კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ კარგავთ წარმატების შანსს და რა გიშლით ამაში ხელს #18

უნაკლო და იდეალური ადამიანი არ არსებობს. ყველას თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს და ამაში, დიდი როლი დაბადების ზოდიაქოს ნიშანსაც მიუძღვის.
ზოდიაქოს მიხედვით, ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს, დადებით თვისებებთან ერთად, ხასიათში აუტანელი თვისებებიც აქვს. თუმცა, თუ რამდენად ახერხებთ საკუთარ ხასიათში უარყოფითი თვისებები დადებითით ჩაანაცვლოთ, ეს უკვე კონკრეტულად თქვენზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავებზე.
ვერძი - უმთავრესი ნაკლი დიპლომატიის არქონა, უკონტროლო სიფიცხე და უხეშობაა. დადებითი თვისებებიდან კი, აღსანიშნავია ოპტიმიზმი, გულწრფელობა გარშემო მყოფების მიმართ დამოკიდებულებაში და ენერგიული ხასიათი.
კურო - ძირითადი ნაკლი მისი სიჯიუტეა. არ უყვარს, როცა რაიმე ახალს სთავაზობენ, რადგანაც სიახლეების შიში აქვთ. ამის გამო, ბევრი კურო პროფესიული განვითარების კარგ შანსს უშვებს ხელიდან.
დადებითი თვისება კუროს შემთხვევაში ერთგულების უნარი, შრომისმოყვარეობა და საოცარი მოთმინებაა.
ტყუპები - მისი ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება გაუთავებელი ლაპარაკი და საშინლად ცვალებადი ხასიათია. ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს და საბოლოო ჯამში, მესამეს აკეთებს. დადებითი თვისება ტყუპებში არის ინტელექტუალური აქტივობა, გამჭრიახობა და იუმორის დიდი დოზა.
კირჩხიბი - უდიდესი ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, პანიკიორობა და მუდმივი წუწუნია. მას ძალიან უჭირს ასევე წარსულთან გამოთხოვება. დადებითი თვისებებიდან კირჩხიბის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახის, საკუთარი ფესვებისა და წინაპრებისადმი თავდადებული სიყვარულია.
ლომი - ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის ხასიათში, გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად ქედმაღლობა, არაჯანსაღად ამბიციური გამოხდომები და გამუდმებული ტრაბახი აღიზიანებთ. სამაგიეროდ, ლომს უზომოდ კეთილი გული აქვს. ის არის დიდსულოვანი მეგობარი და საიმედო დასაყრდენი პარტნიორულ ურთიერთობაში. უყვარს სუსტების მფარველობა.
ქალწული - უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა. მას ხშირად საყვედურობენ ანგარებიანი დამოკიდებულების გამო გარშემო მყოფების მიმართ.
დადებითი თვისება კი ისაა, რომ თავდადებული ზრუნავს მათთვის, ვინც უყვარს. არის დაკვირვებული, წინდახედული და მოწესრიგებული.
სასწორი - ნაკლი მერყევი ხასიათია. ხშირად თავად ვერ გაუგია რა სურს ან სურს კი საერთოდ რამე. გაუბედაობა და უკონფლიქტო ხასიათი ხშირად ხდება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის პრობლემების საბაბი. დადებითი თვისებებიდან სასწორი დიპლომატიურობით, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი მიდგომითა და მუდმივად მოღიმარი სახით გამოირჩევა.
მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულის ხასიათში ცუდ ჩვევად, შეიძლება, მისი შურისმაძიებელი ბუნება ჩაითვალოს. ამ ხალხის დიდი ნაკლია ბოღმისა და წყენის ხანგრძლივად გულში ჩარჩენა.
თუმცა, დადებითი თვისებაც ბევრი აქვთ. ისინი ერთგული, ამტანი და გამტანი ადამიანები არიან. არასოდეს ჩაგრავენ ვინმეს უმიზეზოდ და დაუმსახურებლად.
მშვილდოსანი - ნაკლი ცვალებადი ხასიათი, ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება და ზედმეტი ოპტიმიზმია. დადებითი თვისებებიდან კი, მათი საოცარი გულითადობა მეგობრების მიმართ, მასშტაბური აზროვნების უნარი და მხიარული ხასიათია.
თხის რქა - მისი ყველაზე დიდი ნაკლი პირქუში ხასიათი, ზედმეტი სერიოზულობა და სნობიზმია. არანაკლებ გამაღიზიანებელია, თხის რქის სიჯიუტეც.
დადებით თვისებებს შორის თხის რქას შეუძლია თავი მოიწონოს ერთგულების გასაოცარი უნარით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით.
მერწყული - ნაკლი არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიკული ხასიათი და საზოგადოებრივი ნორმების სრული მიუღებლობაა. დადებითი კი ის აქვთ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, რომ ისინი უზომოდ მეგობრულები და ჰუმანურები არიან. არასდროს ყოფენ საზოგადოებას ფენებად და არ გააჩნიათ გართულება რაიმე ტიპის რეგალიების მიმართ.
თევზები -  ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის ნაკლია რბილი ხასიათი, დამყოლი ბუნება და წუწუნისკენ მიდრეკილება. მათ ასევე უჭირთ თავი დააღწიონ ილუზიებს და რეალურ სამყაროში იცხოვრონ. დადებითი თვისებებიდან თევზების ღირსებაა თანამგრძნობი ბუნება, კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები და მოსმენის ნიჭი.

скачать dle 11.3