კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ ამოხადა სული ცემაში მეზობელმა მეზობელს და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თანასოფლელის წამებით მკვლელობაში სოფელ ქვახვრელში

თათია ფარესაშვილი ქეთი მოდებაძე


გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 6 მაისს, გიორგობა დღეს, 50 წლის მალხაზ სადაღაშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მისივე მეზობელია. მკვლელობის მიზეზი სუფრაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფთა შორის  დაწყებული კამათი გახდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებული გოგიტა მ. სამართალდამცველებმა იმ დღესვე დააპატიმრეს. მან დანაშაული აღიარა.

რამაზ სადაღაშვილი (გარდაცვლილის ძმა):
მკვლელობა 6 მაისს, გიორგობა დღეს მოხდა. ჩემს ძმას (მალხაზს) ამ შემთხვევამდე საკუთარ მკვლელთან (გოგიტასთან) არანაირი შეხება არ ჰქონია. უბრალოდ, თანასოფლელები ვართ და ბუნებრივია, იცნობდა. იმ დღეს, მალხაზს ერთი ამხანაგი უნახავს, რომელთანაც ასევე იშვიათი ურთიერთობა ჰქონდა და რატომღაც ამ კაცს, გოგიტასთან წაუყვანია დასალევად. სულ ოთხნი ყოფილან, თუმცა ერთი მალევე წამოსულა და სამნი დარჩენილან. არ ვიცი, იქ რა მოხდა და რის გამო მოუვიდათ შელაპარაკება, რომელსაც საბოლოოდ, ჩემი ძმა ემსხვერპლა. საბოლოოდ, მკვლელობაში ერთი ადამიანი ფიგურირებს.
– თქვენი ძმა ადგილზე გარდაიცვალა?
– შელაპარაკება სახლში დაწყებულა. მერე გამოსულან გარეთ და ბილიკზე უჩხუბიათ. ვნახეთ, რომ ქუჩიდან შემავალ ბილიკზე იყო სისხლი დაქცეული. იმ მომენტში, როცა ჩემს ძმას ურტყამდა, მესამე პიროვნებაც იქ ყოფილა, მაგრამ ის გაექცა. ის ბიჭი ჯანიანია და მოახერხა, რომ ხელიდან დასხლტომოდა. ჩემი ძმა კი ძალიან სუსტი იყო, თუმცა, იმდენი მაინც მოუხერხებია, რომ გამოცლოდა და დაახლოებით, 50 მეტრი გამოუვლია. მაგრამ არ შეეშვა ის კაცი. გამოეკიდა ამ დაუძლურებულ, ნაცემ და დასახიჩრებულ კაცს, სისხლი რომ გასდიოდა, დაეწია და უკვე ბლაგვი საგნით მიაყენა ჭრილობები. ბოლომდე მიიყვანა დაწყებული საქმე – ეს ნაცემი და დამტვრეული კაცი მოკლა. ჩვენ რომ მივედით, უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი გახლდათ. ცხედარი ისეთ დღეში იყო, რომ სახე და თვალები საერთოდ არ უჩანდა. კაცი მოკლა და მერე სახლში დაბრუნდა. სამართალდამცველები რომ მივიდნენ, იქ დახვდა. იმ ღამესვე წაიყვანეს. შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებსაც, უგინებია და დაურტყამს კიდეც. იმ ღამესვე უღიარებია დანაშაული.
– მესამე პირი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, ალბათ, დაკითხეს. თქვენ თუ ესაუბრეთ, რას ყვება, რის გამო მოხდა ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის დაპირისპირება?
– იმ კაცის თქმით, ხელი მოუკიდია ჩემი ძმისთვის, მინდოდა, ხელში ამეყვანა, მაგრამ მივხვდი, ცოცხალი აღარ იყოო. ბრალდებულისთვის უთქვამს: ბიჭო, ნუღა ურტყამ, უკვე მკვდარიაო. ეს რომ ვუთხარი, მერე მე მომიბრუნდა მუშტებით და ჩემი ცემაც დააპირა, მაგრამ გამოვიქეცი, მეც არაფერი დამიშავოს-მეთქი. თვითონ ბრალდებულსაც უთქვამს მეორე დღეს: რას ვერჩოდი ამ კაცს, რა მინდოდაო?! მერე უთქვამს მე ვცემე, მაგრამ არ მომიკლავსო. ფაქტია, ისე სცემა, რომ კაცი მოკვდა. თავი დასახიჩრებული ჰქონდა, ნეკნები – ჩამტვრეული, ღვიძლი – გახეთქილი და რამდენის ატანას შეძლებდა ჩემი ძმა?!
– თქვენ რას ფიქრობთ, სასმელის ბრალი იყო, თუ სხვა რამ შეიძლებოდა, გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი?
– ეს პიროვნება ნავარჯიშები და ძლიერი ბიჭია. სამხედრო სამსახურშია. როცა ფხიზელი იყო, მაშინ აგრესიულად არა, მაგრამ ნასვამი საშინლად იქცეოდა. თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემს ძმას მოკლავდა. კი ბატონო, გამიგია, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, მაგრამ ასეთი წამებით? იმიტომ, არ ვამბობ, რომ ჩემი ძმა იყო, მაგრამ მას მართლა მთელი სოფელი პატივს სცემდა. უწყინარი კაცი იყო, სასმელი უყვარდა, მაგრამ სხვას არაფერს უშავებდა. ბრალდებულს რაც შეეხება, რომ ვთქვა, გიჟია-მეთქი, მართალი არ იქნება. სოფელში რომ ვხედავდით, ვერ ვიფიქრებდით, რომ ასეთი მკვლელობის ჩამდენი იყო. თუმცა, ვიცოდით, რომ ცოლ-შვილს აწვალებდა. დედა და სამი შვილი სახლიდან გაყარა, თან რამდენჯერმე. არასტაბილური ოჯახი ჰქონდათ. ახლაც გაყრილი ჰყავს ცოლ-შვილი სახლიდან. მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა. თუმცა, როგორც ვიცი, ალიმენტს უხდიდა შვილებს და სხვა ქალი ჰყავდა სახლში მოყვანილი. ის პიროვნება ახლა არ ჩანს. ეტყობა, მომხდარის შესახებ რომ გაიგო, ისიც გაიქცა.
– როგორც ვიცი, ბრალდებულის ძმაც პატიმრობაშია. ის რა ბრალდებით?
– მეორე ძმაც დაპატიმრებულია. საკუთარ შვილზე ძალადობის გამო, 22 წელი მიუსაჯეს. თავის 7 წლის ბიჭზე ძალადობდა და თან, ემუქრებოდა: ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავო. ბავშვი ტირილით მისულა ახლობელთან და მაშინ წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაადგინეს, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო. თავიდან რომ დააპატიმრეს, ადგილობრივ მილიციას შეეკრა და ციხეში არ ჩასვეს, მაგრამ მერე, როგორც ვიცი, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი ჩაერია და მისი დამსახურებით, თბილისის პოლიცია ჩაერთო საქმეში. მათ დააპატიმრეს და 22 წელი მიუსაჯეს. ზოგადად, ამ ძმებს ძალიან ცუდი წარსული აქვთ. ის, რომელიც ცოტა ხნის წინ შვილზე ძალადობისთვის დააპატიმრეს, ადრეც იყო დაკავებული.
– მანამდე რისთვის იყო დაპატიმრებული?
– კონკრეტული ბრალდება არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ ამ ოჯახს ძალიან ცუდი ისტორია აქვს. ხან რას იპარავდნენ და ხან რას, სასაფლაოებსაც ძარცვავდნენ. ამაზე, რომელმაც ჩემი ძმა მოკლა, ტყუილს ვერ ვიტყვი, არ გამიგია, რომ აქამდე ასეთი სიმძიმის დანაშაული ჩაედინოს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ცუდი პიროვნება იყო. მისი საძმაკაცოც კი ასე ახასიათებს – მათ და ოჯახის მიმართაც ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. აქაურ ძმაკაცებს მასთან ურთიერთობა აღარც ჰქონდათ. ახლა ოჯახში აღარავინაა. ორივე ძმა დაიჭირეს. ამას, ვინც ჩემი ძმის მკვლელობაშია ბრალდებული, მალხაზზე უთქვამს, მუშტით ვცემდიო. მუშტით შეიძლება, სახე დაულურჯო ადამიანს, ნეკნები ჩაუმტვრიო, მაგრამ თავზე იმხელა ჭრილობებს როგორ მიაყენებ? შეიძლება, კანი გადაუყვლიფო, მაგრამ ვერ გაუტეხავ. ეს ყველაფერი დასადგენია. შეიძლება, რაღაც კიდევ არ ვიცი და მესამე პიროვნებაც არის გარეული, ამასაც ვნახავთ.
– მესამე პიროვნებაში მას გულისხმობთ, ვინც თქვა: გავიქეცი, რადგან შემეშინდა, მეც არ ვეცემეო?
– კი, ეჭვი, მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით მტკიცებულებები არა მაქვს. ამის გარეშე კი ვერ დააპატიმრებენ. ბრალდებული ჩემს ძმას რომ გამოეკიდა და წაქცეულს სასიკვდილოდ სცემდა, ამ დროს დაუნახავს ერთ მეზობელს. მივარდნილა და გამოუგლეჯავს ხელიდან. შემობრუნებულა და ამის ცემაც დაუწყია. მაგრამ დავიჯერო ამ მეზობლის მეტი იქ არავინ იყო? დღის ხუთ საათზე, თან, გიორგობა დღეს?  გასაგებია, რომ ამ მეზობლის სახლთან ხდებოდა ეს ყველაფერი და იმიტომაც დაინახა მან, მაგრამ სოფელია, ირგვლივ ხალხი ცხოვრობს, ტრანსპორტი მოძრაობს და მანამდე როგორ ვერავინ დაინახა?! ეს ადამიანი, ვის სახლთანაც საბოლოოდ მოკლა, ის მეოთხე პიროვნებაა, რომელიც თავდაპირველად მათთან ერთად იყო, მაგრამ მალევე წამოვიდა. ზუსტად მის სახლთან დამთვარდა იქ დაწყებული ჩხუბი ჩემი ძმის სიკვდილით.
скачать dle 11.3