კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლა ოთხი შვილის დედა, მირანდა ვაჩეიშვილი ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით და რატომ წვავდა ის მირანდასა და საკუთარ შვილს სახლში #18

საქართველოში ქმრებისგან მოკლული ცოლების რიცხვს კიდევ ერთი შეემატა – ოთხი შვილის დედა, მირანდა ვაჩეიშვილი. ყოფილმა ქმარმა ის ელექტროსადენით გაგუდა. ქალი ერთდღიანი ძებნის შემდეგ მოკლული იპოვეს. გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე, გიორგი ჯანაშვილი, ამ დროისთვის დაკავებულია და დანაშაულიც აღიარა. მოკლული ქალბატონის შვილი, ნინო ხოსროშვილი, მათ ურთიერთობას ჩვენთან საუბარში დეტალურად იხსენებს
ნინო ხოსროშვილი: დედაჩემისთვის გიორგი ჯანაშვილი მესამე ქმარი იყო. პირველი ქმრისგან მე და ჩემი და ვყავართ, მეორისგან ჩვენი ძმა – ირაკლი და გიორგისგან – წლის და ოთხი თვის თამარი. დედამ რომ გაგვაცნო, პირველივე შთაბეჭდილება უარყოფითი იყო, რადგან ისე დათვრა რესტორანში, ჩვენი წამოსაყვანი გახდა.  დედა თავიდან ჩვენთან ცხოვრობდა, გიორგისთან მიდიოდა და რჩებოდა ხოლმე. მერე დაორსულდა და ჩვენ გვკითხა, გაეჩინა თუ არა შვილი, ყოველთვის აინტერესებდა ჩვენი აზრი. რა თქმა უნდა, ვუთხარით, რომ გაეჩინა და ჩვენ ხელს შევუწყობდით. დედაჩემს ვუთხარი, მხარში დაგიდგებით და შევძლებთ, რომ თქვენ ცალკე გადახვიდეთ და იცხოვროთ-მეთქი. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ დედა ბედნიერი ყოფილიყო. ბავშვობიდან ვისწავლე ყველანაირი საქმე. 11 წლის ვიყავი, ბებია ჩავარდნილი რომ იყო და ვუვლიდი.  ჩვენთან ახლოს, პატარა ბინა იქირავეს და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად.
– როდის და რატომ დაიწყო მათ შორის დაძაბული ურთიერთობა?
– ერთად რომ გადავიდნენ, პირველად მაშინ ვნახე, როგორ სცემა გიორგიმ დედა. იმ პერიოდში დედამ მუშაობა დაიწყო, თვითონ კი არ მუშაობდა. დადიოდა და დედას უთვალთვალებდა, ეჭვიანობდა. არცერთს არ ჰქონდა ერთმანეთზე საეჭვიანო.  დედაჩემი გახდა, ფორმაში ჩადგა და ამაზე ჩხუბობდა – ლამაზდები და  ვის ეპრანჭებიო. ერთი პერიოდი, როცა სახლში იჯდა, ეუბნებოდა, რას ჰგავხარ, გასიებული ხარო. ნელ­ნელა  ლანძღვასა და ჩხუბზე გადავიდა... დედამ რამდენიმე სამსახური გამოიცვალა,  რადგან გიორგი მივიდა  და ყველგან იჩხუბა. დედა დაბადების დღეს აღნიშნავდა 14 თებერვალს.  დილით წერილი დავუწერეთ ბავშვებმა, რომ გაგვეხარებინა და გიორგისთან ერთად, ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებდი. იმ დღეს დედა  გიორგისთან ერთად ატირებული მოვიდა სამსახურიდან. ეს წერილი კი წაიკითხა, მაგრამ უხასიათოდ იყო. რომ ვკითხეთ, რა სჭირდა, მოიტყუა – ფეხები მეტკინაო. თურმე, იმ ახალ სამსახურშიც მიუვარდა გიორგი და იქიდანაც წამოვიდა. აღარ იყო ხასიათზე, მაგრამ ძალით აღვანიშნინეთ დაბადების დღე. სუფრასთან რომ ვისხედით, დედამ მეორე ოთახში გამიყვანა და მითხრა: ნინო, რაც არ უნდა მოხდეს, თქვი, რომ აქედან დედას გარეშე არ წახვალო. ხალხი დაიშალა. ჩემ გარდა, ერთი ადამიანი დარჩა კიდევ და გიორგი მეუბნება: ნინო,  წადი სახლშიო. მე ვუთხარი, დედას გარეშე არ წავალ-მეთქი. მიღრიალა: წადი სახლშიო. მითხრა, გავთრეულიყავი მისი ნაქირავები ბინიდან. ძალიან შემეშინდა. დედამ მითხრა, წადიო. კი გავედი, მაგრამ ჭიშკარს არ გავცილებივარ. ამასობაში, ჩემმა დამ და დედის მეგობარმა სტუმრები გააცილეს და მობრუნდნენ. მეც შევედი. ვნახე სისხლიანი, მაჯაზე ვენებგადაჭრილი დედაჩემი. სავარაუდოდ, ჭიქით გადაუჭრა, რადგან ხელში ეჭირა გატეხილი ჭიქა.  მახსოვს, იგინებოდა, ილანძღებოდა – მღალატობსო. მოიქნია მუშტი და მოხვდა დედას წარბში. რომ ვექაჩებოდი, მეც ხელი მკრა და ინერციით წავედი უკან. ალბათ, რაღაცას ჩამოვარტყამდი თავს, ჩემს დას, ნატოს რომ არ დავეჭირე. შეიყვანა მეორე ოთახში, აიღო ნუნების საჭრელი მაკრატელი და დედას მუცელში ურტყამდა, ბრიტვას უსვამდა. თვითონაც ისერავდა თავს. საპირფარეშოში შევიდა და ცოტა ხანი რომ დააგვიანდა გამოსვლა, შევცვივდით და ყელი და მკერდი ბრიტვით ჰქონდა გადაჭრილი. ამ ყველაფრის შემდეგ, ასე სისხლიანი რომ იყო, ძირს იწვა და მაინც ილანძღებოდა, იმუქრებოდა. დავურეკე დედამისს, ასეთი შემთხვევაა და რა გავაკეთოთ-მეთქი. მე რა ვიცი, რა გააკეთოთო.
– ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ ერთად ცხოვრობდნენ?
–  დედაჩემს წამოსვლისაც ეშინოდა, სიყვარულიც ჰქონდა მისდამი.  ისიც ეუბნებოდა, არ წახვალ შენ აქედანო. თუმცა, მათი თანაცხოვრება დასრულდა თვე-ნახევარში. მერე სახლში გვივარდებოდა, ჩხუბობდა. დედას ხშირად უწევდა დათმობაზე წასვლა, უბანს აწიოკებდა. გიორგი სულ ურეკავდა: გამოდი, გამოდიო. დედამ არ იცოდა, რას უზამდა, მაგრამ იძულებული იყო, გასულიყო. ერთხელ რომ არ გავიდა, კარს ბენზინი შეასხა, შიგნით კი მისი შვილი და დედა იყო. დედას მეგობარმა მიუსწრო და უშველა. თუმცა ბავშვიც და დედას მეგობარიც საავადმყოფოში მოხვდნენ. პოლიციაში განვაცხადეთ, მაგრამ სხვა მიმართულება მისცეს ამ ფაქტს – როგორც ქონების ხელყოფა. პოლიციასთან სულ უმართლებდა. ბევრჯერ ჰქონია გამოწერილი შემაკავებელი ორდენი, მაგრამ სულ მოდიოდა, ფეხებზე ეკიდა. დედა იძულებული გახდა, ყოველ მის დარეკვაზე გარეთ გასულიყო. დღეში შეიძლება, 5-6-ჯერ გამოეძახებინათ პოლიცია. მიჰყავდათ და უკან ბრუნდებოდა. ისევ სცემდა დედას. ერთხელ გარეთ გავიდა და ორსულს მუცელში წიხლებს ურტყამდა. ასეთი ფაქტი ბევრი იყო. ბოლოს ურთიერთობა თითქმის აღარ ჰქონდათ, მაგრამ  საერთო ბავშვი ჰყავდათ და მამას ხომ არ დააკარგვინებდა. მამაჩვენი მონასტერში იყო, ხშირად ვერ ვხედავდით. დედა ცდილობდა, რომ თამარსაც არ დაეკარგა მამა. ჩვენი მამა ბერი იყო მარტყოფის მონასტერში – მამა დავითი.  ცოტა ხნის წინ, კელიის კიბეზე ფეხი დაუცდა, გადმოვარდა და გარდაიცვალა. დედა რომ ვიპოვეთ გარდაცვლილი, იმ დღეს მამაჩემის ორმოცი იყო.
– მკვლელობის დღესაც, ალბათ, იძულებით მოხვდა გიორგისთან...
– ბოლოს  დედამ დილის 9 საათზე გამაღვიძა და მითხრა: გაიღვიძე, ბავშვს მიაქციე ყურადღებაო. მე არ ვიცოდი, რომ გიორგისთან მიდიოდა. ერთ საათში რომ დავურეკე, ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. მთელი ღამე არ მოვიდა. რას ვიფიქრებდი, რომ გიორგისთან იყო. მეორე დღეს მამაჩემის ორმოცზე მარტყოფში წავედი. ბავშვიც თან წავიყვანე. პაპას დავურეკე, დედა ხომ არ მოსულა სახლში-მეთქი და მითხრა, პოლიციის სამმართველოში ვარ, ცუდი ამბავიაო. მივედი და პირდაპირ მითხრა – დედაშენი მოკლესო. როგორც გავიგეთ, გიორგის სახლშია მოკლული. თუმცა, ზუსტად არ ვიცით, რომელ საათზე მოხდა მკვლელობა, ან სად იყო მოკლული. ზოგი ამბობს, რომ თვითონ ჩაბარდა მკვლელი, ზოგი კი ამბობს, აიყვანესო. ყელზე სადენის შემოჭერით არის მოკლული. გიორგის ძლიერი ადვოკატი ჰყავს, რომელიც დედამისის მეგობარია და საქმე ისე მიჰყავთ, ფსიქიკური აშლილობის კვალფიკაცია რომ მიანიჭონ. ამ შემთხვევაში, მალე გამოვა. მიცვალებულს ვეღარაფერს ვუშველით. ახლა ძალიან მეშინია გარეთ გასვლაც კი. ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია. მისი პირველი ცოლი საფრანგეთში წავიდა ორი შვილით. რამდენიმე ქალი სწერდა დედას და აფრთხილებდა: არ გინდა ეგ კაცი, თავი დაანებე, ორსული ქალი ჰყავთ დედა-შვილს ნაცემიო. ვიზრუნებ, რომ ბავშვზე მეურვეობა მე ავიღო და არავითარ შემთხვევაში – მისმა ნათესავებმა. არაფერში სჭირდებათ, მაგრამ რა ვიცი, ჯინაზე, შეიძლება, ესეც გააკეთონ.

скачать dle 11.3