კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ გაუწია შვეიცარიაში Baselworld-ზე, ქართული ბრენდის, „ციკოლიას“ საათებმა კონკურენცია საათების დიდ მონსტრებსა და მოდის სახლებს და როგორ უდგას ორჯერ „ოსკაროსან” მეუღლეს გვერდში მარინა ხორავა #18

ცოტა ხნის წინ, პირველად საქართველოს ისტორიაში, დიზაინერ ზვიად ციკოლიას საათები მსოფლიოში საათებისა და საიუველირო ნაწარმის ყველაზე დიდ გამოფენა „Baselworld 2017-ზე“ იყო წარდგენილი. მასში ამ სფეროში არსებული ყველაზე დიდი მოდის სახლები მონაწილეობენ. „ციკოლიას“ საათებმა, რომელიც საინტერესო დიზაინით გამოირჩევა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იყიდება, დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა.
მარინა ხორავა: ბოლო წლებია, ჩემი მეუღლე საათების შექმნაზეა გადართული. რა თქმა უნდა, პარალელურად, ქართულ თვითმფრინავზეც მუშაობს, რომელიც მალე აფრინდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეზე უმუშავია, ბოლო პერიოდია, საათებითა და თვითმფრინავებით არის გატაცებული. შარშანწინ მონაწილეობდა ლას-ვეგასში ძალიან მნიშვნელოვან გამოფენაზე – წარმოდგენილი იყო მისი საათები, მაგრამ Baselworld – ეს არის საათებისა და საიუველირო ნაწარმის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა.
– „ციკოლიას“ საათები დღეს ძალიან პოპულარულია, ყველა მათზე საუბრობს.
– ძალიან მოდური გახდა საქართველოში, უცხოეთზე აღარაფერს ვამბობ, რადგან უცხოეთი ციკოლიას ყოველთვის აფასებდა და იქ დაფასებული ციკოლია დააფასეს შემდეგ საქართველოში. უცხოეთში რომ ცხოვრობდეს, უფრო რეალიზებული იქნებოდა და ბევრად დიდ პროექტებს გააკეთებდა, რის დიდი პოტენციალიც მას აქვს. სამწუხაროდ, საქართველოში ამის სურვილი არ არსებობს და თუ არსებობს, მაშინაც სურვილის დონეზე რჩება. მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე ყოველგვარი დახმარების გარეშე მოვედით და ეს საათებიც დახმარების გარეშე შეიქმნა. ჩვენი საოჯახო ბრენდი თავისი ძალებით წარდგა მსოფლიო დონის გამოფენა  – Baselworld-ზე, რაც უკვე ჩვენი ქვეყნის ისტორიაა. თუმცა, საქართველო არც კი იყო საქმის კურსში, რომ ქართული ბრენდის საათები წარადგინეს შვეიცარიაში, ამ მნიშვნელოვან გამოფენაზე. ჩვენს სტენდთან მოდიოდნენ და ყველას უკვირდა: ქართული ბრენდი, ქართული ბრენდი?! თან, რომ იგებდნენ შვეიცარიაში, შვეიცარიული მექანიზმით იყო აწყობილი, ეს კიდევ უფრო მეტ გაოცებას და პლუსს სძენდა ჩვენს საათებს. ყველაზე დიდი ინტრიგა კი ის იყო, რომ ჩვენი სტენდი გაფორმებული იყო ზვიკოს ნამუშევრებით, მათ შორის, „დიდგორით“ და ასევე, ქართველიშვილის თვითმფრინავებით. რომ ამბობდა: საათები ჩემი ჰობია და ჩემი გაკეთებულია „დიდგორი” და თვითმფრინავს ვაკეთებო, უფრო მეტად ინტერესდებოდნენ და გიჟდებოდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, გამოფენაზე, ძირითადად, მესაათების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი და უცებ ჩნდება ადამიანი, რომელიც თვითმფრინავზე მუშაობს, ამხელა ჯავშანტექნიკა, ათასი რამ აქვს გაკეთებული, ყველა გაოცებული რჩებოდა. ზოგადად, ზვიკო ძალიან თავმდაბალია, სტენდზე კი ჰქონდა ფოტოები გაკრული, მაგრამ შეიძლება, ასე არავის შეეხედა. ამიტომ, სულ მიწევდა იმის თქმა: ეს აღნიშნე, ეს თქვი... მოკლედ, წურბელად ვყავდი წაყვანილი. ის, რომ ორჯერ აქვს აღებული Red Dot – ცალკე თემაა. უბრალოდ, ერთ რამეზე დამწყდა გული, „რედ დოტის“ ნიშანი არ დავიტანეთ სტენდზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში ვარ ჩართული, ეს რატომღაც გამომრჩა. ამაზე ზვიკო მპასუხობდა, არა უშავსო. რა არა უშავს, ორი „ოსკარი“ გაქვს აღებული და არა უშავს ჰქვია ამას?! მომავალში გავითვალისწინებთ. ასეთი მონსტრების გვერდით რომ დგახარ, თან, თანასწორად და ყველა აღნიშნავს, რომ უნიკალური და თამამი დიზაინით გამოირჩეოდა ჩვენი საათები – ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– ალბათ, დაგწყდათ გული იმაზე, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან არ ჰქონდა გამოხმაურება.
– რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. ყველა ქვეყანას ტელევიზია მოჰყვებოდა, პრესა და ჩვენ ვიყავით მარტო. არადა, ჩვენს სტენდთან სულ ხალხის დიდი რაოდენობა იყო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, შემდეგ ინტერნეტში კრეფდნენ ციკოლიას გვარს, იგებდნენ მის შესახებ ინფორმაციას და მეორე დღეს უკვე მომზადებულები მოდიოდნენ. ზვიკო არაფერს ამბობდა. ვიცოდი, მასაც სწყდებოდა გული, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდით. ეს არის ქვეყნის ისტორია, რომელიც აღარ განმეორდება. პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართული საათები წარდგა მსოფლიოში ყველაზე დიდ, მნიშვნელოვან გამოფენაზე, თან, ასე წარმატებულად. ვინც საათების ბიზნესშია, ისინი დიდი ხანია, იცნობენ „ციკოლიას“ ბრენდს, მაგრამ უცხო ადამიანები, ვინც არ იცოდა მის შესახებ, რომ მოდიოდნენ და იგებდნენ საქართველოს სახელს, უფრო მეტად ინტერესდებოდნენ. ჩვენ მათ ქართული ღვინით ვუმასპინძლდებოდით.
– ალბომის დიზაინი თქვენმა შვილმა, ივამ გააკეთა.
– საათების კატალოგის მთელი დიზაინი ივამ გააკეთა, რომელიც ავსტრიაში დაიბეჭდა. ავსტრიელებს ზვიკოს გაკეთებული ეგონათ. ბოლოს, სახელის დაწერისას გაიგეს, რომ  დიზაინის ავტორი მეთერთმეტეკლასელი ბიჭი იყო, რომელიც ყოველგვარი დახმარების გარეშე, ხატავს და გადაირივნენ. ჩვენ მისთვის არაფერი გვისწავლებია. მოვა, დაგვიდებს თავის ნამუშევრებს და მე და ზვიკო პირდაღებულები ვუყურებთ – ეს არის ჩვენი შეფასება. თავისი მიმართულება აქვს  უკვე. ბუბას კი, საერთოდ, ფილოსოფიური ნამუშევრები აქვს, სასწაული. ზვიკოს უნდა, რომ მისი ნამუშევრები საათებში ჩართოს. ივა სულ ეხმარება ზვიკოს და უკვე ბევრი რამ აქვს გაკეთებული მისთვის. ივა ეძებდა სამსახურს და ზვიკომ შესთავაზა, ჩემთან იმუშავეო. ივას თავიდან არ უნდოდა: მამაა მაინც, უფრო მკაცრად მომცემს შენიშვნასო. მოკლედ, შუაში ჩავდექი, ორივესთან დავალაგე საკითხები და შედგა მათი თანამშრომლობა.
– რა იყო გამოფენაზე ყველაზე გამორჩეული?
– ჩვენი სტენდი ყველაზე საინტერესო ზონაში გახლდათ წარმოდგენილი, სადაც განსაკუთრებით გამორჩეული საათები იყო – ის ბრენდები, რომელსაც ჯერ ისე კარგად არ იცნობენ და ახალი სიტყვა შეაქვთ ამ სფეროში. დღეს ასეთი ბრენდების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. სხვათა შორის, რომ დავიწყეთ სტენდის გაკეთება, თან, პარალელურად, სხვა სტენდებს ვათვალიერებდი და ზვიკოს ვუთხარი: იცოდე, გულს არ გიკეთებ, მაგრამ ჩვენი სტენდი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება-მეთქი. კარგი, რაო, – მითხრა, იფიქრა, „ცოლურად” მეუბნებაო. თუმცა, კარგად იცის, რომ „ცოლურად“ არაფერს ვეუბნები.  მართლაც ასე იყო და ყველა რომ იგივეს ამბობდა: თქვენი სტენდი ძალიან საინტერესო, უცხოაო, მერე ნიშნს ვუგებდი: ხომ ხედავ-მეთქი...
– მისი საათების პირველი მომხმარებელი ყოველთვის შენ ხარ.
– კი. სიტყვა – „მინდა“ ჩემს ლექსიკონში არ არსებობს. ჩემმა ქმარმა, ამ გაგებით, ცოლი რას ნიშნავს, არ იცის. ერთადერთხელ იყო, როცა მისი საათი ჩამოვატანინე, რომელიც საქართველოში არ გაიყიდა, ინგლისში იყიდებოდა. ეს იყო ამერიკული, ინგლისური და საბჭოთა „ვილისი“. ამერიკული თეთრვარსკვლავიანი მქონდა. მინდოდა – წითელვარსკვლავიანი. მაშინ ვუთხარი: მინდა და რას ნიშნავს სიტყვა – „მინდა“, პირველად გაიგო და მოკლედ, გადის დრო, შეხვედრაზე ვარ და მირეკავს: ჩამოდი, საქმე მაქვსო. ჩავედი და ავტომობილის სავარძელზე იდო, გამიკეთა ხელზე და მაჩუქა.
–  როგორც ვიცი, ახლო მომავალში გაიხსნება ინსტიტუტი, სადაც შენ იმუშავებ და სტუდენტები ბევრ მნიშვნელოვან რამეს შეისწავლიან.
– დიახ, ძალიან მალე გაიხსნება საინტერესო ინსტიტუტი, რომელიც წარმოებასთან იქნება პირდაპირ მიბმული და გამოვუშვებთ მეწარმე-დიზაინერებს. გარდა ამისა, იქნება სხვადასხვა ფაკულტეტი, მათ შორის, კულინარიაც, ავიაციაც. ამ ეტაპზე, სანამ უნივერსიტეტი გაიხსნება, ვაკეთებთ ერთწლიან კურსებს სტუდენტებისთვის, რომლებიც საწარმოში პრაქტიკულ მეცადინეობასთან ერთად, ჩემთან, ჩემს ლაბორატორიაში მიიღებენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.

скачать dle 11.3