კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეკორდი დაამყარა გუგული მაღრაძემ პარლამენტში და როგორ გაუცვალა მან ადგილი გიორგი კვირიკაშვილს #17

პარლამენტარი გუგული მაღრაძე  საზოგადოების ყურადღების ცენტრში საკმაოდ ხშირად ხვდება. იმის მიუხედავად, რომ რეკორდსმენი დეპუტატია და პარლამენტარის მანდატს უკვე მესამედ ფლობს, მისი გამონათქვამები მაინც მოარულ ფრაზებად იქცევა ხოლმე. ამბობს, რომ ამ ამბებში  გახსნილი  ხასიათის გამო ხვდება და პოლიტიკოსისთვის ზედმეტად პირდაპირია. ხანმოკლე ტაიმაუტის და ქართული პოლიტიკის კულისებში „ქცევის წესებზე” თავად ქალბატონი გუგულისგან შეიტყობთ.  
 – ქალბატონო გუგული, ტაიმაუტის შემდეგ, კვლავ გახდით პარლამენტის წევრი,  არ ფიქრობთ, რომ  განსაკუთრებით იღბლიანი  ხართ. 
– ვერ ვიტყვი, რომ   ტაიმაუტი დიდხანს გაგრძელდა, სულ 20 დღე ვიყავი პარლამენტს გარეთ. როგორც კი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, მის ადგილმონაცვლედ პარლამენტში მე შევედი.  პირდაპირ  გიორგი კვირიკაშვილს  გავუცვალე ადგილი. ვხუმრობდი  კიდეც, არ გადაიფიქროს-მეთქი (იცინის). 
– უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ხართ, შედიხართ რეკორდსმენი დეპუტატების სიაში?  როგორ „გაძელით” ამდენ ხანს პარლამენტში? 
–  1992-1995 წლის პარლამენტშიც ვმუშაობდი, მაგრამ მაშინ დეპუტატი არ ვიყავი. პრესსამსახურში ვმუშაობდი და რეგულარულად ვესწრებოდი პარლამენტის სხდომებს. ვერ ვიტყვი, რომ რეკორდსმენი დეპუტატი ვარ, აკაკი ბობოხიძეა  პირველ ადგილზე, ის ოთხი მოწვევის დეპუტატია,  ასევე ზვიად ძიძიგურიც. ხათუნა გოგორიშვილია ჩემსავით სამი მოწვევის დეპუტატი.  მოკლედ, ხუთეულში ვარ. საკუთარ თავზე საუბარი ძნელია. ვერ ვიტყვი, რომ ამდენ ხანს იმიტომ ვარ პარლამენტში, რომ განსაკუთრებული იღბალი მაქვს. მე ვარ  ძალიან ცნობისმოყვარე. მაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები, ჩართული ვარ საქმეში. არ მეზარება მუშაობა, არ ვეგუები რაღაცეებს და ყოველთვის გამოვხატავ ჩემს აზრს. ეს ყველაფერი ერთად გროვდება, რაც ადამიანებს აფიქრებინებს, რომ საჭიროა, ვიყო იქ, სადაც ვარ. თავად  მე არასდროს მივმართავ განსაკუთრებულ მცდელობებს, ვიყო პოლიტიკაში – შევაწუხო ადამიანები, მივიდე, ვუთხრა, დავუმტკიცო, რომ მაგარი ვარ. 2004 წელს ისე გავხდი დეპუტატი, ამაზე არც მიფიქრია. იმ დროს მე ვიყავი  ამერიკული პროგრამების მონაწილეთა ასოციაციის პრეზიდენტი.  ასოციაციაში  შედიოდა ყველა  ქართველი, ვისაც უცხოეთში ჰქონდათ მიღებული განათლება და სტაჟირება.   გიული ალასანია იყო ასოციაციის წევრი, მიშა სააკაშვილი, როგორც მასკის პროგრამის მონაწილე ესწრებოდა ხოლმე ჩვენს ღონისძიებებს.  სულ რომ ამბობდნენ, რომ მე გიული ალასანიასთან  მეგობრობის გამო გავხდი დეპუტატი, ეს  არ იყო  მართალი.  ჩემზე ახლო მეგობრები ჰყავდა გიული ალასანიას, მაგრამ ისინი არ მოხვედრილან სიაში. მიშამ დაინახა, რომ მქონდა პროგრესული აზრები,  თან ვიყავი პროფესორი და ამიტომ გააკეთა არჩევანი ჩემზე.   მე დავტოვე სივი და წავედი ამერიკაში სტაჟირებაზე. იქ  დამირეკეს,  ჩამოდი ხელი მოაწერე, სიები უნდა წარვადგინოთო. არც მაშინ და არც მერე, არასდროს მიკითხავს, მერამდენე ვიყავი სიაში. მე სპეციალურად არც ბატონი ბიძინა შემიწუხებია, არც მაშინ,  როცა, როგორც ქალთა პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან გავერთიანდი, „ქართულ ოცნებაში” და  არც მერე, ამ არჩევნებზე. უბრალოდ, ვთქვი, რომ თუ ძველებიდან იქნებოდა ვინმე, მეც მქონდა პრეტენზია, ვყოფილიყავი მათ შორის.  არც განათლება მაკლია, არც შრომისმოყვარეობა და არც ენერგია. მე ასეთი ენერგიული ვიყავი ყოველთვის.  ახლაც იმდენი ახალგაზრდა შემომნატრებს ხოლმე, თქვენი ენერგია მომცაო.  სადოქტორო დისერტაციის დაცვის დროს  შოთა  ნადირაშვილმა თქვა, გუგულის იმხელა ენერგია აქვს, ერთ ელექტროსადგურს აამუშავებდა. კიდევ კარგი, მისი ენერგია ბევრი მიმართულებითაა გაფანტული, თორემ გადაგვწვავდაო (იცინის). ახლა რომც არ მოვხვედრილიყავი პარალმენტში, არც ეს იყო პრობლემა. უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ. იმდენი საინტერესო საქმის გაკეთება შეიძლება, ახლაგაზრდებთან ერთად. განსაკუთრებულად არაფერს ვგეგმავ, მომწონს ადამიანი, ვინც წონის საკუთარ სიტყვას, საქციელს – ახლა იმას შევხედო, იმას გავუღიმო,  მე არ შემიძლია ასე მოქცევა. ჩემი ძმა იტყვის ხოლმე, იმ პერსონაჟივით ხარ, სულ რაღაცას რომ უწყობენ და ისხლიტავს თავისი ბუნებრივობითა და სილაღითო. მე არასდროს გავბმულვარ ვინმეს მახეში, ასეთ  რამეებს ვერც კი  ვიგებ.  
 –  როგორც ამბობენ, თქვენი გამონათქვამებით უკმაყოფილო თავად ბიძინა ივანიშვილი იყო და თქვენ მასთან შეხვედრა დაგჭირდათ, რომ ახალ საპარლამენტო სიაში ყოფილიყავით. 
–  ასე არ ყოფილა. მე მასთან საუბარი მქონდა მას  შემდეგ, რაც დეპუტატი გავხდი, მე  ვუთხარი ჩემი სურვილის შესახებ, რომ განათლებისა და კულტურის კომიტეტში მინდოდა მუშაობა.   არ ვმალავ, რომ მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება  მაქვს. თავად  ამბობს, რომ მათი  მეგობარი ვარ.  უთქვამს კიდეც ეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ  ახლო პრივატული ურთიერთობა გვაქვს, ახალ წელს, დაბადების დღეებს  ვულოცავთ ერთმანეთს. თუ იქნება „ჩეპე” და ჩავთვლი, რომ  მას უნდა დავურეკო, დავურეკავ და ვიცი, რომ  თვითონაც შემეხმიანება.   სხვა მხრივ მას ვერ შევაწუხებ,  ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.  მე არ ვარ ჩართული პოლიტიკის კულისებში, არც ვცდილობ ამ კულისებში  გარკვევას.  ამის გამო შესაძლოა, რაღაცას კარგავ, ან პირიქით,  მიმაჩნია, რომ თუ გინდა, იყო პოლიტიკაში, უნდა იყო სამართლიანი და შრომისმოყვარე.  მე ასე ვარ.  კულისები  არ მეხერხება,  ვერც გზას გავიკვლევ. პოლიტიკოსის კვალობაზე  პირდაპირიც ვარ, რის გამოც  პატარ-პატარა ხმაურში ხშირად ვხვდები (იცინის).
–  დროდადრო  ისეთ განაცხადებს აკეთებთ, თვეები არ ავიწყდება ხალხს თქვენი ნათქვამი. ამას ეპატაჟური განცხადებებისთვის აკეთებთ, თუ მართლა ფიქრობთ, ერთი ცნობილი ქალბატონივით, რომ კარგი დიასახლისი 9 ლარად ოჯახს შეინახავს.
–  ტყუილი   ვთქვი რამე?  ამ ნათქვამით მე  რამეს ვიგებ?  ჩემი გუნდის წევრებს უთქვამთ,  ამას ნუ იტყვიო, არადა,  ტყუილი ვთქვი? ის ამბავი რომ ატყდა, 20 ლარად სადილის მომზდებაზე, იცით, როგორ იყო?   ერთმა ადამიანმა  თქვა, ლარი და 80 თეთრი ეყოფაო, არა-მეთქი. ლარი და 80 თეთრი არა, მაგრამ 20 ლარად კარგი დიასახლისი  ერთ სადილს ვერ გააკეთებს?    ერთ-ერთი პირველი ჩემი ნათქვამი, რასაც ხმაური მოჰყვა  იყო ის ფრაზა, როცა   ვთქვი, თუ ადამიანი ცუდად არაა და ჯანმრთელია, შეუძლია, ლუკმა-პური იშოვოს-მეთქი.  რამდენს იცნობთ, რომელიც უმუშევარია და 400-ლარიან ხელფასს იწუნებს იმის გამო, რომ ამ ხელფასის ნაწილი გზაში და კვებაში დაეხარჯება? აღიარეთ, რომ ყველას გვყავს ასეთი ნაცნობი. 400 ლარი არ ჯობია სახლში ჯდომას?  სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, იქვე დავრჩი ასპირანტურაში, სულ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმეს ვეწეოდი, მაგრამ როცა  მჭირდებოდა, სხვა საქმეც ბევრჯერ შემითავსებია – მითარგმნია, იმიტომ რომ, ოჯახს დასჭირდა. კუპონობის დროს ორ უმაღლეს სასწავლებელში ვკითხულობდი ლექციებს,  გვიან ღამით მივდიოდი სახლში, მაგრამ ასე სჭირდებოდა ჩემს ოჯახს და ვმუშაობდი.  გაჩნდა თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი შესაძლებლობა,  სწორედ მაშინ გამოცხადდა  „ნატოს“ კონკურსი. დავწერე   პროექტი, რომელშიც კარგი ფული გადამიხადეს. შორიდან ჩანს  ლამაზად ყველაფერი. არ მესმის ამ ხალხის  გაგულისება.  ვინმეს რამე წავართვი? უშრომელად  მივიღე თუ რაშია საქმე? მთელი ცხოვრება ვმუშაობ.   ალბათ, გახსოვთ,  იყო ერთი  ამბავი პენსიის დანამატზეც. რა არის  10 ლარი,  ეს რა მათხოვრობაა და ასე შემდეგ.  იმ დროს შემხვდა ერთი ქალი,   ბრილიანტები ჰქონდა ასხმული. იმისგანაც რომ იგივე მოვისმინე, ვუთხარი, ქალბატონო, თქვენთვის შეიძლება, 10 ლარი არაფერია, მაგრამ ვისაც 100 ლარი აქვს პენსია, იმისთვის 10 ლარი ზეთის და შაქრის ფული არ არის-მეთქი? ახლაც  რომ ატყდა ამბავი ჩემს ნათქვამზე, რომ   ფილმში, სადაც სიგარეტის მოწევის სცენაა, სიგარეტი ყვავილით გადავფაროთ-მეთქი, არ არის მართალი?  რაღაც უნდა მოვახერხოთ, რომ სიგარეტის პროპაგანდა არ იყოს. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ხერხს მიმართავენ – ზოგან  ფარავენ, ზოგან ყვავილს ადებენ, რომ ახალგაზრდას სიგარეტის  მოწევა არ მოუნდეს. ფაქტია, რომ თუ ფილმში ხშირად უჩვენებენ სიგარეტის მოწევას, ეს ახალგაზრდებზე გავლენას  ახდენს. 10 წლის ბავშვებს სიგარეტის გემო კი არ მოსწონთ, არა!  ეწევიან იმიტომ, რომ ვიღაცას ბაძავენ, ამიტომაც ვფიქრობ, ცნობილი ადამიანები ეკრანზე სიგარეტით არც უნდა ჩანდნენ. მე თვითონ არასდროს ვყოფილვარ მწეველი, არც ჩემს ოჯახში ეწევა ვინმე. სადმე რომ შევალ, ორი საათის წინ რომ იყოს მოწეული, იმასაც კი  ვგრძნობ.   მე ასეთ ხმაურს  დიდად არ განვიცდი.
– არც მაშინ არ განიცადეთ, როცა თქვენს ინგლისურზე არაერთი სახალისო ამბავი შეთხზეს?
–   არა, მე ინგლისურის სწავლა დავიწყე 90-იან წლებში. იქამდე სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც ფრანგულს ვსწავლობდი. აქცენტს  ძირითადად ვაკეთებდი, იმაზე, რომ სამეცნიერო ლიტერატურაზე მემუშავა, შეიძლება, უცებ არ გამახსენდეს როგორ არის ინგლისურად სტაფილო, მაგრამ მნიშვნელოვანი ტექსტები ყოველთვის მახსოვს. როდესაც პირველად გავხდი დეპუტატი, პარლამენტში აყვანილი იყო ინგლისური ენის პედაგოგი მათთვის, ვისაც ინგლისურის უკეთ დაუფლება სურდა. როცა მასთან მივედი,  მითხრა, შენ ყველაფერი იცი და რომელ ჯგუფში უნდა ჩაგსვა, უბრალოდ, ინტონაციას მიაქციე ყურადღება საუბრისასო. ხან ვაქცევ  ყურადღებას,  ხან – ვერა. არ დაგიმალავთ, ჩვენი საზოგადოების „გოიმობაზე” უფრო დამწყდა გული, როცა ჩემი ინგლისური გააშაყირეს.  ევროსაბჭოში,   სულ 3-4 ახალგაზრდაა ისეთი, ვინც დახვეწილი ინგლისურით საუბრობს, დანარჩენს ყველას აქცენტი აქვს. როცა ჩემს ინგლისელ კოლეგებს ვუთხარი, საქართველოში ინგლისური დამიწუნეს-მეთქი, ბევრი იცინეს. 2000-2001 წლებში ამერიკაში ვკითხულობდი ლექციებს. თუ ინგლისური არ იცი, იქ ლექციებს ვერ წაიკითხავ. საქართველოში ჩემი ასაკის ადამიანებმა  მხოლოდ იმ შემთხვევაში  იციან კარგი ინგლისური, თუ მათ  დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი აქვთ  დამთავრებული. დანარჩენი, ჩემს ასაკში, სუფთად  ვერავინ საუბრობს. თუმცა, მე არც  ამაზე არ მაქვს გართულება.  ყველაფერს ჯობია, ყველამ თავის ინგლისურს მიხედოს (იცინის).

скачать dle 11.3