კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ააცილა მსოფლიოს სტალინის ეშმაკურმა პოლიტიკამ გლობალური სამხედრო კონფლიქტი #20

სტალინი არასდროს არავის ზეწოლას არ ექვემდებარებოდა. ყოველთვის საკადრის პასუხს სცემდა „ზემწოლს“ და ხშირ შემთხვევაში, კონტრშეტევაზე გადადიოდა და იმარჯვებდა კიდეც. პროფესორი ნაუმ პლატონოვი წერს: „მხოლოდ სტალინს შეეძლო ამერიკის პრეზიდენტისა და ბრიტანეთის პრემიერისთვის ეთქვა ეს ფრაზა: „ბატონებო, უიმედოდ განწირული პოლიტიკური ხრიკებით ნუ ცდილობთ ისტორიაში მოხვედრას. თქვენ ისედაც მოხვდებით იქ, რადგან ჩემთან აწარმოებთ მოლაპარაკებებსო...“ საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „პოტსდამის კონფერენცია 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და მასზე მსოფლიოს ახალი წესრიგი დადგინდა (მონახთრობი 1985 წელსაა ჩაწერილი, როდესაც მოლოტოვი 95 წლის იყო). უნდა ვაღიარო, რომ კონფერენციის ჩვიდმეტდღიანი მიმდინარეობისას, სტალინი განსაკუთრებული მოწოდების სიმაღლეზე იყო და არაფერი დაუთმო ბრიტანეთის პრემიერს – ჩერჩილსა და ამერიკის პრეზიდენტ ტრუმენს, რომელიც იქვე გაიცნო. 17 ივლისს, დღის 12 საათზე სტალინი და მე პრეზიდენტ ტრუმენსა და სახელმწიფო მდივან ბირნს შევხვდით. ამერიკის პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა სტალინს და უთხრა:
– მოხარული ვარ თქვენი გაცნობის, გენერალისიმუსო და მინდა, ისეთივე მეგობრული ურთიერთობები დავამყარო თქვენთან, როგორც ჩემს წინამორბედ რუზველტს ჰქონდაო.
სტალინმა გაუღიმა ტრუმენს და მიუგო:
– საბჭოთა მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იაროსო.
შეხვედრის დროს ტრუმენმა რამდენჯერმე გაიმეორა: „ამჟამად მსოფლიოს ბედი სამი სახელმწიფოს, – საბჭოეთის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ხელშია და შეთანხმებულად უნდა გადავწყვიტოთ“. სტალინს კი ულვაშებში ჩაეცინა და დააზუსტა: „სამართლიანად უნდა გადავწყვიტოთ, ბატონო პრეზიდენტო, ისე, რომ ყველას ინტერესები იქნას გათვალისწინებული“.
შეხვედრა რომ დასრულდა, სტალინმა დამიმარტოხელა და მითხრა:
– რუზველტთან ეს ვაჟბატონი ახლოსაც ვერ მივა, უნდა გაიზარდოს, თუმცა მაინც არაფერი გამოუვა. ხომ გაიგონე, რა თქვა,  მეგობრობა მინდაო. ძალიან კარგი, ვიმეგობროთ, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი წესებით ითამაშებს. თუ არადა, მხოლოდ ილაყბოს.
სტალინთან ერთად შევხვდი ასევე ჩერჩილს, რომელიც ჩვენი ძველი მტერ-მოყვარე იყო და კომუნიზმის მოწინააღმდეგეობის მიუხედავად, სტალინი მას სიმამაცისთვის სცემდა პატივს. სამწუხაროდ, ჩერჩილი ეტლმა შეცვალა კონფერენციის მსვლელობისას, რადგან ჩერჩილმა არჩევნები წააგო და პოტსდამში ეტლიც იმყოფებოდა. ახლადარჩეული ბრიტანელი პრემიერიც ოფიციალურად გაეცნო სტალინს, რომელსაც მან (სტალინმა) იგივე „დიაგნოზი“ დაუსვა, როგორც ტრუმენს და მითხრა:
– სად ჩერჩილი და სად ეგ თვითმავალი კარეტა, რომელსაც ჰგონია, რომ მსოფლიოს ბედის გადაწყვეტა შეუძლიაო.
– რატომ კარეტა-მეთქი? – ვკითხე სტალინს, რომელსაც გააეღიმა და მიპასუხა:
– ეტლი ქართულად კარეტას ნიშნავს, თვითმავალს. ახალი ბრიტანელი პრემიერი, რომელიც უტოპიური იდეებითაა შეიარაღებული, ჩიხში შევაო...
პოსტდამის კონფერენცია, ხანგრძლივობისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, ფაქტობრივად, მართლა ჩიხში შევიდა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი საბჭოეთისგან კოლოსალურ დათმობებს მოითხოვდნენ და ევრაზიაში გაბატონება სურდათ. სწორედ ამიტომ უთხრა მათ (ტრუმენსა და ეტლს) – ისტორიაში მხოლოდ იმიტომაც შეხვალთ, რომ ჩემთან აწარმოებთ მოლაპარაკებებსო.
პოტსდამით სტალინი მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო, თუმცა არც დიდად დასწყვეტია გული, რადგან საბჭოთა არმია თითქმის მთელ ევროპას აკონტროლებდა და ჩვენზე ზეწოლის (უფრო სწორად, სტალინზე) მოხდენის მცდელობა წარუმატებელი იყო“.
სტალინი რომ ძალიან ეშმაკი და დიდი პოლიტიკოსი გახლდათ, ისიც მეტყველებს, რომ საბჭოთა ბელადი არასდროს აგვიანებდა ამა თუ იმ სვლის გაკეთებას. ასევე, არც მოვლენებს უსწრებდა წინ.
პოტსდამში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ოთხ საოკუპაციო ზონად იყო დაყოფილი – საბჭოთა, ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ ზონებად, კონფერენციაზე ფრანგული მხარე არ იყო მიწვეული. ეს კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ძალისხმევით მოხდა, უბრალო, წინასწარი კენჭისყრით გადაწყდა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ლონდონში. ამან გენერალი შარლ დე გოლი საშინლად გააცოფა. სტალინს, რა თქმა უნდა, შეეძლო პირადი ავტორიტეტის ხარჯზე, ჯერ კიდევ ლონდონის წინასწარ შეხვედრაზე მოეგვარებინა ეს საკითხი და ფრანგები პოტსდამში მოეწვიათ, მაგრამ შეგნებულად არ გააკეთა ეს. ფრანგი გენერალი სტალინმა სამომავლოდ შემოინახა, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ გამოიყენა და პოტსდამიდან დაბრუნებულმა მოსკოვში დაპატიჟა, სადაც დე გოლი მაშინვე ჩაფრინდა. მარშალი ჟუკოვი თავისი ცნობილი მემუარების გამოუქვეყნებელ ნაწილში წერდა: „დე გოლთან შესახვედრად სტალინმა აეროდრომზე შემგზავნა, რისთვისაც სპეციალურად, ბერლინიდან გამომიძახა წინა დღეს. ხოლო, კრემლში რომ მივედი, მითხრა:
– ამხანაგო ჟუკოვ, დე გოლს უნდა დახვდეთ, როგორც ტოლ-სწორს. მან ჩვენი პატივისცემა უნდა იგრძნოს, რაც მომავალში აუცილებლად გამოგვადგება პოლიტიკურადო.
მე, ასევე, ვესწრებოდი სტალინისა და დე გოლის ყველა შეხვედრას კრემლში, ხოლო კუნცევოს აგარაკზე მიწყობილ „შინაურულ ვახშამზე“ თამადაც კი ვიყავი. უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტალინი „ზუსტი მსროლელი“ იყო, ანუ პოლიტიკურად ათიანში არტყამდა და დე გოლის ამბავიც ერთ-ერთი ასეთი ზუსტი გასროლა გახლდათ. ფრანგი გენერალი, დამცირებული იმით, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის წყალობით არ მიიწვიეს პოტსდამში, მოგვიანებით, სტალინის მოკავშირე გახდა მრავალ პოლიტიკურ საკითხში. ომის შემდგომ საბჭოთა კავშირი და საფრანგეთი საგრძნობლად დაუახლოვდნენ პოლიტიკურად. მარტო ის რად ღირდა, რომ საფრანგეთმა აიღო მყარი ვალდებულება, საბჭოეთის წინააღმდეგ არასდროს დაეჭირა მხარი სამხედრო თვალსაზრისით იდეოლოგიური მოკავშირეებისთვის. არა და, „ცივი ომი“ უკვე კარს იყო მომდგარი...“
სტალინის ეშმაკური, პრაგმატული პოლიტიკის ნაყოფი იყო, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში კაცობრიული მასშტაბის სამხედრო კონფლიქტი არ მომხდარა და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება“.

скачать dle 11.3