კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები #19

სვიფტი: გააკეთე ის, რაც სწორია და არა ის, რაც მარტივი გეჩვენება.
სოკრატე: როცა პირად საქმეებზე ვინმეს რჩევა უნდა ჰკითხო, ჯერ იმას მიაქციე ყურადღება, როგორ აქვს მოგვარებული თავისი პირადი საქმეები.
ტოლსტოი: ყველაზე ბოროტ კაცსაც ღიმილით უნათდება სახე, როცა ეუბნებიან, რომ ის უყვართ. ამაშია ბედნიერება.
ბალზაკი: ეჭვი უფრო მეტ ოცნებას კლავს, ვიდრე მარცხი.
კამიუ: ზოგ ადამიანს არ ესმის, რას ლაპარაკობ, ზოგს კი ისიც ესმის, რას ფიქრობ.
ოტია იოსელიანი: შეყვარებამდე უნდა გაახილო თვალები, თორემ თუ შეგიყვარდა, მერე მარტო ის და მისი ძაღლი კი არა, მეზობლის ნაგაზიც გეყვარება!
ბიორნე: სიძლიერე ის არაა, რაც შეგიძლია, ძლიერი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ისეთ რამეს გააკეთებ, რაც ადრე შეუძლებელი გეჩვენებოდა.
გერცენი: ნუ გეშინია – წადი რისკზე! თუ გაიმარჯვებ, ბედნიერი იქნები; თუ დამარცხდები – გამოცდილი.
მერდოკი: ყოველთვის უნდა გქონდეს მიზანი, მაგრამ არასდროს შეედარო სხვას.
დელაკრუა: განვითარება რთულია, ცვლილებებიც რთულია, მაგრამ ყველაზე ძნელია, იყო იქ, სადაც შენი ადგილი არაა.
ვებერი: იყავი მასთან ერთად, ვინც იცის, რა მდიდარია იმით, რომ შენ ჰყავხარ.
თაგორი: არსებობს ბედნიერების დაკარგვის სამი მახე: წარსულით ცხოვრება, მომავლის შიში, აწმყოს არდაფასება.
გოეთე: ხშირ შემთხვევაში, ცუდი რეპუტაცია აქვთ მათ, რომლებიც სხვის დაკრულზე არ დადიან.
დიდრო: ცხოვრებაში არ უნდა ინერვიულო ორ რამეზე: ერთი – რომელსაც ეშველება და მეორე – რომელსაც არაფერი ეშველება.
დალაი ლამა: გახსოვდეს, რომ იმის არმიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.
კატონი: არ ვბრაზდები ადამიანებზე, უბრალოდ, აზრი მეცვლება მათზე.
ტვენი: ზომიერება ყველაფერშია საჭირო, მათ შორის, თავმდაბლობაშიც.
პირანდელო: იყო გმირი, უფრო ადვილია, ვიდრე – წესიერი ადამიანი. გმირი ცხოვრებაში შეიძლება, მხოლოდ ერთხელ იყო, წესიერი კი – ყოველდღიურად.
ბაირონი: ჯერ არცერთი სიყვარული თავისით არ მომკვდარა. კლავდნენ, კლავენ და მოკლავენ...
ვოლტერი: საკმარისი აღმოჩნდა, ერთ კაცს ქალი შეჰყვარებოდა, რომ სამყარო გახდა ისეთი, როგორიც არის.

скачать dle 11.3