კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შენი რეალური ასაკი #18

თუ ამ შეკითხვებს გულახდილად უპასუხებთ, შეიტყობთ თქვენს რეალურ ასაკს – ანუ, ზოგჯერ პასპორტში ჩაწერილი დაბადების წელი სულაც არ ასახავს თქვენს ბიოლოგიურ ასაკს. ასე რომ, ჩაუჯექით:
1. გაყავით თქვენი წონა კილოგრამებში სიმაღლეზე და ნახეთ, რას მიიღებთ:
ა) 18-ზე მცირე და 30-ზე ზევით – 1 ქულა;
ბ) 25-დან 30-მდე – 2 ქულა;
გ) 18-დან 24-მდე – 3 ქულა.
2. რამდენია თქვენი წნევა?
ა) არ ვიცი – 2 ქულა;
ბ) ნორმალური – 3 ქულა;
გ) მუდმივად მაღალი – 1 ქულა.
3. ხშირად ისინჯავთ პულსს?
ა) არასოდეს – 3 ქულა;
ბ) ზოგჯერ – 1 ქულა;
გ) საკმაოდ ხშირად – 2 ქულა.
4. რა მანძილიდან შეძლებთ, შებერვით ჩააქროთ სანთელი?
ა) 1 მეტრიდან – 3 ქულა;
ბ) 70 სანტიმეტრიდან – 2 ქულა;
გ) მაქსიმუმ ერთი ნაბიჯიდან – 1 ქულა.
5. გაიხადეთ ფეხსაცმელები, დახუჭეთ თვალები, ცალი ფეხი ასწიეთ. რამდენ ხანს გაძლებთ ასე?
ა) 25 წამი და მეტი – 3 ქულა;
ბ) 20-25 წამამდე – 2 ქულა;
გ) 20 წამზე ნაკლები – 1 ქულა.
6. შეეცადეთ, გადაიხაროთ და იატაკს ხელისგულებით დაეყრდნოთ.
ა) იატაკს მხოლოდ თითებით შევეხე – 3 ქულა;
ბ) შევეხები ხელისგულებით, არ არის პრობლემა – 2 ქულა;
გ) ვერ მიავაღწიე იატაკს – 1 ქულა.
7. შეძლებთ ხელები ზურგს უკან გადააჯვარედინოთ?
ა) ვერა. წარმოუდგენელია – 3 ქულა;
ბ) რა თქმა უნდა – 2 ქულა;
გ) ვახერხებ გაჭირვებით – 1 ქულა.
8. ეწევით?
ა) არა – 3 ქულა;
ბ) ზოგჯერ, იშვიათად – 2 ქულა;
გ) გამუდმებით – 1 ქულა.
9. რამდენ ხანს გძინავთ?
ა) 5-6 საათი – 2 ქულა;
ბ) 5 საათზე ნაკლები – 1 ქულა;
გ) 7-9 საათი – 3 ქულა.
10. ხელებს დააკვირდით – როგორ გამოიყურება? ხშირად სჭირდება დატენიანება?
ა) ყოველ 5 წუთში – 1 ქულა;
ბ) დღეში ერთხელ – 2 ქულა;
გ) არც ისე – 3 ქულა.
11. მოგწონთ თქვენი სამუშაო?
ა) ძალიან. რა თქმა უნდა – 3 ქულა;
ბ) კი, მაგრამ ხშირად მანერვიულებს – 2 ქულა;
გ) არა, ნერვიულობის მეტი არაფერია – 1 ქულა.
12. როგორი მემკვიდრეობა გაქვთ?
ა) ძალიან კარგი – 3 ქულა;
ბ) მგონი, ნორმალური – 2 ქულა;
გ) საშუალო, პრობლემებით დატვირთული – 1 ქულა.
13. აქტიური და ურთიერთობების მოყვარული ხართ?
ა) დიახ. ძალიან – 3 ქულა;
ბ) მეგობრების ვიწრო წრე მყავს – 2 ქულა;
გ) ძალიან ცოტა ნაცნობი მყავს – 1 ქულა.
14. ხშირად ისვენებთ?
ა) დღეში ერთ საათს ვისვენებ – 2 ქულა;
ბ) კვირაში 2-3 დღე ვისვენებ – 3 ქულა;
გ) არ შემიძლია მოდუნება, ვერ ვისვენებ – 1 ქულა.
ნახეთ შედეგები. ქულები ზუსტად დათვალეთ
24 ქულაზე ნაკლები: მინიმუმ ხუთი წლით მაინც ხართ უფროსი თქვენს ოფიციალურ „საპასპორტო“ ასაკზე. რატომ იბერებთ თავს? შეიძლება, ცხოვრებით კმაყოფილი არ ხართ, მაგრამ თავს ხომ არ მოიკლავთ ამის გამო? ორგანიზმი სწრაფად გიბერდებათ. იზრუნეთ, რომ ეს პროცესი შეაჩეროთ.
25-30 ქულა: თქვენი „საპასპორტო“ და ბიოლოგიური ასაკი ერთმანეთს ემთხვევა. ასე იშვიათად ხდება ხოლმე. ასაკს ხართ მორგებული – ცუდი არ არის. თუმცა, შეიძლება, ბევრად უკეთ გრძნობდეთ თავს. მეტი სპორტული აქტივობა, სწორი კვება და ეს შესაძლებელია.
31-36 ქულა: ხუთი წლით ახალგაზრდა ხართ თქვენს ოფიციალურ ასაკთან შედარებით. იცით, რა არის თქვენთვის კარგი და არ გღალატობთ ზომიერების გრძნობა.
37-42 ქულა. საოცარია – 10 წლით უმცროსი ხართ საკუთარ ასაკზე. თქვენი რეალური ასაკის გამოცნობა გამოცდილ ექსპერტსაც კი გაუჭირდება. ზუსტად იცით, როდის მოდუნდეთ და დაეხმაროთ ორგანიზმს. ასე განაგრძეთ.

скачать dle 11.3