კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შექმნა დასავლეთმა „ნატო“, სტალინის იდეის მიხედვით #18

საგულისხმო და ერთი შეხედვით, პარადოქსული ფაქტია, რომ „ნატოს“ მსგავსი სამხედრო ალიანსის შექმნის იდეა, ჯერ კიდევ 1938 წელს, სტალინს მოუვიდა აზრად და დაჟინებით ცდილობდა მის განხორციელებას. თუმცა... პროფესორი საველ ლოცმანოვი წერს: „მტკნარი სიცრუეა, რომ იოსებ სტალინი აგრესორი იყო და ამ მოსაზრების დასტურად, საბჭოთა კავშირ-გერმანიის პაქტის საიდუმლო პროტოკოლს ასახელებენ, რის შედეგადაც საბჭოეთმა ბალტიისპირეთი შემოიერთა. მოგვიანებით კი, ფინეთთან გააჩაღა ომი და მას ტერიტორიები წაართვა. ეს ყველაფერი საბჭოთა ბელადმა იძულებით და მას მერე გააკეთა, რაც ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ჰიტლერს მწვანე შუქი აუნთეს მეორე მსოფლიო ომის გასაჩაღებლად მიუნხენში... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მიუნხენის ხელშეკრულების“ სახელით ცნობილი დოკუმენტი, რის შედეგადაც ჰიტლერს ჩეხოსლოვაკიის გადასანსვლის საშუალება მისცეს და ფაქტობრივად, მთელი ევროპა აჩუქეს, ის ბოლო წვეთი იყო სტალინის მოთმინების ფიალაში, რამაც (სტალინს) ჰიტლერთან დროებითი ხელშეკრულებების დადებისკენ უბიძგა. 1938 წლის 30 სექტემბერს, როდესაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა მიუნხენის ხელშეკრულების შესახებ, სტალინმა დამირეკა და მკითხა:
– „ბიბისის“ უსმენდი?
– კი. დიდი გულისყურით, – მივუგე სტალინს (ოფიციალურად „ბიბისის“ გადაცემების მოსმენა საბჭოეთში მკაცრად ისჯებოდა, თუმცა დიპლომატიურ უწყებებში ეს აუცილებელი იყო და მას სტალინიც ისმენდა).
– ხვდები, რა ქნეს?
– რა მიხვედრა უნდა.
– კარგი. ჩემთან მოდი. საქმე მაქვს. ერთ საათში გელოდები, – მითხრა სტალინმა და ყურმილი დაკიდა.
კრემლში რომ მივედი, პოსკრებიშევმა მაშინვე შემიშვა და სტალინმა მითხრა:
– ლიმონიანი ჩაი დალიე, – დამისხა, თავადვე მომიტანა და ჩიბუხი გააბოლა. შემდეგ საკმაოდ ნერვიულად მოჰყვა ბოლთის ცემას, ბოლოს კი მითხრა:
– არ მგონია, ჩემმა იდეამ გაამართლოს, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. ამის მერე კი, ალბათ, უკვე ნამდვილად ჰიტლერთან მოგვიწევს დროებითი ალიანსის შეკვრა.
სტალინი ყოველთვის თანმიმდევრულად და მკაფიოდ გამოთქვამდა საკუთარ აზრებს. ამჯერად კი ვერაფერს მივხვდი და ვკითხე:
– რას გულისხმობ, კობა? უფრო სწორად, იმას კი მივხვდი, რომ რაღაც სვლა ჩაიფიქრე, რომლის წარმატების იმედიც არ გაქვს და შემდეგ ჰიტლერთან აპირებ დალაპარაკებას. მაგრამ, მანამდე რას აპირებ, ის ვერ გავიგე.
– გეტყვი, – თავი დამიქნია სტალინმა და ჩიბუხი მოქაჩა, – ბრიტანელ პრემიერ ჩემბერლენთან და ფრანგ პრეზიდენტ დალადიესთან ლაპარაკი რომ მორჩენილია, კარგად იცი. ევროპაში კი, მეტი ვერავისთან დაილაპარაკებ სერიოზულად მათი (სტალინმი პატარა სახელმწიფოებს გულისხმობდა, რომლებსაც ფაქტობრივად, სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერე არ ჰქონდათ) სისუსტის გამო. ამიტომ, მეკავშირე ოკეანისგაღმა უნდა ვეძებოთ. ნაწილობრივ მაინც თუ ხვდები ჩემს აზრებს?
ჩამეცინა და სტალინს მივუგე:
– მე მგონი, სრულად მიგიხვდი. შენ, ალბათ, შეერთებულ შტატებს მოიაზრებ ჰიტლერის წინააღმდეგ მოკავშირედ, ხომ?
– შტატებსა და კანადას, – მითხრა სტალინმა და დააყოლა, – მეტიც, ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საბჭოთა კავშირ-ამერიკის სამხედრო ალიანსი. ეს, ერთი მხრივ, ჰიტლერს დააფიქრებს და მის ვნებებს დააცხრობს, მეორე მხრივ კი, ბრიტანეთსა და საფრანგეთს მოიყვანს გონზე. თუკი ისინიც ამ კავშირში გაწევრიანდებიან, ჰიტლერს საბოლოოდ გავაჩერებთ და მეორე მსოფლიო ომსაც ავიცილებთ თავიდან. რას იტყვი?
– იდეალისტური უტოპიაა, – მხრები ავიჩეჩე და ჩამეცინა.
– აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. შტატებში ამ უახლოეს დღეებში გაფრინდები, პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს შეხვდები და ჩემს იდეას  დაწვრილებით გადასცემ. მანამდე კი მე ამ ყველაფერს ქაღალდზე გავაშალაშინებ, – მითხრა სტალინმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.
ორი ნოემბრის საღამოს კვლავ სტალინმა გამომიძახა კრემლში. რომ მივედი, თავისი ნააზრევი თაბახზე დაბეჭდილი წინ დამიდო და მითხრა:
– ყურადღებით გაეცანი.
ბედის ირონია ისაა, რომ სტალინის მიერ შედგენილ დოკუმენტს ეწერა: „ევროატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წესდება და მის წევრთა უფლება-მოვალეობანი“. ამ თაბახის ოთხგვერდიან ფურცლებზე ეწერა, რომ ამ კავშირის წევრები აღიარებენ მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპს და ვალდებულები არიან, ჩაახშონ ნებისმიერი აგრესია, რომელიც კი მსოფლიოში სტაბილურობის წინააღმდეგ იქნება მიმართული... ერთი სიტყვით, მოგვიანებით, როცა უკვე „ნატოს“ წესდებასა და სხვა დოკუმენტებს გავეცანი, მათშიც ზუსტად იგივე ეწერა, რაც სტალინმა ჯერ კიდევ 1938 წელს დაწერა. ანუ, ამ ორგანიზაციის შექმნამდე ათი წლითა და ხუთი თვით ადრე...
– მოგწონს? – მკითხა სტალინმა.
– მე ბიბლიურ წიგნებში აღწერილი სამოთხეც მომწონს, მაგრამ... – მხრები ავიჩეჩე და დავაყოლე, – არ მგონია, ჩვენ ამ სამოთხის შექმნაში ხელი შეგვიწყონ კაპიტალისტებმა, კობა.
– მოკლედ, ხვალ საღამოს ვაშინგტონში მიფრინავ და რუზველტს შეხვდები, – მითხრა სტალინმა.
4 ნოემბერს უკვე რუზველტთან „თეთრ სახლში“ ოთხსაათიანი აუდიენცია მქონდა და მას სტალინის ნააზრევი დაწვრილებით გადავეცი...“
მოლოტოვი ვაშინგტონიდან, რომ იტყვიან, არაფრით დაბრუნდა. ფრანკლინ დელანო რუზველტმა მას თავაზიანად უთხრა:
– ვფიქრობ, ევროპამ თავად უნდა შეძლოს თავის კონტინენტზე პრობლემების მოგვარება. შეერთებული შტატების ჩარევა მხოლოდ გაამწვავებს ამ კონფლიქტებსო.
სტალინს კი მოლოტოვის მონაყოლი რომ მოუსმენია, უთქვამს: რუზველტი მწარედ შეცდა, რომ არ დამთანხმდა და ეს შეცდომა მას წინ დაუხვდებაო. მართლაც, შტატებს იაპონიამ პილი-ჰარბორზე საშინელი დარტყმა მიაყენა. შემდეგ გათამამებულმა ჰიტლერმა ჯერ საფრანგეთი დაიპყრო, შემდეგ კი ბრიტანეთის კუნძულებს შეუტია და ამ უდიდესმა ევროპულმა იმპერიამ შტატებთან სამხედრო ალიანსი სასწრაფოდ მოითხოვა. თუმცა, დრო წაგებული იყო და ჰიტლერს ევროპის უდიდესი ნაწილი ჰქონდა დაპყრობილი, საბჭოეთთან კი თავდაუსხმელობის პაქტი – დადებული და ხელ-ფეხი გახსნილი  ჰქონდა. თუმცა, არც სტალინი კარგავდა დროს და ფინეთის სტრატეგიული ტერიტორიები ძალით შემოიერთა, რომ ჰიტლერთან გარდაუვალი ომის დროს, მყარი გეოგრაფიული პოზიციები ჰქონოდა. მოლოტოვი იხსენებს: „1943 წლის ნოემბრის მიწურულს, როცა თეირანში ცნობილი კონფერენცია იმართებოდა, 30 ნოემბერს, უინტონ ჩერჩილის 69-ე დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, სტალინი რუზველტს მიუბრუნდა, შამპანურით სავსე ჭიქა ასწია და უთხრა:
– ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რომ ზუსტად ხუთი წლის წინ, ჩემი წინადადება მიგეღოთ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსზე დამთანხმებოდით, ახლა ევროპა ნანგრევებში არ იქნებოდაო.
– მართალს  ბრძანებთ, ბატონო პრემიერო. მე თავს ვხრი თქვენი გენიის წინაშე და თქვენს სადღეგრძელოს ვსვამ, – მიუგო რუზველტმა სტალინს და შამპანური დალია.
ჩერჩილიც ღიმილით შეუერთდა თავის კოლეგებს“.
ალბათ, მართლაც ბედის ირონიაა, რომ  სტალინის მიერ მოფიქრებული კავშირი, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობა უნდა შეენარჩუნებინა, თავად საბჭოთა ბელადსა და მის ქვეყანას დაუპირისპირა დასავლეთმა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ „ცივი ომი“ გააჩაღა“.

скачать dle 11.3