კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიოცნებოთ, თუ არა... #18



ამბობენ, რომ ოცნება მავნებელია. სინამდვილეში, ეს არის ენერგია,  რომლითაც ჩვენი სული იკვებება და რომლის გარეშეც შეუძლებელია ბედნიერების მოპოვება. 
ზოგჯერ დაივიწყეთ, რომ უკვე ზრდასრული ხართ და მოძებნეთ თქვენში ის ბავშვი, რომელსაც ოდესღაც ლამაზი ოცნებები ჰქონდა.
გაიხსენეთ, როგორ ჩაუთქვამდით სურვილებს ახალი წლის ღამეს და მერე ელოდებოდით, თოვლის ბაბუა როდის აგისრულებდათ. თუ ახლა ამას აღარ აკეთებთ, ძალიან ცდებით.
გახსოვთ, როდის დააკლდა თქვენს ოცნებებს სითამამე, ჟინი და გაბედულება? ეს იმის ბრალია, რომ უკვე ზრდასრული გახდით და გეღიმებათ  გულუბრყვილო ბავშვურ ოცნებებზე. ახლა უკვე რეალისტებად ქცეულები დროს არ კარგავთ ასეთ „ზღაპრებზე“ და მთლიანად სამსახურზე, ოჯახსა და სხვა ყოფით საკითხებზე გადართულებს გიხარიათ, რომ ბოლოს და ბოლოს, შეძელით რეალური ცხოვრებისთვის ფეხის აყოლა, მოიპოვეთ სიმშვიდე... მაგრამ სინამდვილეში, ეს ყველაფერი თავის მოტყუებაა, რადგან აუხდენელი ოცნება, ეს არის ნელი, ხანგრძლივი მოქმედების შხამი, რომელიც შეუმჩნევლად, თანდათანობით გვიწამლავს  ცხოვრებას.
შედეგად, ჩვენ დღითი დღე ვკარგავთ ამ მოჩვენებით სიმშვიდეს, გვაღიზიანებს ყველა და ყველაფერი: ყოველდღე ადრე ადგომა და სამსახურში სიარული, კაპასი ცოლი თუ უვარგისი ქმარი, ინტრიგანი მეზობელი თუ უმადური შვილები... შეიძლება, არ ვაღიაროთ, მაგრამ ვხვდებით, რომ ვუღალატეთ ჩვენს ოცნებას, ჩვენმა შიშმა სინამდვილეში მიგვიყვანა იქამდე, რის გამოც თავის დროზე ოცნებაზე უარი ვთქვით – იმედგაცრუებამდე და მარცხამდე.
სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. დაიწყეთ იმით, რომ ირწმუნეთ ოცნების ძალის!
ადამიანის ტვინის შესწავლისას მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მას გააჩნია მაგნიტური თვისებები.  ის იზიდავს გარკვეულ მოვლენებს, ადამიანებს, საგნებს, რესურსებს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი აზრების საჭირო მიმართულებით ფორმირების მეშვეობით,  ავამუშაოთ ეს კანონები და სწორედ მათი გამოყენებით, შევძლოთ ოცნებასთან მიახლოება.
დააკვირდით საკუთარ თავს, როგორ ფიქრებში ატარებთ დღის უმეტეს ნაწილს, რაზე ფიქრობთ ძილის წინ, დილით გაღვიძებისას თუ ტრანსპორტით მგზავრობისას. შეეცადეთ, ყოველთვის და ყველგან, მუდმივად იფიქროთ კარგზე. იფიქროთ იმაზე, რაც გინდათ და არა იმაზე, რაც არ გსურთ, ჩვენი აზრებით ვაპროგრამებთ საკუთარ თავს და თანდათანობით, ყოველწამიერად ვქმნით ჩვენს მომავალს.
ოცნებისგან უნდა გამოძერწოთ რეალური მიზანი!
როცა ვამბობთ, რომ გვსურს გავხდეთ მდიდარი, წარმატებული, ჯერ უნდა გავარკვიოთ კონკრეტულად, რა არის ჩვენთვის სიმდიდრე და წარმატება, რისი გაკეთებაა საჭირო მის მისაღწევად და რა დროის განმავლობაში გვინდა, ამის მიღება –  აი, ეს უკვე მიზანია.
ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ რჩება ჩვენი ოცნება აუხდენელი – უმოქმედობაა. უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენ  არაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ საწადელს მივაღწიოთ. ვზივართ და  ზურგის ქარს ველოდებით…
იმოქმედეთ!
ფორტუნას უყვარს თამამი და გაბედული ადამიანები!
 
რისი მოსმენა
სურს მამაკაცს

ტერმინოლოგიას და ფრაზებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს წყვილების ურთიერთობის თითქმის ყველა ეტაპზე. ეს არის სიტყვები, რომლის მოსმენაც ზოგჯერ სასიცოცხლო და აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ შენი ბოლომდე ესმით. მიუხედავად იმისა, რომ სასიყვარულო ფრაზების მოსმენა, ძირითადად, ქალებს უნდათ, მამაკაცებსაც სჭირდებათ სტიმული და იმის ცოდნა, რომ, რასაც ისინი აკეთებენ, დაფასებულია თქვენი მხრიდან.
1. არსებობს „ბალიშისპირა“ საუბრები – როცა მამაკაცი გახსნილია და შეგიძლიათ, ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ. ის სიამოვნებით მოისმენდა ფრაზებს თქვენი გრძნობის შესახებ მის მიმართ.
2. „ვიცი, როგორ გიყვარს შენს მეგობრებთან დროსტარება – წადი, ჩემზე ნუღარ იღელვებ“ – მამაკაცი მეგობრების წრეში სხვანაირად ფიქრობს და იქცევა. ისინი ერთად სხვადასხვა მამაკაცურ თემას განიხილავენ. ეს ყოველივე მათ ისევე სჭირდებათ, როგორც ქალებს ქალებთან გულის გადაშლა და ჭორაობა. ამიტომ „გაუშვით, იფრინოს თავისუფლად“.
3. „გეტყვი მთავარს და თუ დაგაინტერესებს, მკითხე დეტალებიც“ – ქალები ხშირად არაპირდაპირი გზებით, თავიანთი ემოციებისა და განცდების ჩართვით, ყვებიან ამბავს. არადა, რომ იცოდნენ, როგორ აქვს მამაკაცს ტვინი მოწყობილი –  გადადით პირდაპირ საქმეზე. თქვით მთავარი შეულამაზებლად.
4. „ყველაფერი რომ დავკარგოთ, მაინც მეყვარები. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის“ – მამაკაცებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ ყველაფრის გარეშეც ეყვარებათ და ენდომებათ.
5. „გპირდები. მხოლოდ 3 კითხვა“ – როცა დღის ბოლოს წყვილი ერთადაა, ქალი, როგორც წესი, ქმრის დაკითხვას აწარმოებს. აინტერესებს რას აკეთებდა მისი მეორე ნახევარი მთელი დღე, რა გამორჩა. მამაკაცს კი, პირიქით, უნდა,  დაისვენოს, მთელი დღის საზრუნავი დაივიწყოს. შეამცირეთ კითხვები და შეეცადეთ, ამ მცირედზე ვრცელი პასუხები მოისმინოთ.
6. „არ მინდა, თავს ვალდებულად გრძნობდე” – საინტერესოა ის ფაქტი, რომ მესაკუთრე ქალები ნაკლებად უყვართ მამაკაცებს.
7. „როცა ჩემთან ხარ, თავს უსაფრთხოდ და მშვიდად ვგრძნობ“ – მამაკაცებს სურთ, რომ იზრუნონ, მშვიდად და უსაფრთხოდ ჰყავდეთ პარტნიორი. ეს ფაქტი მათ სიამაყით ავსებთ და ნუ მოაკლებთ ამ სიამოვნებას.
8. „მელოტიც ძალიან სექსუალური ხარ“ – აქვე შეიძლება, თამამად ჩავამატოთ ღიპიც. თმის დაკარგვის პრობლემას კაცები უფრო განიცდიან. მოუხსენით კომპლექსი, თქვენ ხომ ისედაც იმდენს აკეთებთ მისთვის.

скачать dle 11.3