კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქეთევან ლაშხი – ზუსტად ის პროფესია ავირჩიე, რომელიც უნდა ამერჩია და ამაზე უკეთესს ცხოვრებაში ვერაფერს გავაკეთებდი #18

ქეთევან ლაშხი: ასე მგონია, შეუძლებელია სხვა, მსგავსი სამედიცინო დაწესებულების პოვნა. პაციენტები ამბობენ, რომ აქ ფეხის შემოდგმისთანავე, თითქოს უფრო თავისუფლად სუნთქავ, ტკივილიც კი უკან იხევს.
კედლებზე ცნობილი მხატვრების მანუშევრები, სასიამოვნო მუსიკა, განათებული სივრცე, კეთილგანწყობილი გარემო, პროფესიონალი ექიმები, საუკეთესო სამედიცინო აპარატურა, ერთადერთი და უნიკალურიც კი. ევროპულ კლინიკებშიც კი ვერ იპოვით ისეთ მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და ინტელექტუალურ პოტენციალს, როგორც თავმოყრილია აქ – კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც თბილისში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, თოდუას კლინიკის სახელით უფრო იცნობენ. ჩვენი ჟურნალი დღეს ამ კლინიკის ერთ-ერთი სტრატეგიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთევან ლაშხს ეწვია. ექიმი-რადიოლოგი, ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურიატი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, აქ, ინსტიტუტის დაარსების დღიდან მუშაობს.
– ქალბატონო ქეთევან, თქვენ ერთ-ერთი პირველთაგანი ხართ, ვინც საქარველოში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დანერგვაში იღებდა მონაწილეობას. 20 წელზე მეტი გავიდა, მაშინ, სავარაუდოდ, მედიცინის ეს დარგი დიდად ცნობილი არ იყო...
– დიახ, 1996 წელს ეს იყო დიდი აფეთქება! მინდა გითხრათ, რადიოლოგობაზე დიდად არ მიოცნებია. სამედიცინო ინტიტუტში სწავლისას კარდიოლოგია მიტაცებდა და ასეც გადავწყვიტე – კარდიოლოგი გავხდი. მაგრამ, ბატონ ფრიდონთან შეხვედრამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. თავად ხედავთ და, ალბათ, იცით კიდეც, რომ დღეისთვის ჩვენი ინსტიტუტი ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა ევროპაში. 1991 წელს, როდესაც ბატონი ფრიდონი მოსკოვიდან დაბრუნდა და საქართველოში რადიოლოგიის აღორძინება გადაწყვიტა, აქ მხოლოდ ნახევრად გათხრილი საძირკვლის და ყუთებში შეფუთული კომპიუტერული ტომოგაფის ანაბარა ვიყავით – საოცრად რთულ დროს, სამოქალაქო ომისა და საყოველთაო ნგრევით გარშემორტყმულები. არავის სჯეროდა, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდოდა, მაგრამ დიდმა შრომამ, მონდომებამ და ენთუზიაზმმა თავისი ნაყოფი გამოიღო. წარმატების საიდუმლო გახლდათ თავდაუზოგავი შრომა და სწავლა, რაც დღემდე გრძელდება და რა თქმა უნდა, ბატონი ფრიდონის გასაოცარი ქარიზმა და უნარი – არ ჩამოუშვას ხელები არანაირი სირთულის წინაშე. დღეს ჩვენ გვაქვს უახლესი კლინიკური, იმუნოლოგიური, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, უნიკალური პათო-მორფოლოგიური და იმუნო-პისტოქიმიური აპარატურა და დღევანდელ დღეს შეუცვლელი, ონკოგენეიკის ულტრათანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომლის ანალოგიც საქართველში არ არსებობს. ბოლო თაობის ულტრაბგერითი აპარატურა, ციფრული რენტგენოგრაფიული დანადგარები, 2 გამა-კამერა, უახლესი რადიოქირურგიის აპარატი EDGE, რომლის ანალოგი ევროპის ხუთიოდე კლინიკაშია, ბრაქითერაპიის დანადგარი, 4 კომპიუტერული და 5 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, უნიკალური შესაძლებლობების მქონე ენდოსკოპიური, ენდოქირურგიული და 3D ლაპარასკოპიული ტექნიკა და მართლაც რომ უნიკალური, საოპერაციო ბლოკები პრაქტიკულად ყველა ტიპის ქირურგიული ჩარევებისთვის. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ კლინიკის სერვისების გაფართოებაზე, იმისთვის, რომ პაციენტებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ამჟამად მიმდინარეობს ახალი კორპუსის მშენებლობა, სადაც სულ მალე განთავსდება პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფი PET/ CT, ეს გვაქცევს ერთმნიშვნელოვნად უნიკალურ, ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ სამედიცინო დაწესებულებად.
– თქვენი განყოფილების შესახებ რას გვეტყვით? არც ისე იოლია, დღევანდელ სამედიცინო საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრო, გახდე ცნობილი და მოთხოვნადი...
– ჩვენი განყოფილება, ისევე როგორც მთელი ინსტიტუტი, ნელ– ნელა, როგორც იტყვიან, აგურ-აგურ აშენდა. 1996 წელს 0,2 ტესლა სიმძლავრის Siemens-ის ფირმის MAGNEOTM OPEN-I სამედიცინო ტექნიკის სასწაული იყო, ახლა კი განყოფილებაში სრულიად ახალი თაობის სხვადასხვა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვის ხუთი დანადგარი  გვაქვს. გვაქვს კვლევის ისეთი პროგრამები, რომლებიც ადამიანის აზრისა და გენიის ნამდვილი შედევრია. ასეთია გულის მრტ კვლევის პროგრამა, რომელიც გულის მუშაობის ფუნქციური შეფასების საშუალებას გვაძლევს. Whole Body – მთელი სხეულის გამოკვლევა, ღვიძლის, თავის ტვინის, სახსრების, ძუძუს, ხერხემლისა  თუ შინაგანი ორგანოების კვლევისთვის შექმნილი სხვადასხვა პროგრამა დიაგნოსტიკაში უკვე საფუძვლიანად დაინერგა და სრულიად შეუცვლელი გახდა. ამიტომაცაა, რომ ჩვენს განყოფილებაში მუდამ ბევრი პაციენტია. მიუხედავად 5 აპარატის არსებობისა, პაციენტების მიღება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით გვიწევს. სულ ახლახან ბატონ ფრიდონთან ერთად კიდევ ერთი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის შეძენა გადავწყვიტეთ და როგორც ბატონ ფრიდონს ჩვევია – შესაშური ოპერატიულობით მოვაწერეთ კიდეც ხელი კონტრაქტს ფირმა „სიმენსთან”. ძალიან მალე აქ მეექვსე დანადგარი –  Siemens Magnetom C ამუშავდება. ეს იქნება განსხვავებული ტიპის აპარატი – ღია სისტემა, რომელიც  იმ პაციენტებს გაუადვილებს გამოკვლევას, ვისაც კლაუსტროფობია – დახურული სივრცის შიში აქვს. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ხსნის სუნთქვით და მოძრაობით არტეფაქტებს, რაც აიოლებს ბავშვების კვლევას.
– ქალბატონო ქეთევან, თქვენ ინსტიტუტში დაარსების დღიდან მუშაობთ და მოწმე ხართ, როგორ გაიზარდა და განვითარდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. რას იტყვით, ინტელექტუალურ შემადგენლობაზე – ადამიანებზე, ვინც თქვენს გვერდით არიან?
– ინტიტუტის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, ბატონ ფრიდონ თოდუას აზრით, და ძნელია მას ამაში არ დაეთანხმო, წარმატების მთავარი წინაპირობა პროფესიონალთა დიდი გუნდია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოვიზიდოთ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მონდომებული და საქმისთვის თავდადებული ადამიანები. საუკეთესო რამ, რასაც ვაკეთებთ ჩვენთვის და დარგის მომავლისთვის, პროფესიულ ზრდა-განვითარებაში ინვესტირება გახლავთ. ინსტიტუტი სახსრებს და ძალ-ღონეს არ იშურებს სპეციალისტების მოსამზადებლად. ჩვენი ყოველი თანამშრომელი სისტემატურად გადის სხვადასხვა სახის სწავლებისა და ტრენინგის კურსებს უცხოეთის წამყვან კლინიკებში, მონაწილეობს საერთაშორისო შეხვედრებში, კონგრესებსა და კონფერენციებში – მოგეხსენებათ, დღეს ტექნიკური პროგრესი ისეთი ტემპით ვითარდება და ისე ცვლის გარემოს, მედიცინას, რომ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს კომპიუტერული და მაგნიტურ– რეზონანსული ტომოგრაფიის ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრი. ამ დარგის, პრაქტიკულად, ყველა ექიმი ჩვენი მომზადებულია. ნამდვილად საამაყო ფაქტია, რომ ჩვენს ინსტიტუტში გაზრდილი ახალგაზრდები, დღეს დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან და დამოუკიდებლად მოღვაწეობენ სხვადასხვა კლინიკაში.
ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ხარისხი – ეს არის სამი ძირითადი კომპონენტი, რამაც განაპირობა კლინიკის უპირობო ლიდერობა საქართველოს სამედიცინო ბაზარზე დღიდან დაარსებისა. არ მინდა, ზედმეტად პათეტიკური მოგეჩვენოთ, მაგრამ, ექიმის პროფესიას დაუღალავი შრომა და ბევრი სირთულე ახლავს – იმედგაცრუებაც და დიდი სიხარულიც. ბედნიერებაა, ემსახურებოდე საქმეს, რომელიც გიყვარს. იბრძოლო სიცოცხლისთვის, იყო გულწრფელი იმ ადამიანების წინაშე, შენი რომ სჯერათ. თავად კი მუდმივად განვითარდე, ისწავლო რაღაც ახალი... რაც შეეხება დამსახურებას და გამართლებას, ვფიქრობ, მე ძალიან გამიმართლა – გამიმართლა, რომ ვარ ისეთი სკოლის წარმომადგენელი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. შეიძლება ითქვას, ჩვენი ინსტიტუტი მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ეს ნამდვილად დიდი სიამოვნება და სიამაყეა – გქონდეს ამბიცია იყო ერთ-ერთი, საუკეთესოთა შორის. მუდმივად იყო თანამედროვე მოთხოვნათა სიმაღლეზე და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ამ ადამიანებსაც ეამაყებოდეს შენს გვერდით დგომა!

скачать dle 11.3