კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 უქმნის თუ არა დისკომფორტს თიკა ჯამბურიას შვილის ურთიერთობა დებთან და საიდან გაიგო მან ქმრის ღალატის შესახებ

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე



ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თიკა ჯამბურია მსმენელს უბრუნდება. როგორც თავად ამბობს, მისი დაბრუნება იქნება ყველასგან გამორჩეული და სახასიათო. ძალიან მალე მომღერალი ახალ კლიპზე მუშაობას დაასრულებს და გულშემატკივრებს გაახარებს. გარდა ამისა, მის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ ხდება... როგორი დედაა ის და აპირებს თუ არა ოჯახის მეორედ შექმნას, ინტერვიუდან შეიტყობთ.

თიკა ჯამბურია: ვიღებ კლიპს, ეს არის ჩემი ახალი პროექტი, რომელსაც ვაკეთებ მეგობრებთან – ირაკლი ბურჭულაძესთან და გიორგი სიჭინავასთან ერთად. ძალიან მაგარი პროექტია, რაღაც ალტერნატიული, ელექტრონული, თანამედროვე, გემოვნებიანი მუსიკის ნაზავი. ჩემი დაბრუნება იქნება  განსხვავებული და კარგი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვმღეროდი ბარებში, კლუბებში და არასდროს მიმიტოვებია ეს სფერო, კლიპი დიდი ხანია არ გადამიღია. ამიტომ, განსაკუთრებული შემართება და მოლოდინი მაქვს.
– უცხოეთში  წასვლას აპირებდი, შეიცვალა გეგმები?
– ზაფხულში ვიყავი ცოტა ხნით წასული, მაგრამ ახლა აღარსად  მივდივარ. გადაიდო ჩემი გეგმები. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ არ შემიძლია, დიდი ხნით წასვლა. ამის მიზეზი კი, არის ნინა. ჯერ ძალიან პატარაა და ვერ დავტოვებ. ვერაფრით წავალ. უცხოეთში უნდა წავსულიყავი სასწავლებლად ან სამუშაოდ, რასაც ნინასთან ერთად ვერ შევძლებდი. იმედია, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე დალაგდება, რომ წასვლა აღარ იქნება საჭირო.
– როგორი გოგოა ნინა, უჯერებს დედას?
– ნინა უკვე დიდი გოგოა, 9 მაისს გახდა 6 წლის. ძალიან დამჯერია. ცუდს ვერაფერს  ვიტყვი. ბუნებრივია, თავისი ინდივიდუალური ხასითი აქვს – ჯიუტია. სხვათა შორის, სიჯიუტით მე მგავს (იცინის).  პრინციპული ბავშვია და დიდ იმედებს ვამყარებ მასზე. ვიცი, რომ  აუცილებლად მასახელებს. ხასიათით საერთოდ არ მგავს. ჩემგან განსხვავებით, ბევრად ძლიერია.
– მღერის?
– კი, მაგრამ დიდად არ აქვს სურვილი. მე არ დავაძალებ სიმღერას. მინდა, ისეთი ბავშვობა ჰქონდეს, როგორიც მას სურს. ამაში ყოველთვის ხელს შევუწყობ. თუ მოუნდება სიმღერა, იმღერებს. დიდი სურვილი მაქვს, ვიდრე პატარაა, დუეტი ჩავწეროთ. არა იმიტომ, რომ ეს გახდეს ჰიტი და სხვადასხვა რადიოში იტრიალოს, არამედ სამახსოვროდ რომ გვქონდეს. ვფიქრობ, ამ სურვილს მალე ავიხდენ.
– როგორი ურთიერთობა აქვს დებთან?
– ძალიან კარგი. ცოტა ხნის წინ გაიცნო მეორე და. ჯერ პატარები არიან და რომ გაიზრდებიან, დიდი იმედი მაქვს, კარგი ურთიერთობა ექნებათ. ზოგადად, და ყველაზე ძვირფასი და ახლობელია. არანაირად არ ვარ წინააღმდეგი მათთან ურთიერთობის. ეს დისკომფორტს არ მიქმნის. ასევე, ნინას ჰყავს დეიდაშვილი,  რომელთან ერთადაც იზრდება. ისიც მისი დაა, ფაქტობრივად.  ბევრი და ეყოლება და ეს უხარია.
– თიკა, ერთი პერიოდი შენზე ბევრი ნიუსი იწერებოდა. ბოლოს მუქარაზე გადახვედი...
– არ ვარ სკანდალური და არც ისეთ რამეს ვაკეთებ, მთელი ამბები რომ მოჰყვეს. ნებისმიერ ამბავს ისე აბრუნებენ, როგორც თვითონ უნდათ, რაც ძალიან დამღლელი და შემაწუხებელია. ხალხსაც ყელში აქვს ამოსული. ნინაზეც საშინელ ნიუსებს წერდნენ. ბავშვს ფოტო ჰქონდა გადაღებული, სადაც შიშველი მხრები უჩანდა და მაშინვე დაწერეს: „თიკა ჯამბურიას შვილის პირველი შიშველი ფოტო“. ამაზე საშინლად გავღიზიანდი. ვეძებდი ვისი დაწერილი იყო, რომ მომეკლა. ვაპირებდი, ჩივილსაც. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა საშინელებები გამიკეთა. მას არ ვიცნობ და  საერთიოდ, არაფერი დამიშავებია მისთვის. რას მერჩოდა, დღემდე ვერ ვხვდები.  ცუდად ჩაერია ჩემს პირად ცხოვრებაში. ეს იყო ჩემი ბოლო აფეთქება. მოკლედ, ვიღაცის აჩემებული პერსონა ვარ, რომელიც ჩემზე ყველაფერს ატრიალებს. ერთი 100 კაცის შეყვარებული ვიყავი უკვე. არადა, არ მყავს რეალურად შეყვარებული. რომ მყავდეს, შეიძლება დავმალო კიდეც.
– რატომ?
– ახლა რომ ვთქვა, შეყვარებული მყავს-მეთქი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? თან, არ მოსწონთ ბიჭებს პირადი ცხოვრების ასე გამოფენა. მერე მიდის ქექვა, რეკვები და მთელი ამბები. ეს ყოველივე ძალიან მიშლის ხელს  პირად ცხოვრებაში. ოდნავ ვიღაცასთან რაღაცას დავიწყებ და ეგრევე რეკავენ მასთან გიჟივით – მისი ოჯახის წევრებთან, დებთან, ძმებთან და ასე შემდეგ.
– მეორედ ოჯახს შექმნი?
– რატომაც არა?! რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ დატანჯული და გაუბედურებეული გოგო ვარ. პირიქით, ძალიან ლაღი და კარგი ვარ. ვის არ მოსვლია, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. მყავს  მაგარი შვილი და ოჯახი, მეგობრები. მყოლია შეყვარებულიც.   ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არავისგან არაფრით განსხვავებული. ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. იმდენად საინტერესოა ჩემი ყოველივე დღე, რომ მადლობელი ვარ ღმერთის.
– ერთხელ თქვი, ასაკთან შედარებით, დიდი ვარო. რა იგულისხმე?
– ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ გამზარდა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა გავთხოვდი, 9 წლიდან პოპულარული ვარ, პატარას შემეძინა შვილი... ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ ასაკთან შედარებით, მართლა ძალიან დიდი ვარ. თუმცა, ეს არაფერში მიშლის ხელს. თავისუფალი ადამიანი ვარ, ფეხებზე მკიდია ყველა და ყველაფერი. ჩემი ცხოვრებაა, ერთხელ მოვდივარ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. ვიღაც მეზობელი ამაზე რას იტყვის, არ მაინტერესებს. თან, ისეთსაც არაფერს ვაკეთებ, ვინმე შევაწუხო ჩემი ქმედებით. საქართველოა და რაც არ უნდა გააკეთო, მაინც იტყვიან, მაინც ილაპარაკებენ. ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს?! ჩემთვის მთავარია, ჩემმა შვილმა არ იგრძნოს დისკომფორტი ჩემ გამო, დანარჩენი არ  მაინტერესებს.
– როგორ ფიქრობ, რატომ ჩაერია დიდი თუ პატარა შენს პირად ცხოვრებაში?
– მართლა არ ვიცი. 9 თვის ორსული ვიყავი, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რატომღაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა ჩემი ქმრისა და მისი საყვარლის შესახებ.  საერთოდ არ ვიცოდი მათ შესახებ არაფერი, გავიგე ჟურნალიდან. ასე რომ, მე არ გამომიტანია ჩემი პირადი ცხოვრება საზოგადოების წინაშე. ნამდვილად არ ვარ ისეთი, ვინც ცდილობს, იყოს ყურადღების ცენტრში. არ ვარ კონფლიქტური, პირიქით, ყელანაირად კომფორტული ვარ და ალბათ, ამიტომაც არ ვუწევ წინაღმდეგობას იმათ, ვინც ერევა ჩემს ცხოვრებაში. სხვათა შორის, ახლა გავხდი ცოტა „რქიანი“ და ბევრს იცინიან ჩემი მეგობრები – თიკა ეს შენ ხარო. ეს კი გამოიხატება იმით, რომ შემიძლია, შევეპასუხო ადამიანებს ისე, როგორც საჭიროა და აღარ დავხუჭო თვალები ბევრ რამეზე. შემიძლია, მკაცრადაც ვუთხრა. ძალიან მკაცრი თიკა გავხდი (იცინის).
скачать dle 11.3