კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა საბჭოეთიდან ფანტასტიკური გაქცევა მკვლელობისთვის ძებნილმა ქართველმა მაიორმა #19

გაქცევა
1973 წლის 19 აპრილს 37 წლის ომარ მახარაძე საბადრაგო მანქანით გაიქცა. 1936 წელს დაბადებული ქართველი, ყოფილი სამხედრო მაიორი, სასამართლოდან „ლეფორტოვოს ციხეში“ გადაჰყავდა გაძლიერებულ ბადრაგს. მახარაძე თავისი უფროსის, პოლკოვნიკ ვადიმ ელისეევის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული და საგანგებო სამხედრო ტრიბუნალმა მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. სიკვდილმისჯილი „ლეფორტოვოს ციხის“ სარდაფში უნდა დაეხვრიტათ და იქიდან თავის დაღწევა ყოვლად შეუძლებელი იყო. მახარძეს გადარჩენის ერთადერთი შანსი გაქცევა იყო და მას ეს ნახევარი საათის განმავლობაში უნდა მოესწრო, ანუ მანამდე, სანამ სასამართლოდან ციხეში დააბრუნებდნენ. ომარმა, რომელსაც საუცხოო საბრძოლო მომზადება ჰქონდა, წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანას. როგორც კი საბადრაგო ფურგონში ჩასვეს, მან იქვე, ორი შეიარაღებული ბადრაგი გათიშა და მათ იარაღს დაეუფლა. შემდეგ თვალის დახამხამებაში გაანეიტრალა კიდევ ორი ბადრაგი და მძღოლიც მათ მიაყოლა. ბოლოს კი, ხელბორკილებდადებულმა, საბადრაგო მანქანა გაიტაცა და მოსკოვის ქუჩებს მიაშურა. გატაცებული მანქანა ჩკალოვის ხიდის ქვეშ იპოვეს მიგდებული. თავად გაქცეული კი ვერსად აღმოაჩინეს და მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.

ულტიმატუმი
მახარაძემ ელისეევი ცოლის გამო მოკლა. ქართველი მაიორი მოსკოვის საგანგებო-სამხედრო ოპერატიულ სამმართველოში მუშაობდა და სამხედრო დასახლებაში ცხოვრობდა. იქვე ცხოვრობდა პოლკოვნიკი ელისეევიც, რომელიც ომარზე სამი წლით უფროსი იყო. მახარაძეს ჰყავდა ახალმოყვანილი 25 წლის მეუღლე, ელენა დივინა, რომელიც გენერალ-პოლკოვნიკ იური დივინის შვილიშვილი გახლდათ. ელენეს ელისეევი და მახარაძე ერთდროულად ეტრფოდნენ. გოგონამ კი ქართველი მაიორი არჩია. პოლკოვნიკმა ეს ამბავი გულში ჩაიდო და მახარაძისთვის სამაგიეროს გადახდა მოინდომა. 1973 წლის 19 იანვარს, როდესაც ომარი მორიგე იყო, პოლკოვნიკი ელისეევი მახარაძის მეუღლეს, ელენას, სახლში მიადგა და ბინაში რომ შეაღწია, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოინდომა. ქალმა პოლკოვნიკი მონადირის დანით დაჭრა მხარში და სახლიდან გამოაგდო. თუმცა, ამის შესახებ მთელმა სამხედრო დასახლებამ შეიტყო. ამ ამბავმა ომარის ყურამდეც მიაღწია. მან მორიგეობა მიატოვა და პოლკოვნიკ ელისეევს სახლში მიუვარდა. შემდეგ გარეთ გამოათრია და „შტიკ-ნოჟით“ (ავტომატზე დასამაგრებელი დანა) დაჩეხა. ბოლოს კი თავი მოჰკვეთა და ღობის სარზე წამოაცვა. ქართველი მაიორი თავადვე ჩაბარდა სამხედრო პროკურატურას. თუმცა, მას განსაკუთრებული  სისასტიკით ჩადენილი, უფროსი ოფიცრის განზრახ მკვლელობის მუხლი მიუყენეს და დახვრეტა მიუსაჯეს. შვილიშვილის  ქმრის უბედურებას ვერ გაუძლო გენერალ-პოლკოვნიკმა და იური დივინს გული გაუსკდა. გაქცევიდან ორი კვირის შემდეგ, სამხედრო პროკურატურამ ელენა დივინა პატიმრობაში აიყვანა და მიმალვაში მყოფ მახარაძეს შეუთვალეს, ჩაბარებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მეუღლეს ციხეში ამოალპობდნენ. 1973 წლის 5 მაისს ომარმა მთავარი სამხედრო პროკურორის, ანტონ ვორობიოვის 25 წლის ქალიშვილი – ვერა გაიტაცა და პროკურორს ულტიმატუმი წაუყენა – ან ჩემს ცოლს უპირობოდ გაათავისუფლებ, ან შენს ქალიშვილს ცოცხალს ვერ მიიღებო. ულტიმატუმმა გაჭრა და ელენე დივინა ციხიდან გამოუშვეს.

პოლიტიკური თავშესაფარი
ქართველი ძებნილი საკმაოდ თადარიგიანი, საზრიანი და ეშმაკი კაცი იყო. მან ჯერ ცოლი გადამალა და მხოლოდ ამის მერე გაუშვა ტყვეობიდან მთავარი სამხედრო პროკურორის, ანტონ ვორობიოვის ქალიშვილი – ვერა. 6 მაისს კი, წინასწარი შეთანხმებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელმა უეინ კოსტნერმა, რომელსაც ომარ მახარაძე ორი დღით ადრე საიდუმლოდ შეხვდა, ელენე დივინა ჯერ საელჩოში ფარულად შეიყვანა. შემდეგ კი ასევე ფარულად, საზღვარზეც გადაიყვანა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიყვანა, სადაც ქალს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. გენერალ-პოლკოვნიკის შვილიშვილი, შეერთებული შტატების მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მას სხვადასხვა ტელეგადაცემაში იწვევდნენ და ინტერვიუებს ართმევდნენ, მისი ცხოვრების შესახებ ყვებოდნენ. დივინა ამბობდა: „მე მიყვარს ჩემი სამშობლო და მოღალატე არ ვარ. მე არ მიყვარს ჩემი მთავრობა, რომელიც უსამართლოა და მართალია, ჩემმა მეუღლემ დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მას უსამართლო განაჩენი გამოუტანეს. დღეს ცოცხალი თუა, არც კი ვიცი...” მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ მაიორს, ომარ მახარაძეს, სამხედროები და უშიშროება ინტენსიურად ეძებდნენ, მაინც ვერ მოიხელთეს. ის საიმედოდ იმალებოდა და თან, იმედს არ კარგავდა, რომ ცოლს შეუერთდებოდა უცხოეთში.

ფანტასტიკური გაქცევა
ომარ მახარაძეს უეინ კოსტნერმა ცოლთან ერთად შესთავაზა ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დამალვა, შემდეგ კი საზღვარზე არალეგალურად გადაყვანა. ყოფილმა მაიორმა კი უარი უთხრა:
– ორი ადამიანის შეფარება უფრო რთულია, ვიდრე ერთის. თანაც, მე მკვლელობა მაქვს ჩადენილი და რომც გამოვიდეს გადაყვანა, ბრალს დაგდებენ – ამერიკელები მკვლელებს მფარველობენო. თქვენ ჩემს ელენეს მიმიხედეთ და დანარჩენი მე ვიციო...
და, მართლაც, გამოცდილ და გაბედულ ქართველს საკმაოდ სარისკო და ორიგინალური ჩანაფიქრი ჰქონდა. ციხიდან გაქცევიდან შვიდი თვის შემდეგ, ანუ 20 ნოემბერს, მახარაძე ლენინგრადში იმყოფებოდა. საშინელი ამინდი იყო. თოვდა. ყინავდა და თერმომეტრი მინუს თერთმეტ გრადუსს უჩვენებდა. როგორც კი ჩამობნელდა, ომარი საავიაციო კლუბ „სატურნის“ ტერიტორიაზე შეიპარა, ღამის დარაჯი გაკოჭა. შემდეგ მსუბუქი, სპორტული თვითმფრინავი გაიტაცა და მინიმალურად დაბალ სიმაღლეზე, სასიგნალო და სანავიგაციო მოწყობილობების გამოუყენებლად, ფინეთის ყურეს უკუნეთ სიბნელეში გადაუფრინა და თვითმფრინავი ჰელსინკის მახლობლად, გაყინულ ველზე დასვა. ფრენამ სულ რაღაც 33 წუთს გასტანა. დაბალ სიმაღლეზე მოძრავი აპარატი ვერცერთმა რადარმა ვერ დააფიქსირა. გაქცეული ქართველი მაიორი ფინეთის დედაქალაქში შემხვედრი მანქანით ჩავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიაშურა და უკვე ამერიკელების დახმარებით, ცოლთან ჩავიდა ვაშინგტონში.
ცოლ-ქმარს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხი შვილი შეეძინათ. ომარ მახარაძე 2015 წელს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3