კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჰქონდა ქრისტინე მარტიაშვილს ყველაზე ბედნიერი 8 თვე და რატომ ჩაშალა მან საკუთარი ქორწილი #18

ქრისტინე მარტიაშვილი „X ფაქტორის“ კიდევ ერთი ნიჭიერი მონაწილეა. ის მანამდე უკრაინულ „X ფაქტორშიც“ მონაწილეობდა. საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და ფინალამდეც მივიდა. ქრისტინეს განსაკუთრებით უყვარს ენების შესწავლა და როგორც თავად ამბობს, ეს მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.
ქრისტინე მარტიაშვილი: მინდოდა ჩემს ქვეყანაში მიმეღწია წარმატებისთვის და აქ უფრო ცნობილი ვყოფილიყავი. უკრაინაში იმდენად ვგრძნობდი ხალხის სითბოს, ყურადღებას, რომ საქართველოში ეს მომაკლდა. ერთადერთი, რაც საქართველოში არის, ეს შოუებია და ვცადე, იქ წარმომეჩინა საკუთარი თავი.
– უკრაინულ „X ფაქტორში“ მონაწილეობდი, თან, საკმაოდ წარმატებულად.
– ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 8 თვე არ ვიცოდი, რა იყო ძილი. ნამდვილი ვარსკვლავივით ვცხოვრობდი და ვამბობდი: ახლა მივხვდი, როგორ ცხოვრობენ ნამდვილი ვარსკვლავები-მეთქი. დილით ადრე გვაღვიძებდნენ, პავილიონში მივყავდით, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა და მილიონ რამეს გვიკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, ძალიან მენატრება ეს ყველაფერი. დიდი ქვეყანაა და ყველაფერი ბევრად მასშტაბური, დატვირთული იყო. საქმესაც დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი. ყოველ წამს ველოდებოდი, რომ პროექტს დავტოვებდი, რადგან ვიცოდი, რომ სხვა ქვეყანაში არავინ გამამარჯვებინებდა. რა შედეგიც დავდე, სხვა კონკურსანტებთან შედარებით, ძალიან კარგი იყო. პირველი ლაივიდან, სამი ლაივი ვიდექი აუტსაიდერებში.
– რთულია ის მომენტი, როცა „სიცოცხლის სიმღერის“ შესრულება გიწევს?
– ისე გამოდიოდა, რომ თითქის სიმღერას მე ვირჩევდი, არადა, დილემის წინაშე მაყენებდნენ. ერთხელ საშინელი სიმღერა მომცეს „ლა ისლა ბონიტა“ – ან ეს სიმღერა უნდა ამერჩია, ან ალა პუგაჩოვას „რადუისა“. მეც ვამტკიცებდი, რომ „ლა ისლა ბონიტა“ ძალიან მაგარი სიმღერა იყო და ეს უნდა მემღერა, რადგან „რადუისას“ ნადვილად მერჩია. ბოლო ლაივზე ვგრძნობდი, რომ ვტოვებდი პროექტს და ჩემი საყვარელი სიმღერა ვიმღერე. ნაკლებად ვნერვიულობდი, რადგან ვმღეროდი იმას, რაც მიყვარდა და შედარებით თავისუფალიც ვიყავი.
– გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როგორც მომღერალი, ჩინეთშიც მუშაობდი. როგორ შეაფასებდი იქ გატარებულ პერიოდს?
– რატომღაც ყველას ჩინეთი აინტერესებს, არადა, სომხეთშიც მქონდა კონცერტი და ზოგადად, ერევანში ხშირად მაქვს კონცერტები. ერევანში მიწვევენ განსაკუთრებით ქართული რესტორნები. ასევე, ანტალიაში სეზონზე ბენდთან ერთად ვმუშაობდი. მერე უკვე მარტო წავედი, რადგან იქაურ სიტუაციას გავეცანი და მივხვდი, საშიში არაფერი იყო. გარდა თურქეთისა, უკრაინაშიც ვმღეროდი, მაგრამ ჩინეთი მაინც ისე ჟღერს. ალბათ, იმიტომ რომ, სახელი აქვს გაფუჭებული – ზოგს რაღაცას დაპირდნენ და არ შეუსრულეს. მეც მქონდა კომპანიასთან პრობლემები, რაღაცეები მომატყუეს, მაგრამ ძალით არავინ არაფერს გაკეთებინებს. ვისაც როგორ უნდა, ისე ცხოვრობს. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი პირადია და აფრიკაშიც რომ ვიყო, იქაც მომღერლად ვიმუშავებდი, მოდელად მე არ გამოვდგები. იქაც ანაზღაურება იგივეა, თან ძალიან ცუდი ქვეყანაა. არიან გოგონები, რომლებიც ჩადიან თუ არა, უყვარდებათ ჩინეთი. მე 100-დან მეხუთე ადამიანი ვარ, ვისაც ჩინეთი არ მოსწონს, რადგან საშინლად ბინძური ერია. ფული კულტად აქვთ ქცეული, ფულის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები. ამას რომ გრძნობ, ცოტა შიში გიპყრობს, თან, უცხო ქვეყანაში ხარ. ელემენტარული მოდუნების საშუალება არ გეძლევა, პასპორტი სულ დამალული გაქვს. არ იცი, რა ხდება, ძალიან დიდი მაფიაა და მოკლედ, ფრთხილად უნდა იყო.
– შენ გქონდა ამ ყველაფერთან შეხება?
– მე არა, რადგან კომპანიით ვიყავი წასული და მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა აღებული, რომ არაფერი დამემართებოდა. ზოგადად ვამბობ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო. შეიძლება, ქუჩაში ვიღაცამ დაგინახოს და გაქრე, ვერასდროს გიპოვონ. ასეთი რაღაცეებიც მომხდარა. თავისი „ჩატი” აქვთ და იქ სულ იწერებოდა, რომ ლამაზი გოგონები დიდი ხნით იკარგებოდნენ. მოკლედ, მე არ მომეწონა ეს ქვეყანა, ჩემი სტილი არ არის. მარკეტში რომ მივდიოდით მე და ჩემი აფრიკელი მეგობარი, ფოტოაპარატებით, ტელეფონებით დაგვსდევდნენ, თითს იშვერდნენ ჩვენკენ და ეს მომენტი ძალიან გამაღიზიანებელი იყო. ან აპარატის რიგში რომ ვიდექით, უკან მოვიხედავდით და 10 აპარატი იყო ჩვენკენ მომართული. გვიჟდებოდით, უკვე, ზოოპარკში გვეგონა თავი.
– რა არის შენი გამოკვეთილი თვისებები?
– მძიმე ხასიათი მაქვს, რადგან ზედმეტად პირდაპირი ვარ. ზედმეტად იმპულსური და ფეთქებადი ხასიათი მაქვს. თუმცა, მეორე დღეს აღარ მახსოვს ის წყენა. ძალიან არ მიყვარს და არ მსიამოვნებს, როცა პირად ცხოვრებაში მიძვრებიან. რომ მინდოდეს, პირადი ცხოვრების ამბების გამჟღავნება, ისედაც ვიტყოდი. თან, არ მაქვს ისეთი სერიოზული ურთიერთობა, რომ გათხოვებას ვაპირებდე. ვიღაც მეც გამეპრანჭება და ვიღაცას ყოველთვის გავეპრანჭები. კლაუდია შიფერი არ ვარ, მაგრამ გამაჩნია ისეთი რაღაც, რამაც შეიძლება, ნებისმიერი მამაკაცი მიიზიდოს. ილაპარაკონ ყველაფერზე, გარდა ჩემი პირადისა და ოჯახისა. ამის უფლებას მეგობრებსც არ ვაძლევ, თუ თავად არ ვიტყვი რამეს. მომწონს ადამიანი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ფლირტის დონეზე. მაგრამ, არიან ვიღაცეები, რომლებიც ცდილობენ, პირად ცხოვრებაში შემომიძვრნენ. ძალიან ვბრაზდები, როცა ტყუილს ამბობენ. ისეთი არ ვარ, ვინმეს რამე დავუმალო. 3 წლის წინ მყავდა შეყვარებული, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა მქონდა, ნიშნობამდეც მივედით, მაგრამ მივხვდი, ცოლად ვერ გავყვებოდი. რომ დავფიქრდი, იმ დასკვნამდე მივედი, ვერ შევძლებდი მთელი ცხოვრება მყვარებოდა. უზომოდ ვუყვარდი, მეც უზომოდ მიყვარდა, დღემდე პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურთიერთობა არ მაქვს. მაგრამ, ერთ დღეს, როდესაც დადგა მომენტი, თვე-ნახევარში ქორწილი  უნდა მქონოდა, ჩემს თავს ვუთხარი: გათხოვებისთვის არ ხარ მზად, ქრისტინე!
– მან როგორ მიიღო ეს ყველაფერი?
– ვუთხარი, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ისე არა, რომ ცოლად გამოგყვე-მეთქი. სამი დღე თავი დამანება – ალბათ, ცუდ ხასიათზეა, გადაუვლისო, საერთოდ არ მეკონტაქტებოდა. მეც მიხაროდა, რა კარგია, ასე რომ შეხვდა-მეთქი. მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ერთმანეთს ძალიან დავცხეთ. სახლშიც პრობლემები მქონდა. ბოლო პერიოდში ძალიან უყურადღებო გახდა. თავიდან ყველაფერი ისე ლამაზად დაიწყო, თან, იმდენი ხანი აქტიურობდა: მნახე, მნახე, მნახეო. არ ვნახულობდი და ერთ დღესაც, სხვაზე გაბრაზებულმა ვნახე და მივხვდი, რომ ძალიან კარგი ბიჭი იყო. გავხდით შეყვარებულები. მაგრამ, ძალიან ჩვეუელბრივი გახდა ყველაფერში. საკმაოდ კარგი შემოსავალი მაქვს და არ ვითხოვ ფუფუნების საგნებს – ოქროებსა და ბრილიანტებს მამაკაცებისგან, მაგრამ ელემენტარული ყურადღება, აუცილებელია. დღესასწაულებიც იმიტომ არსებობს, რომ რაღაცით გაახარო ადამიანი. მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ გიჟდებოდა ჩემზე, ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ასეთი რაღაცეებს საჭიროდ არ მიიჩნევდა. მე მინდა, იდეალური ოჯახი მქონდეს.
– როგორია შენთვის იდეალური ოჯახი?
– მინდა, ჩემი შვილის მამა იყოს ყურადღებიანი, თბილი, არ იყოს მოღალატე. ვერ ვეთანხმები იმას, რომ მერე რა, კაცია და გაიარა. ასე, შეიძლება, ყველას მოუნდეს, ან გაექცეს თვალი თუნდაც სხვა კაცისკენ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა უღალატო. არ მინდა, ისეთი ადამიანი, ვისშიც ეჭვი შემეპარება. როცა გიყვარს, სხვასთან ცხოველური რაღაცეების დაკმაყოფილებაზე არ ფიქრობ. იდეალური ოჯახი ჩემთვის არის, როცა აბსოლუტური ჰარმონიაა და თუ კონფლიქტი იქნება, ეს შვილამდე არ უნდა მივიდეს. ნამდვილად არ მინდა, რომ გავთხოვდე და დავშორდე. ამიტომ, ამ ნაბიჯს თუ გადავდგამ, დარწმუნებული უნდა ვიყო ამაში.

скачать dle 11.3