კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 სად აღმოაჩინა „სანრემო ჯუნიორის“ გამარჯვებული ლიზი წერეთელი ნატო დუმბაძემ და რატომ იყო ის კონკურსზე გულდაწყვეტილი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია













საერთშორისო საბავშვო კონკურსებზე ქართველების გამარჯვება, ალბათ, აღარავის უკვირს. თუმცა, 6 მაისს „სანრემო ჯუნიორის“ საერთაშორისო კონკურსზე ქართველის, 11 წლის ლიზი წერეთლის გამარჯვება, მართლაც საოცარია, რადგან ლიზი, სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით, კონკურსისთვის მხოლოდ ორი კვირა ემზადებოდა... ვინ არის ლიზი წერეთელი და როგორ მოხვდა „სანრემო ჯუნიორის“ სცენაზე, ამაზე ლიზი და მისი პროდიუსერი და „დესეთეს“ ქვეყნებში „სანრემო ჯუნიორის“ წარმომადგენელი, ნატო დუმბაძე გვესაუბრა.
ნატო დუმბაძე: ჩემი მეგობარი ვასკა თედორაშვილი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, ბოლო სამი წელია, მეუბნება, „სანრემო ჯუნიორის“ დირექტორი პაოლო ალბერტი უნდა გაგაცნოო. მე ხშირად დავდიოდი იტალიაში, მაგრამ ისე მოხდა, ხან მეზარებოდა, ხან სხვაგან მივდიოდი და აი, წელს, ზუსტად შესარჩევი ტური იყო, მე რომ იტალიაში ვიყავი. პაოლომ დარეკა და ვასიკომ უთხრა, ნატო დუმბაძეა ჩამოსულიო. პაოლომ: სასწრაფოდ ჩამოდით, ბოლო შესარჩევი ტურია და თან, საქმეზე დავილაპარაკოთო. საქმე ის იყო, რომ „ფრენჩაიზი“ საქართველომაც შეიძინოსო. დავთანხმდი, წავედი და უცებ ამ ტურზე, სრულიად მოულოდნელად, ცხადდება, რომ საქართველოს წარმომადგენელი ნატო დუმბაძე დააჯილდოებს ერთ-ერთ იტალიელ კონკურსანტსო. ავედი, დავაჯილდოვე.  პაოლომ მითხრა: ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველომაც მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ თუ ათ დღეში ჩაეტევით, მაქსიმუმ ორ კვირაში, ეს კი ძალიან მცირე დროაო. ვუთხარი, ასე არ ხდება, ეს ბავშვები ემზადებიან ამდენი ხანი – 5-6 თვე, თან, რაც მთავარია, მე წაგებას არ ვარ მიჩვეული-მეთქი. მიპასუხა: თუ გაქვს სურვილი, გააკეთებო. გუშინ ველაპარაკე ზუსტად და იტალიურად მეუბნება. „გრანპრი“ ვინ აიღო. შენ-მეთქი, – ვუთხარი, იმიტომ რომ მან დამაჩქარა და დამითანხმა.
– როგორ შეარჩიეთ ლიზი?
– ლიზი ჩემი ახლობელი ოჯახის შვილია და ჩემი შვილის, სოფოს, მეგობრის და. ვიცოდი ლიზის შემოქმედებითი მხარე – უკრავდა ფანდურზე, გიტარაზე. ცეკვავს, „არენ ბის” მიმდევარია. აღებული აქვს ძალიან ბევრი პრიზი და ძალიან მუსიკალურია. პატარა იყო, რომ გავიგე მის შემოქმედებაზე. ზოგადად, როცა ბავშვობიდან ფანდურზე ან გიტარაზე უკრავ, ყურიც კარგი გაქვს. გამომდინარე აქედან, არჩევანი ლიზიზე შევაჩერე. დავურეკე ლიზის დედას, მარიკას. ვკითხე, თანახმა თუ იყო. მე, სანამ იტალიაში ვიყავი, ვუთხარი, მიეყვანათ სტუდიაში და მსოფლიო ჰიტი  ჩაეწერათ. მე უკვე გაწვრთნილი ვარ.  მაქვს ჩემი ხედვა და ლიზი აქ რომ პირველად  დადგა და შეასრულა, ისე მოყვა სიმღერა, მასში სერიოზული პოტენციალი დავინახე. მივხვდი, რომ ეს არის ის, ვინც მჭირდებოდა. მერე მივიყვანეთ გიგა კუხიანიძესთან, მაკა დავითიასთან და ორ კვირაში მოემზადა ამხელა კონკურსისთვის.
ლიზი:  სამი წლიდან ვმღერი. „ბასტი-ბუბუში“ დავდიოდი. 5-6 წლის ასაკში სამი კლიპი გამოვუშვი. უფროსი ძმა და და მყავს.  „ნიუ სქულში“  ვსწავლობ. საგნებიდან ძალიან მიყვარს მათემატიკა, უცხო ენები და რა თქმა უნდა, მუსიკა. ძალიან ბევრი ჰობი მაქვს, როგორიცაა: ცეკვა, სიმღერა, ინსტრუმენტები. ვოცნებობდი გამარჯვებაზე, მაგრამ პრიზის გარეშეც რომ დავბრუნებულიყავი, ჩემთვის დიდი პატივი იყო ამხელა სცენაზე დგომა – იქ, სადაც ფეხი აიდგა მადონამ და ბევრმა ვარსკვლავმა, ორკესტრთან ერთად, მსოფლიო ჰიტის შესრულება. კონკურსანტები ერთ სასტუმროში ვიყავით. ყველას ძალიან გაუხარდა ჩემი წარმატება. ყველამ მომილოცა, ძალიან დავახლოვდით. სულ ერთად ვიყავით, ვერთობოდით. არ იყო შურიანობა. ძალიან მომეწონა იტალია და იტალიელები. დავათვალიერე მონაკო, მონტე კარლო, ნიცა. ბევრს დავდიოდით.
– როგორი იყო საერთაშორისო შეფასებები?
ნატო: მე უკვე გამოცდილი ვარ – აპლოდისმენტებს, ჟიურის ვაკვირდები. პაოლოს არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს. იმას ვკითხე, როგორ მოგეწონა ჩემი ბავშვი-მეთქი და საოცრებააო. ამ რაღაცეებით უკვე ხვდები, რომ მოიგებს. იტალიელები ძალიან აფასებენ ბავშვის შრომას. ეს მე წინა შესარჩევ ტურზე ვნახე. ბავშვს რომც შეეშალოს, მაინც ტაშს უკრავენ და იმხელა სტიმულს აძლევენ, არ ინერვიულოს – ტაშს უკრავენ და ირევა მსმენელი. ლიზას მოუწონეს ინდივიდუალიზმი, ვოკალი, და ის, რომ საერთოდ არ ნერვიულობდა. თან, დიდ სცენაზე პირველად იდგა, მან მხოლოდ კი არ შეასრულა, არამედ მოყვა ამბავი. ყველას ეტყობოდა ნერვიულობა. ლიზი გამოვიდა მშვიდად და ასევე, გავიდა. მაგრამ, შემდგომ ინერვიულა...
ლიზი: დაჯილდოების დროს ყველა კონკურსანტი გაუშვეს  და დაგვტოვეს მე და იტალიელი გოგო. იმას გადასცეს „გრანპრი“, ოღონდ – მეორე „გრანპრი“. მე, რადგან იტალიური არ მესმის, ვიფიქრე, რომ ის იყო გამარჯვებული და ცოტა გული დამწყდა, მაგრამ რომ გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი, ემოციებისგან ცრემლებიც წამომივიდა.
– რაიმე შემოთავაზებები თუ გაქვთ სხვა ქვეყნებიდან?
ნატო: რომ გავიმარჯვეთ, იქვე, რუმინეთის წარმომადგენელმა, როგორც გამარჯვებული, ისე დაგვპატიჟა. ხმის ჩამწერი სტუდიის ფრანგი პროდიუსერი მოვიდა და თქვა: ხვალ რომ არ მიდიოდეთ, მინდოდა, ჩემთან მოსულიყავით და რაღაც სიმღერა ჩაგვეწერაო. რა თქმა უნდა, საკონტაქტო ნომრები გამოვართვით.
– ვიცი, რომ იტალიაშიც გცნობენ უკვე. როგორი ყოფილა პოპულარობა?
– სანრემოს თავისი არხი აქვს, აშუქებდნენ და აქედან გამომდინარე, ყველამ ნახა. პრიზის მოგების შემდეგ, როდესაც სანრემოდან მილანში მოვდიოდით, მატარებელში მიცნეს სტუდენტებმა. იმღერეს ჩემთან ერთად და ტაში დამიკრეს, ფოტოები გადამიღეს. როდესაც მილანში ვბრუნდებოდით, ბაქანზე დამხვდნენ ბავშვები, ფოტოები გადაიღეს ჩემთან. ძალიან კეთილი, გულთბილი ხალხია იტალიელები. პირველად რომ ჩავედით სანრემოში, გზა აგვებნა, ვერ ვაგნებდით თეატრს. შეგვხვდა ერთი იტალიელი კონკურსანტი, დედასთან ერთად მიგვაცილა ბოლომდე. შემდეგ სასტუმროში ყველასთან დავმეგობრდი, მაგრამ განსაკუთრებით იტალიელ ბავშვთან, რომელიც დამეხმარა. აქ რომ ჩამოვედი, ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც სასწაული დახვედრა მომიწყვეს. ამ დაბადების დღეზე ჩემი კლასი დამხვდა, ვარდებით, ბუშტებით და ძალიან მესიამოვნა. არც ისე ძნელი ყოფილა პოპულარობა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ადამიანი ფოტოს გადაღებას, ავტოგრაფს გთხოვს.
– როგორ გაგრძელდება „სანრემო ჯუნიორთან“ საქართველოს თანამშრომლობა?
ნატო: იქ იყო ჩამოსული უკრაინის დუმის დეპუტატი იაროსლავ მოსკალენკო, რომლის შვილიც მონაწილეობდა „სანრემო ჯუნიორზე“ და თქვა, მე ჩემს ქვეყანას აუცილებლად უნდა შევუძინო „ფრენჩაიზო“ და ყიდულობს. ისეთი ბედნიერი ვიყავი, თუმცა, საერთოდ არ ვარ შურიანი, არც თეთრი შური იყო, მაგრამ რაღაც გულდაწყვეტილი ვიჯექი. ეს კაცი რეკავდა, აგვარებდა, უკვე პირველ ივნისს შესარჩევ ტურს იწყებს. მაღალი რანგის დეპუტატია  და ზრუნავს თავისი ქვეყნის მომავალზე. მეც მინდა, რომ ასე იყოს საქართველოში. მეც მინდა, ასეთი დეპუტატები გვყავდეს და თქვენც იმოქმედეთ, დეპუტატებო!  მეც მინდა, ჩვენს დეპუტატებს მივმართო, რომ ნუ მოგვწამლეს მარტო პოლიტიკით. თქვენც გამოფხიზლდით, ჩვენს ქალაქს და ქვეყანას ეს „ფრენჩაიზი“ შეუძინეთ! ამხელა პოტენციალი გვაქვს, თუ ევროპა გვინდა, მხოლოდ პოლიტიკით არ კეთდება, ინტეგრაცია უნდა მოხდეს.  ვესაუბრე კულტურის მინისტრს, მიშა გიორგაძეს, ძალიან გაუხარდა, მოგვილოცა. კიდევ დავაჯილდოვე ერთ-ერთი კონკურსანტი და ასე ვთქვათ, გავხდი „სანრემოს“ პარტნიორი. ახლა კომპანიას ვაკეთებთ და ვარ მათი წარმომადგენელი „დესეთეს“ ქვეყნებში, საქართველოში. საქართველოში უკვე საჭიროა, რომ ჩატარდეს, მით უმეტეს, გვაქვს არაჩვეულებრივი დარბაზი, თუნდაც, შეკვეთილში. გავაკეთოთ შესარჩევი ტური, ჩამოვლენ ბავშვები, ჩამოვა ბატონი პაოლო ალბერტი უკვე იმ რამდენიმე შერჩეულიდან, ფინალისტის შესარჩევად. ყოველ წელს, კონკურსის გზით გაიგზავნება ბავშვი. ბევრი ქვეყნიდან იკრიბებიან. წელს იყო 17 ქვეყანა, აწი იქნება – 37. ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს, ყველა ქვეყნიდან იკრიბებიან, იმიტომ რომ, ძალიან კარგია ბავშვებისთვის. სანრემოს ფესტივალი არ არის მხოლოდ საბავშვო – იმართება სპექტაკლები, იქ არიან მოდელები, ახალგაზრდა დიზაინერები, საბავშვო აღლუმები ტარდება. ყველა დარგია შესული, რაც კი შოუ-ბიზნესში არსებობს. ზეიმია – ეს არის მსოფლიოში საუკეთესო ფესტივალი.    
скачать dle 11.3