კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოფილმა საქმრომ მძიმედ დაჭრილ, მომაკვდავ ქალს ვენები გადაუჭრა #19

წარსულში ორჯერ ყაჩაღობისთვის ნასამართლევი  36 წლის  თემურ ს-შვილი სამართალდამცევლებმა   30 წლის ნატალია ქ-შვილის მკვლელობისთვის დააკავეს. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მან ქალს, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა და მისი საცოლე იყო, დანით რამდენიმე ჭრილობა  მიაყენა. სასიკვდილო მდგომარეობაში მყოფი კი, შემთხვევის ადგილზე მიატოვა.
დაკავებულმა თემურ ს-შვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. მისი ჩვენების მიხედვით,  ახალგაზრდა ქალი  თვითმკვლელობის მსხვერპლი გახდა. მან აღიარა, რომ ქალს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა და მასთან კონფლიქტი მოუვიდა. თუმცა, მამაკაცის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება  სასამართლო პროცესზე, მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებით და სამედიცინო ექსპერტიზის  დასკვნით არ დადასტურდა.
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, თემურ ს-შვილი და ნატალია ქ-შვილი ერთმანეთს თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ. თემურმა ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებს წარუდგინა, როგორც მომავალი მეუღლე. მას ასევე კარგად იცნობდა გარდაცვლილის ოჯახიც. მათთან თემური ხშირად მიდიოდა. ნატალიას მამა მათი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო და შვილს ციხიდან გათავისუფლებულ  მამაკაცთან შეხვედრებს უკრძალავდა, რის გამოც  ნატალია თემურს მამისგან ფარულად ხვდებოდა.  რამდენიმე თვის განმავლობაში შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა და ვენები გადაიჭრა. მისი გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. ამ ინციდენტის შემდეგ, ნატალია ქ-შვილს ოჯახის წევრებმა თემურთან შეხვედრები აუკრძალეს, რასაც ქალის მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა მოჰყვა. სწორედ ეს არგუმენტი გამოიყენა მოგვიანებით ბრალდებულმა თემურ ს-შვილმა  ყოფილი საცოლის წინააღმდეგ. მან თვითმკვლელობა ადრეც სცადა და ახლაც იგივე  გააკეთაო, აცხადებდნენ მისი ახლობლები და ოჯახის წევრები.   
საქმის მასალების მიხედვით, მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი ქალი  მიტოვებულ კულტურის ცენტრში მამაკაცმა აღმოაჩინა, რომელმაც დასახმარებლად გამვლელებს უხმო. ქალი სისხლის გუბეში ცურავდა. იქვე ეგდო დანა, რომლითაც მას ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.    ნატალია ქ-შვილი შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სამედიცინო ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა. თუმცა, მოგვიანებით, სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ის დანის დარტყმიდან, დაახლოებით 4 საათი ცოცხალი იყო და სისხლისგან იცლებოდა.  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით გაირკვა ქალის ვინაობა.  სწორედ მისი  ოჯახის წევრების დაკითხვის შედეგად დადგინდა დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობაც. გამოძიების მიხედვით, ნატალია ქ-შვილი სახლიდან მეგობრის მოსანახულებლად  გავიდა. ხათუნა ჩ-ძის ჩვენებით, მას ნატალიამ დილითვე დაურეკა და სთხოვა, რომ  თემურ ს-შვილს უნდა შევხვდე  და დამეხმარეო. ამონაწერი ხათუნა ჩ-ძის ჩვენებიდან: „ნატო ჩემი ახლო მეგობარია. წლებია, ერთმანეთთან ძალიან უახლოესი ურთიერთობა გვაქვს. მხოლოდ მე ვიცოდი, რომ თემურს ჩუმად ხვდებოდა, რომელიც სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა.    ნატოს ოჯახი მათი შეხვედრების წინააღმდეგი იყო. ფიქრობდნენ, რომ ნატოს მის  გამო აერია ცხოვრება და 30 წლამდე ვერ გათხოვდა.  როგორც ვიცოდი, უსიამოვნებები ჰქონდათ თვითონ თემურს და ნატოსაც. თემური მის უახლოეს მეგობართან ღალატს აბრალებდა და ეუბნებოდა, არ გაპატიებო. ნატო სთხოვდა სიტუაციაში  გარკვევას. უმტკიცებდა, რომ ეს ჭორი იყო და ტყუილად ადანაშაულებდა. მაგრამ, თემური ამას არ იჯერებდა, რაც ნატოს ძალიან ტანჯავდა. იმ დღეს დილითვე დამირეკა და მითხრა, დღეს თემური ჩამოდის სოფელში. სახლში ვიტყვი, რომ შენთან მოვდივარ და მას შევხვდებიო. მე ვთხოვე, ფრთხილად ყოფილიყო, რადგან თემურზე ბევრი ცუდი გამეგონა. გვიანი ღამით კი გავიგე, რომ ნატო კულტურის ცენტრის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს.  მაშინვე ვიფიქრე, რომ თემური მის გარდაცვალებაში  იქნებოდა გარეული. ჩემს მეგობარს ვთხოვე თემურთან დარეკვა და სიტუაციის გარკვევა, მან კი თქვა, რომ იმ დღეს საერთოდ არ ჩამოსულა სოფელში და ახალ შეყვარებულთან ერთად სახლის საყიდლად დადიოდა მაკლერებთან.“
იმის მიუხედავად, რომ  დანაშაულში ეჭვმიტანილ მამაკაცს ალიბი ჰქონდა, გამოძიებამ  ეჭვი მაინც მასზე მიიტანა. თემურ ს-შვილის პირველი  ჩვენების მიხედვით, მას  ახალგაზრდა ქალი   დიდი ხანი არ ჰყავდა ნანახი. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ქალი დიდი ხნის განმავლობაში თხოვდა შეხვედრას და სოფელში ნახევარი საათით მისი თხოვნით ჩავიდა. „როცა გაიგო, რომ ცოლი მომყავდა, რამდენჯერმე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ჩემთან სიტუაციის გარკვევა უნდოდა. მე გადაწყვეტილი მქონდა ცოლის შერთვა, ნატოსთან ურთიერთობაც რამდენიმე თვის დამთავრებული იყო. მაგრამ სატელეფონო საუბარში დამემუქრა, რომ თუ არ შევხვდებოდი, თავს მოიკლავდა. ადრე ასეთი სიტუაცია უკვე იყო, ნატომ ჩემ გამო ვენები გადაიჭრა. იგივე რომ არ გაემეორებინა, მხოლოდ ამის გამო დავთანხმდი შეხვედრაზე, სადაც დანით მოვიდა. ჩვენ კულტურის სახლში შევხვდით. ნატომ დანა ამოიღო და მითხრა, თუ ცოლს მოიყვან და მე საბოლოოდ მიმატოვებ, ახლავე თავს მოვიკლავო.  მე დავამშვიდე  ნატო, რომ ცოლის მოყვანას  ჯერ არ ვაპირებდი. მინდოდა, იქაურობა მშვიდად, კონფლიქტის გარეშე დამეტოვებინა. ნატო კულტურის ცენტრში დავტოვე, მე ჩავჯექი მანქანაში და თბილისში წავედი, სადაც საცოლე მელოდებოდა, რომელთან ერთადაც მთელი დღე ბინის საძებნელად დავდიოდი.”   
გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების ვარაუდით, რაც ნაწილობრივ, გამოძიების მიერაც იქნა გაზიარებული, ნატალია ქ-შვილი, შეყვარებულის კრიმინალური საქმიანობის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა და დაემუქრა, რომ თუ მიატოვებდა, ამის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა. ამიტომ, თემურ ს-შვილმა ქალის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ეს დადასტურდა ნატალია ქ-შვილის მეგობრის, ხათუნა ჩ-ძის ჩვენებითაც. საქმის მასალების მიხედვით,  თემურ  ს-შვილი სოფელში ქალთან ანგარიშის გასასწორებლად ჩავიდა. მისი მოკვლა თავიდანვე  ჰქონდა გადაწყვეტილი.  მან ქალი ხანმოკლე საუბრის შემდეგ დანით დაჭრა. უკვე მომაკვდავს კი, ვენები გადაუჭრა და შემთხვევის ადგილზე მიატოვა. ამ ვერსიას ამყარებდა სამედიცინო ექსპერტიზისა და კერძო ექსპერტის დასკვნაც, რომ    ნატალია ქ-შვილი სხეულზე სამი ჭრილობის მიყენების შემდეგ  თავად ვერ გადაიჭრიდა ვენებს, რისი მცდელობაც ადრე ჰქონდა. ამჯერად ეს ქმედება მკვლელობის კვალის გადასაფარად იყო ჩადენილი.  სასამართლომ თემურ ს-შვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3