კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„იმედის კლინიკა“ – ყველაზე საიმედო სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო #17

დედობა ქალის ცხოვრებაში უმთავრესი მოვლენაა და როცა ეს ბედნიერი მომენტი დგება, ოჯახის მთავარი საზრუნავი კლინიკისა და სამედიცინო პერსონალის სწორად შერჩევაა, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული დედა-შვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მშობიარობის შემდეგ კი, ჩნდება ახალი საზრუნავი – ახალშობილის ჯანმრთელობა და პედიატრიული კლინიკის სწორად შერჩევა. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველაზე უკეთ ჩვენი პატარების მკურნალობა სწორედ იმ კლინიკაშია შესაძლებელი, სადაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჯერ კიდევ მუცლად ყოფნიდან იცნობენ.
სწორედ ამ და კიდევ სხვა მრავალი პლუსის გამო, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და სტანდარტებით გამორჩეულმა „იმედის“ სამშობიარო სახლმა, რომელიც უდიდესი სანდოობით სარგებლობს, გადაწყვიტა, ერთ ჭერქვეშ გაეერთიანებინა პედიატრიული კლინიკა და სამშობიარო სახლი, რომელიც დედებსა და შვილებს ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას, სასიამოვნო და კომფორტულ გარემოსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
უსაფრთხო დედობა და ბედნიერი ბავშვობა განახლებული „იმედის კლინიკის“ თითოეული თანამშრომლის დევიზია.
ამ სასიხარულო სიახლეზე „იმედის კლინიკის“  დირექტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორსა და პროფესორ ბატონ დავით კობეშავიძეს ვესაუბრეთ.
– ბატონო დავით, როგორ გაჩნდა ერთ ჭერქვეშ პედიატრიული საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის გაერთიანების იდეა?
– საქმე ისაა, რომ ჩვენს სამშობიარო სახლში პაციენტების მხრიდან ძალიან ხშირი იყო თხოვნა პედიატრიული მომსახურების თაობაზე. ჩვენთან დაბადებულ ახალშობილებსაც ხშირად ესაჭიროებოდათ შემდგომი პედიატრიული ჩარევები და რადგან მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, გაგვიჩნდა პედიატრიული საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის ერთ ჭერქვეშ გაერთიანების იდეა, რაც ჩვენთან დაბადებული ბავშვების შემდგომში დაცვის საშუალებასაც მოგვცემდა. ამას დაემთხვა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაც, ერთმანეთთან ლოგიკური ჯაჭვით დაკავშირებული კლინიკების უპირატესობის შესახებ და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, ჩვენც ამ ლოგიკურ ჯაჭვს გავყოლოდით. ანუ, ერთ ჭერქვეშ გაგვეხსნა სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო. ასე იქცა „იმედის კლინიკა“ დედათა და ბავშვთა ცენტრად, რასაც ექვსთვიანი სამშენებლო სამუშაოები დასჭირდა.
– გვითხარით, რა უპირატესობა აქვს მსგავს გაერთიანებას?
– საქმე ისაა, რომ ერთ სივრცეში მოქცეული ყველანაირი მომსახურება დედებისთვისაც დიდი კომფორტია და მათი პატარებისთვისაც. ჩვენთან მოსულ ორსულ ქალს აქ შეუძლია, ყველა სახის საჭიროების დაკმაყოფილება – დაწყებული აღრიცხვაზე აყვანიდან, გაგრძელებული მშობიარობით. მშობიარობის შემდეგ კი თუ ახალშობილს რაიმე პრობლემა აქვს, აქვე, პედიატრიულ სტაციონარში გადაგვყავს და ყველაფრით უზრუნველვყოფთ. მოგეხსენებათ, პედიატრიული საავადმყოფო 18 წლამდე მოზარდებს ემსახურება. ჩვენთან დაბადებული ბავშვების ისტორია აქ ინახება, რაც შემდგომში მათი მკურნალობის პროცედურებს ამარტივებს. ამ პროექტის შედეგად უკვე თამამად შეგვიძლია, მოვახდინოთ 22 კვირის ზემოთ ორსულების ჰოსპიტალიზაციაც და მშობიარობაც. ყველანაირი პირობა გვაქვს მათი უმაღლეს დონეზე სამკურნალოდ. რაც შეეხება პედიატრიულ კლინიკას, ის აბსოლუტურად ყველა სახის სამედიცინო სერვისს მოიცავს ამ მიმართულებით – იქნება ეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ქირურგია, ტრავმატოლოგია, ყელ-ყურ-ცხვირი, ოფთალმოლოგია, ნეონატოლოგია, თერაპია, ახალშობილთა და მოზრდილთა რეანიმაცია, რენტგენოლოგია, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს (რაც დიდი დიღმისთვის სიახლეა), ასევე, ლაბორატორიული კვლევები და ასე შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ლაბორატორია უმაღლესი, „როშეს“ ფირმის აპარატურითაა აღჭურვილი.
– გაერთიანების პირობებში, თუ მოახერხეთ თქვენთვის ჩვეული მაღალი სტანდარტების შენარჩუნება?
– მაქსიმალურად ვეცადეთ, „იმედის კლინიკის“ უმთავრესი მახასიათებელი – მაღალი ხარისხის მომსახურება შეგვენარჩუნებინა და სიამაყით გეტყვით, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ. მეც და თქვენც, ხშირად გვსმენია წუწუნი, სტაციონარებში არსებული არასასიამოვნო სიტუაციის შესახებ და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს კლინიკაში საუკეთესო პირობები გვაქვს როგორც პაციენტებისთვის, ისე მათი თავდგომებისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკის აღჭურვასა და პროფესიონალ კადრებს. ამ თვალსაზრისით, ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან პროგრესული რეგულაციები აქვს, რასაც ნამდვილად მივესალმები, რადგან, როცა დედათა და ბავშვთა სამსახურში ხარ, უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია და ვალდებული ხარ, მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდე. ჩვენი კლინიკა უმაღლესი ხარისხის თანამედროვე აპარატურით აღვჭურვეთ და თითოეული სტაციონარის შემთხვევაში, პროფესიონალთა ძლიერი გუნდი შევკარით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ცალკეული მაღალი დონის პროფესიონალების ყოლა, მაგრამ მთავარი მათი ერთ ძლიერ გუნდად ქცევაა და საბედნიეროდ, ჩვენ ეს შევძელით. ჩვენი პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ეკატერინე გეთია გახლავთ. ქირურგიული დეპარტამენტი კი ქალბატონ ნანა გიორგობიანს ჩავაბარეთ. ბატონ გია ნიჟარაძეს აბარია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი. ორივე სტაციონარში ოცამდე აკადემიური დოქტორი მუშაობს. სიამაყით გეტყვით, რომ ჩვენი სტაციონარი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომური გადამზადების ბაზა, „იმედის კლინიკა“ უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკაა, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს მედიცინის სფეროში დაწინაურებულ სხვადასხვა ქვეყანასთან და ჩვენი მედიკოსები სისტემატურად გადიან სტაჟირებას ამ ქვეყნებში. უახლოეს მომავალში ექთნების გადამზადებასაც ვგეგმავთ. სამედიცინო განათლება უწყვეტი პროცესია და ექიმი, ისევე როგორც მთელი მედპერსონალი, პროგრესს არ უნდა ჩამორჩეს.
ძალიან ბევრ და საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ მენეჯმენტის თვალსაზრისით. მაგალითად, ორსული, რომელიც ჩვენს კლინიკაში დადგება აღრიცხვაზე, ავტომატურად იღებს მონაწილეობას პროექტ „ერთგულებაში“, რაც მშობიარობაზე 20-25-პროცენტიან ფასდაკლებას ნიშნავს. ამავდროულად, ერთვება სახალისო გათამაშებაში, რომლის ფარგლებშიდაც თვის ბოლოს გათამაშდება ძალიან სერიოზული პრიზები: უფასო ექოსკოპია, უფასო მშობიარობა და ასე შემდეგ.
– კლინიკის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ალბათ, უკვე ბევრი პაციენტი გყავთ, ფასები თუა ხელმისაწვდომი მათთვის?
– ამ კლინიკის გახსნა დიდი დიღმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. მოგეხსენებათ, რა სისწრაფით იზრდება აქ მოსახლეობის რაოდენობა. თუმცა, დიდ დიღომში მცხოვრები ბავშვები დღემდე პედიატრიული სტაციონარის მომსახურებას მოკლებულები იყვნენ. ჩვენი კლინიკა ხარების ბრწყინვალე დღესასწაულზე გაიხსნა და მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთისა, უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოგვმართა. გვიხარია, რომ ჩვენი პაციენტები კლინიკის მადლიერები არიან.
რაც შეეხება ფასებს, შევეცადეთ, მაქსიმალურად მიგვეახლოვებინა საყოველთაო დაზღვევის ფასებთან. ხშირ შემთხვევაში, თანხის დამატება საჭირო არაა. ჩვენთან ყველაფერი ხელმისაწვდომია, გამომდინარე იქიდან, რომ საყოველთაო დაზღვევით სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ პროცესს ხელი შევუწყოთ და მნიშვნელოვან საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კლინიკის განვითარებისთვის.
მისამართი: დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა #10ა
საკონტაქტო ინფორმაცია:
პედიატრია - 2 18 28 30.
სამშობიარო – 2 29 56 50.
Imediclinic.com

скачать dle 11.3