კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გადატანა გაუჭირდება ანი იმნაძეს და როგორი დედამთილია თამრიკო ჭოხონელიძე #19

მსახიობი ანი იმნაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ბედნიერია იმით, რომ წარმატებული კარიერის პარალელურად, ბედნიერი პირადი ცხოვრებაც აქვს. ის მეუღლესთან, მსახიობ კოკო როინიშვილთან ერთად, სამი წლის მარიამ როინიშვილს ზრდის და მათი ოჯახური იდილია დროსთან ერთად, უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება.
ანი მარჯანიშვილისა და „ილიაუნის“ თეატრებშია დაკავებული. ბოლო პერიოდში, ეკრანზე ნაკლებად ჩანდა, თუმცა ახლახან სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მოგვევლინა ანკას ყოფილი ქმრის – მიშკას შეყვარებულის როლში.
– ანი, ბოლო პერიოდში ხშირად არ ჩანხარ არც ეკრანზე, არც პრესაში. რატომ?
– პირადად, მე არ ვერიდები ეკრანზე გამოჩენას, თუ ეს ჩემს პროფესიას ეხება. უბრალოდ, არის ეტაპები, როცა მეტად დაკავებული ვარ და ზოგჯერ კი – ნაკლებად. თან, ბოლო პერიოდში აქტიურად ვმუშაობდი სპექტაკლზე. თუმცა, როცა სერიალში დამიძახეს, მივედი.
– სერიალში სტანდარტული ქასთინგით მიხვედი?
– კი, მაგრამ ქასთინგი სხვა როლისთვის გავიარე. თუმცა, იმ როლისთვის არც მზად ვიყავი და თან, ის ჩემგან ძალიან შორს იყო. შემდეგ ამ როლზე დამირეკეს და დავთანხმდი. სხვათა შორის, ამ სერიალის მაყურებელი აქამდეც ვიყავი და მიხარია, რომ მეც ჩავერთე.
– სერიალის პარალელურად, თეატრში რა ხდება?
– ამ ეტაპისთვის მარჯანიშვილის თეატრში, ორ სპექტაკლში ვთამაშობ, ერთ სპექტაკლში კი – „ილიაუნის“ თეატრში. პარალელურად, სხვადასხვა გადაღება მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ დილიდან საღამომდე გარეთ ვარ, მაგრამ ასეთი დღეებიც მაქვს. მყავს მარო, კოკო, მეგობრები, მაქვს ჩემი საქმე და ბედნიერი ვარ (იცინის).
– არადა, ბევრი მსახიობი წუწუნებს, საქმე და პირადი ცხოვრება ერთად არ გამოდისო.
– მოდი, ამას პროფესიას ნუ დავაბრალებთ. პროფესიამ, უბრალოდ, შეიძლება, ეჭვიანი ან ეგოისტი ადამიანის პროვოცირება გამოიწვიოს. მსახიობობა თავის თავში მოიცავს ხშირ გასვლებს, გარკვეულ სცენებს და ამ ყველაფერმა შეიძლება, კარგად გამოავლინოს შენი მეორე ნახევრის თვისებები. აქ პროფესია არაფერ შუაშია.
– როგორია შენი და კოკოს ოჯახური ცხოვრება? ბევრი ცნობილი წყვილისგან განსხვავებით, მედიასთან ხშირი ურთიერთობა არ გაქვთ და ბევრმა არ იცის თქვენ შესახებ.
– როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ზოგჯერ რაღაცეები შენთვის უნდა დაიტოვო. ჩემი აზრით, ყველაფრის აფიშირება საჭირო არაა. რაც ძალიან „ჩემია“, იმაზე სახალხოდ საუბარი არ მიყვარს. უბრალოდ, იმედი მაქვს, მე და კოკო ყოველთვის ისე ვიქნებით, როგორც ახლა ვართ და კიდევ უფრო მაგრად. ყოველდღე უფრო და უფრო კარგი ხდება ჩვენი ურთიერთობა (იცინის). ვიღაცამ შეიძლება, იფიქროს, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ ჩემთვის ცოტა საშიშია ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი, ყოველთვის და ყველგან. სხვას რომ ვუყურებ, როგორ ყვებიან ბედნიერ ურთიერთობაზე, მომწონს, მაგრამ მე მირჩევნია, ეს ნაკლები დოზით გავაკეთო.
– ყოველი დღე უკეთესიაო, თქვი. ამას როგორ ახერხებთ. როგორც წესი, დროსთან ერთად, ურთიერთობა ხუნდება ხოლმე.
– ამის რეცეპტი, სამწუხაროდ, არ გაქვს (იცინის). სხვათა შორის, პარტნიორი ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია: თეატრშიც, კინოშიც და რა თქმა უნდა, ცხოვრებაშიც. რომ დავფიქრდე, მე და კოკო ახალდაქორწინებულები რომ ვიყავით, მაშინ უფრო მეტს ვკამათობდით, ვიდრე ახლა. დროსთან ერთად, ერთნი გავხდით და ალბათ, ამიტომ. როგორ არა, ხანდახან ვკამათობთ, ვჩხუბობთ კიდეც, მაგრამ მერე, შეიძლება, უცებ მე ჩავეხუტო ან კოკომ გადმოდგას პირველი ნაბიჯი. სხვათა შორის, არც შეყვარებულობის დროს ვიბუტებოდით გადაბმულად ერთი ან ორი დღით. როცა რამე მწყინს, აუცილებლად უნდა ვთქვა და როცა ვამბობ, მაშინვე მავიწყდება (იცინის).
– ურთიერთობის დასაწყისში არსებული რომანტიზმიც შეინარჩუნეთ?
– იცი, რა? ადრე ვამბობდი, რომ ძალიან მაგრად ვიყავით. ახლა ვფიქრობ, რომ დღეს უფრო კარგად ვართ. იმედი მაქვს, სულ ასე გაგრძელდება (იცინის). რაც შეეხება რომანტიზმს, ამის სპეციალურად შექმნას არ ვცდილობთ. უბრალოდ, როცა მოგვინდება, შეიძლება, სადმე წავიდეთ მარტო, საღამოს ფილმს ვუყუროთ, შოკოლადი ვჭამოთ ან ჩაი დავლიოთ.
– კოკო ეჭვიანიაო.
– (იცინის) მგონი, ადამიანებს გარკვეული პერიოდები აქვთ. ზოგჯერ მეტად ეჭვიანობენ, მაგრამ მერე, ნელ-ნელა უნელდებათ ეს გრძნობა. ყოველ შემთხვევაში, კოკოს ახლა განელებული აქვს ეჭვიანობის მომენტები. გიჟურად არც არასდროს უეჭვიანია, მაგრამ გამოვლინებები ჰქონდა (იცინის). უფრო იუმორში გადაიზარდა ეს ყველაფერი.
– შენ არ ხარ ეჭვიანი?
– მე, საერთოდ, თუ ცხვირწინ არ ამაფარე რამე, ისე ვერ შევამჩნევ. „ნეტა, ეს რატომ თქვა?“, „ამის მიღმა რა იგულისხმება“ და მსგავსი ფიქრები, ნამდვილად არ მაწუხებს. რაც ძალიან მიხარია. საბოლოოდ, შესაძლოა, ძალიან მეწყინოს მეგობრის თუ ახლობლის არასწორი საქციელი, მაგრამ მუდმივად ამ ეჭვებით რომ ვცხოვრობდე, გავგიჟდებოდი. მე, ერთადერთი, ფეხმძიმობის დროს ვეჭვიანობდი. მაშინ ხასიათი ძალიან შემეცვალა და ახლა რომ ვფიქრობ, მგონია, ის მე არ ვიყავი (იცინის).
– ბევრ ქალს უთქვამს, კაცის ღალატს არა უშავსო, შენ რას ფიქრობ?
– ვინც ასე ამბობს, მგონია, რომ სხვა გზა არ აქვს. სინამდვილეში კი, თვითონაც არ ეთანხმება ამ აზრს. ან ასე ცდილობს ამ აზრს შეეგუოს. თუმცა, არის ოჯახები, სადაც ასეთი აზრით იზრდებიან ბავშვები და თუ მათ, შემდეგ პროტესტი არ გაუჩნდათ, ბოლომდე მიაჩნიათ, რომ კაცის ღალატში განსაკუთრებული არაფერია. ჩემთვის ასე ნამდვილად არ არის. როცა კაცი სხვასთან მიდის, ესე იგი, შენგან საკმარისს ვერ იღებს. ვერასდროს ვეტყვი სხვას, ამის გამო ქმარს უნდა დაშორდე-მეთქი. ის კი არა, ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდე, მე რას ვიზამ, ეგეც არ ვიცი. მაგრამ, ალბათ, მაინც დაშორება ჯობია. თუმცა, როცა წყვილიდან ერთ-ერთი ღალატობს, მეორეც უნდა დაფიქრდეს, იქნებ მასშია პრობლემა?! თუმცა ისეთი მამაკაცებიც არიან, ყველაფრის მიუხედავად, მაინც რომ არ ასვენებთ რაღაც. ცოტა ხნის წინ სექსზე საუბარი სირცხვილი იყო და პრინციპში, ახლაც ასეა. ვფიქრობ, პრობლემები დიდწილად აქედან მოდის. თუ ცოლ-ქმარს შორის ეს თემა გახსნილია და ისინი პრობლემებზე საუბრობენ, მის მოგვარებასაც შეძლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან მაგარი გამოსავალია ლაპარაკი. ყველაზე კარგია, თუ ღალატის აღიარება მოხდება. ეს ნამდვილად ძალიან მძიმე გადასატანია, მაგრამ, მგონი, უფრო ღირსეული საქციელია. პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობას, ნამდვილად ჯობია. გამიგია წყვილების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთს მეორესთვის უთქვამს: იცი, რა, მე სხვა მიყვარს და მასთან უნდა წავიდე, ვერ მოგატყუებო. ასეთი რამეები ხდება და ამის გამო ადამიანი უსინდისოდ არ უნდა შერაცხო. კი ბატონო, ძალიან რთულია. კოკო რომ მოვიდეს და მითხრას, სხვა მიყვარს და მასთან უნდა წავიდე, ამას ვერ დაგიმალავო, – ამის გადატანა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს უფრო პატივსაცემი ნაბიჯია, ვიდრე თვალის დაბრმავება.
– შენ და კოკოს 3 წლის მარიამი გყავთ. როგორი გოგოა, მოგვიყევი მის შესახებ.
 – ის უმცროსი მარიამ როინიშვილია. თბილი და კეთილი გოგოა. მინდა, რომ სულ ასეთი იყოს და ჯანსაღი აზროვნების ადამიანად ჩამოყალიბდეს. მეც და კოკოც ვცდილობთ, ამაში ხელი შევუწყოთ.
– თქვენი ოჯახის ყველა წევრი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. კოკოს და – მარიამ როინიშვილი ყველასთვის საყვარელი მომღერალია. საინტერესოა, როგორი მულია.
– მარიამზე რომ ვყვები, სულ ვამბობ, „ჩემი მარიამი“ და მერე ვაყოლებ, „კოკოს და“, რომ ჩემს შვილში არ აერიოთ.  რა ვქნა, მარიამისთვის მულის დაძახება არ შემიძლია (იცინის). ჯერ ჩემი მარიამია და მერე კოკოს და. თავიდან, რომ გავიცანი, კოკოს და იყო და უბრალოდ, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ახლა უკვე ჩემიც არის (იცინის). ხშირად მიფიქრია, რა საშინელებაა, როცა წყვილი ქორწინდება და ერთმანეთის ოჯახის წევრებთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. საშინელება იქნებოდა, თამრიკოსთან, მარიამთან და გიასთან რომ დაძაბული ურთიერთობა მქონდეს. ასეთ დროს სულ მინდა, ხეზე დავაკაკუნო, ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი პრობლემები არ მაქვს (იცინის).
– დედამთილების თემა მაინც ყოველთვის განიხილება. თამრიკო როგორია ამ როლში?
– სხვათა შორის, ის ზედმეტად კონსერვატორი ადამიანი ჰგონიათ. ჩემი დამოკიდებულება ასეთი არ იყო, თვალებში სულ სხვა სითბო ჩანდა და გაცნობის შემდეგ ეს ყველაფერი ათმაგად განმტკიცდა. მე ვუსურვებ ყველას, რომ თამრიკოსნაირი დედამთილი შეხვდეთ. მზრუნველი ადამიანია, ძალიან მზრუნველი, სხვებისთვისაც ასეთია. მგონი, მთელი ქვეყნის დედაა და ამიტომ, ერთხელ „ქართლის დედის“ სუვენირი ვაჩუქე (იცინის). მოკლედ, აი, ასეთი თბილი, იუმორითა და სიყვარულით სავსე ურთიერთობა გვაქვს. ჰოდა ზუსტად ეს მახარებს.
– პატარა მარიამი ხელოვანების ოჯახში იზრდება. დედა და მამა რომ მსახიობია, თვითონ რას ამბობს?
– სხვათა შორის, არ უთქვამს, რომ მსახიობობა უნდა. ამბობს, რომ გავიზრდები „დედა“ უნდა ვიყოო. მაგრამ, ზოგადად, დედა კი არა, მე ვინც ვარ, ის უნდა, რომ იყოს (იცინის).

скачать dle 11.3