგზავნი. ყოველ დილით, სასწორზე დადგომა ჩვევად მექცა, ვდგები და ვაქებ საკუთარ თავს – ყოჩაღ, თათია, შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ! სხვათა შორის, დიეტებმა ქველმოქმედი გამხადა, დიდი ზომის ტანსაცმელს სიხარულით ვაძლევ სხვებს. ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, კიდევ 5 კილო რომ დავიკლო, მეტი აღარ მინდა. ძალიან გამხდარი, არც ჩემი თავი მომწონს და არც სხვა. თუ არ დაიკლებ ერთ თვეში 30 კილოს შიმშილით და სწორი კვებით მოახერხებ, ნელ-ნელა დაკლებას, არც კანი ჩემოგეკიდება და არც ჯანმრთელობას დაიზიანებ.
–  ზედმეტი წონა ასაკს არ გმატებდა?
– როგორ არა! ზედმეტი კილოგრამები ასაკს მიმატებდა. ეკრანიდან, ისედაც ყველას დიდი ვგონივარ, 40-45 წლის. რომ დავიკელი, 35 წლამდე ჩამოვედი, რეალურად კი 31 წლის ვარ. წონაში დაკლებამ, ჩემთვის დრო უკან დააბრუნა და თუ კიდევ 5 კილო დავიკელი, 25 წლის გავხდები, ყოველ დაკლებულ კილოზე, ორ წელიწად-ნახევარი მაკლდება (იცინის).
– თათია, თქვი, ჭამა მიყვარდა და დღემდე გურმანი ვარო. კეთება თუ გეხერხება?
– თუ გურმანი ხარ, საჭმლის კეთებაც გიყვარს. მიყვარს სადილების გაკეთება, ვიგონებ ახალ კერძებს და იმდენად გემრიელი ხელი მაქვს, ჩემთან ვინც მოდის, ჩაკვნეტილი მიდის ჩემგან (იცინის). მეგობრები თითებს აკვნიტავენ და ასე დაკვნეტილ-ჩაკვნეტილები მიდიან (იცინის). ცოტა, ცომთან  ვერ ვმეგობრობ. ამითქვეფ-გადამითქვეფია და რა გამომსვლია, მეც არ ვიცი. ხშირად, მეგობრებს მარილიან ყავასაც ვასმევ (იცინის).
– ეს რაიმე ახალი, შენეული რეცეპტია?
– არა, ჩემი რეცეპტი არ არის. ცოტა უყურადღებო ვარ და მარილიანი ყავა ხშირად მიმირთმევია მეგობრებისთვის (იცინის). ყველაზე მეტად მექსიკური კარტოფილი, ქათამი მაიონეზში და ბრინჯი სოკოთი გამომდის კარგად და უყვართ მეგობრებს. ასე რომ, ჩემს სახლში ყველა თითებს იკვნეტს და გემრიელად ჭამს (იცინის). ხშირად, თვითონვე ვიგონებ საჭმელებს და თუ რამეს ვერ „ვარტყამ“,  „ვგუგლავ“ და ისე ვაკეთებ. არასდროს ვსინჯავ, სუნით ვგრძნობ, აკლია თუ არა კერძს მარილი. ჩემი დიეტაც მაქვს, კვირაში ერთხელ მხოლოდ გრილზე შემწვარ ხორცს ან კალმახს ვჭამ და ერთ კილოს ვიკლებ დღეში. ამას ჩემი მეგობრები ვერ იცავენ.
– რატომ?
– არ ვეუბნები (იცინის).
скачать dle 11.3