კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევინარჩუნოთ სასურველი წონა მარტივად #18

ეს რჩევები მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც თავისი წონა აკმაყოფილებს და უნდა, რომ შეინარჩუნოს, თან ისე, რომ მუდმივად ამაზე არ იფიქროს.
ჭამეთ, რაც გინდათ
დაივიწყეთ, რომ არსებობს „კარგი” და „ცუდი” საკვები, „დაბალკალორიული” და „მაღალკალორიული”. ჭამა სიამოვნებაა, ამიტომ, მხოლოდ ის უნდა მიიღოთ, რაც გსიამოვნებთ, თუმცა, მცირე დოზებით. ჯობია, ერთი თეფში მაკარონი მიირთვათ საწებელთან ერთად, ვიდრე ორი ულუფა მოხარშული კარტოფილი, რომელიც დაგანაყრებთ, მაგრამ გუნება-განწყობილებას არ გამოგიკეთებთ. ამიტომ, ცოტა ხანში ისევ დაიწყებთ რაიმე გემრიელის ძებნას. ეს კი, საბოლოო ჯამში, ტკბილეულამდე მიგიყვანთ. შედეგად კი, მიღებული კალორიების რაოდენობა ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე ერთი ულუფა მაკარონის შემთხვევაში.
უსმინეთ საკუთარ სხეულს
როცა თავს უფლებას მისცემთ, ნებისმიერი სახის საკვები მიიღოთ, თან როცა გინდათ, გაცილებით მცირე იქნება იმის შესაძლებლობა, რომ წვეულებაზე, დაბადების დღეზე ან უბრალოდ, მეგობრების შეკრებაზე, სასუსნავს დაუწყებთ ძებნას. „დღეს განსაკუთრებული დღეა და მე შემიძლია, თავს უფლება მივცე” – ამ დევიზით, იმაზე მეტს მიირთმევთ, ვიდრე რეალურად გინდათ. ამიტომ, ჯერ კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ ის, რის ჭამასაც აპირებთ, თუ უბრალოდ, დანახვისას ვერ იკავებთ თავს.
დაიცავით რეჟიმი
საუზმეზე ფინჯანი ყავა და მეტი არაფერი, ლანჩის დროს, კი არაფერს ჭამთ, მიზეზით, რომ ბევრი საქმე გაქვთ – ამის შედეგია, რომ საღამოს ისეთი მადა გეძლევათ, მზად ხართ, ორი ადამიანის ულუფა მიირთვათ. ამას ჯობია, დღეში ორჯერ 10-15 წუთი გამონახოთ და თუნდაც, ერთი ფუნთუშა ან სენდვიჩი მიირთვათ.
გამოიძინეთ სრულფასოვნად და ნუ მოიკლებთ ძილს
ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვევა წონის მატებას უწყობს ხელს. ადრე დაწოლას და გვარიანად გამოძინებას თუ ვერ ახერხებთ, მაშინ, დღისით წაუძინეთ. მთავარია, გამოუძინებელი არ იყოთ, რადგან ამ დროს ადამიანი სასუსნავებზე იწყებს ფიქრს. გაუცნობიერებლად მიირთმევს კალორიულ საკვებს და ზედმეტ კალორიებსაც ადვილად აგროვებს.
დაკავდით საყვარელი საქმით
თუ საყვარელი საქმით ხართ გართული, უფრო ნაკლებად მოგინდებათ მსუყე და კალორიული საკვები. თუ ქსოვით, კულინარიით, ხატვით ან სხვა ხელსაქმით დაკავდებით, იფიქრებთ იმაზე, რასაც აკეთებთ, ეს არ დაგიტოვებთ ზედმეტ დროს, საკვებზე საფიქრელად. როცა ადამიანი უსაქმურადაა, ხშირად უნდება წახემსება, ტკბილეულისკენ გაურბის თვალი და ამ დროს თავის შეკავება უჭირს.

скачать dle 11.3