კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ „აჯირითა ტუფტაზე“ გია ფერაძემ კოსტია რაიკინი თბილისში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


ცნობილი ქართველი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „გია ფერაძე რომ სხვადასხვა ოხუნჯობის მოწყობის დიდოსტატი იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ყოველთვის მიკვირდა, როგორ მოსდიოდა თავში ესა თუ ის „საკაიფო“ სიუჟეტი. 1981 წელს, თბილისს არკადი რაიკინის მინიატურების თეატრი ესტუმრა, სადაც გიას მეგობარი და თეატრის დირექტორის ვაჟი, კონსტანტინე რაიკინიც მუშაობდა. გია და კოსტია რაიკინი მეგობრები იყვნენ და მიუხედავად ამისა, მისი გაშაყირება გადაწყვიტა და მითხრა: ნახე, როგორ „ვაჯირითო ტუფტაზეო“... კოსტია რაიკინი ცნობილი იყო თავისი ანეკდოტებითა და პაროდიების უნარით. შეეძლო, ნებისმიერი ცხოველისა თუ ადამიანისთვის მიებაძა. არ არსებობდა ადამიანი, ყველაზე გაუცინარიც კი, ვისაც ერთხელ მაინც არ გააცინებდა. მოკლედ, გიამ  სთხოვა:
– კოსტია, ერთი ავადმყოფი ნათესავი მყავს, რომელიც მელანქოლიითაა დაავადებული და არამც თუ  იცინის, არც კი ეღიმება. ექიმებმა მას სიცილი გამოუწერეს და იქნებ შენმა ხუმრობებმა გააცინოს, თორემ შეიძლება, სულიც კი განუტევოსო.
მოკლედ, გიამ კოსტია რაიკინი „შეკერა“. მოიყვანეო, – უთხრა გიას და თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთ აუდიტორიაში მიიყვანა გიამ ის კაცი. კოსტიას წინ დაუსვა. ჩვენ (მე და გია ფერაძე) კი კუთხეში დავსხედით და გიამ გადმომიჩურჩულა: ახლა ნახე, კოსტია რას „იჯირითებსო“. მართლაც,  ორი საათის განმავლობაში რა ანეკდოტი არ მოყვა კოსტია რაიკინმა, როგორ არ იხტუნავა და რა ცხოველს არ მიბაძა, რა ხმები არ გამოსცა, ის კაცი კი სველი თვალებით მისჩერებოდა პაროდისტს და არც კი ეღიმებოდა. მე და გია კი სიცილით ვიხეოდით. ბოლოს, ქანცგამოლეულმა კოსტია რაიკინმა თავი გააქნია და გიას უთხრა:
– ეტყობა, მართლა ძალიან მძიმედაა ავად ეს შენი ნათესავი. მე ძალა აღარ შემრჩა და აღარ შემიძლია, ხომ ხედავ, ვერ გავაცინეო.
გია ფერაძემ თავის მეგობარს თანაგრძნობით შეხედა და მიუგო:
– ვერც გააცინებ, ეგ ყრუ-მუნჯია და არაფერი ესმისო...
კოსტია რაიკინს ისე ეწყინა ეს გაშაყირება, რომ რესტორანში მის წასაყვანად დიდი ხვეწნა-მუდარა დაგვჭირდა.
скачать dle 11.3