კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გახდა ნინუცა მაყაშვილი „ჩიკა“ და რის გამო არ უნდა მას მილიონერი ქმარი #18

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი მაყურებელს ახალი როლით მოევლინა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“. ქასთინგზე ჩიკას როლისთვის მივიდა, თუმცა, საბოლოოდ, მილიონერ ძმებ ბარხატაშვილებიდან, ერთ-ერთის ცოლი გახდა.
ამბობს, რომ საკუთარი გმირი მისგან იმდენად განსხვავებულია, რომ, როცა ამ პერსონაჟის სახით ეკრანზე გამოჩნდა, მეგობრებმაც კი ვერ იცნეს. რას ფიქრობს მილიონერის ცოლობაზე, როგორი დედაა და რა შემთხვევაში აპატიებს ღალატს საყვარელ ადამიანს, ამას მისგან შეიტყობთ.
ნინუცა მაყაშვილი: „ჩემი ცოლის დაქალებში“ სხვა როლისთვის გამართულ ქასთინგზე მივედი. ჩიკას როლისთვის ეძებდნენ მსახიობს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ პერსონაჟს არ შევეფერებოდი. თუმცა, მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთ-ერთი ბარხატაშვილის ცოლის როლი უნდა შემესრულებინა. ჩემამდე ვინც იყო, იმან გარკვეული მიზეზების გამო, ვეღარ მოახერხა გაგრძელება და მე ამიყვანეს. პერსონაჟთან რამე საერთო მაქვს-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ის მდიდარი გოგოა, რომელიც სპეციალურად გათხოვდა მილიონერზე და სხვა არაფერი აინტერესებს. ქმარი რაღაცეებს კი უშლის, მაგრამ ეს დიდად არ აწუხებს, იმიტომ რომ, მილანში დადის საშოპინგოდ და ის პატარა წინააღმდეგობები აღარც ახსოვს. მისგან განსხვავებით, მე არ დავდივარ მილანში საშოპინგოდ (იცინის). არც მასავით ნაზი და ქალური ვარ. თავს მეც ვუვლი, მაგრამ მასავით – ნამდვილად არა.
– მილიონერის ცოლობა როგორია?
– მილიონერის ცოლობა გადასარევია. რაც არ უნდა სთხოვო ქმარს, ყველაფერს გისრულებს, რატომაც არა (იცინის). თუმცა, ჩემი პერსონაჟის მდგომარეობაში ყოფნას, მირჩევნია, მილიონერი ქმარი არ მყავდეს. მეორე ნახევრის მილიონერობის მიხედვით შერჩევა, ჩემგან ძალიან შორს არის. ფულის გამო ცოლად არავის გავყვები. თუ ადამიანი შემიყვარდა და ეს გრძნობა ორმხრივია და თან, მილიონერიცაა, რატომაც არა. მაგრამ, ამას ჩემთვის გადამწყეტი მნიშვნელობა არ აქვს. სტატუსისა და შესაძლებლობების მიხედვით ადამიანებს არ ვარჩევ.
– ჩიკას როლი დღეს ძალიან აქტუალურია. რადგან ამ როლზე მიხვედი ქასთინგზე, გული არ გწყდება, ახლა სხვას რომ უყურებ?
– არა. გული არანაირად არ მწყდება, იმიტომ რომ, ჩემი პერსონაჟიც ძალიან საინტერესოა. ნამდვილად არ მაქვს პრობლემა იმის გამო, რომ ჩიკას როლზე არ ამიყვანეს. სხვათა შორის, პირველი სერია ეთერში რომ გავიდა, ძალიან ბევრმა ვერ მიცნო, იმდენად განსხვავებული ვარ იქ – ქუსლებზე, შეღებილი, ქალურად გამოწყობილი. მეგობარმა დამირეკა და მეუბნება: სერიალზე გადართე, იქ ერთი გოგო ისე გგავს, შეიძლება, შოკში ჩავარდეო (იცინის). არავის სჯეროდა, რომ მე ვიყავი. ზოგმა ტატუთი მიცნო და ზოგმა რით. ძალიან მიხარია, რომ ასეა. ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას კარგად და განსხვავებულად ვაკეთებ (იცინის).
– როლისთვის დაიწყე მილიონერების ცოლებზე დაკვირვება?
– მე გარშემო მყავს ისეთი ადამიანები, ვისთანაც ამ გმირს ვაიგივებ და მათგან ვიღებ მაგალითს. ხომ არსებობენ ისეთი გოგოები, ყველაფერს რომ აკეთებენ მილიონერზე გასათხოვებლად. სიყვარული საერთოდ არ აინტერესებთ. მთავარია, სარფიანად გათხოვდნენ. ზუსტად ასეთებისგან ავიღე მანერები და რაღაც თვისებები.
– შენ შესახებ არ გსმენია ჭორები, რომ მილიონერის მოხიბვლას ცდილობ? ან მილიონერი შეყვარებული გყავს?
– არა, არასოდეს უთქვამთ, რომ მილიონერს ვხვდები. მილიონერებს და ფულიანებს ჩემნაირი გოგოები არ მოსწონთ. უფრო ისეთები ხიბლავთ, როგორიც სერიალში ვარ. მე კი ჩემი პერსონაჟისგან ძალიან განსხვავებული სტილი მაქვს. ჭორებს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული წამიკითხავს ან მსმენია ჩემ შესახებ. ადრე გავიგე, რომ თურმე, განსხვავებული ორიენტაციის ვყოფილვარ. მაშინ ძალიან მეშლებოდა ნერვები, მაგრამ ახლა უკვე მეცინება მსგავს რაღაცეებზე. არ მიმაჩნია, რომ ამაში რამე საწყენია. ვინც წერს, იმან იკითხოს, მე საერთოდ არ მადარდებს.
– რის გამო გავრცელდა ეს ჭორი?
– ჩემი სტილიდან გამომდინარე – თმა მოკლედ მქონდა, ბიჭურად  ვიცვამდი და ამბობდნენ, გოგოა თუ ბიჭი, ვერ ჩამოყალიბდაო. მეც ვუპასუხე: როცა მინდა, გოგო ვარ და როცა მინდა, ბიჭი. რა პრობლემაა-მეთქი?! ბოროტ ადამიანებს რა გამოლევს, თან, სულაც არ მაქვს ის მომენტი, რომ ვაიმე, ყველას უნდა მოვეწონო-მეთქი. მაშინ ძალიან ბევრი ფული უნდა მქონდეს და ყველას ვუკუჭავდე.
– უკვე დიდი შვილი გყავს. როგორი დედა ხარ?
– მეგობრები ვართ. ძალიან „დედური“ მომენტები არ მაქვს, მაგრამ როცა საჭიროა, მკაცრიც ვარ. ერთნაირი ხასიათი გვაქვს, მაგრამ ის ჩემთან შედარებით, ძნელად დასამორჩილებელი ბავშვია. მე ჩუმი, წყნარი და მუთაქა ვიყავი. ბავშვობაში მართლა სულ მუთაქასავით ვეგდე და მეძინა. რომ გავიზარდე და ცოტა დამოუკიდებელი გავხდი, მერე შევიცვალე. მხიარული ვიყავი, მაგრამ ცელქი – არა. ჩემი შვილი მხიარულიცაა და თან, ისეთი აფერისტი, მეტი არ შეიძლება (იცინის). პატარა რომ იყო, ისე ტიროდა, რომ ცრემლი არ უვარდებოდა. მერე სარკესთან „ამუღამებდა“ ტირილს. ოთახში გადიოდა, ვითომ სატირლად და ამ დროს თამაშობდა. თუ მიზანს ვერ მიაღწევს, მაშინვე საწყალ სახეს მიიღებს და მეუბნება, როგორი ცოდოა. ტელეფონი რომ უნდა, უნდა ნახო, როგორ მეხუტება. ვხვდები, ასე რის გამოც იქცევა და რომ ვეკითხები – ტელეფონი გინდა? არა, დედა, შენთან ჩახუტება მინდოდა, რა შუაშია ტელეფონიო და ხუთ წუთში: დედა, ტელეფონს მათხოვებ? (იცინის).
– მარტოხელა დედობას როგორ ართმევ თავს?
– არ ვარ მარტოხელა დედა. ბავშვის გაზრდაში დედაჩემი და მისი მეუღლე მეხმარებიან. ჩემი შვილისთვის ყველაფერი ისინი არიან, როცა მე გადაღებები მაქვს.
– მამასთან, მსახიობ ბესო ზანგურთან აქვს ურთიერთობა? ადრე ამბობდი, რომ იშვიათად ჰქონდათ ურთიერთობა.
– ამ მხრივ, ახლაც არაფერი შეცვლილა. ურთიერთობა, ბოლო პერიოდში საერთოდ არ აქვთ.
– თქვენ ერთ თეატრში ხართ და ალბათ, გაქვთ შეხება.
– კი. ერთ თეატრში ვართ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, არც მე მქონია მასთან შეხება.
– შვილისთვის, ალბათ, რთულია, მამასთან რომ არ აქვს ურთიერთობა.
– უნდა, ენატრება და რაღაცეებს მეკითხება ხოლმე. მაგ საკითხში მეც ძალიან ვიჭედები და რაღაცეებს ვერ ვუხსნი, მაგრამ, როგორც არის, ისე არის.
– ამ ეტაპზე შენს ცხოვრებაში რა ხდება?
– ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს. პირადი ცხოვრება პირადია. როგორც კი ამაზე ვიწყებდი საუბარს, მაშინვე ყველაფერი ირეოდა. ამიტომ, მირჩევნია, ჩუმად ვიყო.
– პირველმა გამოცდილებამ, ალბათ, რაღაცეებზე სხვანაირად დაგაფიქრა.
– რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ უფრო მეტად გააზრებული ნაბიჯი უნდა გადავდგა. ამ შემთხვევაში, მე მარტო არ ვარ. მყავს შვილი და მეორეჯერ ისეთივე შეცდომის დაშვების უფლება, არ მაქვს. ასე რომ, თუ რამე იქნება, ჯერ ძალიან კარგად დავფიქრდები და ამ ნაბიჯს მერე გადავდგამ. მთავარია, ადამიანი კარგად გაიცნო და ყველანაირ სიტუაციაში გამოსცადო. ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება დაჩქარებულად არ უნდა მიიღო. მაშინ პატარა ვიყავი – 19 წლის. ვითომ გრძნობებს ავყევი, მაგრამ მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. გავიზარდე, გავძლიერდი და ახლა ვხვდები, ისეთ ნაბიჯს აღარ გადავდგამ, რომელმაც შეიძლება, კიდევ მავნოს. მთავარია ნდობა, ურთიერთგაგება და მაქსიმალურად შორს – ტყუილები.
– ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახში ფუნქციების გადანაწილებაზე რას ფიქრობ?
– გააჩნია სიტუაციას. წყვილი ერთმანეთს უნდა დაეხმაროს, დავალება იქნება ეს, კერძების მომზადება თუ სხვა რამე. საერთოდ, უმეტესწილად, კაცები არიან შეფ-მზარეულები. ასე რომ, სამზარეულოში ტრიალი მათი საქმე უფროა (იცინის). როცა საოჯახო საქმეების გაკეთებას ცოლი ვერ ასწრებს და ქმარი აკეთებს, არ მიმაჩნია, რომ ეს კაცის სისუსტის ნიშანია, ან ის „ბანძი ტიპია“ ამის გამო. კაცი „ცუდი ტიპი“ ნამდვილად არაა სახლის დალაგების გამო. პირიქით, ძალიან რომანტიკულია, სამსახურიდან მოსულ, დაღლილ ცოლს თუ საჭმელს დაახვედრებ. ეს არ ნიშნავს, რომ კაცმა კაბა უნდა ჩაიცვას. უბრალოდ, ცოლს ეხმარება. კაცისგან არც სახლის დალაგება არ „ტეხავს“.
– ბევრის აზრით, კაცს რომ ღალატი ეპატიება, ამაზე შენ რას ფიქრობ?
– ადრე მეგონა, თუ კაცი მიღალატებდა, თავს მოვიკლავდი. ახლა ვხვდები, რომ, როცა ადამიანი გიყვარს და ხედავ, ის გულწრფელად ნანობს თავის შეცდომას, განიცდის, მაშინ შეიძლება, ღალატიც ვაპატიო და საერთოდ, ბევრი რამ. მაგრამ თუ ბევრჯერ მატკინეს გული და გამიცრუეს იმედები, მერე აღარაფერი მაინტერესებს. დროსთან ერთად, შეხედულებები იცვლება. წლების წინ ისიც მეგონა, რომ გავთხოვდებოდი და ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ არც ასე აღმოჩნდა (იცინის).

скачать dle 11.3