კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ვინ არიან განვითარებადი საქართველოს მილიონერები როგორც მთავრობაში, ისე პარლამენტში

ნინო ხაჩიძე ნინო ხაჩიძე

გაზეთ „ბანკებისა და ფინანსების“ საინიციატივო ჯგუფმა ქართველ მილიონერთა კლუბი შექმნა, რის მიზანიც უცხოეთში მიმოფანტული თუ სამშობლოში მცხოვრები, მათ შორის, ჩრდილში მყოფი ჩვენი თანამემამულე მილიონერების გამომზეურებაა, თუმცა ფრიად კეთილშობილური მოტივებით. რატომ გაჩნდა ეს იდეა, ვინ არიან ქართველი მილიონერები, რამდენად ახერხებენ და აქვთ სურვილი, თავიანთი მილიონები საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ და ეტყობა თუ არა მათი არსებობა ქვეყანას, – ამ თემაზე მილიონერთა კლუბის შექმნის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კაპანაძეს გავესაუბრეთ.
– რამის ანალოგით შექმენით მილიონერთა კლუბი თუ ექსკლუზიურად თქვენი ინიციატივაა და რა იყო ამ ტიპის კლუბის შექმნის მოტივი?
– საამისოდ განგვაწყო იმ ატმოსფერომ, რომელიც წლების განმავლობაში სუფევდა საქართველოში შეძლებული ადამიანების მიმართ. ეს განწყობა არ არის ახალი და ჩამოყალიბდა საბჭოთა პერიოდში, როდესაც შესაბამისი უნარების გამომჟღავნების არანაირი პირობები არ არსებობდა და მდიდრებისადმი იყო უარყოფიი დამოკიდებულება. საქმოსანი ნეგატიური კონტექსტით დატვირთული ცნება გახლდათ და კომერსანტი, ბიზნესმენი აღიქმებოდა, როგორც გადამყიდველი და ქორვაჭარი. ასეთი დამოკიდებულება დამკვიდრდა ჩვენს მენტალიტეტში იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჰქონდათ ფულის კეთების უნარი.
– თუმცა ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზი, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და დამოუკიდებლობის პირველ წლებში, დღეს გამდიდრებულთა უმეტესობამ უბრალოდ სხვების მოტყუებისა და გაძარცვის, მათ შორის, ქვეყნის გაძარცვის ხარჯზე დააგროვა ქონება. ეს ტენდენცია არც ახლაა უცხო ხილი ჩვენი რეალობისთვის.
– ცხადია, არსებობდა ობიექტური მიზეზები, თუმცა საბჭოთა პერიოდიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში ადამიანებმა ფული გააკეთეს ისე, როგორც გააკეთეს და ბიზნესიც შეიქმნეს ისე, როგორც შეიქმნეს. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ეს სტერეოტიპი უნდა შეიცვალოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა მილიონერთა იატაკქვეშა კლასის ლეგალიზება, ვინაიდან, ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის აჯობებს, თუ ეს ადამიანები და მათი ფული ქვეყანაში დარჩება და ისინი თავიანთ ქონებასა და შესაძლებლობებს მოახმარენ ქვეყნის ეკონომიკას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკას ქმნიან მდიდარი ადამიანები, ისინი ხსნიან საწარმოებს, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ჩვენთვის უმჯობესია, თუ აქ დარჩებიან და არ გაიქცევიან უცხოეთში. მათ აქ უკვე აქვთ შეძენილი უძრავი ქონება, რის გამოც მათი კაპიტალი გაედინება უცხოეთში და არ არსებობს მისი ამ ქვეყანაში გამოყენების არანაირი შანსი. ამიტომ „ბანკებისა და ფინანსების“ ჯგუფს მიაჩნია, რომ ქართველი მილიონერები უნდა ჩავაბათ ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმიანობაში და არ დავაფრთხოთ ისინი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებულ ვითარებას: მდიდრები არ უყვართ და, ამდენად, მდიდრებიც ხშირად არიდებენ თავს საზოგადოებაში გამოჩენას. ვფიქრობთ, თუ ქვეყანაში სიძულვილის ფილოსოფიის ნაცვლად, დავამკვიდრებთ კეთილდღეობის ფილოსოფიას და შეძლებულებს საზოგადოებისთვის მისაღებ ადამიანებად ვაქცევთ, ამით მათაც მივცემთ საფუძველს, რომ ქვეყნიდან არ გაიქცნენ და აქ მათ მიერ ნაშოვნი თანხა არ გადამალონ. ეს იქნება მინიშნება, რომ ჩვენ მათ ვიღებთ, თუმცა, იმავდროულად, მათგან მოვითხოვთ, რომ ქვეყანაში გახსნან ახალი საწარმოები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, გასწიონ ქველმოქმედება და აიღონ სოციალური პასუხიმგებლობა. თქვენც შენიშნეთ, რომ ეს თანხები შესაძლოა, არ იყოს კეთილსინდისიერად ნაშოვნი. ამ კლუბის შექმნით ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას, გარდამავალ პერიოდში არცთუ კანონიერად ნაშოვნი ფული, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს მოახმარონ.
– მათ უნდათ თავიანთი ქონებისა და შეძლების გამოაშკარავება? როგორ აგროვებთ მონაცემებს მათ შესახებ და აქვთ თუ არა თანამშრომლობის სურვილი?
– უპირველესად, ვეყრდნობით მათ მიერ გამოქვეყნებულ ქონებრივ და საფინანსო დეკლარაციებს, თუ ისინი არიან სახელმწიფო მოხელეები. აქედან გამომდინარე, ვაჯამებთ მათ ანგარიშებზე არსებულ თანხას და მათ სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებას. ასევე, ვეყრდნობით ავტორიტეტულ უცხოურ გამოცემებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ „მილიონერთა კლუბის“ წევრი მიიჩნევს, რომ ჩვენ მიერ მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს ამის დამადასტურებელ საბუთებს, ჩვენ მას ამოვიღებთ მილიონერთა კლუბის სიიდან. ამავდროულად, ვაპირებთ, მივმართოთ იმ პიროვნებებს, რომლებიც ითვლებიან მილიონერებად, მაგრამ არ ევალებათ თავიანთი ქონების დეკლარირება კანონით და ვთხოვოთ, დადასტურება, რის შემდეგაც ჩავსვამთ მილიონერთა კლუბში.
– ვის მიმართეთ, რა ინფორმაცია შეაგროვეთ, ვინ დაგთანხმდათ და ვინ უარყო საკუთარი მილიონერობა?
– პირველ ეტაპზე გამოვაქვეყნეთ მილიონერები სამთავრობო გუნდსა და პარლამენტში, რომელთა დეკლარაციებიდან ჩანს, რომ არიან მილიონერები. ასევე, გამოვაქვეყნეთ „ფორბსისა“ და „ფაინეშელის“ მონაცემებით, წარმოშობით ქართველი მილიონერებიც როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებნი. ასევე, ჩვენ დავეყრდენით „მედიატორის“ კველვასაც და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ამჟამინდელ პარლამენტში ნატო ჩხეიძეა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარლამენტარი. ჩვენს მილიონერთა კლუბში გაწევრიანების მთავარი პრინციპია, რომ ადამიანს ჰქონდეს ერთი მილიონი ლარი. შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, რომ აბსურდია, მილიონერთა კლუბში იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს ერთი მილიონი ლარი და ისიც, ვისაც აქვს, ვთქვათ, 5 მილიარდი, მაგრამ, ჩვენი აზრით, ერთი მილიონის ზემოთ იწყება უზრუნველყოფილი ცხოვრება და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ზღვრად აგვეღო ერთი მილიონი ლარი.
– მხოლოდ აღირიცხება, რომ არიან მილიონერები, თუ იმასაც გავიგებთ, როგორც იშოვეს პირველი მილიონი? რის გამხელაც არავის უნდა, როგორც წესი.
– „მილიონერთა კლუბი“ არ არის ორგანიზაციული სტრუქტურა. მას არ აქვს ორგანიზაციული სტატუსი, არც ოფისი, არც საწევროა შესატანი. დავაფუძნეთ იმიტომ, რომ დასრულებულიყო მითების შექმნა და იარლიყების მიწებება. გვინდა, მათ შესახებ გამოვაქვეყნოთ ის ინფორმაცია, რაც არსებობს ოფიციალურად. შემდეგ ეტაპზე კი ჩავწერთ მათთან ინტერვიუებს, რომლებშიც გავშლით თემას, თუ როგორია, იყო მილიონერი ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
– მათი დადასტურება საჭიროა, არიან თუ არა მილიონერები და რამდენი მილიონი დააგროვეს?
– რაკი ოფიციალურ ინფორმაციას დავეყრდენით, დადასტურება არ მოგვითხოვია. მაგალითად, ჩუღურეთის გამგებელმა ზურა ჩიკვილაძემ, რომელით, დეკლარაციის თანახმად, მილიონერია, დაასაბუთა, რომ მისი ქონება არ შეადგენს მილიონს. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს და არ ჩავსვით მილიონერთა სიაში. თუ სხვაც დაადასტურებს იმავეს, იმავენაირად მოვიქცევით.
– პირადად მე, გამიკვირდა ზოგიერთი პარლამენტარის მილიონერობამ, რომლებსაც არ აქვთ ბიზნესური წარსული. თქვენ ვინ და რამ გაგაკვირვათ ამ მონაცემებში?
– ჩვენც ამ სიას რომ ვადგენდით, თვალში მოგვხვდა: სამი მილიონი უწერია აკადემიკოს პარლამენტარს და ხუთი მილიონი – „პე ეს პეს“ მფლობელს. ძალიან რთულია, ახსნა, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული დამოკიდებულებების გათვალიწინებით. ამიტომ, ძირითადად, ოფშორში ინახავენ თანხას, ანდა სხვა ადამიანებზეც აფორმებენ თავიანთი ქონებას. ამდენად, ვერ განვსაზღვრავთ, რატომ აქვს არაბიზნესმენს სამი მილიონი, ბიზნესმენს კი – ხუთი მილიონი, ოთხი მილიონი. ასევე, გაგვიკვირდა კობა ნაყოფიას მხოლოდ რვა მილიონი.
– თვალში საცემია, რუსეთში მცხოვრები ქართველი მილიონერების 800 და 900 მილიონი აშშ დოლარი. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, იღებენ თუ არა მილიონერი დეპუტატები ხელფასს? ისიც ფაქტია, რომ მილიონერებსა და მილიარდერებს, დეკლარირებულზე თუ უფრო მეტი არა, არც ამაზე ნაკლები არადეკლარირებული თანხა აქვთ ოფშორებში. რაც გვაქვს იმ მონაცემებით, რის თქმა შეიძლება: ამდენი მილიონერი ბუნებრივია საქართველოს დონისა და განვითარების ქვეყნისთვის?
– ჩემი აზრით, არ გვყავს ცოტა მილიონერი. თუმცა სათქმელია ისიც, რომ, თუ ეს ადამიანები არ მოხვდებოდნენ ხელისუფლებაში და არ შეავსებდნენ დეკლარაციებს, საზოგადოება ვერასდროს გაიგებდა, რომ მათ აქვთ მილიონები, ანდა მილიონების ქონება. ჩვენც გაგვიკვირდა და, ალბათ, ამიტომაც გაგვიჩნდა სურვილი, გამოგვექვეყნებინა ეს მონაცემები. ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს აქვთ ფული, მაგრამ არ აჩენენ, აშკარად არ ხარჯავენ, არ ქმნიან ქვეყანაში ისეთ საწარმოებს, რომ ამით გამოჩნდეს მათი მილიონერობა. ასეთ მცირე ზომის ქვეყანას რომ ამდენი მილიონერი ჰყავს, ეს ფაქტი უფრო მეტად უნდა ეტყობოდეს მის ეკონომიკას.
– ერთი გადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებას 100 000 დოლარის ინვესტიცია სჭირდება, უხეშად რომ ვთქვათ.
– ზუსტად აქ დავინახეთ პრობლემა: შეიძლება, მილიონები ჰქონდეთ ადამიანებს და უმეტესად არ აჩენდნენ და მალავდნენ, ან ოფშორში გაჰქონდეთ, ან უცხოურ ბანკებში, ან უძრავ ქონებაში აბანდებდნენ. ანუ ეს თანხა ვერ ბრუნავს ქვეყანაში და ვერ აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა ჩვენნაირი მცირე ზომის ქვეყნისთვის. მათ რომ არ დახარჯონ და აბრუნონ ეს თანხა, ეს წაადგება როგორც მათ, ისე ჩვენს თანამოქალაქეებსაც.
– ბიზნესმენი პარლამენტარები კვლავ განაგრძობენ თავიანთ ბიზნესს? ან არაბიზნესმენი მილიონერი პარლამენტარები თუ ეწევიან ამ თანხით რამე ტიპის სამეწარმეო საქმიანობას?
– ნაკლებად ეწევიან, ძირითადად, ისინი, რომლებიც იყვნენ ბიზნესმენები და ამ სტატუსით მოხვდნენ პარლამენტში. ისინი განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას, თუ არადა იმ საქმიანობიდან ნაშოვნი თანხით ცხოვრობენ. ვისაც უძრავ ქონებაში აქვს დაბანდებული თანხა, ნაკლებად ეწვა სამეწარმეო საქმიანობას.
– სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მალავენ მილიონებს?
– რუსეთში უკვე ნაკლებად მალავენ თავიანთ მილიონებს, უკრაინაშიც, თუმცა იმ ქვეყნების მასშტაბი და რესურსი განსხვავებულია საქართველოსგან. ქართველ მილიარდერებს, ძირითადად, რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში აქვთ ნაშოვნი ფული. მახსოვს, რომ იაკობაშვილს რამდენიმე წლის წინათ სამ მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა, მირილაშვილს 900 მილიონ დოლარზე მეტი აქვს და ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება მისი კომპანია. ამდენად, შესაძლოა, მილიარდერთა რიცხვში გადაინაცვლოს. სხვათა შორის, ჯერ არ შევხებივართ პატარკაციშვილების ოჯახს. სავარაუდოდ, მათაც მილიარდზე მეტის აქტივები, ანდა თანხა ექნებათ.
P. S. ჯერჯერობით ქართველ მილიონერთა არასრული სია ასეთია: დავით პანიკაშვილს, რომელიც რუსეთში იღვწის, ფირმა ,,როსტაში”,  570 მილიონი აშშ დოლარი დაუგროვებია; პაატა გამგონეიშვილი, ბანკ ,,სლავიანსკი კრედიტისა” და კომერციული სააგენტო ,,გეპარდის” მფლობელი, ასევე, რუსეთში ფლობს 290 მილიონი აშშ დოლარს; მათ კვალს ადგას დავით იაკობაშვილი, Petrogas Energy Group-ს; Gulf-სა და ფოთის ნავთობტერმინალის მეპატრონე – 800 მილიონ დოლარზე მეტი ქონებით. მას უსწრებს ვიაჩესლავ მირილაშვილი, სოციალური ქსელ „ვ კონტაქტეს“ დამფუძნებელი – 900 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ქონებითა და შემოსავლით. მომღერალ ქეთი მელუას ამ ფონზე მოკრძალებული, 12 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ქონების დაგროვება მოუხერხებია. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იოსებ მაკრახიძე, წარსულში ბიზნესმენი, შპს-ების „ებოლიას”, „მითასა”  და „იმედის” მეპატრონე – 12 მილიონი ლარის პატრონია, სერგო რატიანი, სულ რაღაც – ერთი მილიონისა; შპს „ჩაჩავას კლინიკის“ მფლობელი და აწ პარლამენტარი ელგუჯა გოცირიძე – 6 მილიონისა, საკმაოდ შთამბეჭდავია საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრისა და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მეუღლის, ნატო ჩხეიძის უძრავი ქონებისა და ფასიანი ქაღალდების ოდენობა, საერთო ჯამში – 51 მილიონი. მისი კოლეგის, პარლამენტარ შოთა შალელაშვილის აქტივები 34 მილიონს შეადგენს; პარლამენტარისა და წარსულში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის კი  – 9 მილიონს. მას კოლეგა პარლამენტარი, კახაბერ ოქრიაშვილი, სააფთიაქო ქსელ „პე ეს პეს“ მეპატრონე, 4 მილიონით ჩამორჩება, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე კი – ხუთი მილიონით. პარლამენტის წევრსა და აკადემიკოს, რევაზ არველაძეს სამი მილიონის ქონება ჰქონია, ტარიელ ხეჩიკაშვილს, აწ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – 11 მილიონი, უკვე სტაჟიან დეპუტატ კობა ნაყოფიას – 8 მილიონი. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 36 მილიონის პატრონია და ცხადია, ყველაზე შთამბეჭდავად კვლავაც ბიძინა ივანიშვილი გამოიყურება 5,5 მილიარდი აშშ დოლარით.

скачать dle 11.3