კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აყალიბებს ქალებში სხეულის ყველაზე ლამაზ ფორმებს კრივი და რატომ არის ეს სპორტი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება #19

კარდიობოქსი, კიკ-ბოქსინგი, დღესდღეობით მსოფლიოსა და საქართველოშიც, ძალიან პოპულარულია სუსტი სქესის წარმომადგენლებში. ადრიანა ლიმა მშვენიერ ფორმებს სახტუნაოზე და კრივში ვარჯიშით ინარჩუნებს. ასევეა, ალესანდრა ამბროსიო და უამრავი ვარსკვლავი. კიკ-ბოქსინგში იგულისხმება არა სპორტი, საბრძოლო ხელოვნება ან თავდაცვის საშუალება, არამედ ფიტნესის ერთ-ერთი სახეობა – ვარჯიშობენ გამაჯანსაღებელი  მიზნით. თუმცა, მსურველებს შეუძლიათ, თავდაცვისთვისაც გამოიყენონ. კიკ-ბოქსინგის სასარგებლო თვისებებზე გვესაუბრა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კარატეში, მოკრივე, შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენი, კლინიკა „მედის“ ფიტნეს-ინსტრუქტორი, სერგი ბონდარენკო:
– როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც, ქალები აქტიურად არიან კრივით გატაცებულნი. ძირითადად, რა მიზეზით ვარჯიშობენ ქართველი გოგონები ამ სპორტში?
– მინდა გითხრათ,  რომ ბოლო წლებში კრივი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მართლაც ძალიან აქტუალურია გოგონებში. უამრავი ცნობილი მსახიობი, პოპ-ვარსკვლავი თუ მოდელი, გატაცებულია ფიტნესის ამ განხრით. დღესდღეობით  კიკ-ბოქსინგიც და კრივიც საქართველოში ქალბატონებს შორის საკმაოდ პოპულარული გახდა. ძირითადი მიზეზი კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნაა, მაგრამ ბევრი გოგონა, ვისაც მშვენიერი სხეული აქვს, სხვა მიზნისთვის ვარჯიშობს – ზოგი თავდაცვისთვის, ზოგი – ექსტრემისთვის, ზოგისთვის კი ეს მრისხანებისა და უარყოფითი ემოციების გადმონთხევის საშუალებაა.
– როგორც ახსენე კიკ-ბოქსინგი კალორიების დაწვის საშუალებაცაა. რამდენად ეფექტურია გასახდომად და კარგი ფორმების შესანარჩუნებლად?
– რაც შეეხება გახდომასა და სხეულის კორექციას, კიკ-ბოქსინგი, როგორც აერობული (კარდიო) ტიპის დატვირთვა, შეიძლება ითქვას, იდეალური საშუალებაა. საშუალო და მაღალი ინტენსივობის მეშვეობით, მოვარჯიშე ხარჯავს კალორიების მაქსიმალურ რაოდენობას. როგორც   ყველა სპორტის სახეობა, კრივი ძალიან დამღლელია. ნებისმიერი სპორტული თუ გამაჯანსაღებელი დისციპლინა განსხვავდება თავისი სპეციფიკით, კრივი კი ყველა ფიზიკურ მაჩვენებელთან ერთად (ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, მოქნილობა), მოიცავს სხვა მრავალ ფაქტორსაც. მოკლედ  რომ ვთქვათ, ეს არის ბრძოლა. ბრძოლის მიზანი კი მასში გამარჯვებაა, ანუ გადარჩენა. ამიტომაც, კრივის თუ კიკ-ბოქსინგის შემადგენელი ნაწილებია – ტაქტიკა და სტრატეგია, რაც საჭიროებს ფიქრს, რომ მოწინააღმდეგემ ცხვირი ან ყბა არ მოგტეხოს. ასეთი ფიზიკური და გონებრივი დაძაბულობა საჭიროებს მაქსიმალურ ენერგიას, რაც სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე, პირდაპირ კავშირშია კალორიების წვასთან. მე მესმის, რომ გოგონებს, რომელთაც მე ვავარჯიშებ კლინიკა „მედიში“, ალბათ, არასდროს მოუწევთ რეალური სპარინგი, მაგრამ ყველა მომენტი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ვარჯიშის დროს ძალაუნებურად ჩართულია. გოგონებს რეალურ ბრძოლასთან მიახლოებულ სიტუაციებს ვუქმნი.
– გამოდის, რომ კიკ-ბოქსინგში ვარჯიში გასახდომად იდეალური საშუალებაა. რამდენად მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი ამ ვარჯიშთან ერთად...
–  მთავარი მიზანი ყველასთვის ლამაზი სხეულის მიღებაა, მაგრამ ამისთვის, თავდაპირველად, საჭიროა ჭარბი წონის მოშორება, რაც ძალზე რთული ამოცანაა. ეს უნდა ხდებოდეს ეტაპობრივად და არა საზიანოდ ორგანიზმისთვის, ასაკის, კომპლექციის, ნივთიერებათა ცვლისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. ასევე, რა თქმა უნდა, დაბალანსებული კვების უმკაცრესი რეჟიმით. სწორი, დაბალანსებული კვება წონის დაკლებისა და სხეულის კორექციის საწინდარია. ამ პუნქტის სწორად, შეიძლება ითქვას, ფარმაცევტული სიზუსტით გათვლის გარეშე, შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. ვგულისხმობ, ძირითადად, ენდომორფებს, ანუ გასუქებისკენ მიდეკილ ადამიანებს. რაც შეეხება კვებას წონის კლების პროცესში და ისედაც, უნდა ამოიღონ მენიუდან სწრაფი კვების პროდუქტები, ნახშირწყლები. უპირველესად, ეს არის შაქარი, ერთი სიტყვით ტკბილეული ნებისმიერი სახით. ასევე, თეთრი ფქვილის  ნაწარმი, ეგრეთ წოდებული, პურ-ფუნთუშეული; ზეთზე შემწვარი კერძები, ყველა ტიპის ნახევარფაბრიკატი, კონსერვი; ტკბილი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები. ამგვარი მსხვერპლის გარეშე, გოგონებო, შედეგის მიღწევა, მე მგონი, შეუძლებელია. ვურჩევ ცილოვან საკვებს, ანუ ძირითადად: ქათმის, ცხვრის, საქონლის, უცხიმო ღორის ხორცს, თევზს, კვერცხს, ნაკლებად ცხიმიანი რძის ნაწარმს, კარაქისა და არაჟნის  გამოკლებით ან  დოზირებულად; ბოსტნეულს, ხილს დღის პირველ ნახევარში, ლობიოს, ცერცვს, ბარდას, კაკლეულს. გაიარეთ კონსულტაცია დიეტოლოგთან. ჭარბი წონის მოშორების შემდეგ მოდის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ბევრად უფრო დამღლელი ეტაპი, ეგრეთ წოდებული, „შრობა“ ან „გამოშრობა“. ეს ეტაპიც მიმდინარეობს მრავალი სპეციფიკური ფაქტორის გათვალისწინებით და საჭიროებს, მართლაც, არაადამიანურ ნებისყოფასა და შრომას. ასე რომ, გოგონებს ვურჩევ, ძალიან სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს და სასურველი მიზნის მისაღწევად, გადადონ თითქმის ყველა ტიპის გართობა. იცოდეთ, რომ ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო გადახვევა რეჟიმიდან, მომენტალურად დაგხევთ უკან. რაც შეეხება სხეულის, ეგრეთ წოდებულ გამკვრივებას, ეს ხდება პროცესში მთელი სხეულის ჩართულობითა და მობილიზებით. ადამიანი იძულებულია, დაიხარჯოს მაქსიმალურად და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწორი რეჟიმი და ვარჯიშების სისტემატურობა.
– ავითრებს თუ არა კრივი მასიურ და მრგვალ კუნთოვან მასას, რაც გოგონების უმრავლესობისთვის არასასურველია?
–  ზოგადად, რომ ვთქვათ, საბრძოლო ხელოვნებებში, სადაც აქცენტი დარტყმასა და მის სისწრაფეზეა გადატანილი, მებრძოლებს კუნთოვანი მასა უვითარდებათ განსხვავებულად, ვიდრე სხვა ტიპის ორთაბრძოლებში. მაგალითად, ნებისმიერი სახის ჭიდაობაში, სპორტსმენის კუნთები უფრო მასიური და მრგვალია, ხოლო კრივსა და კიკ-ბოქსინგში, პირიქით – კუნთი თხელია, გრძელი და ვიზუალურად ლამაზი. სწრაფ დარტყმას დიდი კუნთები საერთოდ არ სჭირდება პირიქით, ანელებს მის სისწრაფეს. ასე რომ, კიკ-ბოქსინგში ხელებიც და ფეხებიც იფერთხება და იღებს გრძელ, მკვრივ, ლამაზ ფორმას, იმიტომ რომ, კლასიკური კრივისგან განსხვავებით, კიკ-ბოქსისგან დარტყმები ფეხებითაც ხორციელდება. ასე რომ, ეგრეთ წოდებული, დაკუნთვა, რომელიც გოგონების უმრავლესობას არ მოსწონს, აქ არ ემუქრებათ.
– რეკომენდებულია თუ არა კიკ-ბოქსინგში აქტიური დატვირთვა და მასთან ერთად სხვა სახის ფიზიკური აქტივობაც თუა სასურველი?
– კრივში, როგორც აბსოლუტურად ყველა საქმეში, აუცილებელია ეტაპობრივი მიდგომა, მოყვარულთათვის საკმარისია კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ ვარჯიში. ვარჯიშის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ კონდიციაზე, უვარჯიშია საერთოდ თუ არა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. ზოგადად, ვარჯიში, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, მაქსიმუმ, ერთი საათი გრძელდება. რაც უფრო მრავალფეროვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მით უკეთესი. ჩემი აზრით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავამდიდროთ ის. ასე რომ, კიკ-ბოქსინგთან ერთად, სასურველია და აუცილებელიც, სხვა სახის დატვირთვა: იქნება ეს სირბილი, ველოსიპედი,  ცურვა თუ ძალოვანი ტიპის ვარჯიშები.
– რთულია ქალბატონებისთვის კრივში ვარჯიში, ტრავმების ალბათობა თუა და ვის ურჩევდით, ამ სპორტით დაკავდეს?
 – საქართველოში ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი მისდევს ჯანსაღი ცხოვრების სტილს. ძალიან პოპულარული გახდა სწორი კვება, სხვადასხვა სახეობის ვარჯიში, განსაკუთრებით კი – კიქ-ბოქსინგი. გოგონებს ვურჩევ, არ გადადონ და ადრეული ასაკიდან ჩაებან სპორტულ აქტივობაში. მშობლებმა კი ბავშვებს თავიდანვე შეაყვარონ ჯანსაღი  ცხოვრების წესი. კარდიობოქსში ტრავმის პროცენტი მინიმალურია ან  შეიძლება ითქვას, საერთოდ არ არის. ეს ხომ საშეჯიბრო დისციპლინა არ არის. როგორც უკვე ვახსენეთ, ეს არის გამაჯანსაღებელი სისტემა, ფიტნესი. ამგვარი დატვირთვა, უპირველესად, აკრძალულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში. ქალბატონებს, ვისაც არ აწუხებს ზემოთ აღნიშნული პრობლემები  ვურჩევდი,  კიქ-ბოქსინგისა და პროფესიონალი ტრენერების დახმარებით, გაიუმჯობესონ საერთო ფიზიკური მდგომარეობა, დაიხვეწონ სხეულის ფორმები.

скачать dle 11.3