კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სულიერი სიბრმავის შესახებ #20

რაც არის ხორციელი თვალებისთვის სიბნელე, ასევეა ცოდვა ადამიანის სულისთვის. ბნელში მოსიარულე მთლიანად ბრმას ემსგავსება. ვერ ხედავს საკუთარი თავის წინ გზას. ვერ ანსხვავებს ერთ ნივთს მეორისაგან, რის გამოც, მრავალგვარ განსაცდელში ვარდება.
მსგავსად ამისა, ცოდვითი სიბნელე იმგვარად აბრმავებს ადამიანის სულიერ თვალებს, რომ ის ვერც კი ამჩნევს მის წინ არსებულ დამღუპველ უფსკრულს. ვეღარ არჩევს უკეთურებას სიკეთისგან და, როგორც ბრმა, ისე მოქმედებს ხელის ცეცებით.
თუ კეთილდღეობაშია ცოდვილი – მძვინვარება იპყრობს, როგორც გაუხედნავ ცხენს, და ვერც კი ამჩნევს, რომ ამ კეთილდღეობით უფალი მოუხმობს მას, როგორც მამა უხმობს ყრმას საჩუქრებით. თუ უბედურება ეწვევა ცოდვილს – ის თავს არ მიიჩნევს ამ დროებითი სასჯელის ღირსად. არადა, ღირსია მარადიული სასჯელისა. თავს იმართლებს, რომელსაც არანაირი სიმართლე არ გააჩნია. სხვის დასანახავად წარმოაჩენს თავის დამსახურებებს. ეს დამსახურებები კი არანაირად არ არის ღირებული.
ყოვლადმოწყალე უფალს, რომელსაც ნებავს ყველა ადამიანის გადარჩენა და ჭეშმარიტებისკენ მოქცევა, სურს მწუხარებით, როგორც რამ მწარე წამლით, უექიმოს ადამიანის სულს, რომელიც შეპყრობილია ვნებებით და ამის გამო სასიკვდილოდ ავადმყოფობს. მაგრამ, ბრმა ცოდვილი ამას ვერ ჭვრეტს, ვერ აცნობიერებს, რომ ყოველივე ამაში უფლის ბეჭედია გაცხადებული და არა თუ მადლობს ზეციერ მამას, არამედ გმობს მას დამვიწყებელი იმისა, რომ მასზე დაშვებული ნებისმიერი უბედურება არის კვერთხი მამობრივი სასჯელისა, რომლითაც ყოვლადსახიერი შემოქმედი აღვიძებს ცოდვილი ძილისგან დამძიმებულს.
თუ ჯანმრთელი და მდიდარია ცოდვილი – ამ სიკეთეს ღმერთს კი არ მიაწერს, რომლისგანაცაა სიცოცხლეც და სიკვდილიც, სიღარიბეც და სიმდიდრეც, არამედ საკუთარ მცდელობასა და შრომას, სიბრძნესა და გონიერებას. თუ უხვადაა დაპურებული ცოდვილი, კარგადაა შემოსილი, თბილად არის და სინათლეშია, ან სარგებლობს სხვა ამგვარი სიკეთით – ყოველივე ამის მომცემელს – ღმერთს ვერ ჭვრეტს და არ მადლობს მას. ყოველივე ქმნილი ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მიწა და სხვა დანარჩენი – უფალზე მოწმობენ და ღაღადებენ, მაგრამ ცოდვებით დამძიმებული ადამიანი ვერ გრძნობს და ვერ განიცდის საღვთო დიდებულებას.
შვილმა საკუთარი მამა იცის, ცოდვილმა კი, რომელსაც უფლისგან გონება აქვს ნაბოძები, არ იცის შემოქმედი. ღმერთი თავის თავს ავლენს, როგორც ქმნილებაში, ასევე სიტყვაში. მაგრამ ადამიანი ხშირად ყრუს ემსგავსება, რომელსაც არაფერი ესმის.
საღვთო გამოცხადებაში ცხადდება უფლის წმიდა ნება, მაგრამ ცოდვილს არ სურს მისი აღსრულება. იქადაგება ღვთის ყოვლადძლიერება და დიდებულება, მაგრამ ადამიანი არ ემორჩილება მას. იქადაგება მართლმსაჯულება ღვთისა, მაგრამ ცოდვილი არ უფრთხის მას. იქადაგება ჭეშმარიტება ზეციერი მოძღვრისა, მაგრამ ცოდვილს არ სწამს მისი. იქადაგება  ყოვლადბრძნული განგებულება უფლისა, მაგრამ ცოდვილი არ ფიქრობს მასზე. იქადაგება უსაზღვრო მოწყალება შემოქმედისა, მაგრამ მასში მოწილეობა არ სურს ცოდვილს. იქადაგება საშინელი სამსჯავრო, ცოდვილი კი არ უფრთხის მას. ამგვარი ადამიანი უგუნურია და უგონო, რადგან ვერ შეიცნო ღმერთი.
ყოველივე ეს სულიერი სიბრმავითაა გამოწვეული. უფალო, განგვარიდე ამგვარი უკეთურებისგან და შეიწყალე ჩვენი სული. ამინ!

скачать dle 11.3