კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აღარ უნდა ქმარს ცოლი და ვინ უნდა შეახსენოს მას ცოლის ქალურობა #18

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში დგება პერიოდები, როცა ვნების ნაპერწკალი ქრება, ლტოლვა მძლავრი აღარ არის და იწყება პრობლემები. მით უფრო მწვავდება ეს პრობლემა, თუ ერთ-ერთს ისევ შერჩა სიყვარულიც და ლტოლვაც. ცოლ-ქმარმა მუდმივად უნდა იზრუნოს ურთიერთობის განახლებისთვის, ინტიმური მრავალფეროვნებისთვის. მხოლოდ ასეა შესაძლებელი, ქმარს ან ცოლს სხვა პარტნიორის მოძებნის სურვილი არ გაუჩნდეს. გაუცხოების, ლტოლვის გაქრობის მიზეზი ზოგჯერ სულაც არ არის „მესამე“ და წყვილმა მიზეზი „შიგნით“ უნდა ეძებოს – იმ შეცდომებში, რომლებსაც ურთიერთობაში უშვებენ.

 დიანა (34 წლის): სამი წლის წინ გავთხოვდი. მანამდე, ოთხი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მე ვფიქრობდი, რომ ძალიან გვიყვარდა. საშინელებაა, როცა უცებ აღმოაჩენ, რომ ადამიანში შეცდი, თანაც მასში, რომელიც სიცოცხლეს გერჩივნა. არ იფიქროთ, რომ ქმრის მიმართ გრძნობა გამინელდა, პირიქით – კიდევ უფრო მეტად მიყვარს. შეიძლება, ამიტომაც მეგლიჯება გული. ისეთ მდგომარეობაში ვარ, ცხოვრება აღარ მიხარია.
– რაში შეცდით, არ არის ის, რაც გეგონათ?
– შევცდი-მეთქი, როგორ ვთქვა?! – მე ხომ ისევ მიყვარს? უბრალოდ, ჩვენი თანაცხოვრება გაფუჭდა და არანორმალურ მდგომარეობაში ვართ. ფსიქოლოგი მეუბნება, ქორწინების მესამე წელი კრიტიკულიაო, მაგრამ ამას კრიტიკული აღარ ჰქვია – ქმარს აღარ ვუნდივარ.
– „აღარ ვუნდივარ“ რას ნიშნავს?
– ჩემთან დაწოლას გაურბის. უკვე ექვსი თვეა, თავს მარიდებს. თავიდან ვფიქრობდი, რომ სამსახურში ჰქონდა პრობლემები. ბიზნესშია და ძალიან დაკავებულია. დაღლილობა არ მიკვირს მისი, მაგრამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს? სამი წლის ცოლ-ქმარი ვართ, ბოლოს და ბოლოს... რა აზრები აღარ მომდის თავში.
– რას ფიქრობთ? რა აზრები მოგდით, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს?
– რა თქმა უნდა, ეგეც ვიფიქრე. თუმცა, თავიდან, პირველი, რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ მე ვიყავი ამ ყველაფერში დამნაშავე.
– რა გაგებით?
– ვერ ვუგებ ჩემს ქმარს, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ კარგად ვიცხოვრო-მეთქი. შემრცხვა კიდეც, ეგოისტი რატომ ვარ. იმის მაგივრად, რომ მხარში დავუდგე, ვწუწუნებ, მარტო საკუთარ სიამოვნებაზე ვფიქრობ-მეთქი და რაღაც პერიოდი ვითმენდი, მაქსიმალურად ვცდილობდი, მეზრუნა მასზე და არაფერი მომეთხოვა. მჯეროდა, რომ ის ამას დაინახავდა, დააფასებდა და ორმაგად გამაბედნიერებდა. როგორი გულუბრყვილო ვიყავი. ახალგაზრდები ვართ, ჯანმრთელები, ერთმანეთი გვიყვარს, როგორ შეიძლება, პრობლემა ვერ მოგვარდეს და ამან ურთიერთობა გაგვიფუჭოს-მეთქი. ვერ ვაცნობიერებდი, რა რთულად მქონდა საქმე.
– რომ დავაკონკრეტოთ, თქვენი პრობლემა მეუღლესთან ურთიერთობაში მხოლოდ ინტიმურ სიახლოვეშია?
– დიახ და სწორედ ეს მაშფოთებს. ყველანაირად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ოჯახს კარგად ინახავს, არაფერს გვაკლებს. ზრუნავს ოჯახზე, ბავშვი ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, მაგრამ უვლის და დროის მნიშვნელოვან ნაწილს მასთან ურთიერთობას უთმობს. არ ვჩხუბობთ. ვერ ვიტყვი, რომ ღამეს სახლში არ ატარებს, მაგრამ ინტიმურ სფეროში სრული ჩავარდნა გვაქვს.
– რას აბრალებთ ამას ან რას უკავშირებთ?
– თავიდან ვაბრალებდი, რომ ჩემი ქმარი ძალიან იღლებოდა. მე გარეგნულად არ შევცვლილვარ – წონაში არ მომიმატია და ბავშვის გაჩენის შემდეგ საკმაოდ კარგი ფორმები შევინარჩუნე. ამიტომ ამას ვერ დავაბრალებ.
– მაშინ, რაშია საქმე?
– აღარ ვუნდივარ. ის, რომ სექსი აღარ მაქვს, ძალიან მთრგუნავს, მაღიზიანებს და მანერვიულებს. მინდა, სიმშვიდე შევინარჩუნო. მოთმინება გამოვიჩიო, მაგრამ როდემდე? ჯანმრთელი, ახალგაზრდა ქალი ვარ. ბუნებრივია, რომ ქმართან მხოლოდ თბილი, მეგობრული ურთიერთობა არ მაკმაყოფილებს.
– საერთოდ არ გაქვთ ინტიმური სიახლოვე?
– ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ გვქონდა, ისიც ჩემი დაჟინებით. ფაქტობრივად, ვაიძულე. დიდი ენთუზიაზმი არ შემიმჩნევია და მერე თავი საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი. როდემდე  გაგრძელდება ასე?! ქმართან ხვეწნა რატომ უნდა მჭირდებოდეს, რომ ჩემთან სექსი ჰქონდეს?
– არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება, მიზეზი სხვა ქალი იყოს?
– როგორ გგონიათ, არ ვიფიქრებდი? ეგრევე დავეჭვდი და დავიწყე „ქექვა“? ლამის კერძო დეტექტივად ვიქეცი – არაფერი! ვერ გამოვიჭირე. სუფთაა. შეიძლება, ძალიან ოსტატურად მატყუებს და ვერ ვხვდები, მაგრამ რომც ჰყავდეს სხვა ქალი, არის ეს მიზეზი, რომ აღარ ვუნდოდე?
– რთული სათქმელია. იქნებ თქვენს მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს? – არ გიცდიათ, გესაუბრათ მასთან?
– იცით, რაშია საქმე? მერიდება. მინდა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვახერხებ. ბარიერს ვერ ვლახავ, ჩემში არსებულ შინაგან ბარიერს. თუმცა ვხვდები, რომ ჩვენთვის ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. იქნებ მართლა აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ერიდება ამაზე ლაპარაკი. არ ვიცი, როგორ მივუდგე. შეიძლება, მართლა ჰყავს საყვარელი და ამიტომ აღარ ვუნდივარ. ღმერთო, სამ წელიწადში როგორ მოვბეზრდი?!
– პირველ წელს როგორი ინტიმური ურთიერთობა გქონდათ.
– პრობლემაც ისაა, რომ რადიკალურად სხვა სიტუაცია გვქონდა. ვუნდოდი ისე, რომ ვიღლებოდით – ყველგან, ყოველთვის და ყველაფრის მიუხედავად. სად წავიდა ეს ვნება, სად გაქრა?! თუ რამე არ შეიცვლება, გავგიჟდები. ასე, დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. რა ვუყო, როგორ ვაცდუნო... ერთი წლის წინ თუ ვიყავი სასურველი ქალი, ახლა რაღა მოხდა?! მიზეზი მაინც ამიხსნას, თორემ გავგიჟდები.

скачать dle 11.3