კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცის სისუსტეები #20



ადამიანი სოციალური არსებაა და საზოგადოება მისგან ინსტინქტების მოთოკვას მოითხოვს.  სწორედ ამ მიზნით იქმნება კანონები, ყალიბდება იდეალები და მორალური ფასეულობები. შექმნილია დაქორწინების ინსტიტუტი. თუმცა, მამაკაცის სურვილის ობიექტად ისევ ქალი რჩება, მაგრამ ისეთი ქალი, რომელიც მამაკაცს უსხლტება – რაც უფრო მოუხელთებელია ქალი, მით უფრო სასურველია ის კაცისთვის. თუმცა, იმასაც ამბობენ, როცა სიყვარული კლავს სურვილს, მშვენიერი ქალი ხშირად მამაკაცის ოცნებად რჩება და მასში ჯერ იმედგაცრუებას წარმოშობს, მერე კი – აგრესიას.  უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კაცის ბუნებაში დევს კიდევ ერთი ინსტინქტი – ძალაუფლებისკენ სწრაფვა. პირველყოფილ საზოგადოებაში და დღესაც კი ბელადისაა საუკეთესო საჭმელი და ყველაზე ლამაზი ქალი. ძნელად მოძებნით მამაკაცს, რომელიც უარს იტყოდა ბელადის როლზე. თანამედროვე მამაკაცისთვის სამსახური ის ადგილია, სადაც ცდილობს თავისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილების – ძალაუფლების რეალიზებას, რათა ყველას დაუმტკიცოს, რა შეუძლია.
ქალის ბუნებრივი სურვილია, საკუთარი სქესი მთელი თავისი შესაძლებლობებით წარმოაჩინოს. მამაკაცის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა.  იმისთვის, რომ მამაკაცი მამაკაცად იქცეს, მან გამოცდა უნდა ჩააბაროს.
და მაინც, მამაკაცის ფსიქოლოგია მშვენიერი სქესისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. მაგრამ, იქნებ არც ღირდეს შეუცნობლის შეცნობა და დროის დაკარგვა? ქალსა და მამაკაცს ხომ ერთმანეთისკენ ეს განსხვავებულობა იზიდავთ.
მამაკაცებს აქვთ კონკრეტული, სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებები, რომლებიც, სასურველია, ქალმა დაუკმაყოფილოს. მამაკაცისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალის მზრუნველობა. დაბალი თვითშეფასების მქონე მამაკაცს კი ქალის ქება თვითრწმენის მოპოვებაში ეხმარება.
თავისი ბუნების გამო მამაკაცი იძულებულია, კრიტიკის დროს თავდაცვის რეჟიმში გადავიდეს, ხოლო ქება მას ძალას, სტიმულსა და შთაგონებას აძლევს.  წყვილმა კმაყოფილება უნდა განიცადოს ერთად გატარებული დროის გამო. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია ინტიმური სფეროს დაკმაყოფილებაც. მისი მოთხოვნილებაა, საყვარელი ქალი იყოს ახალგაზრდა, მიმზიდველი და ჯანმრთელი. ამიტომ, ქალიც უნდა ეცადოს, დიდხანს შეინარჩუნოს თავისი იმიჯი.
მამაკაცს სურს, იამაყოს თავისი რჩეულით. თუ ქალი თავს არ უვლის, ამით ქვეცნობიერად, პარტნიორის უპატივცემულობას ამჟღავნებს, რასაც მამაკაციც გრძნობს. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, როგორ უძღვება ცოლი მეურნეობას, მნიშვნელოვანია თბილი, ნაზი ურთიერთობები, ბავშვების აღზრდა, საგარეო პრობლემების მოგვარება, ერთგულება, ტაქტი. მამაკაცს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად მხარში დგომა სჭირდება.

ქალი – რთული
 „მექანიზმი“

ქალებს შესანიშნავი ალღო აქვთ, კარგად იციან კაცის ბუნება და საჭიროებისამებრ, შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, რათა მიიღონ ის, რაც უნდათ.  შეიძლება, არ აღიარებენ, მაგრამ ქალებს მოსწონთ მამაკაცებთან „თამაშის“ პროცესი. ქალს ადვილად შეუძლია, თავი გულუბრყვილო არსებად მოაჩვენოს, ან „მსხვერპლის“ როლი გაითამაშოს და დაარწმუნოს მამაკაცი, რომ ის სიტუაციას თავად მართავს. ქალები მოვლენებს ისე ოსტატურად ნიღბავენ, რომ ეჭვსაც ვერავინ შეიტანს.
არ იფიქროთ, რომ ქალი მარტივი არსებაა, რომელიც წესების მიხედვით თამაშობს. თუ გინდათ, რომ მასთან ურთიერთობისას თავი გამარჯვებულად იგრძნოთ, როგორც „მინიმუმ“, წესების გარეშე ეთამაშეთ. ქალი გიჟდება თავგადასავლებზე და როდესაც მის ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება, ან თუ მამაკაცი მოსაწყენი და ერთფეროვანი მოეჩვენება, ის ურთიერთობას გაწყვეტს.
ყველა ნორმალურ ქალს სიამოვნებს ფლირტი და უფრო მეტიც – ჰაერივით სჭირდება! ფლირტი ქალს თავდაჯერებულობას მატებს და მის ცხოვრებას საინტერესოს ხდის.
ქალის ცხოვრებაში, ნებისმიერ ასაკში, ყოველთვის უნდა იყოს მსუბუქი ფლირტი. მიუხედავად იმისა, ჰყავს უკვე პარტნიორი თუ არა, ქალისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ სასურველი და მიმზიდველია. ეს მას საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებულობას მატებს.
ქალი ოცნებობს, გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს, რომელიც ყველა მის პრობლემას გადაჭრის და მასთან ერთად ბედნიერ ოჯახს შექმნის.
კაცებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეუძლია, ქალს ერთდროულად შეხვდეს სხვადასხვა მამაკაცს.  საქმე ისაა, რომ ქალი არჩევს. ის აკვირდება, ადარებს, აანალიზებს და ირჩევს მას, ვინც უფრო მეტად ჯდება მის პარამეტრებში. გამომდინარე იქიდან, რომ ქალი ბუნებით მონოგამია, ის ეცდება, ცხოვრების თანამგზავრი ყურადღებით აარჩიოს. ქალისთვის აუცილებელია ყურადღების ცენტრში ყოფნაც და კომპლიმენტებიც. ქალს სურს, რომ მამაკაცი მხოლოდ მას ეკუთვნოდეს. ამიტომ, თუ მისგან კომპლიმენტებს ვერ მიიღებს, დაკომპლექსდება და საკუთარ თავში ეჭვს შეიტანს. ის ეცდება, სხვადასხვა მინიშნებით ათქმევინოს საყვარელ მამაკაცს კომპლიმენტი, შეეკითხოს: „გიყვარვარ?“ კომპლიმენტები, ყურადღება, ყვავილები, საჩუქრები – ეს ყველაფერი მხოლოდ იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ მამაკაცი მას აფასებს.

ის მაინც მოდის

ყველას გვჯერა, რომ ურთიერთობა მშვენიერი და სამუდამოა, როგორც ფილმებში. მაგრამ, ბედნიერი და რომატიკული დასასრული მხოლოდ ფილმებშია. რეალურ ცხოვრებაში სიყვარულს ცრემლიც ახლავს და    როდესაც სიყვარული მთავრდება, მთავარია, გავაცნობიეროთ, რომ იდეალური სიყვარული და პარტნიორი არ არსებობს.
იწყება ყველაზე მტკივნეული ფაზა. პირველივე ტანჯვის შემდეგ, როდესაც თავს უსუსურად მივიჩნევთ, სიყვარული სასიცოცხლო და აუცილებელი ხდება.
ეგოისტებად ვიქცევით – გრძნობები საკუთარი ტკივილის ჩასახშობად გვჭირდება და არა იმისთვის, რომ სამუდამო ურთიერთობები ავაგოთ.
ამიტომ ამ ეტაპზე მყარ კავშირებს კი არ ვამყარებთ, თავადაც არ ვიცით, რა გვსურს.
შედეგად კი, სიყვარულის ილუზია მხოლოდ ცუდ ემოციებს გვიტოვებს.
მაგრამ დრო გვეხმარება,  ცხოვრება თანდათანობით უკეთესი ხდება, სულ ახალ მწვერვალებს ვაღწევთ, სულ უფრო ვზრუნავთ საკუთარ თავზე.
და სრულიად მოულოდნელად, მოდის ნამდვილი სიყვარული, ზრდასრული სიყვარული. ვიღებთ იმას, რაზეც არც კი ვოცნებობდით.
ბოლოს და ბოლოს – სიყვარული, თურმე არსებობს.
და ეს ნამდვილი სიყვარული მაშინ მოდის, როცა ამას საერთოდ არ ელი!

скачать dle 11.3