კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკვდავი გიულენი?! #20

ანუ სალადინის გზაზე

 იცით, რომ ამ ჩვენმა მეგობარ-მეზობელმა თურქეთმა 16 აპრილის რეფერენდუმიც შეირჩინა და პრეზიდენტმა ერდოღანმაც გაინაღდა თვით 2029 წლამდე პირველკაცობა. ამ თუ სხვა მიზეზით კი, თურქეთის პროკურატურამ ავადსახსენებელ ფეთჰულა გიულენს წაყენებული ბრალდებებისთვის სასჯელი შეუკრიბა და 3 623 წლით დაუდგინა პატიმრობა (მე რომ მკითხოთ, მეტიც უნდა დაედგინა – ეშმაკს არ სძინავს და ვითუ, 7 000 წელს აპირებს ოხერი ამ მზის ქვეშ დარჩენას?!).
აი, ის კი აღარ ვიცით, გიულენთან კავშირის ბრალდებით, ქვეყნის 81 პროვინციაში  დაკავებული 803 ადამიანს რა ბედი ელით: იქნებ მათ 1 000-1 000 წელი აკმარონ?!
უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, რეჯებ ერდოღანს ისიც კი უთქვამს, რომ იერუსალიმის ოკუპაცია სირცხვილიაო (ასობით ათასი მუსლიმანი უნდა გაემართოს ალ-აქსას მეჩეთში, რომ მხარი დავუჭიროთ პალესტინელებსო).
და თუმცა გასაგებია, რომ ეს გამონათქვამი ისრაელ-თურქეთის პოლიტდაპირისპირების კონტექსტიდანაა, მაგრამ მაინც ჩნდება ეჭვი (რომელიც ფრიად გაოხრებულია), ვითომ 2029 წლის შემდეგ სალადინობას აპირებს?! –

скачать dle 11.3