კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაჩეხეს მაკა ჩიჩუას ძმამ და მისმა მეგობარმა ახალგაზრდა კაცი და რისთვის დააპატიმრეს ის მეოთხედ #19

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისათვის, ბრალდებულ მიხეილ მგალობლიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 11 იანვარს, მიხეილ მ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა „ბრაუნინგის“ კონსტრუქციის, 1922 წლის მოდელის, 7.65 მმ-იანი კალიბრის პისტოლეტი ერთი მჭიდით; მასში მოთავსებული 1900 წლის ნიმუშის 7.65 მმ კალიბრის ერთი ცალი ვაზნით. ასევე, მიხეილ მ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ამოიღეს ქარხნული წესით წარმოებული, 1934 წლის ნიმუშის 7.65 მმ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაკეთებულია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. აღნიშნული ნივთები, შესაბამისად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა აღნიშნული ნივთების შენახვის და ტარების ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან.
   მიუხედავად იმისა, რომ ნივთები მას მემკვიდრეობით ერგო, სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილი დამნაშავედ ცნო, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, როგორც სამოქალაქო, თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთები, ექვემდებარება სპეციალურ აღრიცხვას და შესაბამისი უფლების რეგისტრაციას, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატის თქმით,  განაჩენი კანონიერია და პრეტენზიები არ აქვთ, თუმცა საპროცესოს გაფორმებაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. მგალობლიშვილი აღიარებს დანაშაულს და გამოძებასთან თანამშრომლობს.
შეგახსენებთ, მიხეილ მგალობლიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ნახევარძმაა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ოჯახი ყოველთვის ერიდება მის და ოჯახის სხვა წევრების კრიმინალური წარსულის შესახებ საუბარს, მედიამ ამ თემების განხილვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მარგველაშვილი პოლიტიკურად აქტუალური პირი გახდა. მიზეზი მარტივია – პრეზიდენტის ოჯახის მიმართ განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. ფაქტებზე დაყრდნობით კი, შეგვიძლია ვთქვათ, ამ ოჯახს საკმაოდ მდიდარი კრიმინალური ისტორია აქვს.
მიხეილ მგალობლიშვილის გარდა, დანაშაულებრივი და სისხლიანი ისტორიების არცთუ ისე იშვიათი მონაწილეა პრეზიდენტის სიძე – მინდია გოგოჭური. ის მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარია და საკმაოდ ხშირად ეხვევა სკანდალებში.
თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამჯერად, საქმე მიხეილ მგალობლიშვილის ბრალეულობას ეხება, მას სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 24 აპრილს გამოუტანა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა პირველი ლედიც. განაჩენის გამოტანის შემდეგ მაკა ჩიჩუას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. განაჩენის გამოცხადებამდე კი განაცხადა, რომ თუ მის ძმას პატიმრობას მიუსჯიან, ჩათვლის, რომ დაკავებას თავიდანვე პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.
აღნიშნული ბრალეულობა მიხეილ მგალობლიშვილისთვის პირველი არ არის. როგორც presa.ge და რამდენიმე მედიასაშუალება წერდა, მისი გზები ხშირად იკვეთებოდა სამართალდამცავ უწყებებთან.
მაკა ჩიჩუას ძმა სამჯერაა გასამართლებული, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ბოლო განაჩენის მიხედვით, მან და მისმა მეგობარმა, 2010 წლის 31 აგვისტოს, ახალგაზრდა მამაკაცი, მკვლელობის მიზნით, დანებით დაჩეხეს.
მანამდე კი, თბილისის საქალაქო სასამართლოდან ოფიციალურად გამოთხოვილი 2010 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენის მიხედვით, ირკვევა, რომ მიხეილ მგალობლიშვილი, დაბადებული 1979 წელს, ქალაქ თბილისში, ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გასამართლებული იყო ჯერ კიდევ 2008 წლის 25 მარტს, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ დანაშაულზე  2008 წელს მგალობლიშვილს სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფალების აღკვეთა ჰქონდა განსაზღვრული.
 თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ვკითხულობთ, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული სასჯელიდან, მიხეილ მგალობლიშვილს 2 წლით პატიმრობა და 2 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს. გარდა ამისა, ბრალდებულს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმაც – 3 ათასი ლარის ოდენობით.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 21 ნოემბერს, მიხეილ მგალობლიშვილს ამნისტია შეეხო და ბრალდებულს საბოლოოდ, ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ის სასჯელს ქსნის ¹7 საერთო, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა. რომელიც 2009 წლის 29 ოქტომბერს დატოვა.
განაჩენის მიხედვით, ციხიდან გამოსულმა მგალობლიშვილმა, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, მალევე ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. კერძოდ: 2009 წლის 12 დეკემბერს ის დიღმის მასივში დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას მიხეილ მგალობლიშვილს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების, ოპიუმის ჯგუფის, მეტანფეტამინისა და ამფეტამინის მოხმარების ფაქტი.
განაჩენის მიხედვით ირკვევა, რომ  2010 წლის 27 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის ადვოკატსა და პროკურორს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მიხეილ მგალობლიშვილმა წარდგენილი დანაშაული სრულად აღიარა და თავი დამნაშავედ სცნო.
საბოლოო ჯამში, მაკა ჩიჩუას ძმა ამ საქმეზეც დამნაშავედ სცნო სასამართლომ. მოსამართლე ზვიად ესებუამ ამჯერად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 2  წლითა და 9 თვით შეუფარდა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3-წლიანი პირობითით შეუცვალა. ასევე, დააკისრა ჯარიმა, 2 ათასი ლარის ოდენობით.
როგორც ვხედავთ, მაკა ჩიჩუას ძმა პირველად 2008 წლის 25 მარტს ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გაასამართლეს და მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი და 3 ათასი ლარი ჯარიმა. მეორედ – 2010 წლის 27 თებერვალს, კვლავ ნარკოტიკების მოხმარებისთვის, მიუსაჯეს 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა,  რაც საპროცესო შეთანხმებით, 3-წლიანი პირობითითა და ორიათასლარიანი ჯარიმით შეეცვალა.
მესამედ პრეზიდენტის ცოლისძმა 2011 წლის 4 მაისს, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გაასამართლეს. მიუსაჯეს 17 წლით პატიმრობა.
მოსამართლე ლელა შკუბულიანის მიერ გამოტანილ განაჩენში აღნიშნულია, რომ მიხეილ მგალობლიშვილმა, მეგობართან ერთად, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ძირს დააგდო და მისი მოკვლა განიზრახა. კერძოდ, მან და მისმა მეგობარმა ის დანებით დაჩეხეს. განაჩენის მიხედვით, მაკა ჩიჩუას ძმამ და მისმა მეგობარმა, დაზარალებულს ჭრილობები მიაყენეს  ორივე კიდურის, მუცლის, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში. დაჭრილი შემთხვევითმა გამვლელმა, უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანა საავადმყოფოში. ეჭვმიტანილები მიიმალნენ. თუმცა, პოლიციამ მგალობლიშვილი იმავე დღეს, 2010 წლის 31 აგვისტოს, დააკავა, მისი მეგობარი კი მეორე დღეს – 2010 წლის 1 სექტემბერს. საქმეში მოყვანილია ათამდე მოწმის ჩვენება, რომლებმაც ამოიცნეს მაკა ჩიჩუას ძმა და მისი მეგობარი. მათ სასამართლოს დაუდასტურეს, რომ სწორედ ამ პირებმა დაჩეხეს ახალგაზრდა მამაკაცი, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, 2010 წლის 31 აგვისტოს.
მოსამართლე ლელა შკუბულიანმა, 2011 წლის 4 მაისს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, პრეზიდენტ მარგველაშვილის ცოლისძმას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის მეგობარს კი – 14 წლით.  მაკა ჩიჩუას ძმის შემთხვევაში, მოსამართლემ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია, რომ ის ორჯერ იყო გასამართლებული და დანაშაულის ჩადენის მომენტში, პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ მგალობლიშვილს 17 წელი ჰქონდა მისჯილი, მან საპყრობილეში მხოლოდ სამი წელი გაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ის პრეზიდენტმა შეიწყალა.
თუმცა, ამით მისი დანაშაულებისა და დაპატიმრებების ისტორიები არ დასრულებულა და როგორც ზემოთ ვთქვით, პრეზიდენტის ცოლისძმა ამ დროისთვის კვლავ პატიმრობაში იმყოფება.

скачать dle 11.3