კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი პროდუქტები აგაცილებთ თავიდან ზედმეტ წონას და დიეტებით ტანჯვას #19

უამრავ საკვებსა და სასუსნავს შორის არის ისეთიც, დადებითად რომ მოქმედებს ქალბატონების ჯანმრთელობაზე, წონის დაკლებასა და გუნება-განწყობაზე. შოკოლადი, გრეიპფრუტი და სხვა გემრიელი სასუსნავები დაგეხმარებათ, გქონდეთ კიდევ უფრო ლამაზი კანი, ფრჩხილები და თმა, იყოთ ენერგიული და თან, წონაც აკონტროლოთ.
დაბალი ცხიმიანობის იოგურტი – მიირთვით ორ დღეში ერთხელ. იოგურტი სავსეა ქალის ორგანიზმისთვის საჭირო კალციუმით. გარდა ამისა, შეიცავს ორგანიზმის ეგრეთ წოდებულ, „მეგობარ ბაქტერიებს“. იოგურტის რეგულარულ მიღებას შეუძლია, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი პრობლემა აგარიდოთ თავიდან. ცხიმის დაბალი შემცველობის გამო, მისი მოხმარება მაშინაც შეიძლება, როცა დიეტას იცავთ. ეცადეთ, ხილის იოგურტებს თავი აარიდოთ. ასეთ იოგურტებში ძალიან დიდი რაოდენობითაა შაქარი. თუ იოგურტი არ გიყვართ, შეგიძლიათ, მაწონი მიირთვათ.
თხილეული – შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა არ დაგავიწყდეთ,  რომ თხილეული ძალიან კალორიულია. თხილი, ნუში, ნიგოზი, მზესუმზირა, არაქისი – საუკეთესო ენერგეტიკული სასუსნავია. თუ იმის დრო არ გაქვთ, რომ ისაუზმოთ, ან შაუდღისას, შესვენებაზე წაიხემსოთ, ერთი პაკეტი თხილეული მიირთვით და ის ენერგიითაც აგავსებთ, თან დაგანაყრებთ და სახლში დაბრუნებული ბევრს აღარ შეჭამთ. თხილეულში შემავალი სასარგებლო ცხიმები, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და გულის დაავადებების განვითარებას ებრძვის. ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კალციუმსა და ცილებს.
წყალი – დღეში 1.5-2 ლიტრი სითხის მიღება აუცილებელია. მართალია, წყალი საკვები არაა, მაგრამ ის ორგანიზმისთვის აუცილებელია – დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, აუმჯობესებს კანის ფერს, გვეხმარება საჭმლის მონელებაში. წყალი უნდა მიიღოთ მხოლოდ სუფთა სახით და არა: გაზიანი სასმელები, ხილის წვენები, ალკოჰოლური სასმელი და კომპოტები.
შოკოლადი – მიირთვით, როცა მოგინდებათ, მაგრამ, ზომიერად. ის აღიარებულია ქალის ერთ-ერთ, აუცილებელ საკვებად. ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას და ებრძვის ცუდ განწყობასა და დეპრესიულ „შემოტევებს“. უმჯობესია, მიირთვათ შავი შოკოლადი, რადგან წონაში მომატებისგანაც დაგაზღვევთ და თან, თავსაც ტბილი სასუსნავიც გაანებივრებთ.

скачать dle 11.3