კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – საუკეთესო ხარისხის სამედიცინო განათლების ტრადიციული სკოლა საქართველოში #19

თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე წლების წინ თავადაც ზემოთხსენებული უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ. თუმცა, შემდგომ სწავლის გასაგრძელებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად არაერთ ქვეყანაში იყო და წლების განმავლობაში დაგროვილ პროფესიულ გამოცდილებას ამჟამად ქართველი სტუდენტების განათლებასა და პაციენტების ჯანმრთელობას ახმარს. თუ რა პირობებია დღეს შექმნილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად და რამხელა მნიშვნელობა აქვს თსსუ-ის ბაზაზე არსებულ კლინიკებს სტუდენტებისთვის, ამ და თემის ირგვლივ არსებულ სხვა საინტერესო კითხვებზე, თავად ირაკლი კოხრეიძემ გვიპასუხა.
– რა გაკავშირებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან?
– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების ძირითადი კერაა საქართველოში, განვითარების რვა ათეულ წელზე მეტი ისტორიით. თუმცა, მისი წინამორბედის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფუნქციონირების ხანგრძლივობასთან ერთად, მისი ასაკი 100 წელს უახლოვდება.  ჩემთვის ძალზე საპატიოა, ვიყო ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ჩემს ადმინისტრაციულ, კლინიკურ და პედაგოგიურ საქმიანობას სწორედ მის კედლებში ვახორციელებდე – როგორც ვიცე-რექტორი, ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი და უბრალოდ, მოქმედი ქირურგი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს მისი საქმიანობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებით: ცოდნისა და კვლევების აკადემიური ხარისხით, დემოკრატიულობით, მართვის ორგანოების არჩევითობითა და გამჭვირვალეობით, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლებით, რაც ბუნებრივია, ამ სასწავლო დაწესებულებას – ყველაზე მოთხოვნად უმაღლეს სასწავლებლად ხდის. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა კვლავაც პრესტიჟულია, ოღონდ უკვე არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ 2000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტისთვის მსოფლიოს 60 ქვეყნიდან, მათ შორის, ინდოეთიდან, შრი-ლანკადან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აშშ-დან, კანადიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, ნიგერიიდან, ერაყიდან, ავსტრალიიდან, ფიჯიდან, ცენტრალური ამერიკიდან და სხვა.
– რა უწყობს ხელს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს კარგ ექიმებად ჩამოყალიბებაში?
– მინდა აღვნიშნო, რომ არა მარტო ექიმად. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტები იღებენ უმაღლეს განათლებას მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებზე. აგრეთვე, ეუფლებიან საექთნო და პროფესიულ პროგრამებს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ბაზებია: აპ. ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თსსუ– ის ¹1 და ¹2 სტომატოლოგიური კლინიკები, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა და 2015 წელს გახსნილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილური პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. ამ სამედიცინო დაწესებულებათა მისიაა: სტუდენტთა განათლების დონის ამაღლება, მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და კლინიკური გამოცდილების გაზიარება. ამჟამად სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორია 120-ზე მეტი უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკა მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან, მათთან თანამშრომლობა რეგულირდება ორმხრივი ხელშეკრულებებით და/ან ერთობლივი საერთაშორისო პროექტების (HORIZON 2020, ERASMUS +,MEVLANA) ფარგლებში. აღნიშნული პროგრამებით ყოველწლიურად უნივერსიტეტის 300-ზე მეტი სტუდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მონაწილეობს მოკლე და გრძელვადიანი მობილობის პროგრამებში განათლების დიპლომამდელ, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.  ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრის – AZW და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წელს ამოქმედდა საგანმანათლებლო პროგრამა ექთნებისთვის, რაც ქართველ ექთნებს საშუალებას აძლევს, სტაჟირება გაიარონ და საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ ავსტრიის კლინიკებში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეტანილია WHO-ის და  IMED-ის საერთაშორისო დირექტორიებში, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს, შესაბამისი საერთაშორისო სალიცენზიო გამოცდის/სკრინინგ ტესტის ჩაბარების შემდეგ (USMLE, PLAB, YOK და სხვა), დასაქმდნენ ნებისმიერ ქვეყანაში. თუმცა, ამ დიდი მიღწევების გარდა, კიდევ მრავალი ახალი პროექტი გვაქვს ასამოქმედებელი.
– გარდა ზემოთქმულისა, გვითხარით, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების როლი ქართველი ექმის ჩამოყალიბებაში?
– მინდა გითხრათ, რომ 2012 წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს აშშ– ის, ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთისა და ისრაელის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორების მოწვევას. ამ პროგრამის ფარგლებში 2012-2016 წლებში სამედიცინო უნივერსიტეტში თემატური ლექციები საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა დარგში წაიკითხა და სხვადასხვა ტიპის სამედიცინო აქტივობა განახორციელა 350-ზე მეტმა უცხოელმა პროფესორმა. ჩატარადა მრავალი საქველმოქმედო ოპერაცია და უფასო კონსულტაცია. 2015 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა მასშტაბური კონფერენცია, რომელიც ძუძუს კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა და რომელშიც ქართველ ექიმებთან და ექთნებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს პოსტსაბჭოთა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დარგის ექსპერტებმა. ბუნებრივია, ამგვარი პერმანენტული აქტივობა უმნიშვნელოვანესია მომავალი ექიმის სპეციალისტად ჩამოყალიბებაში.
– მიმდინარე პროექტებიდან რომელს გამოყოფდით და რატომ?
– დღეს, მედიცინა განვითარების პრინციპულად ახალ ეტაპზეა. მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, პერსონალიზებული-ინდივიდუალიზებული მიდგომისა და ევროპული დონის სამედიცინო მომსახურების სიმბიოზი მთავარი განმსაზღვრელია სამედიცინო ბაზარზე. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ბაზები სრულყოფილ სერვისს სთავაზობს ჩვენს პაციენტებს. ჩამოვაყალიბეთ ონკოლოგიის მიმართულება, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული და სისტემური მკურნალობა ტარდება. მომავალში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვგეგმავთ ტელემედიცინის სერვისის ამოქმედებას, რომელიც ქვეყნიდან გაუსვლელად, ადგილზე, პაციენტებს საშუალებას მისცემს, ჩაუტარდეთ უცხოელ სპეციალისტთა კონსულტაცია, მოხდეს დიაგნოსტიკური ტესტებისა და მკურნალობის ტაქტიკის ხარისხობრივი ექსპერტიზა, თერაპია დაიგეგმოს თანამედროვე, საერთაშორისო გაიდლაინებზე დაყრდნობით და ამ რეკომენდაციათა გათვალისწინებით. აღნიშნული ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან ეს, ერთი მხრივ, შეამცირებს უცხოეთში მკურნალობის არასაჭირო ხარჯებს, ხოლო მეორე მხრივ, ჩამოაყალიბებს პრინციპულად ახალ ურთიერთობას ქართველ ექიმსა და პაციენტს შორის.

скачать dle 11.3