კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #20

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-19(854)

ისტორია მეჩვიდმეტე
როცა მეგობარი ბოზია, ხოლო ბოზი მეგობარია
(მოქმედი პირები: ჯონდო-ჯონი-ჯამლეთა და ბოზი მარინა)
– ისე, არ გინდა გაეშვა მაგ გრძელცხვირა თეოს და ირას დაეჩალიჩო? აი, რას ვიხალისებდი, ლევანოს წმიდანი რომ ააკვნესო შენებურად? მიდი, ჰა, მეცი პატივი და ვალში არ დაგრჩები!
– მაინც რას კისრულობ?
– და რა გინდა?
– რა ვიცი, არ მიდგება ირასნაირ ფლეგმა ქალებზე.
– ბიჭო, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს და რა იყო ახლა, პატიოსანი ოჯახის დიასახლისი მიაყუდო საცხა კუთხეში და ერთი გემრიელად გაუდო და გაახარო! თორემ ლევანო რომ ჩემგან წასული ვეღარაფერს მოუხერხებს ცოლს, ეჭვი ხომ არ გეპარება?
– მაგაში ეჭვი ვის შეეპარება?! ისე, ლევანოს არ ღალატობ თუ?
– რა ვიცი, ფული მე არ მაკლია და სექსი. რატომ უნდა ვუღალატო?
– ეგეც მართალია, მაგრამ შენნაირი ქალი ლევანო სირზე როგორ უნდა ცდებოდეს?
– ეგ ჩემი საქმეა! აბა, შენსავით შორიდან ყურებით ვერ დავკმაყოფილდები! მე ცხელი სისხლი მაქვს და ვდუღვარ! კაცი მინდა და თან, ვნებიანი. ლევანოს არ ვუჩივი ჯერ და გირჩევნია, ერთხელ გაჟიმო მისი ცოლი, გადაგიხდი, ბოზიშვილი ვიყო!
– კაი ახლა, ეგ რა მოიგონე? ირას მთელი ცხოვრებაა, ვიცნობ და გვერდზე არ გაუხედავს – ბავშვობიდან ლევანოს დაჰყვება და მისთვის მეტი კაცი არც არსებობს, მე მგონი.
– ჰოდა, მასეთებია ზუსტად, გემოს რომ გაუგებენ სხვა კაცს, მერე აიწყვეტენ. მოინდომე და... გიცნობ, რა ხვითოცა ხარ. მოახერხებ შენ და გპირდები, ვალში არ დაგრჩები.
– კაი, გოგო, სისულელეა ახლა ეგ. შენ ჯობია, ის მითხარი, თეოს რა გავუჩალიჩო. მაგრა მეწაკლა და უნდა დაისაჯოს.
– ვა, გიბედავს, ძმა?! დავსაჯოთ, არ მევასება ეგ კუდაბზიკა გაძვალტყავებული კატა! დამაცადე, მოვწევ და მოვიფიქრებ რამეს...

მულის ქმარი – უსაფრთხო საყვარელი
(მოქმედი პირი: ქეთა)
– რატომ არ იღებს ყურმილს?! რამდენი ხანია, ვურეკავ?! არც კი გადმორეკა და არც იღებს, ქეთა არ ვიყო, თუ არ განანო! – ცოფებს ვყრიდი.
– ამ ბოლო დროს უფრო და უფრო უცნაურად იქცევა ეს კაცი. თავში აუვარდა თუ რა, სულ რომ კისერზე ვეკონწიალები?! მასზე უკეთესს ვიშოვი ხვალვე. გამომივიდა, რა, დიდი ვინმე თავისი მათხოვრული ბიზნესით! მაგას რომ ფული აქვს, ხალხი ცალ ყურში ისხამს… კი ბატონო, ამას შესახედავადაც არა უშავს და არც ბებერია, მაგრამ არც ჩემისთანა ქალი ღირს იაფი, – სარკეში თავი შევითვალიერე: ყველაფერი ადგილზეა, ლამისაა, მე შემიყვარდეს საკუთარი სხეული! რა ჰქვია, ჰო, ნარცისი, მგონი. მე ვარ ნარცისი!
სარკის წინ დავტრიალდი. სულ შიშველი ვიყავი. საერთოდაც მიყვარს შიშველი სიარული. რაღაცნაირად მსიამოვნებს საკუთარი თავის თვალიერებაც და შეხებაც. მოკლედ, ახლაც კარგ ხასიათზე დავდექი: უკნიდანაც შესანიშნავი ხედია და წინიდანაც. ეს სანდრო ხომ ოქროსხელებაა: იფ, რა ტრაკი და ძუძუები გამიკეთა?! მუცელიც გლუვი და პრიალაა და ეს სულელი კაცი მეუბნება, ბავშვი გააჩინეო. ამ სრულყოფილებას გავაფუჭებინებ მაგის ნაბიჭვარს?! მეტი საქმე არ მაქვს?! არც იოცნებო, ლაშიკო! თან, ლამისაა ტყავიდან გამოვძვრე, რომ შენ თავი სუპერსაყვარლად იგრძნო. წესით – ახლა მონაკოს პრინცესა მაინც უნდა ვიყო, იმდენი ოფლი ჩამიღვრია ლოგინში და იმაში, რომ შენ თავი ძლევამოსილ სექსგიგანტად წარმოიდგინო! ხომ არ გგონია, ორგაზმი მართლა მაქვს?! იმდენი ვივარჯიშე, გამოცდილ სექსოპათოლოგსაც დავაბნევ, ისეთი ხმები ამომდის! ან სახის რანაირი გამომეტყველება მაქვს ხოლმე?! თითქოს არაადამიანურ სიამოვნებას განვიცდი და ამ სულელს როგორ უხარია?! სულ თავისი დამსახურება ჰგონია. არადა – მე ვარ ნიჭიერი. ო, რა ნიჭიერი ვარ. აი, სადმე, ევროპაში რომ დავბადებულიყავი, პორნოვარსკვლავი ვიქნებოდი. თან, გემრიელადაც ვიჟიმავებდი, ხარისხიანად. როგორ მომენატრა… – ისევ გავბრაზდი. ეს ჩემი ქმარი არ მირეკავდა!!!
ტელეფონს დავხედე, ხელშიც ავიღე, მაგრამ დარეკვა გადავიფიქრე: არ რეკავს და ნუ რეკავს, არ იღებს და ნუ იღებს. წავალ და მასაჟს გავიკეთებ. ოო, ის ბიჭი თუ იქნა დღეს, მაგარია. იფ, რა სხეული აქვს… კარგი კი იქნებოდა მაგასთან ერთად წაკოტრიალება…
– ნან, მე ვარ, საყვარელო, ქეთა. დღეს მინდა, რომ მოვიდე. რიგში არ ჩამაყენო, რა.  და დღეს ვინ გყავს? მშვენიერია. შენთან ვარ 20 წუთში. ოო, აბა, რამდენ ხანში მოვიდე? ოკ, ერთ საათში ვიქნები და მანამდე რომ სახის მასაჟი გავიკეთო? აუტანელი ხარ. ჩემთვის არავის სცალია მანდ! VIP კლიენტი ვარ თუ  არა?! იცოდე, გამოვიცვლი სალონს. ძალიან მაბრაზებ… ახლა მოვალ ერთ საათში, ოღონდ ეს შეიძლება, ბოლო იყოს! – დავკიდე და ისევ ლაშა გამახსენდა. დღეს ცუდი დღეა: არც ლაშა იღებს ყურმილს და ამ „დეშოვკა“ ნანასაც უნდა ეხვეწო… ამის გაფიქრება იყო და ტელეფონიც აწკრიალდა. ქმარუკა მირეკავდა.
– ლაშ, როგორ მანერვიულე, რატომ არ იღებდი ყურმილს, მეგონა, ჩემმა ბაჭიამ მიმატოვა-მეთქი. ლანა ხარ?! ლაშა არ არის?! სად არის?! როგორ თუ არ არის?! ჩავიდა?! რას ჰქვია, ჩავიდა?!  ტელეფონი რატომ არ წაიღო?! რომ ამოვა, მაშინვე დამირეკოს!!! – ამ ქათამი ლანას ხმის გაგონებაღა მაკლდა; ის გამოსირებული ჩემი ქმარი სად ჯანდაბაში წავიდა! წავიდა და წავიდა. მაგრამ რით გავერთო ამ ერთ საათს?
– ან რით უნდა გაერთო ამ ქაჯების ქალაქში?! ვეუბნები, წავიდეთ-მეთქი სადმე. მაგრამ სულ იმას გაიძახის, საქმეები მაქვსო. ჰოდა, რა უნდა ვაკეთო? მასაჟი, კოსმეტოლოგი, აუზი, ძილი, ჭამა, სექსი – თუ ამას სექსი ჰქვია. უჰ, მომბეზრდა. რამე სიახლე მინდა. აი, ის აპოლონივით ბიჭი რომ დამამასაჟებს, ცოტას ვიფანტაზიორებ. ნეტავ, როგორია?! ჯერ ხელები უნდა გავუსინჯო და კიდევ, კანის ფაქტურა. კაცს თუ სასიამოვნო კანი არ აქვს, ვერ შევეხები, ვახურებ – შეხება რად მინდა?! რითაც უნდა შემეხოს, იქ კანის ფაქტურა ყველას ერთანირი აქვს. ჰაჰაჰაჰაჰა…
– ოჰ, ისევ ეს ქათმუკა ლანა რეკავს თუ ჩემი ქმარუკა ამობრძანდა, ნეტავ.
– როგორც იქნა, სად იყავი?! რამდენი გირეკე! დიახ, გაბრაზებული ვარ, ძალიან გაბრაზებული! თუ გინდა, გაპატიო, იცი, რაც უნდა ქნა ამ საღამოს. ახლა მასაჟზე მივდივარ, ისეთი უნდა გავხდე, ქალღმერთივით. შენი თავის რომ შეგშურდეს, ეს რა ქალი მყავსო. საქმეები გაქვს?! რა დროს საქმეებია ამ კვირა დღეს?! აღარ გიყვარვარ შენ მე! საერთოდ აღარ გიყვარს შენი კნუტიკო. მიმაგდე მაწანწალა ფისუნიასავით... მე მეწყინა და გაგებუტე… აღარ ხარ ჩემი ბაჭია!
ლაშა დამემშვიდობა და გათიშა: რაც უნდა ვუთხრა, თუთიყუშივით გაიმეორებს, მიყვარხარ, დამაგვიანდება. არა, რაღაც ცივად მელაპარაკა, ამას ხომ არ აჟუილებს?! ეს ქალღმერთივით ქალი ვყავარ და იმის მაგივრად, რომ ყოველდღე სანთლები ანთოს, რა ბედნიერება მეწვიაო, თავს იფასებს… არა უშავს, მოვნახავ მე გასართობს… ჰაჰა, ზურა როგორ დამავიწყდა?! ავუჩუჩუნე ბიჭს?! რამდენი ხანია, ასე აღარ მითამაშია არავისთან. ჰაჰაჰა, შოკში იქნება და როგორ გაიპარა, საწყალი… ქათამმა მადლობა უნდა მითხრას, კაცი დავუმუშავე და ისე გავუშვი მასთან. ისე, ეს ერთი კაცი მაგარი მოსაწყენია, მაგრამ ვერ გავრისკავ. ლაშამ რომ გამიგოს, დამტოვებს ცარიელზე. აჰა, ზურა იდეალური ვარიანტია. რომ მოკლა, არ გამცემს. კი, კი ზურა მისწრებაა. მაგრამ ივარგებს რო?! რაღაც თევზივით ტიპია. „ლანა, ბავშვებს რამე ხომ არ უნდათ? მოვდივარ, ლანა. რა წამოვიღო, ლანა?!“ მაგრამ ვგიჟდები ასეთი იდეალური კაცების შეცდენაზე. თან – აქ ორმაგი ეფექტი იქნება. აქეთ ცოლს დაადგამს რქებს და იქით – ცოლისძმას. და რომ დაფრთხეს?! ასპროცენტიანი მშიშარა იქნება. მშიშარა რომაა, ეგაა სწორედ მაგარი – ვგიჟდები, მერე რომ საცოდავდებიან და თავის დაძვრენას ცდილობენ ეს საწყლები. მაგრამ შენ ვერ დაიძვრენ თავს, ზურიკო, ნუ, მანამ, სანამ მე არ მომინდება. მოიცა, მოიცა. ჯერ შეგათრიო ლოგინში, ვნახო ერთი, რა შეხვდა ჩემს მულიკოს. ახლავე დავურეკავ. უკვე ჯიბეში მყავს, ჩავაწვეთებ, რომ ვაპირებ, ლაშას ვუთხრა, ჩემთან რომ იყო წუხელ. ჩემი ქმარი არ იმსახურებს ტყუილს-მეთქი. ჰაჰაჰაჰა, არა, ამას რომ ვეტყვი, თვალებში უნდა ვუყურო, რეაქცია მაინტერესებს. აი, ახალი გასართობიც. თან, უცებ, მანქანაში… სასტუმრო არ გვინდა. ეს ზურა მაგარი დონდლო მგონია, დავიწვებით. მანქანა კი საკმაოდ დიდი აქვს. ფეხის 180 გრადუსით გაშლასაც აიტანს, იმხელაა. ზურიკოს კიდევ ბევრი სამუშაო არც ექნება, ჩემი მასაჟისტი უკვე დამუშავებულს მიართმევს ჩემს თავს…
ჯერ მესიჯს მივწერ, რომ აიღოს, თორემ ისეთი კურდღელაა, იქნებ არც უპასუხოს ჩემს ნომერს. ესეც ასე, მშვენიერი ტექსტია: „ზურა, სასწრაფო საქმე მაქვს. 5 წუთში დაგირეკავ და უნდა აიღო. ან მომწერე, როდის შეძლებ, მიპასუხო. ოღონდ მალე ქენი. სასწრაფოდ მჭირდები.“
ტექსტი ავკრიფე და ჩაცმას შევუდექი. აბრეშუმის აი, იმ თეთრეულს ჩავიცვამ, მილანიდან რომ ჩამომიტანა ლაშიკომ. ზედ მაკვდება. მასაჟის მერე კანიც ხავერდივით მექნება. ნეტავ, როგორი სუნი უყვარს?! მასაჟისთვის ზეთებს განსაკუთრებით შევარჩევ, რომ ჩემი ცოცხლად შეჭმა მოუნდეს ჩემი მულიკოს ქმარიკოს. ისეთ კაბას ჩავიცვამ, მოხერხებული იყოს მანქანისთვის. აი, ჩემი მულის ქმარიც მირეკავს. აბა, ამოუშვი, ქეთა, შეშინებული ქალის ხმა.
– რა კარგია, ზურა, რომ დამირეკე. სასწრაფოდ უნდა გნახო. უსიკვდილოდ. არ მომატყუო. ვიღუპები.  მისამართს გეტყვი და იქ მოდი. მანქანაში ვილაპარაკოთ. სულ ხუთი წუთი. უარი არ მითხრა, თორემ გული გამისკდება. ზუსტად სამ საათში იყავი. არ მალოდინო.  ძალიან მჭირდები.
კმაყოფილმა ჩავიღიმე: რა საცოდავი ხმა ჰქონდა. ვიღუპები არა – კვატი!!! მაგრამ მეც კარგი ვარ. ოო, რა გელის, ჩემო ზურიკო… – საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე სარკეში. კაბა გავისწორე და დიდი თავგადასავლისთვის გავემზადე, რომელიც  ჯერ ტლუ მასაჟისტის დაკუნთულ ხელებს უნდა დაემუშავებინა.
ისტორია მეთვრამეტე
რატომ მე?!
(მოქმედი პირი: თეო)
– მოკლედ, ბაბუაჩემმა ისეთი მოგონებების საღამო გამიმართა, უკვე რამდენიმე დღეა, გონს ვერ მოვდივარ. არადა, რა დროს ეს არის, ჩემი ზურას დაბადების დღე ახლოვდება და გეგმა ჯერ კიდევ დასალაგებელი მაქვს, როგორ მივულოცო. არა, როგორ - ვიცი! არაორდინარულად და ექსტრაორიგინალურად! აი, დეტალები მაქვს დასახვეწი. თან, მინდა, გენერალური რეპეტიცია გავიარო და ვერა და ვერ დავლაგდი! ბაბუაჩემმა სრულად ამომაგდო კალაპოტიდან. ჯერ ერთი, არც თუ იოლი მოსასმენია, როცა შენთვის სათაყვანებელი პიროვნება სრულიად სხვანაირი აღმოჩნდება. არა, განა მე რა უნდა გამტყდომოდა ამ საკითხებში, ჩემიც მყოფნის, რომ სხვას არაფერი მივუთითო და გავიკვირვო, მაგრამ სანდრო ბაბუ სულ სხვაა. იყო, ანუ. ჩემთვის ის ეტალონად აქციეს ბებიამ და დედამ და კიდევ მთელმა ჩვენმა საახლობლო-სანათესაომ. მარტო ის მესმოდა: ბაგრატიჩმა ასე თქვა, ბაგრატიჩმა ის გააკეთა, იმას დაეხმარა, ამას გვერდში დაუდგა... ყველა მისით აღფრთოვანებული და მისით გადარეული ჩანდა. მეც სულ გაბღენძილი დავიარებოდი უბანში - ყველაზე მაგარი ბაბუ მყავდა და მთელი ქალაქი პატივს სცემდა. თან, ისეთი ყურადღებიანი, ისეთი ჯენტლმენსკი „ნაბორით“... არა, რა! არაფერია სამყაროში ისეთი, როგორადაც გამოიყურება! ბაგრატიჩიც საკუთარ ჩონჩხებს არახუნებდა თურმე ჩუმჩუმად გარდერობში... ეჰ, სულაც არ მეხუმრება! ჯერ ერთი, ერთადერთი სამაგალითო მამრიც გამომეცალა მაგალითისთვისაც კი და მეორეც - ახალი ნათესავი გამომიჩნდა და ახალი თავსატეხიც. ბაბუაჩემმა მე დამაკისრა საგვარეულო შეცდომის გამოსწორება, თითქოს მამა აბრამის ბატკანი ვიყო! საკუთარისთვის ვერაფერი მისაშველია და ახლა უცნობი ნაცნობი ამკიდა. და თანაც, როგორი არასტანდარტული! არა, არც აქ მაქვს რამე განსაკუთრებული პრობლემა, მეტიც - ვახლობლობ კიდევაც რამდენიმესთან, მაგრამ, როცა შენი ნათესავია და თანაც – ასეთი... მოკლედ, გასაგები რომ გახდეს პირდაპირ ვიტყვი - ბაბუაჩემის ცოდვების შედეგად აღმომაჩნდა ნახევარძმა, თუ რა ვიცი, რა ვუწოდო, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის ყოფილა. ისეთი ტრაგიკომიკური სახით და ინტონაციით შემაპარა ბაგრატიჩმა იმ შვილიშვილის არატრადიციულობა, სიცილისგან თავი ვერ შევიკავე. არადა, საბრალო სანდრო ბაბუსთვის ეს კიდევ ერთი ტრაგედიაა და ამაშიც საკუთარ თავს იდანაშაულებს: „მე რომ უარი არ მეთქვა ბებიამისსა და დედამისზეო, მე რომ გამოსავალი მეპოვაო, მე რომ აღმეზარდაო, მე რომ საჭირო სიმაღლეზე ვიდგეო.. მოკლედ, იმდენი „მე რომ“ ჩამოყარა, ბოლოს შევწუხდი ამ თვითგვემის მოსმენით და შევუცაცხანე - ე მანდ, მორჩი თვითგვემას! ეგ ჯერ მეცნიერებმაც არ იციან, რატომ ხდება კაცი „ცისფერი“ და ვისი ან რისი ბრალია ეს, გადახრაა, თუ ახირებაა-მეთქი. ნუ იხოკავ თავ-პირს, არავინაა დაზღვეული, რომ გვერდით მყოფიც არ გამოეცლება ხელიდან. ბაბუაჩემმა სიტყვა არ მომისმინა, მე უკეთესად ვიცი, რომ ეს ჩემი ბრალია და ახლა მარტო შენ შეგიძლია, დამეხმარო და ეს ბიჭი გზაზე დააყენოო. აბა, მე რის გზაზე დამყენებელი მნახა. მაგრამ, რაკი ასე მწარედ განიცდის ამ ფაქტს (აშკარად მხოლოდ ამის გამო გამოტყდა ჩემ წინაშე, რომ ახალგაზრდობაში იცუღლუტა), სიტყვა მივეცი, ძამიკო-დაიკოს გავიცნობდი და გვერდშიც დავუდგებოდი. ახლა ამის დრო მქონდა? და, საერთოდ, ვინ ვარ მე მისთვის და ეს გვერდში დგომა როგორ წარმომიდგენია, ნეტა? ექიმთან შევთავაზებ გაყოლას, თუ კაცებში ერთად ვივლით?!
არა, რა, დაეტოვებინა ბაგრატიჩს ეს თავისი აღსარება და გვეცხოვრა ძველებურად - მე სამაგალითო ბაბუით და ახალი სანათესაოს გარეშე... მაგრამ ახლა გვიანია. სულ ამ ლევანოს ბრალია! ისე, ამდენი ტრაგედია ერთდროულად სად ინახავდა თავს? და ყველა ერთბაშად და ჩემს კარზე როგორ მოქუჩდა? რატომ დავიმსახურე? რას ვაშავებ? მიყვარს, ხომ არ მძულს? იმასაც ვუყვარვარ და... ისე, სამყარო, მე მგონი, რაღაცის თქმას ცდილობს ჩემთვის: აგერ ირას გულმა ისევ შეტევა მისცა. მიზეზი ბანალურია – ქმარს საყვარელი ჰყავს. ბაბუაჩემის აღსარება ხომ საერთოდ. მაგრამ ყველა ერთ ტაფაში ვერ დავეტევით. მე და ზურას ისტორია სულ განსხვავებულია. მე არავის ვმართებ ინფარქტს... ვითომ არავის? და, აბა, დაბადების დღეზე რომ ვგეგმავ გამოცხადებას, ვითომ სიხარულისგან ცას ეწევა ლანა? იმასაც რომ დაემართოს შეტევა? დედა, ახლა ყველაზე მე როგორ ვიდარდო?! ნუ დაემართება, ბატონო! ჯერ ეს ერთი, მე ბოზი მარინა არ ვარ! - დიდი შეღავათია, ღმერთმანი! მეორეც და თუ ქალი ხარ, ნუ მიწყობ ახლა განკითხვის ღამეს! დავასრულოთ ეს ამბავი უნდა და ვერანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვერ შემაჩერებს! სულ მე ვიხევ უკან, სულ მე ვარ დამნაშავე და სულ მე ვარ მარტო! ისიც მეყოფა, საკუთარი საქმრო რომ სხვას დავუთმე და დავთმე! კიდევ მე უნდა გავდგე განზე? ისევ მე რატომ? სულ მე რატომ უნდა დავრჩე მარტო? ეს არის სამართალი? ჰოდა, ახლა არ მცალია მე, ახლად გამოჩეკილი სანათესაო „ცისფერების“ სანუგეშოდ. ამ ბაბუაჩემს რა ენაღვლება - იგრიალა ბიჭმა და ორი პარტია ცოლ-შვილი გაიხერხა. ახლა მე შემომაჩეჩა ეს გაურკვეველი საქციელის ტიპი და მიმიხედეო. როგორ უნდა მივხედო? რა უფლებით? რა მანქანებით? გავიხედე და ერთი შემიკურთხა, ღირსი არ ვიქნები? ვინ მკითხავს მე მის ორიენტაციას ან, საერთოდ, სხვა დანარჩენს? როგორ უნდა ვიმეგობრ-ვინათესაოთ? არა, რა, ეს ბაბუაჩემიც კაი ვინმეა, საკუთარი მიქარულის განქარვება მე რომ შემომაჩეჩა! ისე, დიტოს უნდა ვკითხო. მართალია, დიტო სანახავია. მაშინდელი ჩაწერა კი გავაუქმე, მაგრამ აუცილებლად მისასვლელი ვარ! საკუთარი სახე და იმიჯი მისახედია. თან, ახლა დიტო ამ საქმეშიც გამოსადეგია და ყველა ჩემი გზა დიტოზე გადის! ისე, დავურეკო უნდა და ვკითხო, იქნებ და იცნობს კიდეც.
- დიტო, მე ვარ! ვიცი, ცუდი გოგო ვარ! ხომ მოგწერე, რომ გამოუვალი სიტუაცია მქონდა. ახლა შენ ხარ ჩემი მხსნელი! კი, დედი, და არ იცი, როგორ მჭირდები! ჩამწერე საღამოსთვის. იმავე პროცედურებზე და საქმე მაქვს, ინკოგნიტო! კაი ახლა, ტელეფონით სალაპარაკო არ არის! კი, დაგაინტრიგე და ეგაა. გაკოცე, გავიქეცი და რვაზე მანდ ვარ! დანარჩენს, რომ გნახავ, კაი ახლა, არ გადაფიჩინდე ცნობისმოყვარეობისგან! მოვალ და კაკალ-კაკალ ჩაგითვლი!
გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

скачать dle 11.3