კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ვისთან ურთიერთობით არის ბედნიერი რატი დურგლიშვილი და უწუნებს თუ არა მას მაიკო კაჭკაჭიშვილი გოგონებს

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 რატი დურგლიშვილის ოთხთვიანი ვიზიტი თურქეთში, დასრულდა. მომღერალი უკვე საქართველოშია და აქტიურად განაგრძობს საკუთარ შემოქმედებაზე მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში პროფესიის გამო არ იმყოფებოდა, ოთხი ახალი სიმღერა დაწერა და მალე, მსმენელს ახალი ჰიტებით გაახარებს... მხიარული და გულწრფელი რესპონდენტი ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრა.
რატი დურგლიშვილი: მამას ავადმყოფობის გამო, ოთხი თვე მომიწია თურქეთში ყოფნა. ცოტა მძიმე იყო  ეს პერიოდი, რადგან მთლიანად მოვწყდი ჩემს საქმიანობას,  თან ავადმყოფობასთან გვიწევდა ბრძოლა. ახლა ყველაფერი, ღმერთის წყალობით, ძალიან კარგად არის. არ ვახმაურებდი ამ თემას, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც დებენ ფოტოებს და დახმარებას ითხოვენ. ხშირად სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ფოტოც კი დაუდევთ და ამ ქმედებით ფული გამოუძალიათ სხვებისთვის. ისე, ავადმყოფობაზე საუბარიც დიდად არ მიყვარს. ყოველთვის  ვცდილობ, ნეგატივს ავცდე და ის, რაც ჩემი ოჯახის პრობლემაა, საზოგადოებას თავს არ მოვახვიო. ამ მიზეზების გამო, თურქეთში ყოფნა გამიგრძელდა. უკვირდათ, იქ ამდენი ხანი რომ ვიყავი და მეუბნებოდნენ: რა არის, გადაცხოვრდიო (იცინის).
– ანუ, პაუზა გქონდა შემოქმედებაში?
– დიახ, როცა საქმე ოჯახის წევრის ჯანმრთელობას ეხება, ამ დროს ყველა აიღებს პაუზას. პირველი ჯანმრთელობაა, შემდეგ საქმე და სხვა დანარჩენი. ყველაფრის გაკეთებას მოასწრებ, თუ კარგად იქნები. ისე, ჩემი საქმის გამო სხვა ქვეყანაში უნდა ვყოფილიყავი წასული, მაგრამ შეჩერდა და ყველაფერმა უკან დაიწია. სამაგიეროდ, თურქეთი გამოვიყენე ჩემს სასარგებლოდ და დავწერე  4 ახალი სიმღერა. ახლა ნელ-ნელა, ისევ გავალ კონტაქტზე და გადავაგზავნი უცხოეთში. მე ხომ მარტო ვმუშაობ და ბევრი საქმე დამიგროვდა. ხშირად ისე დამთენებია მუშაობის პროცესში,  რომ ვერ გამიგია. როგორც ნებისმიერ მუსიკოსს, მეც დღე და ღამე მაქვს არეული.
– ცოტა ხნის წინ, დაბადების დღე გქონდა. აღნიშნავ ხოლმე ამ დღეს?
– აღარ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რადგან მაღიზიანებს ყურადღების ცენტრში ყოფნა. სულ ჩემი სადღეგრძელოები, სულ ჩემ ირგვლივ ტრიალი,  ცოტა რთულია. ეს ბოლო 2 წელია, აღარ აღვნიშნავ. მანამდე დიდი დაბადების დღეები მქონდა  - 160-კაციანი. მინიმუმ 40 კაცი მაინც იკრიბებოდა. ძალიან მიყვარს საჩუქრები და ამ მხრივ განებივრებული ვარ. სულ უცხო ადამიანებისგან ვიღებ. ზოგჯერ კართანაც დაუტოვებიათ ისე, რომ არც ვიცოდი, ვინ გამოგზავნა. ყველა მათგანი დასამახსოვრებელია და ვერ გამოარჩევ. ჩემთვის მთავარია ყურადღება, ესაა დასაფასებელი. წელს არ მიმიღია საჩუქრები (იცინის), მაგრამ დიდი საჩუქარი გამიკეთა ვერიკო ტურაშვილმა. ჩემს დაბადების დღეს დაამთხვია მისი არაჩვეულებრივი კლიპის პრეზენტაცია. სიმღერა ეკუთვნის მაიკო კაჭკაჭიშვილს. დარბაზში რომ შევედი, მთელი ხალხი ფეხზე იდგა – გილოცავთ, გილოცავთო, ყვიროდნენ. მერე ტორტი გამიკეთეს სიურპრიზად.
– მაიკო კაჭკაჭიშვილთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებს. „ფეისბუქზე“ ხშირად გიძღვნის ხოლმე სახალისო პოსტებს.
– ყველაფერი ხურმობაა, რასაც მაიკო „ფეისბუქზე“ ჩემთან დაკავშირებით დებს (იცინის). ჩვენ 15-16-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. ძალიან ახლოა ეს ადამიანი ჩემთვის. ერთმანეთის პირად ცხოვრებაში საერთოდ არ ვერევით. საოცარი მეგობრობა გვაქვს. იმიტომაც შემოვრჩით წლები, რომ ერთმანეთს არ ვეპოტინებით. ბედნიერი ვარ ასეთი ურთიერთობით. ისე, მეგობრობაც აღარ ჰქვია უკვე ამას. არც ოჯახის წევრს ვეძახი. ეს ადამიანი არის ჩემი სულით მონათესავე. ზოგადად, ხომ არის ადამიანი, რომელიც პარალელურ ცხოვრებაში მოდის და მის გარეშე შენი ცხოვრება წარმოუდგენელია, ასეა ჩვენს შემთხვევაშიც.
– გიწუნებს ხოლმე გოგონებს?
– ეს ადრე უფრო იყო (იცინის) ამას ეგოისტურ მომენტს ვაბრალებ. მე არასდროს მქონია ეჭვიანობის მომენტი. შეიძლება, ადამიანი არ მომწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, სხვას არ უნდა ჰქონდეს მასთან ურთიერთობა. ვერავის შევუშლი ხელს ვინმესთან ურთიერთობაში. თუ რაღაც შევნიშნე, რომ მასთან ყოფნა სარისკოა, ამ შემთხვევაში, აუცილებლად ვეტყვი. გავიზარდეთ, ბავშვობაში უფრო იყო მსგავსი მომენტები. ზოგადად, ნაკლები ნეგატივის გამო, არ ვასაჯაროებ პირად ცხოვრებას მეგობრებთანაც კი.
– და რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არაფერი, რა უნდა მომხდარიყო, 4 თვე საავადმყოფო-სასტუმრო, ეს იყო ჩემი გზა. პირადი კი არა და საერთოდ, სარკეშიც არ ვიყურებოდი (იცინის). ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, სპორტდარბაზში დავდიოდი. სადაც არ უნდა ვიყო, მაქსიმალურად ვცდილობ,  ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სიგარეტს ვეწევი და ვსვამ ხოლმე კლუბებში. სასმელი ჩემი ანტიდეპრესანტია. წამალივით ვიყენებ, როცა ვიღლები. კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. მართალია, იდეალურ ფორმაში არ ვარ და კუბიკები არ მაყრია სხეულზე (იცინის), მაგრამ მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ ცხოვრებისგან. არა უშავს, თუ არ მაქვს კუბიკი, ორი-სამი ადამიანით ნაკლები მომაქცევს ყურადღებას (იცინის). სამაგიეროდ, ვჭამ ნამცხვრებს და გემრიელობებს.
скачать dle 11.3