კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ცხონდება ადამიანი პრობლემების გარეშე და რატომ აქვთ თანამედროვე ქრისტიანებს დამახინჯებული, დაზიანებული სულიერი აზროვნება #19

ჩვენ სხვების მატერიალურ და სულიერ სახლში ფათური უფრო გვახასიათებს და მოგვწონს, ვიდრე საკუთარ სახლში წესრიგის დამყარება. ხშირად არც ერთი და იგივე ცოდვის ჩადენას ვერიდებით. სწორი ქრისტიანული აზროვნებაც შორს არის ჩვენგან,  რაც საბოლოოდ, ჭეშმარიტ სარწმუნოებას გვაშორებს. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – სჯულის კანონში გარკვევით წერია: თუ ადამიანი ერთი თვის განმავლობაში არ გამოჩნდება ეკლესიაში, ის უნდა დაითხოვოს მოძღვარმა. მაგრამ დღეს, მოძღვრები ასეთი მკაცრები ვერ ვიქნებით, რადგან სეკულარულ საზოგადოებაში გვიწევს მოღვაწეობა, თითქმის ბოლო ჟამის დასაწყისია.  მე ყოველთვის შემწყალებელი ვარ. ადამიანი წელიწადში ერთხელ რომ მოვიდეს ეკლესიაში, შევიწყალებ, ვათქმევინებ აღსარებას და ვაზიარებ. მაგრამ, თუ ადამიანს სინდისი გააჩნია, მიხვდება, რომ მას ეს ზიარება არ ეკუთვნის, რომელიც ღვთის უდიდესი მოწყალება, მოძღვრის კეთილი ნებაა. ასეთ ადამიანს სინდისი მუდმივად უნდა ამხილებდეს: არ დაიღალე ერთი და იმავე ცოდვის ჩადენით, ერთი და იგივეს თქმით აღსარებაში, ულოცველობით, უმადლობით. როდესაც ეკლესიაში შემოდიხართ, ამ დროს უფლის სახლში შემოაბიჯებთ. ზოგი მხოლოდ ზიარებას ელოდება, ზოგი – ქადაგებას, თუმცა ამას არც ასრულებს. ზოგი მხოლოდ ერთმანეთთან სასაუბროდ და გასართობად მოდის. ზოგჯერ ადამიანი ეკლესიაში მიდის და შიგნით არც შედის, ან თუ შედის, ძალიან ბევრს  მოძრაობს.  ადამიანების დიდი ნაწილი მხოლოდ ცუდზე ფიქრობს. რაც არ უნდა ხდებოდეს მის ცხოვრებაში, მაინც ფიქრობს, რომ ყველაფერი ცუდადაა, ან იქნება. როგორ უნდა განეშოროს ადამიანი ასეთ მდგომარებას?
არსებობენ ადამიანები, ოქრო და ვერცხლი წინ რომ დაუყარო, მაცხოვარი გამოეცხადოს, მთელი სამყაროს ბრილიანტები დაეყაროს მუხლებთან, მაინც ცუდზე ფიქრობს. ხშირად მინახავს, 5 წუთის წინ ნაზიარებ ადამიანს როგორ ჩამოსტირის თავ-პირი. არ მგონია, მას იმხელა სულიერება ჰქონდეს, რომ თავის ცოდვებს ისევ განიცდიდეს, მაგრამ სიხარული ხომ უნდა ეტყობოდეს სახეზე, ღიმილის სახით მაინც?! უნდა იყოთ იმედიანები, ცუდის მაგივრად, კარგზე იფიქრეთ და არ იყოთ დაღვრემილები, დამძიმებულები. თუ ქრისტიანი ხარ, მოღიმარი უნდა იყო, თუ რამე გაწუხებს, შენს გულში დამალე და სხვას არ მოახვიო შენი პრობლემები. ყველას აქვს პრობლემა და ამის გარეშე არც გვამყოფოს ღმერთმა, რადგან ვერც გვაცხონებს. ადამიანმა სულიერი ცხოვრება რომ დაიწყოს, ჯერ სულიერი აზროვნება უნდა გააჩნდეს. თორემ, რომ დაიწყოს სულიერი ცხოვრება, ის არასწორად წარიმართება და რომ არ წარიმართოს არასწორად, ჩვენ უნდა გვქონდეს შემეცნება.
– როგორ უნდა ჰქონდეს ადამიანს სწორი აზროვნება და როგორ უნდა მივიდეს ის ჭეშმარიტ რწმენამდე?
– დამახინჯებული აზროვნება ეს მოხიბლული, დაზიანებული აზროვნებაა: დავდივარ ეკლესიაში, ვეზიარები, ყოველ კვირას მოწყალებას გავცემ, არ ვარ ისეთი, როგორც ჩემი მეზობელი, ქმარი ან რომელიმე მეგობარია. სწორი აზროვნება კი იწყება: მე კეთილი არაფერი მიქნია, ცოდვილი ვარ ცოდვილთა შორის, ოჯახში, სამსახურში და ღმერთი გადამარჩენს მე. ანუ, როცა საკუთარი თავი მიგაჩნია ცოდვილად, ეს ჯანსაღი აზროვნებაა. განსჯა საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ. არასდროს არ უნდა განიკითხოთ ადამიანი, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ნახოთ ის, რადგან მალე, შეიძლება, იმავე მდგომარეობაში ჩავცვივდეთ  ჩვენ, ან ჩვენი ახლობელი. ბევრს საკუთარი თავიც არ უყვარს, რაც თავისადმი უპატივცემულობით, არასწორი ცხოვრებით გამოიხატება. ასეთ ადამიანს არ შეიძლება, უყვარდეს სხვა და დააფასოს მისი თვისებები. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული სხვა სიყვარულისგან რადიკალურად განსხვავდება. ვინც ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, ის უფლის, ეკლესიის მიღმა იმყოფება. უფალი მოითხოვს: მცირედით დაიწყეთ. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მცირედია, როცა შენ იწყებ სწორ, გონივრულ ლოცვას. წმიდა მამებიც გვასწავლიან: თუ არ ლოცულობ, ლოცვები მაინც წაიკითხეო. თუმცა, აქვე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ნურავის დაავალდებულებთ ლოცვების წაკითხვას – ნურც ახალმოქცეულ ქმარს და ნურც შვილებს. ბევრი ადამიანი წირვაზე კითხულობს დილის ლოცვებს, ზიარებისწინა ლოცვებს, ან პარაკლისს. ეს ნიშნავს, რომ შენ არ გაინტერესებს, რას კითხულობს მედავითნე, რას გალობს გუნდი, რა კვერექსები ითქმება. მერე გახვალ გარეთ – ჭორაობ, შემოდიხარ – ეზიარები და გარბიხარ სახლში. წირვაზე მოსმენის გარდა, სხვა რაღაცის კეთება მიუღებელია. როცა მოძღვარი და სტიქაროსნები შიგნით კითხულობენ შენს „მოსახსენებელს“, შენთან ერთად უნდა ლოცულობდნენ და ამ დროს შენ არ ხარ ეკლესიაში, ან ხარ და რას აკეთებ, არავინ იცის. ეს მაგიაა და არა ლოცვა, მოხსენიება. ის, ვისი სახელებიც შენს მოსახსენიებელში წერია, ზეპირად უნდა იცოდე. დადექი წირვაზე და მოიხსენიე ის სახელები. უფალი, მოძღვარი და შენ ერთად უნდა იყოთ ამ დროს. სტიქაროსანი, უბრალოდ, ახმოვანებს ამ ყველაფერს. თუ სტიქაროსანს დაეზარება ან გამორჩება, ამას ანგელოზები აკეთებენ, მაგრამ ამ დროს შენ რას აკეთებ? არაფერს – მცირედში ერთგულიც არ ხარ და ამ დროს გინდა, დაუჯდომლები წაიკითხო, პარაკლისები, მაგრამ შენი ლოცვა არ სცილდება არც ეკლესიის გუმბათს და არც სახლის ჭერს. დღეს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ჩვენ ვიმყოფებით იმ პერიოდში, რომელსაც აპოსტასია, აპოკალიფსის წინა პერიოდი ჰქვია. ყველა სფეროში გარკვეული ხარვეზებია. კაცობრიობამ, დედამიწამ თითქმის ამოწურა თავისი რესურსი. ყველა სფეროში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი, გარკვეული მოვლენები ვითარდება, რომლის შესახებაც აპოსტასია – ღვთისგან განდგომა ქადაგებს და რომლის შესახებაც პირველივე საუკუნეში გაგვაფრთხილეს წმიდა მამებმა. წმიდა მამები ამბობენ, რომ განხმება სიყვარული მრავალთა, ანუ სიყვარული დაიკარგება, გამოჩნდებიან ცრუ მქადაგებლები, ცრუ წინასწარმეტყველები და ჭეშმარიტი ქრისტიანების რიცხვი შემცირდება, რაც სახეზეა. მაგრამ, ვის შეუძლია, დაიცვას ადამიანები, თუ არა ღმერთს და ეს ღმერთია იესო ქრისტე.  

скачать dle 11.3