კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რას წერენ ხშირად დუდა სანაძეს გოგონები სოციალურ ქსელში და რატომ დადიოდა ის ორი კვირა „ჰელოუ კიტის“ ვარდისფერი ჩანთით ვარჯიშებზე

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 საქართველოს კალათბურთის ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, დუდა სანაძე ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. სან-დიეგოს კოლეჯის დამთავრების  შემდეგ, ის სლოვენიაში თამაშობდა, სადაც სეზონი ბომბარდირის სტატუსით დაამთავრა. რა გეგმები აქვს სამომავლოდ კალათბურთელს და რომელ ქვეყანასთან აპირებს თანამშრომლობას, ინტერვიუდან შეიტყობთ.
დუდა სანაძე: სლოვენიაში უცებ წავედი, ნაკრებს რომ მოვრჩი მაშინვე. ბევრმა მირჩია ეს – საქართველოს კალათბურთელების ნახევარზე მეტმა კარიერა სლოვენიაში დაიწყოო. საკალათბურთო ქვეყანაა და  კოლეჯის შემდეგ ძალიან კარგი ვარიანტი იყო. დონეც საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა და დიდი გამოცდილებაც მივიღე. სადმე რომ ჩავდივარ სათამაშოდ, ის მომენტი არ მაქვს, გინდა თუ არა, ბომბარდირი უნდა გავხდე-მეთქი. სლოვენიაში მინდოდა, ჩემი თამაში მეჩვენებინა. მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენი გუნდი სულ პირველზე იყო და ბოლოს, ჩემდა გასაკვირად, ბომბარდირად გამომაცხადეს. ისე, მერჩივნა, გუნდს ჰქონოდა უფრო კარგი შედეგი, ვიდრე მე გავმხდარიყავი ბომბარდირი. ამას ბევრად დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ჩემთვის.
– როგორ აღმოჩნდი სლოვენიის ერთ-ერთ გუნდში? აგრძელებ მათთან თანამშომლობას?
– ნაკრების ამხანაგურ თამაშზე ჩამოვიდა გუნდის გენერალური მენეჯერი და ძალიან მოვეწონე. მაშინ ეს არ აღმიქვამს სერიოზულად, რადგან ჩემამადე არ მოსულა. მერე ჩვენი ნაკრების მენეჯერს დაელაპარაკა და სეზონის ბოლოს მეც დამიკავშირდნენ. საკმაოდ კარგი პირობები შემომთავაზეს და წავედი. კონტრაქტი ივნისში მიმთავრდება და აღარ ვაგრძელებ მათთან თანამშრომლობას, სხვაგან მინდა გადასვლა. არის მოლაპარაკებები და ვნახოთ, რა იქნება. უბრალოდ, ეს პირველი საფეხურისთვის ძალიან კარგი იყო.
– პატარა იყავი, როცა საქართველო დატოვე და ამერიკაში გადახვედი. დამოუკიდებლად ცხოვრება არ გაგიჭირდა?
– ურთულესი აღმოჩნდა ჩემთვის, მით უმეტეს მოგეხსენებათ, საქართველოში მშობლებს როგორი დამოკიდებულება აქვთ შვილებისადმი – ძალიან ყურადღებიანები არიან. 17-18 წლის ვიყავი, რომ წავედი. თავიდან ელემენტარული დეტალებიც არ ვიცოდი: საჭმელი როგორ მომემზადებინა, სარეცხი მანქანა რომელ რეჟიმზე დამეყენებინა და ასე შემდეგ (იცინის). როცა სახლში ხარ, მსგავს რამეებზე არ ფიქრობ, რადგან ყველაფერს დედა აკეთებს. ნელ-ნელა მივეჩვიე. ახლა უკვე არანაირი პრობლემა არ მაქვს. პირველი 2 წელი იყო განსაკუთრებით რთული. დედასთან მქონდა ხშირი კავშირი და მასწავლიდა – როგორ რა უნდა გამეკეთებინა (იცინის). თუმცა, დამოუკიდებლად ცხოვრებამ დიდი გამოცდილება მომცა.
– ოჯახში ყველა კალათბურთელია. დედა ხომ არ აპროტესტებს ამას?
–  არა, არ აპროტესტებს (იცინის). ისე, გამოვიდა, რომ სამივე ძმა ამ სპორტში ჩავებით და ეს ალბათ, ოჯახური გარემოდან გამომდინარე მოხდა. პატარა ძმა 10 წლისაა და ისიც ძალიან დაინტერესებულია. მისთვის ნამდვილად არ დაგვიძალებია კალათბურთელი ყოფილიყო, თავისი სურვილით ჩაება. ყველა თამაშს უყურებს, ყველა მოთამაშე იცის და საკმაოდ კარგად ერთვება საუბარშიც. მალე მასაც თამაშები დაეწყება და ერთი სული აქვს. ჩემი დიდი გულშემატკივარია. თამაშის მერე მირეკავს და მეუბნება, ეს როგორ „გამაზეო“ (იცინის).
– მამა, როგორც პროფესიონალი, ხშირად მიგითითებს შეცდომებზე თუ უფრო გაქებს?
– არასოდეს შევუქივარ. არ მახსოვს მსგავსი ფაქტი. ისე, მეც არ მომწონს, როცა მაქებენ, უხერხულად ვგრძნობ თავს. მირჩევნია, შეცდომებზე მელაპარაკოს, ვიდრე იმაზე, კარგი რა გავაკეთე – რადგან კარგი რაც იყო ისედაც ვიცი (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ არ მაქებს, ვიცი, ჩემით ამაყობს. მსგავსი რაღაცეების გამომჟღავნება უჭირს.
– რა გავლენა იქონია ზაზა ფაჩულიას ამბებმა შენზე, როგორც ქართველ კალათბურთელზე უცხოეთში?
– ეს იყო საქართველოს ძალიან დიდი რეკლამა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორი ქვეყანაა და როგორი გვერდით დგომა ვიცით. ამერიკაში, პირველად რომ ჩავედი, არავინ იცოდა საქართველო სად იყო. ყველას ვეგონე შტატ ჯორჯიიდან. მერე ფიქრობდნენ, რომ აქცენტი არ მქონდა და მეკითხებოდნენ, საიდან ვიყავი. მეც მიწევდა ახსნა, თუ სად მდებარეობდა ჩვენი ქვეყანა. თან, ამერიკაში გეოგრაფიაში  ცუდად არიან (იცინის). დიდი ქვეყნები იციან ძირითადად. ახლა უმრავლესობამ გაიგო ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამ ამბების მერე, პირად შეტყობინებებშიც კი მწერდნენ, თუ როგორი მაგარი ქვეყნიდან ვიყავი. ჩემი ორი ამერიკელი თანაგუნდელი ჩამოვიყვანე საქართველოში, რომელებიც აქ „ჰიუნდაის“ გუნდში თამაშობდნენ. სეზონი დაამთავრეს, მაგრამ არცერთი აღარ მიდის (იცინის).
– ახალწვეულებს ნაკრებში სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ. შენ რისი გაკეთება მოგიწია?
– ნაკრები უცხოეთში წავიდა და იქ ერთი კვირა ვარდისფერი „ჰელოუ კიტის“ ჩანთით მომიწია სიარული (იცინის). ეს სახალისო ტრადიციაა, რადგან იცი, რომ მომავალ წელს შენ გაუკეთებ მსგავს რაღაცას სხვას.
– არასდროს გდომებია სხვა სფეროში ყოფილიყავი?
– მამაჩემმა მაჩუქა კალათბურთის ბურთი და  ეს იყო ჩემი პირველი საჩუქარი. მაშინ  პატარა ვიყავი. ეს ბურთი რომ დავინახე, ეტყობა, ძალიან მომეწონა (იცინის). არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიაზე. ბავშვს რა გარემოსაც შეუქმნი, იმისკენ იხრება. რომ დავიბადე, იქიდანვე ბურთებსა და კალათებს ვხედავდი, სხვა სფეროსკენ როგორ უნდა გამეხედა?! (იცინის) სახლში ბურთების, ფორმების, მედლების კოლექცია გვაქვს.
– გარდა კალათბურთისა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში? როგორი ცხოვრების სტილი გაქვს?
– ყველას უყვარს გართობა, მაგრამ, როცა კალათბურთით ხარ დაკავებული, რთულია დროის შეწყობა. ჩემი განრიგი არ მაძლევს ამის საშუალებას. დღის განმავლობაში სულ ვვარჯიშობ. კვირაში სამჯერ თამაში მაქვს, შესაბამისად,  გართობისთვის დროც ცოტა მრჩება. თან, ისეთი ორგანიზმი მაქვს, არ შეიძლება ჩემთვის დალევა, გადაღლა. სპორტში კვებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.  ბევრი ამ ყოველივეს ერთმანეთს უთავსებს, მე – ვერა. კალათბურთი არის ჩემთვის განტვირთვაც, სამუშაოც და ყველაფერი (იცინის).
– შეყვარებული არ გყავს?
– არა, პატარა ვიყავი, რომ წავედი და ვერ მოვასწარი ვინმეს არჩევა (იცინის). ჩემი რჩეული უნდა იყოს ქართველი, რადგან  მომწონს ქართველი გოგონები და ტრადიციები. ევროპული ან ამერიკული ოჯახის შექმნა ნამდვილად არ მინდა. ესაა ჩემი დიდი სურვილი.
– თუმცა, თაყვანისმცემლების დიდი არმია გყავს. დამღლელი ხომ არ არის შენთვის ეს ყოელივე? როგორი უნდა იყოს შენი რჩეული?
– დამღლელი არაა, სასიამოვნოა, როცა ამდენი ადამიანი გწერს. შემხვედრია ცუდი შეტყობინებებიც. იშვიათად შევდივარ სოციალურ ქსელში და ვერ ვნახულობ წერილებს. ამაზე ბრაზდებიან და ჰგონიათ, რომ თავში მაქვს ავარდნილი. ამის გამო შეიძლება, გამომლანძღონ კიდეც (იცინის). თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც თავაზიანად ვუბრუნებ ყველას პასუხს. არასოდეს წარმომიდგენია როგორი უნდა იყოს ის. პირველი, რაც არის, მხიარული ადამიანები მიყვარს. გარეგნულად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება. არც ის არის პრიორიტეტული, კალათბურთთან ექნება თუ არა შეხება, მაინც მოუწევს სამომავლოდ (იცინის).
– „მოიყვანე ცოლის” თემა ოჯახში აქტუალური არ არის?
– სახლში არა, ძირითადად, ნათესავებში. აღარ მოგყავს ცოლი და მსგავს რაღაცეებს მეკითხებიან ხოლმე. ისინი უფრო ინტერესდებიან ამ თემით. ჯერჯერობით იმედებს ვუცრუებ ნათესავებს. ოჯახი არ ერევა ჩემს პირად ამბებში.
скачать dle 11.3