კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ იტანს ზუზუ ბეჟაშვილი ქალთან ერთად ძილს და როდის ხდება ის ქალზე დამოკიდებული #18

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი მსახიობების ფინანსურ პრობლემებზე დიდი ხნის წინ ალაპარაკდა. როგორც ამბობს, თვითგადარჩენაზე მუშაობენ. გამომდინარე იქიდან, რომ მისი, როგორც მსახიობის ცხოვრებაში ახლა პაუზაა,  თან ახალი ეტაპი დაიწყო - ერთ-ერთ ლაუნჯ-ბარში მიმტანად მუშაობს...
ზუზუ ბეჟაშვილი: მე ვიყავი პირველი, ვინც მსახიობების გაჭირვებაზე ალაპარაკდა. რთულია, როცა მარტო ლაპარაკობ, მით უმეტეს, საკუთარ თავზე. ძალიან ბევრი მსახიობი ვიცი და მინდოდა, დამესახელებინა, რომელთან ერთადაც ვიყავი. ხშირად არ გვქონდა ფული, თუნდაც ქასთინგზე რომ წავსულიყავით, მაგრამ ვერ დავასახელე. კოლექტიურად უფრო ადვილია.  ძალიან  ვღიზიანდები, სოციალურ ქსელებში  ამ თემაზე ქილიკი რომ მიდის. ერთმა ჟურალისტმა დაწერა: „კონკრეტულად რას ითხოვენ ქართველი მსახიობები?“,  როცა ამ კითხვას სვამ, უკვე ქილიკობ. მინდოდა, მაგრამ არ შევედი პოლემიკაში, მეც მინდოდა კითხვა დამესვა: „რას ითხოვენ იმპორტნი მსახიობები?“   შეცოდება არავის სჭირდება. მე არ მინდა, ვინმე შემეცოდოს, ან შევეცოდო. თუ გინდა გაიგე და დაეხმარე – დასახმარებელიც არაფერია.  ფულამდე სანამ მივალთ, რასაც ვითხოვთ, ეს დამოკიდებულებაა. სასაცილო ჰონორარებზე გვაქვს ნამუშევარი სერიოზულ პროექტებში. წერენ, სადმე ოფიციანტად იმუშაონო. კარგი აზრი მომაწოდა, მადლობა. წავედი და ვიმუშავე. მე არ ვარ ამბიციური – ოფიციანტადაც ვიმუშავებ და ყველგან, სადაც საღი აზრია. უბრალოდ გადასაღები მოედანი მიყვარს. ფეხსაც დავბან პარალელურად, თვითგადარჩენაზე ვართ.
– ფინანსური პრობლელების გამო დაიწყე მიმტანად მუშაობა?
– დეპრესია ვის არ ჰქონია და მეც  მქონდა ხოლმე. ძალიან ცუდად ხარ, გგონია, რომ ძალიან ბანძი ტიპი ხარ, ურთიერთობები მთავრდება, რაღაც კომპლექსები გაქვს და ამ დროს, ღმერთი დამეხმარა. მონასტერში ვიყავი მამაოსთან. ვიყავი ფსიქოლოგთან და ისიც დამეხმარა. მე რომ მივედი, მაშინ ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ერთი და იგივე ეგონათ. ჩემს ძმას ძალიან რცხვენოდა, გიჟების ექიმთან დადისო. მიშველა, მაგრამ დამოკიდებული ვხდებოდი და თავი დავანებე. მე ყველაფერი მაინტერესებს. რამდენი რამ გამიფუჭებია, მაგრამ, საერთოდ, არ მიყვარს, როცა დამოკიდებული ვხდები რამეზე. რამდენს ვსვამ, მაგრამ არ გავლოთებულვარ. რომ ვატყობ, უკვე დალევა მინდება, თავს ვანებებ.  „დარდს ალკოჰოლში ვიხრჩობ“ – ეგ ძალიან მეგოიმება. ცუდი და კარგი ყველაფერი გამისინჯავს, მაგრამ დამოკიდებულლი არაფერზე ვხდები. ამ ბოლო დროს რამდენიმე ადამიანს ვთხოვე ფული. შევხედე, რომ, ვისაც ფული ვთხოვე, გამრავლდა და ძალიან მრცხვენია. ზოგმა მაჩუქა, ზოგის ვალი მაქვს. შევატყვე, რომ უფრო მეგობრები გაღიზიანდნენ – „ჩემი პრობლემები მეყოფა“ ტიპები გაიჩითნენ. მაგრამ, მე ჩემს თავთან შემრცხვა და შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მიმტანად წავედი,  ეს იყო. თან,  ჩემს საქმიანობაში გარკვეული პაუზა მაქვს. ვერ დავჯდები და ვერ ვიოცნებებ. თუ რაიმე როლია ჩემთან მოსასვლელი, ისედაც მოვა, არ დაიკარგება. პროფესიაში ამ პაუზას კი ახალი სამსახურით ვავსებ. არანაირი საქმე არ ტეხავს. ტეხავს ის, რომ იჯდე და შენთვის ახურებდე, ფული არ მაქვსო. რაღაც პროექტებზე უარი ვთქვი, სადაც უკვე აღარ შეიძლება... როდესაც მიგყავარ რაღაც იდიოტობაში და ზემოდან, იდიოტურ ფასს მეუბნები, მართლა ჯობია, ოფიციანტად ვიმუშაო.
– არ გაგიჭირდა ახალ პროფესიასთან შეგუება, მით უმეტეს არანაირი გამოცდილება არ გქონია?
– ყველა პროფესია რთულია. მე შენიც მესმის, რთულია, ჯერ რესპონდენტი მოიპოვო. რამხელა მარაზმია, როცა გეუბნებიან – არ მცალია. ეს პოზაა ასეთი. მეხმარებოდნენ, ხელი შემიწყვეს, არ დამღალეს და ძალიან ნორმალურად გადამიხადეს.  ბევრი კურიოზული სიტუაცია იქმნება. ზოგი არ მიკვეთავს,   ერთმა მითხრა, შემეშვი, თუ გინდა, დაჯექიო, რადგან ეუხერხულებათ.  სხვამ პირიქით, ბევრი შემიკვეთა. მე არ მეუხერხულება ამ საქმის კეთება.
– შენზე ამბობენ, უცნაური ადამიანიაო...
– სხვებმა კი არა, მეც არ ვიცი, როგორი ვარ და როდის რას მოვიმოქმედებ. ხალხს ჰგონია, მიცნობს, არადა, არავინ მიცნობს. მე თვითონ არ ვიცი, როგორი ვარ. მიყვარს ჩემი ცხოვრება და მაინტერესებს. ერთხელ ვცხოვრობ და მინდა, ისე ვიყო, როგორც გამისწორდება. ზოგჯერ ნაგავი ემოციებისგან ცხოვრებას იმოკლებ. მე ბევრი რამ გამივლია და მივედი იქამდე, რომ უკვე ვიკიდებ ყველაფერს, თუნდაც უფულობას. იუმორით თუ არ შეხედე ცხოვრებას, თვითიუმორი თუ არ ჩართე, არაფერი გამოვა. მე და დედაჩემი ვართ ასეთი ტიპები – ან ყველაფერი გვაქვს, ან არაფერი.  დედაჩემის დაბადების დღე იყო. ახალ სახლში გადავედით და რადგან გადავედით და დავლაგდით, რაღაც ისე მოხდა, არაფერი გვქონდა, სიგარეტიც კი. ვზივართ და ორივეს სიცილი აგვიტყდა. მე მჯერა, კარგის მერე ცუდი ხდება, ცუდის მერე – კარგი. ცხოვრებაა ასეთი, არც კარგმა არ უნდა შეგშალოს და არც ცუდმა. ყველამ რომ დაკარგოს ჩემ მიმართ ინტერესი, მე ძალიან მიყვარს ჩემი თავი. მიყვარს მარტო ყოფნა, კითხვა. არავინ მათამაშებს და მარტო ვთამაშობ. ზოგჯერ ხალხში უფრო მარტოსული ვარ.
– ცოლიც იმიტომ არ მოგყავს, რომ მარტოობა გიყვარს?
– სულ მეუბნებიან, ცოლი არ მოგყავს? ცოლი როგორ უნდა მინდოდეს? როგორი თემაა, იცი? დროს ვერ ვგრძნობ. დროა, უკვე ცოლი მოიყვანო, არ მესმის. მე მიცხოვრია ადამიანებთან ორი წელი, სამი. ურთიერთობაში ფლირტი ყველაზე მაგარია. კითხვა: სად ხარ? უკვე რომ მაღიზიანებს და არ მსიამოვნებს, მერე უნდა დავიშალოთ მარტივებად თუ მამრავლებად. ჩემთვის სიყვარული არის გაცემა, როცა გაცემით კაიფობ მაშინაც კი, როცა თუნდაც ჟმოტი ხარ... როცა არ ელოდები საპასუხოდ... მერე მე? – ამას ვერ ვიტან.  დიდი ბიჭი რომ გავიზრდები, ცოლს აუცილებლად მოვიყვან. მეკითხებიან: შვილი არ გინდა? როგორ არ მინდა, მაგრამ არავის უთქვამს, შენგან შვილს ველოდებიო. ალბათ, ბერწი ვარ, აბა, ყველა ბერწი როგორ იყო.
– თითქოს მექალთანის სახელი გაქვს, მაგრამ ბევრი ქალი რომ ცდილობს, შენ მოხიბვლას ესეც ფაქტია...
–  მექალთანის სახელი მაქვს როლებიდან გამომდინარე. ძალიან მეზარება ჩალიჩი. ეს ხდება თავისით – პინგ-პონგი, ფლუიდი, რაღაც ხდება ან არ ხდება. თუ ქალთან  ხუთი დღე ვიმეგობრებ, მერე შანსი არაა, რამე მოხდეს.  გამეცინება, თუმცა მეგობრობის მერეც მომხდარა. ჩემგან ზიზღით არავინ წასულა – არც ჩემი მხრიდან, არც მისგან. საერთოდ, არ მიყვარს წარსულში ქექვა. იყო კარგი, იყო ცუდი. ცუდს არ ვიხსენებ, არც ადამიანებს, არც სიტუაციას. მონტაჟს ვუკეთებ, ფუნჯი მაქვს და ცუდს ვშლი. დაკიდება ვისწავლე. მაპატიე, გაპატიებ, ვერ გაპატიებ – არ შემიძლია. აქამდე თუ მივედი, მაქსიმუმ, რასაც გავაკეთებ, არის ნახვამდის...  ბევრი ქალი იჩენს ყურადღებას. რა გინდა ახლა, ალფონსობის ამბები მოგიყვე? ყველაფერი ვარ მგონი და არაფერიც ვარ. რომ მეთქვა, მაგალითად, სახლი მინდა-მეთქი, მიყიდდა.  მანქანაც უჩუქებიათ, ერთს ვუთხარი, ძალიან მინდა, სადმე მარტო  გავფრინდე-მეთქი და ხუთ საათში გავფრინდი. ეს გაფრენა ძალიან კარგად მახსოვს. მე თვითონ იმდენად დავაჩქარე პროცესი, ის კი არა, რომ ზრდილობა გამომეჩინა და მეთქვა, ხვალ, ან ზეგ-მეთქი. უცებ გავვარდი მაღაზიაში, აუცილებელი რაღაცეები ვიყიდე, ჯერ თურქეთში გავფრინდი და მერე სხვაგან. მარტო წავედი და იმ ადამიანმა ძალიან სწორად გამიგო. მერე ეგეთ ხალხზე ვხდები დამოკიდებული, ვინც ასეთ რაღაცეებს გამიგებს, ნიუანსებს. ამიტომ, მარტო მიყვარს წასვლა,  არ მიყვარს ერთად გადახლართული ძილი. არაესთეტიკურია სულ ერთად ძილი. მერე ინტერესი მეკარგება.

скачать dle 11.3