კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაამარცხებთ ადვილად სხეულის დაღლასა და კუნთების ტკივილს #19

დატვირთვის შემდეგ ფეხის კუნთების ტკივილი აუტანელია. განსაკუთრებით, ღამით, როცა სხეულს დასვენება სჭირდება. კუნთების სპაზმი შეიძლება, ყოველდღე გაწუხებთ და არ აქცევთ ყურადღებას. ეს უსიამოვნო შეგრძნება კი, შეიძლება, სერიოზულ პრობლემადაც იქცეს. ამიტომ, უმჯობესია, დროულად აიცილოთ ის თავიდან და მიიღოთ გარკევული ზომები. სპაზმების მიზეზი შეიძლება, სტრესული  სამუშაო ან უბრალოდ, ფიზიკური დატვირთვა იყოს. დააკვირდით თქვენი ცხოვრების წესს. გაიხსენეთ, რას აკეთებდით დღის განმავლობაში და როდის გემართებათ ასეთი სპაზმები.
სპაზმების მიზეზი შეიძლება, იყოს:
ბრტყელტერფიანობა – ასეთი ტიპის ფეხები კუნთების დაძაბულებას იწვევს და მეტად იტვირთება. თუ ასეთი ტერფი გაქვთ, აუცილებლად ატარეთ სპეციალური ფეხსაცმელი.
ორსულობა – ამ დროს ფეხის კუნთების სპაზმს ქალები ხშირად განიცდიან. ეს იმიტომ ხდება, რომ ნაყოფი იზრდება და მეტი დაწოლა ხდება ფეხის კუნთზე.
ზოგიერთი მიკროელემენტის დეფიციტი – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი,   B6  ვიტამინი და სხვა. თუ დიეტაზე ხართ და ჯანსაღად არ იკვებებით, ეს ელემენტები, სავარაუდოდ, ორგანიზმს აკლია.
სტრესი და გადაღლა – ასეთ დროს ორგანიზმში სტრესის ჰორმონები იმატებს და ეს, მთელ სხეულზე ახდენს გავლენას.
პროფილაქტიკა:
ყოველთვის ატარეთ თავისუფალი და კომფორტული ფეხსაცმელი. განსაკუთრებით, ყურადღება მიაქციეთ ამ ფაქტორს, თუ  სპორტით ხართ დაკავებული ან ფეხების დატვირთვა სამუშაოდან გამომდინარე, დიდია.
დაიწყეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლა ეტაპობრივად. ეცადეთ, შეიძინოთ სეზონური, ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებშიც ის ელემენტებია, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება. ხშირად მიირთვით კამა, ოხრახუში, ზღვის კომბოსტო, მწვანე ხახვი, ქატო, გარგარი, რძის პროდუქტები და თევზი.
დაიტვირთეთ ფიზიკურად ზომიერად. ვარჯიშის დროს შეეცადეთ, კუნთები მეტისმეტად არ დაძაბოთ. დაისვენეთ პერიოდულად და კუნთებს აღდგენის საშუალება მიეცით.
ფეხის მასაჟი, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ძალიან სასარგებლოა. ის დაძაბულობას ხსნის.
ფეხის კუნთების სპაზმები, ასევე, უმოძრაობის გამოც შეიძლება, დაგემართოთ. თუ მეტისმეტად დიდხანს ზიხართ და ფიზიკური აქტივობა გაკლიათ, საღამოს 10-20 წუთი მაინც დაუთმეთ ვარჯიშს.
სწორი კვება, ვარჯიში, ჯანსაღი ძილი – ეს ის ფაქტორებია, რაც ფეხის კუნთების სპაზმს სამუდამოდ დაგავიწყებთ.

скачать dle 11.3